ძვირფასო მკითხველო!

საიტი yoga.ge ჯერ კიდევ დაარსებისთანავე აწვდიდა საიტის მომხმარებელს ინფორმაციას ასტროლოგიის შესახებ. საზოგადოებაში ინტერესის გაზრდამ და ჩემმა პირადმა ინტერესმა ამ ძალზედ საინტერესო მეცნიერებისადმი მიბიძგა შემექმნა პირველი ქართული ასტროლოგიური პროგრამა.  პროგრამის შექმნა ფართო ცოდნას და  დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. ასტროლოგიის ცოდნის გარდა ასტრონომიის, მათემატიკის, გეომეტრიის და ტრიგონომეტრიის სახელმძღვანელოებსაც კი, მივმართე სამუშაო პროცესში. გამოყენებულია: პროგრამირების ენები: PHP, MySql, HTML, CSS;

აქვე მინდა მადლიერება გამოვხატო ჩემი პირველი ასტროლოგი მასწავლებლისადმი -  ქალბატონ ლია ჩოქურისადმი. სწორედ, ამ ადამიანისაგან შეძენილმა ცოდნამ საშუალება მომცა ასტროლოგიის საწყის საფუძვლებს დავუფლებოდი.
ასევე, მადლობას ვუხდი ასტროლოგსა და ასტროფიზიკოსს ბატონ გიორგი რამიშვილს დაუზარელი კონსულტაციისათვის ქართული ასტოლოგიური პროგრამის შექმანში.
წინასწარ გიხდით მადლობას ყველა იმ ადამიანს, რომელიც გამოგვეხმაურება თანამშრომლობის მიზნით, მოგვაწვდის იდეებს, ან მოგვწერს იმ ხარვეზების შესახებ რომელიც აღმოჩნდება ახლად შექმნილ პროგრამაში.
მართალია, ბანალურია, მაგრამ ვინაიდან ჩემთვის ემოციურად დამტვირთველია ჩემი ნამუშევრის საზოგადოებაში რეალიზაცია, გადავწყვიტე პროგრამას დაერქვას ჩემთვის ყველაზე ძვირფასი არსების - ჩემი შვილის სახელი  "მარია".
გისურვებთ, კეთილგონივრულად გამოიყენოთ ის ინფორმაცია, რომელსაც პროგამია ,,მარია” მოგაწვდით!


პროგრამის აღწერა:

პროგრამა ,,მარია” გაძლევთ საშუალებას შეადგინოთ თქვენი პირადი ჰოროსკოპი, ტრანზიტული (პროგნოზები) და სინასტრიული (ორი ადამიანის თავსებადობა) რუკა. პროგრამის ნაწილია მთვარის გვერდი", რომელიც მოგაწვდით ინფორმაციას მთვარის შესახებ.
ინტერპრეტაცია: პროგრამა გაძლევთ ინტერპრეტაციას მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ასტროლოგების მიხედვით. განმარტებითი ტექსტები დროდადრო განახლდება და გამდიდრდება ახალი ბაზებით.

ასპექტები: პროგრამაში შეტანილია მაჟორული და მინორული ასპექტები, გვაქვს საშუალება მასში ორბისების რეგულირების.

გრაფიკა: რუკებზე გრაფიკულად გამოისახება პლანეტების განლაგება და მათ შორის, ასპექტები, ასცენდენტი და დანარჩენი სახლები პლაციდუსის მიხედვით.

პროგრამით სარგებლობის უფლება

პირადი ჰოროსკოპი-პროგრამით სარგებლობის უფლება აქვთ:

  • საიტის მოდერატორებს;
  • იოგას სახლის მოქმედი აბონემენტის მქონე პირებს.

პროგნოზირება(ტრანზიტული რუქა) :

  • იოგას სახლის მეშვიდე ან ზევით მოქმედი აბონემენტის მქონე პირებისთვის.

მთვარის გვერდი

პატივისცემით, გიორგი ბერძენიშვილი

პირადი ჰოროსკოპი
პირადი ჰოროსკოპით სარგებლობისათვის გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან გაიარეთ ავტორიზაცია
დაბადების ქალაქი
თვე
წელი
რიცხვი
საათი
წუთი