გამოხმაურება



რას წერენ ჩვენ შესახებ:

27 გამოხმაურება
გამოგვეხმაურეთ

ნინო მუმლაძე იოგას სახლში მოსვლის დღიდან ბევრი რამ შეიცვლა იმ მხრივ, რომ თავს უფრო ჯანსაღად და ენერგიულად ვგრძნობ,საგრძნობლად გამიმკვრივდა და გამიძლიერდა სხეულის რაღაც ნაწილები, ვხედავ ჩემს პროგრესს და ვცდილობ რაც შეიძლება რეგულარულად ჩავრთო ვარჯიში ჩემს ცხოვრებაში. მართალია, ეს ყოველთვის კარგად არ გამომდის, მაგრამ ამ გარემოში მოსვლამ დამარწმუნა იმაში, რომ შემიძლია ჩემს ჯანმრთელობას რაღაც დრო დავუთმო ისე, რომ თან სასიამოვნოდ და საინტერესოდ გავატარო. იოგის ვარჯიში მეხმარება ზურგის და კისრის ტკვილიების მოხსნაში, ბევრად მიუმჯობესებს ხასიათს, მიზრდის ცხოვრების ხალისს და ენერგიულს და მოტივირებულს მხდის. გარდა ამისა იოგა მეხმარება მენსტრუალური ციკლის კრიტიკულ დღეებში ტკივლის მოხსნაში, გარკვეული ასანების შესრულება და მათში გაჩერება და სუნთქვა ზოგჯერ ერთადერთი რამაა რაც შვებას მაგრძნობინებს მაგ დროს. ძალიან მოხარული ვარ რომ ასეთ გარემოში აღმოვჩნდი და აღმოვაჩინე ვარჯიშის ისეთი სახეობა, რომელიც მაინტერესებს და მომწონს და თან რაც მთავარია ეფექტურია და შველის ჩემს პრობლემებს.

ნანა გამყრელიძე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ როცა იოგათი დავინტერესდი, პირველივე ცდაზე იოგას სახლში მოვხვდი. რატომღაც ადრე მეგონა, რომ იოგა არასოდეს გამომივიდოდა და ბევრი ასანას შესრულება წარმოუდგენელ სირთულედ მიმაჩნდა; იოგას სახლში აღმოვაჩინე საკუთარი შესაძლებლობები და უფრო თავდაჯერებულიც კი გავხდი. ამაში კვალიფიციური ინსტრუქტორები და კომფორტული და მყუდრო გარემო დამეხმარა. იოგას სახლში არასოდეს მიგრძვნია თავი უხერხულად იმის გამო რომ რაღაც კარგად არ გამომდიოდა, პირიქით, დავინახე თუ რამდენად ინდივიდუალურია ყველა ადამიანის შესაძლებლობა და შევაფასე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები. იოგას სახლში ვისწავლე თუ როგორ შეიძლება დახარჯო უამრავი ენერგია და ამავდროულად დაისვენო და განიტვირთო. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ცხოვრებაში, როდესაც იმდენად დაკავებული ვართ ყოველდღიური პასუხისმგებლობებით რომ ხშირად საკუთარი თავს დღეში 10 წუთსაც ვერ ვუთმობთ. ასეთ დროს კარგია იცოდე რომ საღამოს მიხვალ ადგილას, სადაც დროებით დაივიწყებ ყოველდღიურ წვრილმანებსა და პრობლემებს და მთლიანად საკუთარ გონებასა და სხეულზე მოახდენ კონცენტრაციას. დიდი მადლობა გიორგის, იზას და ნინოს მათი პროფესიონალიზმისა და მეგობრული დამოკიდებულებისთვის!

ლევან ლაბაძე კიდევ გეწვევით

თამარ ბენდელიანი მიხარია, რომ, ბოლოს და ბოლოს, იოგას დავუკავშირდი. ეს ცოტა დროც საკმარისი იყო იმისთვის, რომ უმოძრაობით დამძიმებულ სხეულში მეგრძნო რესურსი, რომელიც უფრო აქტიურ იოგას პრაქტიკაში და, ზოგადად, უკეთეს ცხოვრებაში დამეხმარება. იოგას სახლი თავად იოგას მეტაფორასავითაა - გადატვირთული ქალაქის ყველაზე ურბანულ ნაწილში შეგიძლია სიმწვანე და სიმყუდროვე აღმოაჩინო, ისევე, როგორც იოგა - აუცილებელ ელემენტად თანამედროვე ცხოვრებისთვის დამახასიათებელ მოუსვენარ ყოველდღიურობაში. დიდი მადლობა ამ გამოცდილებისთვის! სიამოვნებით გავაახლებ კავშირს თბილისში დაბრუნების შემდეგ.

ნატალია ხურცილავა კვალიფიცირებული და ყურადღებიანი ინსტრუქტორები, ინდივიადულური მიდგომა. ვისაც ზურგის ტკივილები აწუხებს და სამსახურში დროის უმეტეს ნაწილს მჯდომარე ატარებს, იმათთვის პირდაპირ მისწრებაა. ყოველი გაკვეთილის შემდეგ ვგრძნობდი როგორ ვიშლებოდი ბეჭებში და ტკივილებიც არაღ მაწუხებდა. მადლობა იოგას სახლს, განსაკუთრებით იზას

მონიკა ლეჟავა „იოგას სახლში“ დამხვდა მყუდრო გარემო, ყოველი ვარჯიში ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო. „იოგას სახლი“ არის ადგილი, სადაც ისვენებ, ივიწყებ ყველაფერს და ხდები უფრო ბედნიერი :). თქვენი საშუალებით ბევრი ახალი გავიგე იოგას შესახებ. ერთი თვის ვარჯიშის შემდეგ მივხვდი რომ არ უნდა შევეშვა იოგას :). აუცილებლად დავბრუნდები. მადლობა „იოგას სახლს“ და ინსტრუქტორებს <3

მარიამ ქლიბაძე "იოგას სახლი" არის ადგილი, სადაც მისვლისაც ყველა პრობლემა გავიწყდება და სხვა სამყაროში ეშვები. მეგობრული გარემო და ყოველ მისვლაზე პოზების დახვეწა საოცარი მოტივაციით გავსებს. ავიმაღლე ტონუსი და როცა ადრე პატარა დატვირთვაზე გული მიმდიოდა ახლა დიდ დატვირთვსაც თავისუფლად ვუძლებ, რაც იოგას პრაქტიკის ჩემი და ნინო იაშვილის დამსახურებაა. გამომისწორდა წონასწორობის პრობლემაც. მადლობა იოგას სახლს, რადგან ცხოვრების ახალი პერსპექტივა დამანახა არა მარტო იოგას პრაქტიკის სფეროში, არამედ მაჩუქა ჩემი თავის რწმენა და სულიერადაც​ დამხვეწა.

ლაშა გაგნიძე იოგას სახლი, ძალიან საინტერესო, მყუდრო და სასიამოვნო ადგილი, სადაც მისვლა არასდროს მეზარება. დაახლოებით ერთ თვის შემდეგ რაც შემიძლია ვთქვა, მომეხსნა დაღლილობის შეგრძნება და განწყობა ბევრად გამომიკეთდა, 2 საათიანი სესიიდან გამოსული შვებას გრძნობ და ენერგიით სავსე ხარ, მიუხედავად იმისა, რომ დაიხარჯე. ალბათ საუკეთესო განტვირთვაა. მადლობა ძალიან კარგ ადამიანებს და ინსტრუქტორებს :)

სალომე ჩხაიძე dzalian momewona tqventan siaruli. ertaderti diskopmorti rac shemeqmna am periodshi sashxapeebis ar qonaa. kargi iqneboda rom yopiliyo radgan sakmaod aqtiuri varjishi gviwevs :) gavagrdzeleb aucileblad tqventan urtiertobas. momavalshi :)

მარიამი მოდი ჩვენთან, რომ დაიწყო სუნთქვა, იგრძნო საკუთარი სხეული, გაიგო საკუთარ შესაძლებლობებზე მეტი. მეც მოვედი.. მელანქოლიით მოცული.. ორშაბათი იყო.. საღამოს 9 საათი.. იოგა არარის გაწელვისთვის, მოდისთვის ან ლამაზი ფოტოებისთვის, ეს პროცესია რომელშიც იწყებ სუნთქვას, შენი სხეულის ბალასთან ერთად შენი გონებაც სწავლობს ბალანსს და ზუსტად იმ სიჩქარით იწყებს დედამიწა ბრუნვას რომელიც შენთვისაა კომფორტული. თუ არ გადაუვლი სერიებს და ფეხის მყარად დადგმას ისწავლი, ისე დადგმას რომ სპილოების გორგალში მოხვედრის შემთხვევაშიც არ ჩამოგექცევა სხეული, დედამიწის უცაბედ აჩქარებულ სიჩქარესაც გაიკომფორტულებ.

ნინი კვასხვაძე ძალიან მიხარია რომ აღმოვაჩინე პატარა ოაზისი- 'იოგას სახლი' სადაც მისვლისთანავე, შედიხარ სხვა სამყაროში, თითქოს ყველაფერს გარეთ ტოვებ და იმ დროის მანძილზე , იმ მყუდრო და უშუალო გარემოში შეუდგები ძიებას , შენი ფიზიკური შესაძლებლობების , შინაგანი სამყაროს წვრთნას . ყოველდღიურად ახერხებ მცირედით მაგრამ მაინც გაზარდო ამ შესაძლებლობების ზღვარი. ეს არის მართლაც 'სახლი' ამ სიტყვის ყველაზე თბილი და საყვარელი გაგებით. გარეთ გამოსულს, ისეთი ავსების გრძნობა გეუფლება რაც დიდი სიხარულის ტოლფასია! და მოლოდინი იმისა, ისევ მალე მოინახულო ეს 'სახლი'. დიდი მადლობა არაჩვეულებრივ ინსტრუქტორებს და იოგას სახლს!

ნინო ბარბაკაძე მოხარული ვარ, რომ თბილისში არსებობს იოგას ისეთი ცენტრი, სადაც დარწმუნებული ვარ ვარჯიშის მიმართ სწორად მიდგომის გამო, ანატომიური ნიუანსების კარგად შესწავლის და გათვალისწინების გამო შეუძლებელია ახალბედამ რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება მიიღოს. რაც იოგას პრაქტიკა დავიწყე, სხეული განთავისუფლთა შებოჭილობისაგნ, ფიზიკური დაღლილობა გამიიშვიათდა, გამიუმჯობესდა კონცენტრაციის უნარი, ადგილი აღარ მრჩება ყოველდღიური და გაშინაურებული სტრესებისთვის, რწმენა მომემატა საკუთარი ძალების მიმართ. მოკლედ, რომ ვთქვა იოგას პრაქტიკული მეცადენეობის 96-ე საათისთვის ჩემი ბედნიერების კოეფიციენტი გაორმაგებულია 

ნატუკა ბერძენიშვილი სიტყვები არ მყოფნის გადმოვცე რამდენად კმაყოფილი ვარ,ჯერ სულ ერთი თვეა დავიწყე და ვგრძნობ ძალიან დიდ შედეგს,როგორც ფიზიკურ ასევე სულიერ მდგომარეობაზე დიდი მადლობა ამისთვის თქვენს გუნდს.

ნინო რამიშვილი კარგი გარემოა შექმნილი იმისთვის, რომ ივარჯიშო. ინსტრუქტორები თავის საქმეს კარგად ასრულებენ და ცდილობენ რომ ბოლომდე აითვისო ყველა ვარჯიში და სასურველ შედეგს მიაღწიო. მადლობა ამისთვის

შოთა შავაძე კარგი გუნდი, კარგი აურა... აუცილებლად დავბრუნდები.

მარიამ ლიკლიკაძე რაც იოგაზე დავიწყე სიარული, ჩემი ცხოვრება ნამდვილად შეიცვალა! ბევრად უფრო მობილიზებული და მოტივირებული ვარ! დამეხმარა ვიყო წელში გამართული, მასწავლა სწორი სუნთქვა, მომცა შინაგანი სიმშვიდე, გავხდი უფრო ელასტიური, რაც დამეხმარა ცეკვაში და სასცენო მოძრაობაში, რაც მე ნამდვილად მჭირდებოდა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. ის გვეხმარება უკეთ შევიცნოთ და წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი.. იოგას სახლში, სადაც დავდივარ, არიან პროფესიონალი ინსტრუქტორები, ისინი გვანახებენ, გვეხმარებიან, გვასწავლიან როგორ უნდა გავაკეთოთ აბსოლიტური სიზუსტით ყოველი ვარჯიში. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ჯგუფის ინსტრუქტორის, ირინა ბურჯიაშვილის ახსნით, ის ინდივიდუალურად უდგება და უხსნის თითოეულ ჩვენთაგანს ყოველივეს. უდიდეს მადლობას ვუხდი YOGA HOUSE_ს, ირინა ბურჯიაშვილს, და საქართველოს იოგას ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი ბერძენიშვილს ასეთი ეფექტური შედეგისთვის!!!!!!

ქეთევან ყაველაშვილი იოგას სახლში ერთი წელია დავდივარ, კმაყოფილების სრულად გამოთქმა გამიჭირდება, ამიტომ მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოვიფარგლები: იოგას სახლში თავს ვგრძნობ როგორც "სახლში". :)

ირინე სიამაშვილი ძალიან ბევრის დაწერა მინდა... აღმოვაჩინე უდიდესი განსხვავება ვიდრე იოგას ვარჯიშებს დავიწყებდი და დღევანდელ ჩემს ფიზიკურ მდგომარებას შორის, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მცირედის მიღწევა შევძელი ამ რამდენიმე თვის განმავლობაში. ყოველი გაკვეთილი ახალი რაიმეს აღმოჩენაა, ბატონი გიორგისა და ინსტრუქტორების დახმარებით, ძალიან დიდი მადლობა ყველას.

მაია გამყრელიძე ძალიან კარგი და მეგობრული გარემოა "იოგას სახლში". პროფესიონალი და ყურადღებიანი ინსტრუქტორების დახმარებით ძალიან კარგი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი. მიხარია, რომ "იოგას სახლში" მოვხვდი და შესაძლებობა მაქვს პროფესიონალი ადამიანებისგან შევისწავლო იოგა.

თამარა დელამპიცკა ძალიან შემიყვარდა იოგას სახლი, მალე გახდება ერთი წელი რაც დავიწყე სიარული თქვენთან. თუმცა მანამდე სულ ვადევნებდი თვალს საიტზე სიახლეებს და facebook გვერდზეც. ინსტრუქტორები თავისთავად ძალიან კარგები არიან. იოგას სახლის ატმოსფერო სულ სხვანაირად მოქმედებს და უფრო მოტივირებულს მხდის. გარკვეული მიზეზების გამო, პაუზა გამომივიდა, თუმცა მალე შემოვუერთდები ისევ და უფრო აქტიურად. რადგან მივხვდი ამ ერთ წელიწადში, რომ ყველაზე ბედნიერად, ლაღად და კარგად თავს ვგრძნობ მაშინ როცა იოგას ვაკეთებ. და მივაღწიე იმას, რომ დამოუკიდებლად სახლშიც შევძელი ვარჯიში, იმ პერიოდში როცა ვერ ვახერხებ სიარულს. მადლობა იოგას სახლს რომ არსებობს და მიყვარხართ ყველა <3

ნინო დოლიძე მოხარული ვარ რომ ასეთ თბილ და ყურადღებიან გარემოში მოვხვდი, ჯერ რთულია ჩემთვის ბევრი ელემენტი, მაგრამ ნელ-ნელა ვგრძნობ როგორ გავაკეთო თითოეული მათგანი, ამაში ინსტრუქტორი მეხმარება.გაკვეთილის მსვლელობისას ყველა პრობლემა მავიწყდება და ვმშვიდდები ეს მდგომარეობა გაკვეთილის შემდეგაც მიმყვება რაც ,ვგრძნობ ნელ-ნელა დაძაბულობას მომიხსნის.მადლობა ყურადღებისთვის.

ნატა ბაკურაძე პირველ გაკვეთილზე არა, მაგრამ პირველივე კვირას მივხვდი,რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. იოგაზე სიარულის დაწყების შემდეგ შევამჩნიე, რომ ბევრი ჩემთვის არაკომფორტული და უსიამოვნო სიტუაციებისა და მდგომარეობის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა, რაც ზოგად გუნება-განწობაზე დადებითად აისახა. დაკვირვებული ვარ, რომ იოგაზე აქტიურად სიარულის დროს, დეპრესიისა და უხასიათობის პერიოდები მიმცირდება. ეს საქმის კეთებაშიც აისახება. ისეთი დავალებების შესრულება რაც ადრე შესაძლოა უხალისოდ და ინტერესის გარეშე გამეკეთებინა, ახლა გაცილებით მეტი ენთუზიაზმით ვეკიდებ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს იოგის ინსტრუქტორს, რომელთა გარეშეც ჩემი პრაქტიკა ნაკლებად ეფექტური და მეტად მოსაწყენი იქნებოდა . დიდი მადლიერების გრძნობით, სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით.

ნინი ბერიძე დიდი ხანია იოგათივარ დაინტერესებული. თავდაპირველად ვიდეოებს ვუყურებდი და საიტებს ვათვალერებდი იოგას შესახებ, რაც ჩემთვის ინსპირაციის წყარო გახდა. იოგას სახლსაც ამ საიტებიდან მივაკვლიე და ბედნიერი ვარ რომ აქ მოვხვდი!

მერაბ ხუტაშვილი არ მეგონა თუ იოგას ყველაზე მარტივი ელემენტიც კი ასეთი რთული გასაკეთებელი იქნებოდა. ყველაზე დიდი სირთულე საკუთარი ორგანიზმის დაძლევაა, ეხლა რასაც ვაკეთებ 3 თვის წინ ვერც წარმომედგინა. სამი თვე მივყვები იოგას პრაქტიკას. ნელ-ნელა ზურგის პრობლემები მეხსნება. ზედმეტი წონა ქრება. წელზე სანტიმეტრები ნელ ნელა იკლებს. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვლინდება, როგორც სიმსუბუქე და სიცოცლე უფრო ხალისიანი ხდება.

იზა მაკრახიძე ფიზიკურად უფრო მოქნილი და ძლიერი გავხდი - კუნთები დამეტყო. შინაგანად - საკუთარი თავის რწმენა ვისწავლე, მივხვდი იმაზე მეტის გაკეთება შემიძლია ვიდრე მეგონა რომ შემეძლო. ისეთ ჯგუფში ვარ მოტივაცია მიმაღლდება მათთან სინქრონში ვარჯიშისას.

თეონა ქავთარაძე თავიდან ექიმის რჩევით დავიწყე და პირველივე გაკვეთილიდან თავად გამიჩნდა უსაზღვრო ინტერესი.ჩემი აზრით იოგას პრაქტიკაში ინსტრუქტორს უდიდესი როლი აკისრია, რადგან იგი თანმიმდევრულად სწორედ გვიხსნის და გვაჩვენებს თითოეულ მოძრაობას, რაც მთავარი ფაქტორია იოგას სწორად ათვისებაში.

თიკო ასეიშვილი

სულ ვეძებდი ისეთ აქტივობას, სადაც "სულს გავავარჯიშებდი" და ფიზიკური თავისთავად დალაგდებოდა. სადაც შინაგანი სამყარო გარეს შემიცვლიდა და არა პირიქით. სადაც ვიპოვიდი თავისუფლებას და ამ თავისუფლებით "მთას გადავდგამდი"... და მე ვიპოვე... მე გიპოვეთ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიკლია სრულყოფილებამდე შინაგანი თავისუფლება მოვიპოვე და ჩემთვის მთავარი — სიმშვიდე... თითოეული ჩემს მიერ შესრულებული ასანა ისეთია, როგორიც მე ვარ — ზოგჯერ მშიშარა, ზოგჯერ გაბედული, ზოგჯერ თამამი და ზოგჯერ მორიდებული... იმდენად გამაშიშვლა, პირველად შევცბი იქნებ სხვაც მხედავდა... იოგა დამეხმარა თვითშემეცნებაში, დამენახა საკუთარი ნაკლოვანებები, რომელზეც თვალს ვხუჭავდი და დამენახა ღირსებები, თუ კი მაქვს, როგორც ასეთი. მადლობა თქვენ, რომ ეს ყველაფერი დამანახეთ.

 



© 2016 საქართველოს იოგას ფედერაცია