40%-იანი ფასდაკლება — აქცია ახალი წევრებისთვის ვაკის ფილიალში! (2018-10-31 მდე)

ინსტრუქტორი და ინსტრუქტორთა ტრენერი

გიორგი ბერძენიშვილი

ინსტრუქტორები

ასისტენტები

რას წერენ ჩვენ შესახებ:

ყველა (81) გამოხმაურების ნახვა
გამოგვეხმაურეთ

ლიკა აბსანძე მინდა გიორგი ბერძენიშვილსა და მის გუნდს პროფესიონალიზმისათვის დიდი მადლობა გადავუხადო. უკვე, 6 თვეზე მეტია დავდივარ იოგაზე და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, თურმე საერთოდ არ მცოდნია საკუთარი სხეული და მისი შესაძლებლობები. ინსტრუქტორები თითოეულ მისულს ინდივიდუალურად უდგებიან და ყოველ გაკვეთილზე, ისევ ისევ, გისწორებენ შეცდომებს, რათა ასანა სწორედ შესრულდეს. ასევე ძალიან მომწონს მოქნილი გრაფიკი, რაც საშუალებას გაძლევს ცხოვრების რიტმს აუწყო. დაწერის სურვილი გამიჩნდა, მას შემდეგ, რაც ჩემითვის წარმოუდგენელი რამ, თავზე დგომა დამოუკიდებლად შევძელი და ეს ემოცია მომინდა გამეზიარებინა :)
თათია ხუხია ორსულთა იოგაზე მშობიარობის წინა დღემდე დავდიოდი :D ისე უმტკივნეულოდ მივედი სამშობიარო მდგომარეობამდე ეხოზე ექიმი გაოცებული იყო :)) + ადვილად ვიმშობიარე ^^ ორსულობის პერიოდიც დისკომფორტის გარეშე გავიარე, წელის ტკივილს არ შევუწუხებივარ. დიდი მადლობა უსაყვარლეს ინსტრუქტორს ნინოს <3
ეთუნა იორდანიშვილი იოგას სახლი არის ადგილი, სადაც მავიწყდება ყველანაირი დაღლილობა, პრობლემები და ვივსები უდიდესი ენერგიით. ყოველ ვარჯიშზე მაქვს პატარ-პატარა მიღწევები, რაც უდიდეს სტიმულს მაძლევს. მიხარია, რომ აღმოვაჩინე ეს ადგილი, საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებული განსხვავებული ადამიანები და ინსტრუქტორი გიორგი ბერძენიშვილი, რომელიც მუდამ სიახლის ძიებაში გვამყოფებს. ეს მეგობრული გარემო მალევე გახდა ჩემთვის დიდი ოჯახი, სადაც ყოველთვის ბევრს ვსაუბრობთ, ვიღებთ რჩევებს, ვვარჯოშობთ და ვამაყობთ ერთმანეთის მიღწევებით
ანი თურმანიძე გამარჯობა :) სულ მსურდა, რომ მეცხოვრა ჯანრმთელი ცხოვრებით და დამეძლია ყველა ის დაბრკოლება რაც მაწუხებდა!!სულ რაღა თვე-ნახევარში ძალიან გავძლიერდი, როგორც ფიზიკურად ასევე სულიერადაც! რაც ყველაზე მთავარია მიყვარს თქვენთან მოსვლა, რადგან იოგას სახლი დაკომპლექტებულია(გიორგი,ნინო,იზა) ყველაზე გამოცდილი,ძლიერი და მეგობრული ინსტრუქტორებით! მიყვარს ეს ადგილი და რაც ფეხი შემოვდგი იმ დღიდან მივხვდი,რომ ცხოვრების ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი არის ფიზიკურად დატვირთვა(იოგა)!!
მარიკა ზოიძე ის რის გამოც თავიდანვე დავინტერესდი და მოვედი თქვენთან ტიპური, გავრცელებული ხერხემლის პრობლემა და გაჯანსაღება იყო. თუმცა ხერხემლის პრობლემის მიღმა საკუთარი თავთან კომფორტის განცდა აღმიდგინა. შემმატა დავდაჯერებულობა და მონდომება. გარდა ფიზიკურად სხეულის ფლობისა ემოციურად საკუთარი თავის მართვა მასწავლა რაც ცალსახად თქვენი პროფესიონალი გუნდის დამსახურებაა, რისთვისაც მადლიერება მხოლოდ მადლობის თქმით შემიძლია გამოვხატო.
მაკრინე ქათამაძე 8 გაკვეთილში მივიღე შედეგი, როგორსაც ვერ წარმოვიდგენდი, ეს არის ადგილი, სადაც ბევრი წლის წინ უნდა მოვსულიყავი :) ისეთი თავდაჯერებული გავხდი როგორიც არ ვყოფილვარ არასოდეს, მგონია რომ ყველაფერი შემიდძლია, რასაც მოვისურვებ, გამიჩნდა ახალი გატაცებები და მიზნები, რომლებსაც უკვე პრაქტიკულად ვახორციელებ, საიდან მოდის ეს ენერგია მე თვითონაც ვერ ვხვდები. ჯანმრთელობის მხრივ ისე აღარ მაცუხებს ზურგი, როგორც მაწუხებდა, ეჭვი მაქვს რომ დავამარცხე ჩიყვი (ოქტომბრის ბოლოს მეცოდინება) მოკლედ, სად ვიყავი აქამდე :))

ფოტოგალერეა


© 2016 საქართველოს იოგას ფედერაცია