ჯანმრთელობა
წონის ეფექტიანად დაკლებისთვის და რაც მთავარია, მისი ხანგრძლივად შენარჩუნებისთვის არამხოლოდ რეკომენდაციების შესრულებაა საჭირო, არამედ მიზეზის ცოდნა, თუ, რატომ უნდა მოვიქცეთ ამ რეკომენდაციების შესაბამისად. ის, რომ დღეში საშუალოდ 8 ჭიქა წყლის მიღებაა საჭირო, ეს გასაგებია, მაგრამ როგორი წყალი უნდა მივიღოთ და როდის ეს ბევრისთვის უცნობია. სწორედ ეს მინდა ამ თემაში განვმარტო, რათა კარგად გაითავისოთ და დიდი ხნის განმავლობაში ლამაზი სხეული გარანტირებული გექნებათ. როგორი წყალი უნდა დავლიოთ, ცივი, ცხელი თუ ოთახის ტემპერატურის? 1.დიეტოლოგიაში ცივად ითვლება წყალი თუ მისი ტემპერატურა 20 გრადუს C-ზე დაბალია. ასეთი წყალი არც თუ ისე სასურველია, რადგანაც ვერ კლავს წყურვილს კარგად. ადამიანის კუჭ-ნაწლავის სისტემაში ტემპერატურა 36 გრადუსი C ან მეტია, ხოლო მასში ცივი წყლის მოხვედრა კი, იწვევს ლორწოვანი გარისის გაგრილებას და ფერმენტაციის (საჭმლის მონელების და ათვისების) შეფერხებას. ცივი წყალი ამცირებს საჭმლის გაჩერების დროს კუჭში, 4-5 საათიდან ჩამოყავს 20 წუთამდე. საკვები ვერ ასწრებს კარგად მონელებას თუ მისი მიღების შემდგომ ცივ წყალს დააყოლებთ თუნდაც 1 საათის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში მოუნელებელი საკვები გადადის ნაწლავებში. შემდგომ კი მისი ლპობის პროცესი მიმდინარეობს განსაკუთრებით ხორცის. ცივი წყლის მიღების შედეგად ნაწლავების ძარღვები შეიკუმშება და არ იძლევა წყალს შეწოვის საშუალებას, ასეთ შემთხვევაში ორგანიზმი ვერ იკლავს წყურვილს ვიდრე არ მიეცემა შეწოვის საშუალება. მანამ სანამ წყალი გათბება, მასში იხსნება შლაკები, ხოლო გათბობის შემდეგ შლაკები წყალთან ერთად შეიწოვება და ხდება ინტოქსიკაცია.ალბათ გსმენიათ რჩევა: თუ გინდა წონაში დაიკლო, სვი ცივი წყალი! ასეთი რჩევის ავტორებს ჰგონიათ, რომ ცივი წყლის შედეგად მიღებული საკვები 4-5 საათის ნაცვლად მხოლოდ 20 წუთი გაჩერდება კუჭში და არ მოხდება მისი ათვისება. ასეც ხდება მაგრამ, მთავარი შეცდომა იმაშია, რომ შიმშილის შეგრძნება ამ შემთხვევაში სწრაფად ბრუნდება, რასაც შემდგომში საკვების დიდი რაოდენობით მიღება მოყვება და შესაბამისად წონაში მომატებაც. სხვათაშორის, ასეა აგებული ბევრი ბიზნესი ცივი სასმელი+საჭმელი. შეჭამე, დააყოლე ცივი სასმელი, ცოტა ხანში ისევ გშია და ისევ ჭამ. 2.ცხელი წყალი-ჩვენი სხეულის ტემპერატურაზე მაღალი. ცხელი წყლის მიღება ანელებს ენის გემოვნების რეცეპტორების მუშაობას. ამიტომ არ ხდება ნაწლავების ლორწოვანი გარსის რეფლექტორული „ამუშავება“, პირიქით, ხდება მისის თერმული გაღიზიანება, რაც ასევე აფერხებს მონელების პროცესს. ამიტომ რეკომენდირებულია ოთახის ტემპერატურის წყლის მიღება.როდის უნდა მივიღოთ წყალი? ჭამის წინ, ჭამის დროს, თუ ჭამის შემდეგ?კუჭში მოხვედრილი წყალი ანეიტრალებს კუჭის წვენს და ფერმენტებს, რამაც უნდა გადაამუშავოს საკვები. საკვების მიღების წინ , ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მინიმუნ 1 საათის განმავლობაში მიღებული წყალი, აფერხებს მონელებას.რეკომენდირებულია ნებისმიერი სითხის მიღება ჭამის წინ 30 წუთით ადრე, ან ჭამის შემდგომ მინიმუმ 1 საათის შემდეგ. უმჯობესია გავიდეს 2-3 საათი, გამომდინარე იქედან თუ, რამდენად მსუბუქი იყო კვება.

© 2016 იოგას ფედერაცია