თვის კალენდარი
მაისი
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
ახალმთვარეობა 21- მაისი -2012 03:40
სავსემთვარეობა 4- ივნისი -2012 15:12

ამჟამად მთვარის მე-29 დღეა
(მთვარის მე-29 დღე დაიწყო 19/5/2012 20:52)
(მთვარის მე-30 დღე დაიწყება 20/5/2012 21:28 სიმბოლო-ოქროს გედი)

დღის სიმბოლო – რვაფეხა

სატანისტური დღე, თანაც მთვარის დღეებში ყველაზე სახიფათო – ღამის ღვთაების, ჰეკატას დღე. ეს მთვარის ციკლის ყველაზე მძიმე პერიოდია. ამ დღის ენერგია იმდენად ძლიერია, ადამიანების უმრავლესობა უბრალოდ ვერ უმკლავდება. ისინი სუსტდებიან, ენერგია ეცლებათ.

ფიქრშიც კი არ შეიძლება რაიმე გეგმების დაწყობა და მით უფრო, ახალი საქმის წამოწყება. ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი რამ, საქმიანობა თუ ურთიერთობა, სრული მარცხისთვისაა განწირული. ჯობს ყოველდღიურ, სახლთან, ოჯახთან დაკავშირებულ წვრილმანს საქმეებს მიხედოთ. ამ დღეს მოცემულ არც ერთ დაპირებას, მოსმენილ ხმებსა თუ პროგნოზებს (მათ შორის ზოგადი ხასიათის ასტროლოგიურ პროგნოზს) არ ენდოთ.

ამ დღეს პროექტებისა თუ ღონისძიებების დამთავრებაც არ ღირს. თუ ამას მაინც გააკეთებთ, შეიძლება მრავალი დღის, თვისა თუ წლის განმავლობაში გაწეული შრომა წყალში ჩაგეყაროთ. ნუ გადაუსვამთ ხაზს იმას, რაც დიდ ძალისხმევად დაგიჯდათ.

რაც ნაკლებ ადამიანთან გექნებათ ამ დღეს კონტაქტი, მით მეტია სამომავლო პრობლემების თავიდან აცილების შანსი. გახსოვდეთ, ამ პერიოდში სხვადასხვა კონფლიქტებისა თუ დაძაბულობის წარმოშობის ალბათობა იზრდება. თუ დროულად არ მოეგებით გონს, მწვავე სიტუაცია შეიძლება ხანგრძლივ მტრულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. ამ დღეს განსაკუთრებით თავშეკავებული და ყურადღებიანი, სხვათა ნაკლოვანებების მიმართ მომთმენი უნდა იყოთ. ეცადეთ, თქვენკენ მომართულ მტრულ ქმედებებზე მეტისმეტად მძაფრი რეაქცია არ გქონდეთ. იდეალური სიტუაცია ამ დღისთვის სრული მარტოობაა.

მთვარის ოცდამეცხრე დღეს ნებისმიერი გაუფრთხილებლადი წამოსროლილი სიტყვა შეიძლება მძაფრ წყენად აღიქვათ და შურისძიებაზე ფიქრებმა შეგიპყროთ. ეცადეთ თავი აკონტროლოთ, თორემ თქვენი ცხოვრება ერთ მიზანს – სხვა ადამიანებისთვის უფრო მეტი წყენის მიყენებას დაემორჩილება.

მოერიდეთ გვიან ღამით ბნელ ქუჩებში სიარულს, არ დაუჯეროთ შემოთავაზებებს უცნობებისგან: ნებისმიერ სიტუაცია შეიძლება ტრაგედიად იქცეს. უბედური შემთხვევებისა და ავარიების ყველაზე მაღალი პროცენტი მთვარის ასეთ დღეებზე მოდის, ამიტომ ქუჩის გადაკვეთის თუ ავტომანქანის მართვის დროს განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ.

მოგზაურობა: მოგზაურობისა და მივლინებებისთვის სრულიად შეუფერებელი დროა.

ჯანმრთელობა: ამ დღეს რეკომენდებულია ორგანიზმის გაწმენდა. ძილის წინ სასარგებლო იქნება ფეხების გრილი აბაზანის მიღება. ასევე წონის დასაკლები დიეტის დაცვაც.

სიზმრები:  მთვარის ოცდამეცხრე დღის სიზმრები მძიმე და უსიამოვნოა, თუმცა, ისინი არ აგიხდებათ.

მისტიკური გავლენა: კატასტროფების დღეა. შავი მაგიისა და ჯადოქრების ზეობის დრო. მათ წინააღმდეგ რაიმეს გაკეთებასაც არ გირჩევთ.

ამ დღეს გაწყვიტეთ არაფრის მომცემი კავშირები, გააძევეთ თქვენი ცხოვრებიდან თავის მომაბეზრებელი ადამიანები და ფიქრები, ორგანიზმთან ერთად გაიწმინდეთ გონებაც. რეკომენდებულია სანთლებისა და კანდელის დანთება. მღვრიე წყალს, სიბნელესა და ბნელ შენობებს ერიდეთ.


Warning: imagecreatefromgif() [function.imagecreatefromgif]: Filename cannot be empty in /home/yogage/domains/yoga.ge/public_html/astrology/moon.php on line 421

Warning: imagecopyresized(): supplied argument is not a valid Image resource in /home/yogage/domains/yoga.ge/public_html/astrology/moon.php on line 422

Sunrise: 06:28
Sunset: 21:41

"Civilian Twilight" start: 06:04
"Civilian Twilight" end: 21:53

"Nautical Twilight" start: 05:23
"Nautical Twilight" end: 22:33

"Astronomical Twilight" start: 04:37
"Astronomical Twilight" end: 23:19