ინსტრუქტორი და ინსტრუქტორთა ტრენერი

გიორგი ბერძენიშვილი

ინსტრუქტორები

ასისტენტები

რას წერენ ჩვენ შესახებ:

ყველა (76) გამოხმაურების ნახვა
გამოგვეხმაურეთ

მაკრინე ქათამაძე 8 გაკვეთილში მივიღე შედეგი, როგორსაც ვერ წარმოვიდგენდი, ეს არის ადგილი, სადაც ბევრი წლის წინ უნდა მოვსულიყავი :) ისეთი თავდაჯერებული გავხდი როგორიც არ ვყოფილვარ არასოდეს, მგონია რომ ყველაფერი შემიდძლია, რასაც მოვისურვებ, გამიჩნდა ახალი გატაცებები და მიზნები, რომლებსაც უკვე პრაქტიკულად ვახორციელებ, საიდან მოდის ეს ენერგია მე თვითონაც ვერ ვხვდები. ჯანმრთელობის მხრივ ისე აღარ მაცუხებს ზურგი, როგორც მაწუხებდა, ეჭვი მაქვს რომ დავამარცხე ჩიყვი (ოქტომბრის ბოლოს მეცოდინება) მოკლედ, სად ვიყავი აქამდე :))
ნია ჩინაშვილი ძალიან კარგები ხართ. ყველაზე ყურადღებიანია გიორგი, ხოლო ყველაზე მეტად ცდილობს რომ სწორედ გაგაკეთებინოს ყველა ასანა - თაკო <3 მართალია 28 ჯერ კი არა, სულ რაღაც 9 - ჯერ შევძელი მოსვლა, მაგრამ თავი შემაყვარეთ. როგორც კი შევძლებ, დაგიბრუნდებით, რადგან მიზნად მაქვს რომ ყველა რთული ასანა ძალიან მარტივად შევასრულო. ასევე აკრო-იოგა მხიბლავს, შორიდან და ვფიქრობ, შევეჭიდო
რევაზ დავითაშვილი მე-7 თვეა დავდივარ რეგულარულად. ყველა ინსტრუქტორი თავის საქმის პროფესიონალია, ძალიან მშვიდი, დადებითი და პოზიტიური ენერგიით ვივსები ყოგას სახლში შესვლისთანავე. შედეგს რაც შეეხება, ხერხემლის პრობლემებისგან სრულად გავთავისუფლდი, ძალა, მოქნილობა, კონცენტრაცია, ფსიქო-ემოციური სტაბილურობა, იმუნიტეტი, ენდოკრინული და გულ-სისხლძარღვთა სისტემა თითქოს თავიდან დაიბადა და განვითარდა. ყველას ვისაც სურს მუდმივი გონებრივი და ფიზიკური პროგრესირება, ჩემი აზრით იოგა(აშთანგა) ერთერთი საუკეთესო საშუალებაა, რომლის პრაქტიკაც სიცოცლის ბოლომდეა შესაძლებელი...
მარიამი პირველი გაკვეთილის შემდეგ ცოტა დაძაბული გამოვედი, ვიფიქრე, რომ ასეთი რთული ვარჯიშების გაკეთებას ვერ შევძლებდი, თუმცა მეორე გაკვეთილიდან უკვე ეს დაძაბულობა მოიხსნა. ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ვარჯიში გადავწყვიტე და ვფიქრობ, არჩევანი საუკეთესოზე შევაჩერე. ვარჯიშიდან ვარჯიშს შორის ყველაზე კარგი ის არის, რომ თვითონ ხედავ შედეგს და ეს მოტივაციას გაძლევს. ეს, რა თქმა უნდა, იმ ინსტრუქტორების დამსახურებაა, რომლებთანაც მუშაობა მომიწია. ძალიან კამყოფილი ვარ და იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში დავუბრუნდები ვარჯიშს.
დალი ბაჯიაშვილი მოგესალმებით. იოგას სახლი წერეთელზე კარგ შთაბეჭდილებას სტოვებს. აქ დამხვდა მყუდრო და მშვიდი გარემო. მინდა ავღნიშნო გიორგი ბერძენიშვილის მაღალი პროფესიონალიზმი. ვიმედოვნებ შევძლებ პრაქტიკის გაგრძელებას. და შედეგზე მერე მოგახსენებთ.
ვიქტორია ცხონდია გამარჯობა,იოგას სახლში მოსვლით ჩემი ძალიან დიდი ხნის სურვილი ავისრულე და მინდა ვთქვა, რომ ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა, რაც კი ბოლო პერიოდში მიმიღია. ძალიან კარგი, მშვიდი გარემო, არაჩვეულებრივი ინსტრუქტორებით, რომლებიც ყველას ინდივიდუალურად უდგებიან და ეხმარებიან. რაც მთავარია, ვარჯიშის შემდეგ მეხსნება სტრესი და თავს უფრო დამშვიდებულად და მოტივირებულად ვგრძნობ. მოკლედ, იოგას სახლი არის ადგილი, სადაც დარწმუნებული ვარ, კიდევ ძალიან დიდ ხანს გავაგრძელებ ვარჯიშს.

ფოტოგალერეა


© 2016 საქართველოს იოგას ფედერაცია