ინსტრუქტორები


გიორგი ბერძენიშვილი

ბიოგრაფია

 — პირადი გვერდი.

იოგა ალიანსში რეგისტრირებული იოგას მასწავლებელი

გიორგი ბერძენიშვილი დაიბადა 1982 წელს ქალაქ თბილისში. იოგას პრაქტიკის მიმართ გიორგი ბერძენიშვილის  ინტერესი 1993 წლიდან იწყება, რის შედეგად მას უჩნდება მიზანი, იოგას სიღრმისეული შესწავლის, დაუფლების თანმიმდვერულად მიღებული ცოდნისა და გამოცდილების თეზაურუსებით შექმნას სწავლება საკუთარი ქვეყნის საზოგადოებისთვის სარგებლის მიცემის მიზნით.

2002 წელს ის, საზოგადოებას სთავაზობს იოგას სწავლების ტრადიციულ საფუძვლებთან, ანატომიის, სპორტის, დიეტოლოგიის და ფსიქოლოგიის თანამედროვე  შეხედულებების ჰარმონიულ კავშირში და საზოგადოების მენტალობასთან ადაპტირებულ  იოგას პროგრამას. აღნიშნული პროგრამა  დაგროვილი გამოცდილებების თანმდევად დროში პროგრესირებადია. 2006 წლიდან 2011 წლამდე ის ასევე, მოღვაწეობს ფიტნეს კლუბ „პრაიმფიტნესში“ იოგას ინსტრუქტორის პოზიციაზე.

გიორგი ბერძენიშვილმა 2007 წელს  შექმნა პირველი ქართული  ვებგვერდი იოგას შესახებ (მოგვიანებით, კი  ის იქცა საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდად), რომელიც ხელს უწყობს იოგას, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით პოპულარიზაციას საქართველოს საზოგადოებაში.

გიორგი ბერძენიშვილი 2009 წელს ხდება საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ასევე, იკავებს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას. ამავე წელს მისი ინიციატივით იწყება იოგა ტურების განვითარება. ის უძღვება იოგას ინსტრუქტორთა მომზადების კურსების ორგანიზებას.

2010 წლის სექტემბერში მისი ხელმძღვანელობით იხსნება პირველი იოგას ცენტრი საქართველოში „იოგას სახლი“, რომელიც არის საერთაშორისო იოგას ფედერაციის მიერ აკრედიტირებული იოგას ცენტრი. 2012 წლიდან იოგას ფედერაცია ხდება საერთაშორისო იოგას ფედერაციის (IYF) სრულუფლებიანი წევრი, ხოლო გიორგი ბერძენიშვილს ენიჭება იოგას ოსტატის წოდება. ამავე დროს ინიშნება საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლად საქართველოში და სრულიად კავკასიაში.

2012 წლის ნოემბერში საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაცია ხდება ევროპის იოგას კავშირის (EUYA) სრულუფლებიანი წევრი, ხოლო გიორგი ბერძენიშვილი არჩეულია ევროპის იოგას კავშირის საბჭოს წევრად.

2013 წლის აგვისტოს,  მონაწილეობას იღებს იტალიაში, ქალაქ რომში საერთაშორისო კონფერენციაზე (არგენტინა, იტალია, პორტუგალია, ინდოეთი, საქართველო).

2013 წლის სექტემბერში, წარდგენილია საერთაშორისო იოგა ალიანსის რეესტრის ადმინისტრატორად.

აშიკ კუმარ აგგარვალი — ინდოეთის იოგას ფედერაციის გენერალური მდივანი და გიორგი ბერძენიშვილი.

2013 წლის ოქტომბერში მიწვეულია საფრანგეთში, ქალაქ პარიზში, 25-ე მსოფლიო ჩემპიონატზე იოგა სპორტში, "წლის იოგა ბრენდი"-ს დაჯილდოვების ცერემონიალზე, იოგა თერაპიის კურსებზე და საერთაშორისო ფესტივალზე.

 2013 გიორგი ბერძენიშვილი მსოფლიო ჩემპიონია იოგა სპორტში ( 25-ე მსოფლიო ჩემპიონატზე იოგა სპორტი. საფრანგეთი, პარიზი)

2013 წელი - საერთაშორისო იოგას ფედერაციის მიერ ორგანიზებული იოგა თერაპიის კურსები.

2014 წელი  - იოგას ასოციაციების ევროპული კავშირის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს წევრი;

2014 წელი - საერთაშორისო იოგას ფედერაციის მდივანი (ევროპის ქვეყნები);

2014 წელი - დევიდ სვენსონის და შელი ვაშინგტონის აშთანგა იოგას სრული კურსი (მილანი, იტალია);

2014 წელი - კინო მაკგრეგორის აშთანგა იოგას სრული კურსი (სტოქჰოლმი, შვედეთი);

2014 წელი - მაისორის სტილი მანჯუ ჯოისტან ერთად (ბერლინი, გერმანია);

 

 

 

მთარგმნელი და გამომცემელი წიგნის "იოგა მალა"

 

2015 წელი — ჰათჰა იოგა პრადიპიკა (წიგნის თარგმანი)

ფოტოგალერეა I

ფოტოგალერეა II

 

ტელეგადაცემები

იოგა იმედის დილაში 2013.01

იოგა - ვახო სანაიას რეპორტაჟი

გიორგი ბერძენიშვილი I არხზე დილის გადაცემაში

იოგა იმედის დილაში 2012

გიორგი ბერძენიშვილი დღის შოუში

გიორგი ბერძენიშვილი შუადღის შოუში ქრისტინე იმედაძესთან ერთად

იოგას ფედერაცია - სხვა ამბებში (რუსთავი 2)

გიორგი ბერძენიშვილი - სიუჟეტი იოგაზე (I არხი)

იოგას სახლი - I არხზე (გიორგი ბერძენიშვილი) 11.02.2013

გიორგი ბერძენიშვილი მაესტროზე 03.2013

გიორგი ბერძენიშვილი TV9-ზე 03.2013

ფოტოგალერეა




ნინო იაშვილი

ბიოგრაფია

 

იოგა ჩემთვის ძიების უსასრულო გზაა, რომელსაც შინაგანი სამყაროს მიუდგომელ კუთხეებში მიყავხარ. ესაა საკუთარი თავის შეცნობა, კონტროლი, წონასწორობა ...  იოგა არის ცხოვრების წესი.

იოგას სახლში მეგობრის რჩევით მოვედი. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩემი ინტერესი იოგას მიმართ გაღრმავდა. ვარჯიშების მერე ჩემს მასწავლებელ, გიორგი ბერძენიშვილთან საუბრებით გამიჩნდა სურვილი მესწავლა მეტი, ვიდრე მხოლოდ რთული ასანების შესრულებაა. ფიზიკურ ვარჯიშს დაემატა მედიტაციის გაკვეთილები და დაისვა კითხვა - ვინ ვარ მე?

აქედან დაიწყო ძიება. ნელ-ნელა გაიზარდა იმის შეგრძნება, რომ შენი შესაძლებლობები ერთი წერტილით არ შემოიფარგლება, შეგიძლია იარო წინ ჰორიზონტისაკენ. არ გეშინოდეს ცვლილებების, გადაწყვეტილებების. იყო დღეს სრულფასოვანი და ენერგიით სავსე შენთვის და ყველასთვის.

2012 წლიდან ვვარჯიშობ გიორგი ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით, 2013 წელს ინსტრუქტორთა მომზადების 500 საათიანი კურსი გავიარე.2014 წელს დავესწარი მანჯუ ჯოისის მაისორის კლასს და კინო მაკგრეგორის ტრეინინგს ბერლინში. დღესდღეობით ვარ ბატონი გიორგის ასისტენტი,პარალელურად ვუძღვები საბავშვო იოგას, ორსულთა და მაისორის კლასებს "იოგას სახლში".

ფოტოგალერეა




იზა ვაშაკიძე

ბიოგრაფია

16 წლიდან მოყოლებული იოგა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და ახლა მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. თავიდან მეგონა არაფერი გამოვიდოდა, მაგარამ თანდათან ყველაფერი თავისით დალაგდა. ახლა ყოველ ახალ ასანაზე მუშაობა ახალი თავგადასავალია, ზოგი ძალიან რთულია, ზოგიც მარტივი. იოგა მეხმარება განტვირთვაში, ვარჯიშის 1 საათი ყველაფერს მავიწყებს და მერე ყველაფერს ახლებურად, სხვა თვალით ხედავ. 2012 წელს დავიწყე იოგას ვარჯიში იოგას სახლში, თავიდან ვსწავლობდი ჰათჰა იოგას, მერე ვინიასა იოგას, 2014 წლის დასაწყისში იოგას სახლი გადავიდა აშთანგა იოგას სწავლებაზე, თავიდან ძალიან გამიჭირდა აშთანგაზე შეგუება, უფრო დინამიურია და პულსიც მეტად მიჩქარდებოდა, ახლა ვხვდები, რომ აშთანგა იოგა ვინიასასთან შედარებით ბევრად პროდუქტიულია. რაც შეეხება თეორიულ მხარეს, იოგას სახლში დროდადრო გვიტარდება ინსტრუქტორთა კურსები, სადაც ვეცნობით იოგასთან დაკავშირებულ ლიტერატურას, იოგის ფუძემდებელთა ბიოგრაფიებს, პოზების სწორად შესრულების ტექნიკას, ლექციებს კითხულობს ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ბერძენშვილი. სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ინსტრუქტორები გვიტარებენ ტრეინინგებს (სიცილის იოგა, შივანანდა იოგა, ვედური სამზარეულო). ხშირად გვაქვს ქალაქგარეთ გასვლითი ტურები, სადაც ვაკეთებთ სუნთქვით ვარჯიშებს და მედიტაციას. ამჟამად ვარ ასისტენტი იოგას სახლში და ძალიან მსიამოვნოებს, როცა ვხედავ მოვარჯიშეთა ბედნიერ სახეებს, რომლებსაც ვეხმარები რომელიმე ასანის შესრულებაში.

ფოტოგალერეა




ნინო ტაბატაძე

ბიოგრაფია

დავიბადე 1990 წელს. ფიზიკური აქტივობისადმი ინტერესი 7 წლის ასაკში გამიჩნდა, სამწუხაროა რომ ამ დროს იოგას შესახებ არაფერი ვიცოდი, რადგან დიდი დრო დავკარგე მის ძიებაში. 2012 წლის დეკემბერში მოვედი იოგას სახლში და აქედან წასვლის სურვილი წუთითაც არ გამჩენია. ფედერაციის პრეზიდენტის, გიორგი ბერძენიშვილის დახმარებით გავიარე ტრენინგ კურსი და ამჟამად ვარ იოგას სახლის ინსტრუქტორი. ვცდილობ მიღებული ინფორმაცია დეტალურად გადავცე ჩვენს მოსწავლეებს და ვიყო მათთვის სასარგებლო. 

ფოტოგალერეა




ქეთა რიკაძე

ბიოგრაფია

 

ფოტოგალერეა





იოგას კლასები

აშთანგა იოგა
იოგა ორსულთათვის
საბავშვო იოგა

ღონისძიებები

იოგას დღე
წიგნის პრეზენტაცია

ჟურნალი

სტატიები
სერიები

ფოტოგალერეა

სტატიები
სერიები


იოგას ფედერაცია

თბილისი, ყიფშიძის 5 ა (ტატიშვილის კლინიკის წინ)

555 11 52 88;

597 99 10 99;

yoga.ge@yahoo.com