კვება
განცალკევებული კვების თეორიის ავტორია ექიმი ნატუროლოგი ჰერბერტ შელტონი. იგი დაეყრდნო საჭმლის მონელების ფიზიოლოგიის იმ ცდებს, რომლებიც ცნობილი ფიზიოლოგის ი.ი.პავლოვის ლაბორატორიაში ტარდებოდა და წარმატებით დაადასტურა ისინი პრაქტიკაში. დაახლ. 100 000 ავადმყოფმა გაიარა შელტონის განცალკევებული კვების სკოლა და გვიჩვენა ორგანიზმის გაჯანსაღების საოცარი შედეგები. რა არის განცალკევებული კვების არსი? როდესაც კუჭში ერთდროულად ჩადის ერთმანეთთან შეუთავსებელი პროდუქტი, მათი მონელება ძნელდება. დაუჟანგავი ცხიმები და ნახშირწყლები კი ცხიმის სახით ლაგდება. ამიტომაც ურთიერთშეუთავსებელი პროდუქტების მიღება მხოლოდ არანაკლებ ორი საათის შემდეგ შეიძლება. არსებობს განცალკევებული კვების სპეციალური ცხრილები, სადაც მოცემულია ერთმანეთთან შეთავსებადი და შეუთავსებელი საკვების ჩამონათვალი. შელტონი წერს: „ვერ მივიღებთ სარგებელს იმ საკვებიდან, რომელსაც ვერ ვითვისებთ. მივირთვათ და ამავდროულად გავაფუჭოთ იგი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში _ ეს ხომ საკვების ფუჭად ხარჯვაა“. მეტიც, ეს აუთვისებელი საკვები, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ორგანიზმისთვის მავნებელ ტოქსინებს წარმოქმნის და გარდა ამისა, ორგანიზმსაც მათთან საბრძოლველად ზედმეტი ენერგიის ხარჯვა უწევს. ასეთ შემთხვევაში, ადამიანი ემსგავსება „ისინთეზატორიან გიგანტურ მილს“, რომლის ერთი ბოლოდან საკვები შედის, მეორედან კი „ნარჩენები“ გამოიდევნება. ზოგი ასეც ფიქრობს: მილში რაც გინდა ჩაყარე მაინც ყველაფერი დაიწვება! დაწვით კი დაიწვება, მაგრამ თუ მილში არასწორი საკვები მოხვდა, საკვებთან ერთად დაიწვება თქვენი სიცოცხლის 25-დან 50-წლამდე. ცნობილია,რომ ადამიანის მიღებული ბიოენერგიის 50% ხმარდება მხედველობას, დანარჩენი 50% კი სხვა სასიცოცხლო პროცესებს. არასწორი კვებისა და შლაკებისგან სხეულის გაწმენდაზე იხარჯება 40%(დარჩენილი 50%-დან), რაც სჭირდება მატ მონელებასა და საკვები ტოქსინების გაუვნებელობას. ამიტომაც, საკვების სწორი შეთავსება გამოათავისუფლებს სიცოცხლისთვის საჭირო დიდი რაოდენობის ბიოენერგიას. საკვების მონელება, როგორც რთული ბიოქიმიური პროცესი, განცალკევებული კვების რეჟიმში, მიმდინარეობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ზედმეტი ჰორმონების, ფერმენტების, საჭმლის მომნელებელი სეკრეტის ხარჯვის გარეშე. ისინი, რომლებიც საკვების შეთავსების წესებს იცავენ, არასოდეს აწუხებთ კუჭში სიმძიმე, გულძმარვა, ყრუ ტკივილები ნაწლავში. განცალკევებული კვება კი გულისხმობს სხეულის შლაკებისგან ეტაპობრივ გასუფთავებას, რაც გვაძლევს ვიცხოვროთ ბუნების კანონების შესაბამისად. დანაწევრებულ კვებაზე გადასვლა არასოდეს არის გვიანი. ეს შეიძლება თანდათანობითაც გავაკეთოთ _ მაგალითად დავიწყოთ კვირაში ერთი დღით. დროთა განმავლობაში მიეჩვევით პროდუქტების ახალ შეთანწყობებს და უფრო მეტიც, გემოების ახალ ნიუანსებსაც აღმოაჩენთ. ეფექტი ორ-სამ თვეში ხდეაბ საგრძნობი ან უფორ ადრეც, იმ შემთხვევაში, თუ პარალელურად ამას თან ერთვის ორგანიზმის გაწმენდა, უპირველესად კი _ ნაწლავის. განცალკევებული კვების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანში, რომელიც აღნიშნული თეორიის მიხედვით იკვებება, კლებულობს ორგანიზმის ინტოქსიკაციის დონე, ხდება წონაში კლებაც. განცალკევებული კვების ნაკლოვანებებად შეიძლება ჩაითვალოს ცხოვრების განსაკუთრებული რეჟიმი, რომელსაც აღნიშნული კვება საჭიროებს, მასთან შეგუების რთული პროცესი და ასევე, მუდმივი შიმშილის განცდა. სათუოა თავიდან საკვებისგან სიამოვნება მიიღოთ. თუმცა ყველა ექიმი რეკომენდაციას მაინც ამ ტიპის კვებას უწევს, რადგან უპირობოდ და ერთმნიშვნელოვნად სასარგებლოა. კრიტიკოსები კი თვლიან, რომ ამ მეთოდიკის გამოყენება ნორმალური მონელების დარღვევაა, რადგან დაბადებიდან ადამიანი მიისწრაფვის შერეული კვებისკენ. მათი მოსაზრებით, სწორედ შერეული საკვების გადასამუშავებლად იდეალურად არის მოწყობილი ადამინის საჭმლის მომნელებელი ტრაქტი. ხოლო თუკი დიდ ხანს მიჰყვებით განცალკევებული კვების თეორეტიკოსთა რჩევებს, მაშინ თქვენი საჭმლისმომნელებელი ორგანოები „გადაეჩვევიან“ გაუმკლავდნენ პელმენებსა და ბუტერბროდებს, სალათებსა და ბორშჩს. ამიტომაც, მათი აზრით, მოგიწევთ მათზე უარის თქმა. ასევე, უარის თქმა ნამცხვრებზე და ტკბილეულზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენთვის ყველა დღესასწაული გაუფერულდება. განცალკევებული კვების მიხედვით საკვების მიღების ძირითადი წესები: 1. მხოლოდ შიმშილის შეგრძნებისას მიირთვით. ამისათვის საჭიროა განვასხვავოთ შიმშილი და მადა. შეამოწმეთ საკუთარი თავი: იმ შემთხვევაში, თუ პურის ყუას დიდი სიამოვნებით შეჭამდით- ნიშნავს რომ თქვენ ნამდვილად მშიერი ხართ. ეს წესი მიგიყვანთ დღეში ორჯერად ან სულაც ერთჯერად კვებასთან და ასევე გამორიცხავს საკვებს შორის წახემსებებსაც და ა.შ. 2. წყლის გამოყენება. შეწყვიტეთ წყლის მიღება ჭამამდე 10 წუთით ადრე და განაახლეთ იგი არა უადრეს ნახევარი საათისა ხილის მიღებიდან, 2 საათის შემდეგ სახამებლიანი საკვების მიღებიდან და 4 საათის შემდეგ ცილოვანი საკვების მიღებიდან. 3. საგულდაგულოდ ნერწყვით დაალბეთ და დაღეჭეთ საკვები. 4. აუცილებლად დაისვენეთ საკვების მიღების წინ და შემდეგ. 5. საკვების მიღებისას არც ერთი უსიამოვნო აზრი არ უნდა გაგიკრთეთ თავში. 6. ზომაზე მეტს ნუ მიირთმევთ. კუჭი უნდა გაივსოს არა უმეტეს 2/3-სა (ეს დაახლოვებით თქვენი სავსე ერთი პეშვი გამოდის). 7. მიირთვით მარტივი საკვები. მხოლოდ რამდენიმე საკვები პროდუქტის ნაკრები. იგულისხმება ერთ მიღებაზე, რაც არ ნაშნავს საკვების მრავალფეროვნებას უარის თქმას. შორეული ქვეყნებიდან შემოტანილ პროდუქტზე მეტად უპირატესობა ადგილობრივს მიანიჭეთ, რადგან ისინი ბიოლოგიურ წინასწორობაში არიან თქვენს ორგანიზმთან. 8. მნიშვნელოვანია საკვების ტემპერატურა. ცივი კერძი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, ხოლო ცხელი კი ზომიერად ცხელი, ისე რომ საკვების ჰაერის შებერვით გაცივება არ მოგიწიოთ. 9. ყოველდღიურად მიღებული საკვების ნახევარს მცენარეული საკვები უნდა შეადგენდეს. 10. ხილი და კენკრა. ეს ადამიანისთვის იდეალური საკვებია, მაგრამ სასურველია ისინი ცალკე მიიიღოთ. ან 20-30 წუთით ადრე ჭამამდე (ამ დროში ისინი ასწრებენ კუჭიდან ნაწლავებში გადასვლას), მაგრამ არავითარ შემთხვევაში ჭამის შემდეგ, როგორც ჩვენთან არის გავრცელებული. ნესვი და მოცვი უნდა მივიღოთ ყველა სხვა საკვებისგან დამოუკიდებლად. განსაკუთრებით ეს ნესვს ეხება. 11. აუცილებელია შეზღუდვა. პირველ რიგში, აუცილებელია გამოვრიცხოთ ან მნიშვნელოვნად შევზღუდოთ შემდეგი საკვების მოხმარება: რაფინირებული შაქარი და ყველაფერი, რაც მისი გამოყენებით მზადდება. ძეხვეული, შებოლილი და დამარილებული; რაფინირებული ზეთი, მარგარინი და მაიონეზი; ყავა, ჩაი, კაკაო, „კოლას“ ტიპის სასმელები; ძველი დაკრეფილი ხილი და ბოსტნეული; კონსერვები, მშრალი და შესქელებული რძე. *** ნუ მიიღებთ ნახშირწყლოვან და მჟავე საკვებს ერთად! ნუ მიიღებთ პურს, კარტოფილს, ბარდას, მარცვლოვან პროდუქტს, ბანანს, ფინიკს და სხვა ნახშირწყლოვან საკვებს - ლიმონთან, ფორთოხალთან, გრეიფრუტთან, ანანასთან, პომიდორთან და სხვა მჟავე პროდუქტებთან ერთად. ნუ მიიღებთ ნახშირწყლოვან და ცილოვან საკვებს ერთად! ნუ მიიღებთ პურს, კარტოფილს, ტკბილი ხილს და სხვა ნახშირწყლოვან საკვებს - ნიგოზთან, ხორცთან, კვერცხთან, ყველთან და სხვა ცილოვან საკვებთან ერთად. ნუ მიიღებთ ორ სხვადასხვაგვარ ცილოვან საკვებს ერთად! არ მიირთვათ ერთად ხორცი და კვერცხი, ან ნიგოზი და კვერცხი, ან ნიგოზი და ყველი, ან ყველი და კვერცხი და ა. შ. ნუ მიიღებთ ცილოვან და ცხიმოვან საკვებს ერთად! ნუ მიიღებთ: ნაღებს, კარაქსს, ზეთს - ხორცთან, კვერცხთან, ყველთან, ნიგოზთან და სხვა ცილოვან საკვებთან ერთად. ნუ მიიღებთ მჟავე ხილს - ცილოვან საკვებთან ერთად! ნუ მიიღებთ: ლიმონს, ფორთოხალს გრეიფრუტს და ა.შ.- ხორცთან კვერცხთან, ყველთან, ნიგოზთან და სხვა ცილოვან საკვებთან ერთად! ნუ მიიღებთ სახამებლის შემცველ პროდუქტებს - შაქრის შემცველ პროდუქტებთან ერთად! ნუ მიიღებთ: ჯემს, მურაბას, თაფლს - პურთან, კარტოფილთან და სხვა სახამებელის შემცველ პროდუქტებთან ერთად! ნუ მიიღებთ ორ სხვადასხვაგვარ სახამებლის შემცველ პროდუქტს ერთად! ნუ მიიღებთ გოგრას, საზამთროს და ნესვს სხვა პროდუქტებთან ერთად! ნუ მიიღებთ რძეს სხვა პროდუქტებთან ერთად, ხოლო მოუნელებლობის შემთხვევაში უმჯობესია, რძის, სხვა რძის პროდუქტებით შეცვლა. ნუ მიიღებთ სითხეს (წყალი, ჩაი, ყავა, წვენი და ა.შ.) საკვების მიღების შემდეგ 2-3 საათის და საკვების მიღებამდე ნახევარი საათის განმავლობაში! *** ხორცი, ფრინველი, თევზი ხორცი, ფრინველი და თევზი აუცილებლად ცხიმგამოცლილი, მჭლე უნდა იყოს. ამ პროდუქტების დამუშავებისას საჭიროა მთელი შიდა ცხიმის მოცილება. ყველა სახეობის ხორცი თავსებადია მწვანე და უსახამებლო ბოსტნეულთან, რადგანაც ასეთი კომბინაცია ცხოველური ცილების მავნე თვისებებს ანეიტრალებს, ორგანიზმს მათ გადამუშავებაში ეხმარება და ასევე, სისხლიდან ზედმეტი ქოლესტერინის გამოძევებას უწყობს ხელს. ცხოველური ცილებისა და ალკოჰოლის კომბინაციას ორგანიზმისთვის დიდი ზიანი მოაქვს, რადგან ალკოჰოლი იწვევს იმ პეფსინების დალექვას, რაც ცხოველური ცილების გადამუშავებისთვისაა აუცილებელი. პარკოსანი, მარცვლეული ესაა ლობიო, სოიო, ბარდა, ოსპი და სხვა პარკოსნები. პარკოსანი მარცვლეულის სხვა პროდუქტებთან თავსებადობის თავისებურებანი, მათი ორმაგი ბუნებით აიხსნება. როგორც სახამებელი, ისინი კარგად შეეფერება ცხიმებს, განსაკუთრებით, იოლად ასათვისებელ მცენარეულ ზეთსა და არაჟანს; ხოლო როგორც მცენარეული ცილების წყარო, კარგ კომბინაციას ადგენს მწვანილსა და სახამებლიან ბოსტნეულთან. მცენარეული ზეთი მცენარეული ზეთი ძალიან სასარგებლო პროდუქტია, თუ ის გამოიყენება ყველთან ერთად და არარაფინირებული სახით. შაქარი, საკონდიტრო ნაწარმი ესაა შაქარი, ჯემი, მურაბა, სიროფები. შაქრისა და საკონდიტრო ნაწარმის მოხმარებას უნდა მოვერიდოთ, რადგან შაქარი კუჭის წვენის სეკრეციას აფერხებს. მისი გადამუშავებისთვის არ არის საჭირო არც ნერწყვი და არც კუჭის წვენი – ათვისება უშუალოდ ნაწლავებში ხდება. თუ ტკბილეულობას სხვა საკვებთან ერთად იღებენ, ის კუჭში დიდხანს ჩერდება, დუღილს იწყებს და გარდა ამისა, კუჭის მოქნილობას ასუსტებს. მჟავიანობა, კუჭის წვა - ამ პროცესის შედეგებია. თაფლი შაქრიან პროდუქტებს არ ეკუთვნის, რადგან ის უკვე გადამუშავებულია ფუტკრების საკვების მომნელებელი აპარატის მიერ, სისხლში შეიწოვება მიღებიდან 20 წუთის შემდეგ და ამასთან, არ ტვირთავს ღვიძლს და ორგანიზმის არც ერთ სხვა სისტემას. პური, ბურღულეული, კარტოფილი სახამებლიანი პროდუქტები: ხორბალი, ჭვავი, შვრია და მათი პროდუქტები (პური, მაკარონი, ვერმიშელი და სხვ.). ბურღულეული: წიწიბურა, ბრინჯი, ფეტვი და სხვ. სახამებლით მდიდარ ყველა პროდუქტს დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგან სახამებელი, თავისთავად, სუფთა სახით, მეტად მძიმედ ასათვისებელი პროდუქტია. ცხოველური ცხიმებისა და სახამებლიანი პროდუქტების კომბინაციის აკრძალვა – განცალკევებული კვების პირველი და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი კანონია. პური ცალკე კერძად მიიჩნევა (მაგალითად, კარაქთან) და არა ყველანაირი საკვების აუცილებელ დანამატად. თუმცა გაუწმენდავი, მთლიანი ხორბლისგან დამზადებული პურის მირთმევა შესაძლებელია სხვადასხვა სალათებთან, მათი შემადგენლობის მიუხედავად. მჟავე ხილი, პომიდორი მჟავე ხილს მიეკუთვნება: ფორთოხალი, მანდარინი, გრეიპფრუტი, ანანასი, ბროწეული, ლიმონი, კივი. ასევე, მჟავე ვაშლი, მსხალი, ქლიავი, გარგარი, ყურძენი. პომიდორი მჟავების – მაღალი შემადგენლობით ყველა ტიპის ბოსტნეულისგან გამოირჩევა. ნახევრადმჟავე ხილი ნახევრადმჟავე ხილი: მოცვი, მარწყვი, ჟოლო, ხენდრო. ასევე, ტკბილი გემოს: ვაშლი, ბალი, ქლიავი, ყურძენი, გარგარი, ატამი. ტკბილი ხილი, ჩირები მისაღებია მათი კომბინაცია რძესთან და ნიგოზთან, თუმცა, მცირე ოდენობით, რადგან ეს `წყვილი~ მძიმე მოსანელებელია. უმჯობესია ნებისმიერი სახის - მჟავე და ტკბილი ხილი არაფერს მიაყოლოთ, რადგან მათი ათვისება ნაწლავებშივე ხდება. ხილი ჭამამდე არაუადრეს 15-20 წუთისა უნდა მიირთვათ. განსაკუთრებით მკაცრია ეს წესი საზამთროსთან და ნესვთან მიმართებაში. მწვანე და უსახამებლო ბოსტნეული ამ რიგს მიეკუთვნება ყველა საკვები მცენარის ზედა ნაწილი (ოხრახუში, კამა, ნიახური, ბოლოკისა და ჭარხლის ფოჩი), სალათი, `სუფრის~ მწვანილი, ასევე, თეთრი კომბოსტო, მწვანე და თავიანი ხახვი, ნიორი, კიტრი, ბადრიჯანი, ბულგარული ტკბილი წიწაკა, მწვანე ბარდა. ბოლოკი, მიწამხალა ან თალგამურა და თალგამი `ნახევრადსახამებლიანი~ ბოსტნეულის სახეებია, რომლებიც სხვადსხვა პროდუქტებთან კომბინაციების შედგენისას უფრო მეტად მწვანე და უსახამებლო ბოსტნეულს განეკუთვნება. სახამებლიანი ბოსტნეული ამ კატეგორიას განეკუთვნება: ჭარხალი, სტაფილო, პირშუშხა, ოხრახუშისა და კამის ძირები, გოგრა, ყაბაყი და პატისონი, ფერადი კომბოსტო. ბოსტნეულის ამ ტიპებისა და შაქრის კომბინაცია კუჭში ძლიერ დუღილს იწვევს, დანარჩენ პროდუქტებთან თავსებადობა კი კარგი ან მისაღებია. რძე რძე ცალკე საჭმელია, და არა სასმელი. კუჭში მოხვედრისას რძე მჟავე სითხის ზემოქმედების ქვეშ უნდა მოექცეს. თუ კუჭში სხვა საკვებიცაა, რძის ნაწილაკები მათ გადაეკვრება და კუჭის წვენისგან იზოლაციაში მოაქცევს. და სანამ რძე არ გადამუშავდება, საკვებიც კუჭში რჩება და ლპება, რაც საბოლოოდ საჭმლის მონელების პროცესს აფერხებს. ხაჭო, რძის პროდუქტები ხაჭო ძნელადმოსანელებელი, სრულფასოვანი ცილაა. ყველი, ბრინზა ყველაზე მისაღები ყველი – ესაა ახალგაზრდა, შინაური ყველი, რომელიც რაღაც საშუალოა ხაჭოსა და ყველს შორის. მდნარი ყველი არაბუნებრივი, მნიშვნელოვნად გადამუშავებული პროდუქტია. ბრინზა – სასარგებლო ცილოვანი პროდუქტია, თუმცა, მას ზედმეტი მარილის მოსაცილებლად ცივ წყალში დალბობა სჭირდება. კვერცხი კვერცხი არც ისე ცუდია: მისი კომბინაცია მწვანე და უსახამებლო ბოსტნეულთან ცილაში ქოლესტერინის მაღალი შემცველობის მიერ მოტანილ ზიანს ანეიტრალებს. ნიგოზი ნიგოზი ცხიმების შემცველობით ყველის ტოლფასია, თუმცა, ყველი ცხოველურ ცხიმს შეიცავს, ნიგოზი კი იოლადმოსანელებელ მცენარეულ ცხიმებს.

© 2016 იოგას ფედერაცია