ვაკის ფილიალი • ნ. ყიფშიძის 5ბ

ჰათჰა იოგა (აშთანგა სინქრონული და მაისორი)

აირჩიეთ/მონიშნეთ სასურველი კლასები!
ულიმიტო
ორშაბათი
სამშაბათი
ოთხშაბათი
ხუთშაბათი
პარასკევი
შაბათი
კვირა

12:00 - 13:00

12:00 - 13:00
ანამარია ფოჩხუა
284 (0) 0
ორშ
ანამარია ფოჩხუა
190 (0) 0
ოთხ
ანამარია ფოჩხუა
187 (0) 0
პარ

15:00 - 16:00

15:00 - 16:00
გიორგი ბერძენიშვილი
4650 (0) 0
ორშ
გიორგი ბერძენიშვილი
4177 (0) 0
ოთხ
გიორგი ბერძენიშვილი
4308 (0) 0
პარ

აირჩიეთ/მონიშნეთ დაწყების თარიღი!

გამოხმაურება

გვანცა კალანდაძე იოგა ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა. დაემთხვა ისე, რომ საკმაოდ რთული ცხოვრებისეული პერიოდი მქონდა ვარჯიშის დასაწყისში, მაგრამ იოგაზე მისვლას სიხარული თავიდან მოჰქონდა. მართალია, მოქნილობაც მაკლია და სრულყოფილებამდეც დიდი და შორი გზაა, მაგრამ ყოველდღე რაღაც ახალი ხდება და ეს მაძლიერებს, მაძლებინებს. ყველამ უნდა გაიგოს იოგას ძალის შესახებ
სალომე სულთანიშვილი რატომ იოგას სახლი? ჩემთვის ამ კითხვაზე პასუხი თავიდან იმან განაპირობა, რომ თბილისში არსებული იოგას სასწავლო ცენტრებიდან ყველაზე თვალსაჩინოდ იოგას სახლს ჰქონდა წარმოდგენილი ინსტრუქტორების პროფესიონალიზმი, საქმისადმი დამოკიდებულება და იოგას პრაქტიკის მნიშველობის გადმოცემა დაინტერესებულთათვის. ამან გადამაწყვეტინა იოგას პრაქტიკის იოგას სახლში დაწყება, რაც დაახლოებით 4 თვის წინ მოხდა. მიზანს რაც შეეხება, ჩემი მიზანი იყო სამუშაო საათების შემდეგ სტრესის შემცირება, ემოციური ბალანსის მიღწევა და სხეულის ტონუსში მოყვანა. რათქმაუნდა თავიდანვე მესმოდა, რომ შესაძლებელია ამისთვისაც ვერ მიმეღწია, ან პირიქით გაცილებით მეტი მიმეღო იოგას სისტემატიური პრაქტიკისგან... ერთი თვის პრაქტიკის შემდეგ მივხვდი რომ ჩემმა მოლოდინმა ცენტრის მიმართ გაამართლა და დავრწმუნდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. მომეხსნა წელის ტკივილები, ძალდატანების გარეშე გამისწორდა ხერხემალი, დგომა. მეორე და მესამე თვის განმავლობაში სპორტული აქტივობის დროს შევამჩნიე, რომ სხეულს მეტად ვფლობდი, უფრო მარტივად ზედმეტი მოძრაობის გარეშე გამომდიოდა ყველაფერი, გამიუმჯობესდა სუნთქვა, გაიზარდა ამტანობა, ნაკლებად ვიღლებოდი, შესამჩნევად გამომეკვეთა ქვედა კიდურების და ზედა კიდურების კუნთები, მუცლის პრესი, ვიგრძენი რომ სხეული ტონუსში იყო. შემეცვალა გარე ფაქტორების აღქმა (ამის გადმოცემა ცოტა მოცულობითი გამოვა xD). ამის მიზეზი იოგას სახლში არსებული ტრენერების სწორი ახსნაა, სწორი გადმოცემა ასანების შესრულების და ინდივიდუალური მიდგომა. რაც დრო გადის ვხვდები, რომ იოგას პრაქტიკით ორ დღეში არა, მაგრამ სისტემატიური და სწორი შესრულებით ბევრ შესაძლებლობას აღმოვაჩენ ჩემს თავში და საწყის მიზანს საგრძნობლად გავცდები, ეს კი იოგას სახლის ტრენერების დამსახურებაა. ამ ცენტრში ხდება უმნიშვნელოვანესი რამ ჩემთვის და ყველა დამწყებისთვის- იოგას მნიშვნელობის და პრაქტიკის სწორი ფორმით გადმოცემა !!!
თათული ალადაშვილი მალე ორი წელი გახდება რაც იოგას სახლში დავდივარ და სიტყვები ზედმეტია იმ ემოციის და ბედნიერების გამოსახატავად რაც იოგამ მომცა და ამისთვის უდიდესი მადლობა ნინო მეტრეველს 🙏🏽❤️
მარიამ ქლიბაძე "იოგას სახლი" არის ადგილი, სადაც მისვლისაც ყველა პრობლემა გავიწყდება და სხვა სამყაროში ეშვები. მეგობრული გარემო და ყოველ მისვლაზე პოზების დახვეწა საოცარი მოტივაციით გავსებს. ავიმაღლე ტონუსი და როცა ადრე პატარა დატვირთვაზე გული მიმდიოდა ახლა დიდ დატვირთვსაც თავისუფლად ვუძლებ, რაც იოგას პრაქტიკის ჩემი და ნინო იაშვილის დამსახურებაა. გამომისწორდა წონასწორობის პრობლემაც. მადლობა იოგას სახლს, რადგან ცხოვრების ახალი პერსპექტივა დამანახა არა მარტო იოგას პრაქტიკის სფეროში, არამედ მაჩუქა ჩემი თავის რწმენა და სულიერადაც​ დამხვეწა.
ნინო ჯორჯაძე მიმაჩნია, რომ მოვხვდი სწორ ადგილას, იოგას სახლში. მშვიდი, გაწონასწორებული, თავისი საქმის მცოდნე ,ინსტრუქტორი; ჰარმონიული და კეთილგანწყობილი გარემო ადგილი სადაც სხეული და გონება იღვიძებს და ისვენებს.
ნინო ბარბაქაძე მოხარული ვარ, რომ თბილისში არსებობს იოგას ისეთი ცენტრი, სადაც დარწმუნებული ვარ ვარჯიშის მიმართ სწორად მიდგომის გამო, ანატომიური ნიუანსების კარგად შესწავლის და გათვალისწინების გამო შეუძლებელია ახალბედამ რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება მიიღოს. რაც იოგას პრაქტიკა დავიწყე, სხეული განთავისუფლთა შებოჭილობისაგნ, ფიზიკური დაღლილობა გამიიშვიათდა, გამიუმჯობესდა კონცენტრაციის უნარი, ადგილი აღარ მრჩება ყოველდღიური და გაშინაურებული სტრესებისთვის, რწმენა მომემატა საკუთარი ძალების მიმართ. მოკლედ, რომ ვთქვა იოგას პრაქტიკული მეცადენეობის 96-ე საათისთვის ჩემი ბედნიერების კოეფიციენტი გაორმაგებულია

იოგას დასაფენი თანხა
მაქვს საკუთარი
არ მაქვს, ვისარგებლებ სტუდიის დასაფენით
არ მაქვს, შევიეძენ
ეკოლოგიურად უსაფრთხო (თერმოპლასტიკური პოლიმერი - [საშლელი]) - eco friendly tpe yoga mat


© 2016 საქართველოს იოგას ფედერაცია