ისტორია
შრი იოგენდრა (1897-1989) - ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან გატაცებული იყო ფიზიკური კულტურით, ჭიდაობით, ტანვარჯიშით და მოგვიანებით, კრიჩნამაჩარიასა და კუვალინანდასთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა 'იოგას' იმ ფორმას, რაც დღეს არის პოპულარული და ცნობილი იოგას სახელით. როგორც ცნობილია იმ პერიოდში, როდესაც ინდოეთი ბრიტანეთის კოლონია იყო, ტანვარჯიში პოპულარული იყო. დასავლეთიდან შემოსულმა ბრიტანულ-სკანდინავიურმა ტანვარჯიშის და ბოდიბილდინგის პოპულარიზაციამ გააჩინა მოტივაცია, შექმნილიყო ინდური ნაციონალური ტანვარჯიშის ფორმა ჰათჰაიოგას ასანებისა და იმ პერიოდისთვის პოპულარული ფიზიკური კულტურის საფუძველზე. იოგას ამ ახალი ფორმის გაჩენის მიზეზად ევგენიკას ასახელებენ. ირონიულად ჟღერს, მაგრამ იოგენდრა ამერიკიდან სწორედ იმ მოტივით გააძევეს, რა მოტივითაც იგი იოგას პოპულარიზაციას ეწეოდა. ეს მოტივი იყო რასის გაწმენდა, მისი გაუმჯობესების მიზნით - „ამერიკა ამერიკულად უნდა დარჩეს". ამის შემდეგ შრი იოგენდრამ ყურადღება ინდოეთზე გადაიტანა და დააფუძნა მსოფლიოში ყველაზე ძველი იოგას ცენტრი - იოგას ინსტიტუტი, სადაც ადგილი ჰქონდა იოგას სამედიცინო საშუალებად ქცევის მცდელობას.
იოგა
მანჯუ ჯოისი, აშთანგა იოგას გურუ მაისორში (სამხრეთ ინდოეთში) წარმოადგენს აშთანგა იოგას ყველაზე სახელგანთქმული და ავტორიტეტული მასწავლებლის შრი კ. პატტაბჰი ჯოისის უფროს შვილს. მანჯუ დაიბადა 16 ნოემბერს, 1944 წელს. ჯერ კიდევ 7 წლის ასაკიდან ყოველ დილით ადრიანად აღვიძებდა მამა, რომ მიეღო იოგას გაკვეთილები, რამაც მისი და მასთან ერთად პრაქტიკოსების ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. მანჯუმ მისი როგორც მასწავლებლის კარიერა 15 წლიდან დაიწყო და დღემდე ამ საქმიანობით არის დაკავებული. მანჯუ ამაყობს თავისი წარმოშობით და მისთვის დიდი პატივია წარმოადგენდეს შრი კ. პატტაბჰი ჯოისის შვილს - „ის არის ჩემი მამა და მასწავლებელი ერთდროულად. მადლობელი ვარ ჩემი მშობლების“. მანჯუს დედა, სავატრი ჯოის (მოიხსენიებდნენ როგორც სატჰუ) წარმოადგენდა გამორჩეულ ცოლს და მოსიყვარულე დედას, ასევე ინდური სამზარეულოს ექსპერტს, რომელიც გარდაიცვალა 1997 წელს. მანჯუს ჰყავს მეუღლე ნენსი, 2002 წელს კი შეეძინათ ქალიშვილი სატჰუ, რომელსაც სახელი ბებიის მიმართ პატივისცემის ნიშნად დაარქვეს. სატჰუ არაერთი ტალანტით დაჯილდოვებული, ლამაზი გოგონაა, რომელიც აგრძელებს ჯოისის ოჯახის ტრადიციებს. მანჯუ უკვე 55 წელია აშთანგა იოგას მაისორის მეთოდით ასწავლის. მისი სწავლება მოიცვა 22-მა ქვეყანამ მსოფლიოს მასშტაბით, ასევე აშშ-ს 21-მა შტატმა. დღესდღეობით მისი სასწავლო გაკვეთილებისა ტურების რაოდენობა კიდევ უფრო მატულობს. მანჯუ მადლიერებას გამოხატავს გერი ჰერლიხისა და ყველა ადამიანის მიმართ, რომელმაც მას დახმარება გაუწია ამერიკაში დარჩენილიყო, როდესაც პირველად დაიწყო სწავლება აშშ-ში. დღეს მანჯუ გვთავაზობს აშთანგას შაბათ-კვირის ვორქშოფებს, ინსტრუქტორთა ტრენინგებსა და ინტენსიურ ხანგრძლივ კლასებს. მისი გაკვეთილები მოიცავს პრანაიამას (სუნთქვით ვარჯიშებს) და ვედურ მანტრებსაც, რომელიც აშთანგა იოგას პრაქტიკას კარგად უთავსდება. მანჯუს მიზანია შეასწავლოს აშთანგა იოგა მის მოსწავლეებს უძველესი ინდური ტრადიციებით, რათა სტუდენტებმა რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღონ იოგას პრაქტიკიდან. მანჯუ ეხმარება მის სტუდენტებს განავითარონ კონცენტრირებისა და შემეცნების უნარი აშთანგა იოგას პრაქტიკით, რაც მათ დატვირთულ და სტრესულ ყოველდღიურობაში ეხმარება. მანჯუს სწავლებამ აშთანგა იოგას უძველესი ტრადიციების მეთოდებით ბევრ სტუდენტს მოუტანა გამორჩეული სარგებელი მსოფლიოს მრავალ კუთხეში. მანჯუს თქმით მას სტუდენტები საკუთარ თავთან გაერთიანებისკენ მიყავს - „Unite with Yourself“. მანჯუ ჯოისი და გიორგი ბერძენიშვილი. ბერლინი, 2014
ისტორია
ტირუმალაი კრიშნამაჩარია (8 ნოემბერი, 1888 — 28 თებერვალი, 1989) ინდოელი იოგას მასწავლებელი, აიურვედას მეთოდით მკურნალი და მეცნიერი იყო. მას ხშირად „თანამედროვე იოგას მამად“ მოიხსენიებენ. კრიშნამაჩარიას მე-20 საუკუნის უდიდეს იოგას მასწავლებლად მიიჩნევენ და ჰათჰა იოგას აღორძინებასა მას მიაწერენ. კრიშნამაჩარიამ სამეცნიერო ხარისხი ექვს ვედურ დარშანაში (ინდურ ფილოსოფიურ მიმდინარეობაში) დაიცვა. მაისორის მაჰარაჯას, კრიშნა რაჯა ვოდიაერის პატრონაჟის ქვეშ ის იოგას პოპულარიზაციის მიზნით მოგზაურობდა მთელს ინდოეთში, კითხულობდა ლექციებს და საკუთარი პრაქტიკის დემონსტრირებას ახდენდა. მის დემონსტრირებებს შორის ზოგიერთი მეტად საოცარი იყო, მაგალითად გულის ცემის შეჩერება. ის მიიჩნევა ვინიასების, სუნთქვის და მოძრაობის ერთიანობის არქიტექტორად. კრიშნამაჩარიას მოძღვრების ერთ-ერთი პრინციპი ინდივიდზე მორგებული სწავლება იყო. კრიშნამაჩარია მსოფლიოს უდიდეს ნაწილში ცნობილია როგორც იოგი, თუმცა ინდოეთში მას როგორც მკურნალს ისე იცნობენ, რომელიც აიურვედის და იოგას ტრადიციული მეთოდების მეშვეობით მკურნალობდა ადამიანებს. ის ოთხი წiგნის ავტორია: იოგა მაკარანდა (1934), იოგა ასანგალუ (1941), იოგა რაჰასია და იოგა ვალი (1988). ასევე მის კალამს ეკუთვნის მრავალი ესეისტური და პოეტური ნაწარმოები. კრიშნამაჩარიას სტუდენტთა შორის ბევრია ცნობილი იოგას მასწავლებელი: ტ.კ.ვ. დესიკაჩარი (დაბადებული 1938 წელს), ინდრა დევი (1899 — 2002), ბ.კ.ს. აიანგარი (1918-2014), კ. პატტაბჰი ჯოისი. (1915–2009) და ა.გ. მოჰან (დაბადებული 1945 წელს). კრიშნამაჩარიას ფოტო 100 წლის ასაკში (1988)
იოგა
კინო მაკგრეგორი იოგას საერთაშორისო დონის სპეციალისტი გახლავთ. ისაა ორი წიგნის ავტორი, აშთანგა იოგას 6 DVD ნაკრების პროდიუსერი, მწერალი, ბლოგერი და მსოფლიო მოგზაური. ასევე თანადამფუძნებელი "Miami Life Center"-ისა (www.miamilifecenter.com) და " Miami Yoga Magazine"-სა (www.miamiyogamagazine.com). აღსანიშნავია, რომ კინოს YouTube არხს ბოლო ერთი წლის განმავლობაში 2 მილიონზე მეტი მნახველი ყავდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ის გახლავთ აშთანგა იოგას დამაარსებლის შრი კ. პატტაბჰი ჯოისის (ინდოეთი, მაისორი) მიერ სერთიფიცირებული მოსწავლე ადამიანთა იმ მცირე ჯგუფიდან, რომელთაც შეუძლიათ კვალიფიციურად შეასწავლონ ეს დისციპლინა. კინო მაკგრეგორმა იოგას ვარჯიში თვდაპირველად დაიწყო 19 წლის ასაკში. ამ პერიოდისთვის მას არ ჰქონდა მოძრაობის პრაქტიკის რაიმე საფუძველი. სამი წლის შემდეგ იგი შეუერთდა "Govinda Kai's Mysore-style" კლასესბს ნიუ იორკში და გახდა აშთანგა იოგას ერთგული პრაქტიკოსი. შვიდი თვის ტრადიციული პრაქტიკის შემდეგ კინო მაკგრეგორი გაემგზავრა ინდოეთში თავის მასწავლებელთან (შრი კ. პატტაბჰი ჯოისი ("Guruji") შესახვედრად. დაბრუნების შემდეგ მან ვარჯიში დაიწყო განმარტოვებულად, თავი მთლიანად მიუძღვნა აშთანგა იოგას შესწავლას. მაისორში შვიდ წლიანი თანმიმდევრული ვიზიტების შემდეგ, 29 წლის ასაკში მან გურუჯისაგან მიიღო სერტიფიკატი აშთანგა იოგას სწავლების უფლების დასტურად. მას შემდეგ იგი ერთგულად მიჰყვება თავის საქმიანობას და არის მრავალი სხვა ადამიანის შთაგონების წყარო. მაიამიში მან იოგას პრაქტიკისათვის შექმნა სივრცე, რომლის მეშვეობითაც გააერთიანა იოგას ცნობიერებისა და ჰოლისტიკური ჯანმრთელობის საკითხი. 2006 წელს კინომ მეუღლესთან, ტიმ ფელდმენთან ერთად დააარსა" Miami Life Center",www.miamilifecenter.com, სადაც თავადვე მართავენ ყოველდღიურ იოგა კლასებს. ისინი ასევე ერთად მოგზაურობენ და შემუშავებული აქვთ საერთაშორისო სწავლების გრაფიკი. კინო მაკგრეგორის პროდუქცია მოიცავს აშთანგა იოგას ექვს DVD კურსს (კინო მაკგრეგორი-მოგზაურობა - სემინარი, აშთანგა იოგას ძირითადი სერია, აშთანგა იოგას შუალედური სერია, აშთანგა იოგას მესამე სერია, შესავალი-აშთანგა იოგას საწყისები, აშთანგა იოგა-პრაქტიკა სახლის პირობებში ). კინოს პირველი წიგნი, "წმინდა ცეცხლი" , გამოიცა 2012 წლის ივნისში " Harmony Publishers UK"-ის მიერ. მისი მეორე წიგნი, "The Power of Ashtanga Yoga" , დეტალურად შეისწავლის აშთანგა იოგას ძირითად სერიას. კინოს YouTube არხმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. არსებული ვიდეორგოლები უზრუნველყოფს იოგა-პრაქტიკას და განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისათვის მთელს მსოფლიოში. კინო მაკგრეგორმა გადაწყვიტა თავად ეტვირთა აშთანგა იოგას ე.წ. ჩირღდნის ტარება მსოფლიო მასშტაბით. მან საფუძველი ჩაუყარა საოცარ ტრადიციას - გაუზიაროს აშთანგა იოგა ყველას, ვინც მის პრატიკაში ჩადგომას მოისურვებს. კინო ეხმარება სტუდენტებს, რათა მათ სიღრმისეულად შეიცნონ იოგა. ცოდნა კი უნდა აისახოს სულიერ ძალაში, დაბალანსებულ მოქნილობასა და ემოციურ წონასწორობაში. კინო მაკგრეგორი ასევე მონაწილეობას ღებულობს ყოველთვიურ " Go Zero" პროექტში, რაც თავის მხრივ, პლანეტის მოფრთხილებასა და გარემოს დაცვას გულისხმობს. ნიუ იორკის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხის მფლობელი კინო ცდილობს ერთად მოუყაროს თავი ერთგულ მსახურებასა და იოგა ცნობიერებას . ის მთელი თავისი არსებობის მანძილზე ხვეწს და აუმჯობესებს იოგას სწავლების დონეს. კინო მაკგრეგორი საზოგადოების წინაშე წარსდგა ისეთი ტელე - შოუებით, როგორიცაა Miami Beach’s Plum TV და CBS-ის დღის შოუ. ასევე დაამშვენა არაერთი იოგა-ჟურნალი, მათ შორის: "Yoga Mind Body Spirit" , "Yoga Joyful Living", "Travel & Leisure ", "Ocean Drive", "Boca Raton" ," Florida Travel & Life" , Six Degrees Magazine. იგი ასევე გვევლინება ბლოგერად - " Elephant Journal"-ში , "MindBodyGreen"-ში, "Myyogaonline"- სა და იოგა ჟურნალისთვის ბრიტანეთში.
ისტორია
ინდუისტი სულიერი მოძღვარი შივანანდა სარასვატი 1887 წლის 8 სექტემბერს დაიბადა პატამადაიში, სამხრეთ ინდოეთში. შივანანდამ სამედიცინო განათლება მიიღო, მაგრამ ათი წლის განმავლობაში ფიზიკის სპეციალისტად იმსახურა ე.წ ბრიტანულ მალაიკაში. ვერც მედიცინამ და ვერც რომელიმე სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებამ ვერ დააკმაყოფილა მისი ცნობისწადილი, ამიტომ 1923 წელს სულიერი ძიებების გასაგრძელებლად კვლავ ინდოეთს დაუბრუნდა. 1924 წელს შივანანდა ინდოეთის რამდენიმე მხარეს ეწვია, მათ შორის რიშიკეშს, სადაც თავისი გურუ - ვიშვანანდა სარასვატი გაიცნო. სწორედ ვიშვანანდამ მიიწვია შივანანდა სანიასას ორდენში და სამონასტრო ცხოვრებისთვის განკუთვნილი სახელიც შეურჩია. შივანანდა რიშიკეშში დამკვიდრდა და გადაწყვიტა, ასკეტურ ცხოვრებასთან ერთად, ავადმყოფებზე ზრუნვა თავის მოვალეობად ექცია. 1927 წელს თავისი დანაზოგებით საქველმოქმედო დისპანსერი გახსნა, რომელიც ყველა პილიგრიმს, სულიერ მოძღვარს თუ ღატაკს უფასოდ სთავაზობდა სამედიცინო მომსახურებას. დროთა განმავლობაში შივანანდას უამრავი მოწაფე და მიმდევარი გამოუჩნდა. სხვა სულიერ მოძღვართა რიგში ნელ-ნელა მნიშვნელოვანი ადგილი მოიპოვა და საშუალება მიეცა თავისი იდეოლოგიური პრინციპები განევრცო: რიშიკეშის სიახლოვეს, წმინდა მდინარე განგის სანაპიროზე შივანანდა აფუძნებს შივანანდას აშრამს, 1936 წელს აარსებს Divine Life Society ს. ხოლო 1948 წელს საფუძველს უყრის იოგა-ვედანტას აკადემიას (Yoga-Vedanta Forest Academy). ვედანტა ცენტრების (Sivananda Yoga Vedanta Centres) მეშვეობით შივანანდა იოგა, რომელსაც მეორენაირად სინთეზურ იოგას უწოდებენ, მსოფლიოს ყველა კუთხეში გავრცდელდა. თავის მხრივ, დასავლურ ცივილიზაციებში შივანანდა იოგას პოპულარიზაციას შივანანდას მოწაფემ, ვიშნუდევანანდამ შეუწყო ხელი. შრი აურობინდოს აშრამში შივანანდა შეხვდა შუდჰანანდა ბჰარატის, რომელმაც მაჰარიშის ტიტული მიანიჭა. რამანა მაჰარშისაც ეწვია დაბადების დღეზე თავის აშრამში და მისგან დარშანიც მიიღო. ცნობილია, რომ ექსტაზურ მდგომარეობამდე მისული შივანანდა მაჰარიშის ბჰაქტებთან ერთან მღეროდა და ცეკვავდა. შივანანდამ პილიგრიმული (მომლოცველობითი) მოგზაურობის დროს მოინახულა ჩრდილოეთ ინდოეთის წმინდა ადგილები. მათ შორის კადერნატი და ბადრინატი. 1931 წელს ის კაილაშ-მანასაროვარსაც ეწვია. შივანანდას ავტორობით 296 წიგნი გამოიცა. მეტაფიზიკა, იოგა, რელიგია, დასავლური ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სახვითი ხელოვნება, ეთიკა, განათლება, ჯანმრთელობა - ეს იმ თემების ჩამონათვალია, რომლებსაც ის თავის მრავალრიცხოვან ნაშრომებში განიხილავს. ღრმა ანალიზის და დეკლარირების ნიჭთან ერთად შივანანდა შემოქმედებითი უნარებითაც გამოირჩეოდა - გატაცებული იყო პოეზიით და დრამატურგიით. იოგას ფილოსოფიის თემაზე დაწერილ მის წიგნებში აქცენტირებულად განიხილება იოგას თეორიული საფუძვლების ყოველდღიურ პრაქტიკაში გადატანის საკითხები. „პრაქტიკის იოტისოდენა მარცვალი ჯობია უზღვავი რაოდენობის თეორიას. თუ გსურთ ნამდვილი თვითრეალიზაცია, ყოველდღიურ ცხოვრებაში პრაქტიკულად განახორციელეთ იოგა, რელიგია და ფილოსოფია.“ შივანანდა 1963 წლის 14 ივლისს, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამბობენ, რომ ის ეზიარა მაჰასამადჰას - მდგომარეობას, როცა სული ცნობიერად ტოვებს სხეულს და თავს აღწევს დუალიზმის და კარმის კანონებს.
ისტორია
ბ.კ.ს. აიანგარი, ან ბელლურ კრიშნამაჩარ სუნდარარაჯა აიანგარი (დაიბადა 1918 წლის14 დეკემბერს), არის დამფუძნებელი აიანგარ იოგას და მსოფლიოში ერთერთ უდიდეს იოგას მასწავლებელად ითვლება. დაწერილი აქვს იოგას პრაქტიკის და ფილოსოფიიისადმი მიძღვნილი მრავალი წიგნი. მათ შორის «Light on Yoga», «Light on Pranayama» და «Light on the Yoga Sutras of Patanjali».. აიანგარ იოგას კლასები მთელ მსოფლიოშია წარმოდგენილი. აიანგარი ტირუმალაი კრიშნამაჩარიას ერთ ერთი უპირველესი სტუდენტი იყო, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც "თანამედროვე იოგას მამას". მას შემდეგ, რაც თანამედროვე იოგა აღმოცენდა კრიშნამაჩარიას სწავლებისგან, აიანგარი იყო ის ადამიანი, ვინც მისი პოპულარიზაცია მოახდინა მთელს მსოფლიოში. როგორც მან აღნიშნა დოკუმენტურ ფილმში ღმერთების სუნთქვა ინტერვიუში, მას ბევრი ბრძოლა დასჭირდა თვითდამკვიდრებისთვის, რადგან იმ დროისთვის იოგას საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდნენ. მას მიაწერენ იოგას პოპულარიზაციას უპირველესად ინდოეთში, შემდგომ კი მთელს მსოფლიოში. ის დაჯილდოვებულია პადმა შრი (1991), პადმა ბჰუშანი (2002) და პადმა ვიბჰუშან (2014) ორდენებით. ჟურნალმა თაიმმა შეიყვანა 100 ყველაზე უფრო გავლენიან ადამიანთა სიაში მთელს პლანეტაზე. ადრეული წლები ბ.კ.ს. აიანგარი ბელლურში, კარნატაკას შტატში (ინდოეთი), ბრაჰმანის კასტის ღარიბ ოჯახში დაიბადა. ის მეთერთმეტე შვილი იყო ცამეტიდან (რომელთაგანაც მხოლოდ ათი გადარჩა) შრი კრიშნამაჩარის, რომელიც სკოლის მასწავლებელი იყო და შეშამმას. მისი დაბადების პერიოდში მის სოფელში გრიპის პანდემია მძვინვარებდა, რამაც მის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლება მოახდინა და საკმაოდ დაასუსტა. მთელი ბავშვობის განმავლობაში უწევდა მრავალ დაავადებასთან ბრძოლა. მათ შორის: მალარია, მუცლის ტიფი, ტუბერკულიოზი და ზოგადი იმუნიტეტის ნაკლებობა. ხუთი წლის ასაკში მისი ოჯახი საცხოვრებლად ბანგალორში გადავიდა. ხოლო 4 წლის შემდეგ მამა აპენდიციტისგან გარდაეცვალა. განათლება იოგაში. 1934 წელს, აიანგარს მისმა ნათესავმა ტირუმალა კრიშნამაჩარიამ შესთავაზა მაისორში წასულიყო მასთან და იოგას მეშვეობით ჯანმრთელობის მდგომარეობა გაეუმჯობესებინა. მაშინ ის 15 წლის იყო. იქ მან შეისწავლა ასანები, რამაც თანდათანობით გააძლიერა მისი ჯანმრთელობა. კრიშნამაჩარიას აიანგარი და მისი სხვა სტუდენტები იოგას დემონსტრაციისათვის მაჰარაჯას სასახლეში გამოჰყავდა, რამაც შემდგომ დიდი გავლენა მოახდინა აიანგარზე. იგი მიიჩნევდა, რომ კიშნამაჩარიასთან შეხვედრამ და მასთან გატარებულმა ორმა წელმა მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება. მან თქვა, "2 წლის განმავლობაში კრიშნამაჩარია მასწავლიდა მხოლოდ 10-15 დღის განმავლობაში, მაგრამ ამ რამდენიმე დღემ განაპირობა გავმხდარიყავი ის, ვინც ვარ დღეს ." კ. პატტაბჰი ჯოისმა განაცხადა, რომ სინამდვილეში ის იყო აიანგარის გურუ და არა კრიშნამაჩარია. 1937 წელს კრიშნამაჩარიამ აიანგარი პუნაში იოგას სწავლების გასავრცელებლად გააგზავნა. მაშინ ის 18 წლის იყო. მიუხედად იმისა, რომ აიანგარი კრიშნამაჩარიას დიდი პატივს სცემდა და ხშირად მიმართავდა რჩევისთვის, მათ ურთიერთობაში ჰქონდათ პრობლემებიც. დასაწყისში კრიშნამაჩარიას არ სჯეროდა აიანგარის წარმატების იოგაში მისი სუსტი ჯანმრთელობის გამო. მას სათანადო ყუდარღებას არ აქცევდა და ძირითადად სახლის სამუშაოს ავალებდა. მხოლოდ მაშინ, როცა კრიშნამაჩარია მიატოვა მისმა საუკეთესო მოსწავლემ კეშავამურტიმ, იმ დღეს დაიწყო აიანგარისთვის იოგას სწავლება. ასწავლიდა სხვადასხვა პოზების სერიებს. ხანდახან ეუბნებოდა, რომ არ ეჭამა საჭმელი სანამ არ დაეუფლებოდა გარკვეულს პოზებს. ამ მაგალითმა გვიჩვენა, რა მეთოდით ასწავლიდა სტუდენტებს. კარიერა იოგა რომ ესწავლებინა, კრიშნამაჩარიას მხარდაჭერით, აიანგარი 18 წლის ასაკში პუნაში გაემგზავრა. ყოველდღიურად მრავალ საათს უთმობდა სწავლას და ახალი ტექნიკის დაუფლებას. ის ასწავლიდა იოგას ცნობილ ადამიანებსაც. მა შორის იყვნენ: ჯიდდუ კრიშნამურტი, ჯაიაპრაკაშ ნარაიან დაიეჰუდი მენუჰინ. მან ბელგიის დედოფალ ელისაბეტს ასწავლა შრირშასანა (თავზე დგომა). დედოფალი ამ დროს 80 წლის იყო. საერთაშორისო აღიარება 1952 წელს აიანგარი დაუმეგობრდა მევიოლინე იეჰუდი მენუჰინს. მენუჰინი დაეხმარა მას, რომ იოგა ესწავლებინა საზღვარგარეთ, ლონდონში, შევეიცარიაში, პარიზში და სხვა ქვეყნებში. დასავლეთში იოგს პოპულრიზაციას დიდიწილად აიანგარს მიეწერება. 1966 წელს მისი წიგნი «Light on Yoga» გამოიცა. რაც 17 ენაზე ითარგმნა და საბოლოო ჯამში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბესთსელერად იქცა. ამ წიგნს თან მოჰყვებოდა პრანაიამების სახელწოდებები და ეხებოდა იოგას ფილოსოფიის მრავალ ასპექტებს. ეს არის წიგნი, რომელსაც ხშირად იოგას "ბიბლიას" უწოდებენ. მთლიანობაში აიანგარი 14 წიგნის ავტორი გახდა. 1975 წელს აიანგარმა, მისი ცოლის საპატივსაცემოდ, ქალაქ პუნაში რამამანი აიანგარის მემორიალური იოგას ინსტიტუტი გახსნა. 1984 წელს მან ოფიციალურად შეწყვიტა სწავლება, მაგრამ განაგრძობდა აქტივობას აიანგარ იოგაში, ასწავლიდა სპეციალურ ჯგუფებს და წრდა წიგნებს. მისმა ქალიშვილმა გიტამ და ვაჟიშვილმა პრაშანტიმ იოგას მასწავლებლის საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს. 2005 წელს ის ესტუმრა ა.შ.შ-ს რათა კოლორადოში, იოგა ჟურნალის კონფერენციაზე გაეცნო მისი უახლესი წიგნი «Light on Life» და ჩაეტარებინა სპეციალური ვორქშოპი. 2005 წლის 3 ოქტომბერი სან-ფრანცისკოს ქალაქის მთავრობის მიერ გამოცხადდა, როგორც "ბ.კ.ს. აიანგარის დღედ". ანთროპოლოგმა ჯოზეფ ს. ალტერმ განაცხადა, რომ სწორედ აიანგარს მიუძღვოდა ყველაზე დიდი წვლილი იოგას გავრცელებაში. პირდი პრაქტიკა 90 წლის ასაკში, მიცემულ ინტერვიუში აიანგარმა განაცხადა, რომ ყოველდღიურად 3 საათის განმავლობაში ასრულებდა ასანებს და 1 საათის განმავლობაში კი პრანაიამას. ბ.კ.ს. აიანგარი 2014 წლის 20 აგვისტოს პუნაში (ინდოეთი) გულზე შექმნილი პრობლემებით და თირკმლის უკმარისობით 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ისტორია
კრიშნა პატტაბჰი ჯოისი (26 ივლისი, 1915 - 18 მაისი, 2009) ინდოელი იოგას მასწავლებელი იყო. მან დააფუძნა პოპულარული და ტანვარჯიშის სტილის იოგას სისტემა სახელწოდებით აშთანგა ვინიასა იოგა, ან აშთანგა იოგა. 1948 წელს, ინდოეთში, ქალაქ მაისორში ჯოისმა დააარსა აშთანგა იოგას კვლევითი ინსტიტუტი (შრი კ. პატტაბჰი ჯოისის აშთანგა იოგას ინსტიტუტი). ადრეული წლები და განათლება ჯოისი 1915 წლის 26 ივლისს (გურუ პურნიმა, სავსემთვარეობის დღეს) სოფელ კაუშიკაში დაიბადა (სამხრეთ ინდოეთი). ჯოისის მამა ასტროლოგი, სასულიერო პირი და მიწათმფლობელი იყო. ის თავის შვილს 5 წლის ასაკიდან ასწავლიდა სანსკიტსა და რიტუალებს, ისევე როგორც სწავლობდნენ ყველა ბრაჰმანის შვილები. მის გარდა მისი ოჯახიდან იოგა არავის უსწავლია, ინტერესიც კი არ ჰქონიათ. 1927 წელს, როდესაც ჯოისი 12 წლის იყო, ტ. კრიშნამაჩარიას ლექციას და მის დემონსტრაციას დაესწრო და მეორე დღესვე მისი მოსწავლე გახდა. ორი წლის მანძილზე, ყოველდღიურად ეწეოდა იოგას პრაქტიკას თავის მასწავლებელთან ერთად. მას არასდროს უთქვამს თავისი ოჯახისთვის, რომ იოგას მისდევდა ის დგებოდა ადრე, ჯერ მიდიოდა იოგს პრაქტიკისთვის და შემდეგ კი სკოლაში. 1930 წელს, ჯოისი გაიქცა სახლიდან და სანსკრიტის სასწავლებლად მაისორს მიაშურა. თან მხოლოდ 2 რუპია ჰქონდა. დაახლოებით ამავე პერიოდში კრიშნამაჩარიაც გაემგზავრა ჰასსანში, რათა ესწავლებინა სხვებისთვის. ხოლო ორი წლის შემდეგ კი მაისორში გაემგზავრა, სადაც მას ჯოისი შეუერთდა. ბ.კ.ს. აიანგარის თანხმად, სანსკრიტ პათშალაში ჯოისს მიეცა ასანების სწავლების უფლება. აქ იყო გახსნილი კრიშნამაჩარიას იოგას სკოლა (1933). ამ დროს, მაისორის მაჰარაჯა კრიშნა რაჯენდრა ვოდიაერი სერიოზულად იყო სნეული და მისი განკურნება ვერ ხერხდებოდა. სწორედ ამ დროს კრიშნამაჩარიამ მოახერხა მისი განკურნება იოგას მეშვეობით, რის შემდეგაც მაჰარაჯამ მფარველობა აღუთქვა კრიშნამაჩარიას და მისთვის ჯაგანათჰა პალასში იოგას სკოლა დააფუძნა. ჯოისი ხშირად ახლდა კრიშნამაჩარიას დემონსტრაციის დროს. ჯოისი ამბობდა, რომ 1927- დან — 1953 -მდე სწავლობდა კრიშნამაჩარიასთან და შემდგომში ასწავლიდა სწორედ ისეთივე ასანების სისტემის მიხედვით, როგორც გადმოსცა მასწავლებელმა. მან განაცხადა, რომ ბ.კ.ს აიანგარი მისი მოსწავლე იყო, თუმცა აიანგარმა თავად უარყო ეს ფაქტი. კარიერა ჯოისი ამტკიცებდა, რომ მისი აშთანგა ვინიასა იოგას სისტემა ძველ ტექსტს სახელად იოგა კარუნტას ეფუძნებოდა, თუმცაღა მას ეს ტექსტი პირადად წაკითხული არ ჰქონდა. „იოგა კარუნტას" აუთენტიკურობა საეჭვოა, ამიტომ მისი ამ მტკიცების გადამოწმება შეუძლებელია. ჯოისი დარჩა მაისორში და ახალგაზრდა ქალზე, სავიტრამმაზე იქორწინა. ქორწინება სავსე მთვარეობას, 1933 წელს შედგა, როდესაც ჯოისი 18 წლის იყო. 1948 წელს, მათ ჯოისის სტუდენტების დახმარებით შეიძინეს სახლი, სადაც ცხოვრობდნენ თავიანთ შვილებთან: სარასვატი, მანჯუ და რამეშთან ერთად. ის ასწავლიდა იოგას მაჰარაჯას სანსკრიტის კოლეჯში 1937-1973 წლებში და 1956 წელს მიიღო ვიდვანის (პროფესორის) წოდება. ასევე მიანიჭეს იოგას საპატიო პროფესორის წოდება ინდოეთის სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯში (1976-1978). ის ასწავლიდა იქ 1973 წლამდე, სანამ მთლიანად არ გადაერთო საკუთარ იოგას სკოლაში სწავლებაზე. მან შეისწავლა ისეთი ტექსტები, როგორებიცაა: პატანჯალის იოგა დარშანა, ჰათჰა იოგა პრადიპიკა, იოგა ვაჯნავალკია და უპანიშადები. 1948 წელს დააფუძნა აშთანგა იოგას კვლევითი ინსტიტუტი თავის ახალ სახლში, ლაქშმიპურამში. 1964 წელს, ბელგიელი ანდრე ვან ლისებეტმა (1919-2004) ორი თვე გაატარა პატტაბჰი ჯოისთან და აშთანგა ვინიასა იოგას სისტემის საწყისი და შუალედური სერიები შეისწავლა. ცოტა ხნის შემდეგ, მან დაწერა წიგნი სახელწოდებით ჯაპპრენდს ლე იოგა (1967, ინგლისური სახელწოდებით: იოგას სახელმძღვანელო), რომელშიც ნახსენები იყო ჯოისი და მისი მისამართი. ეს იყო ნიშანი დასავლელებისთვის, რათა დაეწყოთ მაისორში ჩასვლა და იოგას შესწავლა. მის მოწაფეთა რიცხვში იყვნენ: ლარრი შულცი, მადონა, სტინგი, გვინეტ პელტროუ, კროლინ კლები. ყველა მისი მოსწავლე, ცნობილი ადამიანებით დაწყებული და მისი შვილიშვილით დამთავრებული გადიოდნენ ერთიდაიმავე წრთვნას. მისი პირველი მოგზაურობა დასავლეთში 1974 წელს შედგა. ეს იყო სამხრეთ ამერიკა, სადაც მას საერთშორისო იოგას კონფერენციაზე ლექცია უნდა წაეკითხა სანსკრიტის შესახებ. 1975 წელს ის კალიფორნიაში დარჩა 4 თვით, რის შედეგადაც აშთანგა ვინიასა იოგას საფუძველი ჩაეყარა აშშ-ში. შემდგომი 20 წლის განმავლობაში ის მრავალჯერ სტუმრობდა აშშ-ს იოგას სწავლებისთვის. ის აგრეთვე ხშირდ სტუმრობდა ავსტრალიას, სიდნეის, სადაც წარჩინებული სტუდენტები ჰყავდა. მან მხოლოდ ერთი წიგნი დაწერა იოგა მალა 1958 წელს, რომელიც 1962 წელს გამოიცა. ხოლო ინგლისურ ენაზე 1999 წელს. რობერტ ვიკინსმა მის შესახებ გადაიღო ფილმი. 2009 წლის 18 მაისამდე, გარდაცვალებამდე ჯოისი განაგრძობდა იოგას სწავლებას აშთანგა იოგას კვლევით ინსტიტუტში, რომელიც ამჟამად მაისორში გოკულამის მახლობლად მდებარეობს, თავის ერთადერთ ქალიშვილ სარასვატისთან და შვილიშვილ სარაშთან ერთად. ჯოისი ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა 93 წლის ასაკში.
ფედერაცია
— პირადი გვერდი იოგა ალიანსში რეგისტრირებული იოგას მასწავლებელი. საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი. საერთაშორისო იოგას ფედერაციის წარმომადგენელი საქართველოში. დღევანდელ მსოფლიოში ყველაზე გამოცდილი მასწავლებლის მანჯუ პატტაბჰი ჯოისის მოსწავლე (აშთანგა იოგას ტრადიცა). გიორგი ბერძენიშვილი დაიბადა 1982 წელს ქალაქ თბილისში. იოგას პრაქტიკის მიმართ გიორგი ბერძენიშვილის ინტერესი 1993 წლიდან იწყება, რის შედეგად მას უჩნდება მიზანი, იოგას სიღრმისეული შესწავლის, დაუფლების თანმიმდვერულად მიღებული ცოდნისა და გამოცდილების თეზაურუსებით შექმნას სწავლება საკუთარი ქვეყნის საზოგადოებისთვის სარგებლის მიცემის მიზნით. 2002 წელს ის, საზოგადოებას სთავაზობს იოგას სწავლების ტრადიციულ საფუძვლებთან, ანატომიის, სპორტის, დიეტოლოგიის და ფსიქოლოგიის თანამედროვე შეხედულებების ჰარმონიულ კავშირში და საზოგადოების მენტალობასთან ადაპტირებულ იოგას პროგრამას. აღნიშნული პროგრამა დაგროვილი გამოცდილებების თანმდევად დროში პროგრესირებადია. 2006 წლიდან 2011 წლამდე ის ასევე, მოღვაწეობს ფიტნეს კლუბ „პრაიმფიტნესში“ იოგას ინსტრუქტორის პოზიციაზე. გიორგი ბერძენიშვილმა 2007 წელს შექმნა პირველი ქართული ვებგვერდი იოგას შესახებ (მოგვიანებით, კი ის იქცა საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდად), რომელიც ხელს უწყობს იოგას, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით პოპულარიზაციას საქართველოს საზოგადოებაში. გიორგი ბერძენიშვილი 2009 წელს ხდება საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ასევე, იკავებს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას. ამავე წელს მისი ინიციატივით იწყება იოგა ტურების განვითარება. ის უძღვება იოგას ინსტრუქტორთა მომზადების კურსების ორგანიზებას. 2010 წლის სექტემბერში მისი ხელმძღვანელობით იხსნება პირველი იოგას ცენტრი საქართველოში „იოგას სახლი“, რომელიც არის საერთაშორისო იოგას ფედერაციის მიერ აკრედიტირებული იოგას ცენტრი. 2012 წლიდან იოგას ფედერაცია ხდება საერთაშორისო იოგას ფედერაციის (IYF) სრულუფლებიანი წევრი, ხოლო გიორგი ბერძენიშვილს ენიჭება იოგას ოსტატის წოდება. ამავე დროს ინიშნება საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლად საქართველოში და სრულიად კავკასიაში. 2012 წლის ნოემბერში საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაცია ხდება ევროპის იოგას კავშირის (EUYA) სრულუფლებიანი წევრი, ხოლო გიორგი ბერძენიშვილი არჩეულია ევროპის იოგას კავშირის საბჭოს წევრად. 2013 წლის აგვისტოს, მონაწილეობას იღებს იტალიაში, ქალაქ რომში საერთაშორისო კონფერენციაზე (არგენტინა, იტალია, პორტუგალია, ინდოეთი, საქართველო). 2013 წლის სექტემბერში, წარდგენილია საერთაშორისო იოგა ალიანსის რეესტრის ადმინისტრატორად. აშიკ კუმარ აგგარვალი — ინდოეთის იოგას ფედერაციის გენერალური მდივანი და გიორგი ბერძენიშვილი. 2013 წლის ოქტომბერში მიწვეულია საფრანგეთში, ქალაქ პარიზში, 25-ე მსოფლიო ჩემპიონატზე იოგა სპორტში, "წლის იოგა ბრენდი"-ს დაჯილდოვების ცერემონიალზე, იოგა თერაპიის კურსებზე და საერთაშორისო ფესტივალზე. 2013 გიორგი ბერძენიშვილი მსოფლიო ჩემპიონია იოგა სპორტში ( 25-ე მსოფლიო ჩემპიონატზე იოგა სპორტი. საფრანგეთი, პარიზი) 2013 წელი - საერთაშორისო იოგას ფედერაციის მიერ ორგანიზებული იოგა თერაპიის კურსები. 2014 წელი - იოგას ასოციაციების ევროპული კავშირის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს წევრი; 2014 წელი - საერთაშორისო იოგას ფედერაციის მდივანი (ევროპის ქვეყნები); 2014 წელი - დევიდ სვენსონის და შელი ვაშინგტონის აშთანგა იოგას სრული კურსი (მილანი, იტალია); 2014 წელი - კინო მაკგრეგორის აშთანგა იოგას სრული კურსი (სტოქჰოლმი, შვედეთი); 2014 წელი - მაისორის სტილი მანჯუ ჯოისტან ერთად (ბერლინი, გერმანია); მთარგმნელი და გამომცემელი წიგნის "იოგა მალა" 2015 წელი — ჰათჰა იოგა პრადიპიკა (წიგნის თარგმანი) ფოტოგალერეა I ფოტოგალერეა II ტელეგადაცემები იოგა იმედის დილაში 2013.01 იოგა - ვახო სანაიას რეპორტაჟი გიორგი ბერძენიშვილი I არხზე დილის გადაცემაში იოგა იმედის დილაში 2012 გიორგი ბერძენიშვილი დღის შოუში გიორგი ბერძენიშვილი შუადღის შოუში ქრისტინე იმედაძესთან ერთად იოგას ფედერაცია - სხვა ამბებში (რუსთავი 2) გიორგი ბერძენიშვილი - სიუჟეტი იოგაზე (I არხი) იოგას სახლი - I არხზე (გიორგი ბერძენიშვილი) 11.02.2013 გიორგი ბერძენიშვილი მაესტროზე 03.2013 გიორგი ბერძენიშვილი TV9-ზე 03.2013

© 2016 იოგას ფედერაცია