გამოხმაურება
20%-იანი აქცია ულიმიტო აბონემენტზე! (2018-12-16 მდე)
დარჩა — 8 აბონემენტი



რას წერენ ჩვენ შესახებ:

84 გამოხმაურება
გამოგვეხმაურეთ

ძიება საკვანძო სიტყვების მიხედვით
ეფექტი
პროფესიონალიზმი
გარემო
იოგას სახლი
გიორგი ბერძენიშვილი
მოტივაცია
ნინო იაშვილი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
იზა ვაშაკიძე
ზურგის ტკივილები
სულიერი სიმშვიდე
ორსულთა იოგა
დიდუბის ფილიალი
სხეულის კორექცია
ხერხემალი
თვითშემეცნება
ემოციური ბალანსი
თაკო შველიძე
იოგას ფედერაცია
კონცენტრირების უნარი
დეპრესია
დიეტა
მედიტაცია
თავის ტკივილები
სახსრები
მენსტრუალური ციკლი
თათია პოლიკარპოვა არ ვიცი მეტი წონა იოგისკენ იხრება თუ ტვინის მკვებავი წამლებისკენ, მაგრამ ალბათ ამ ორმა ერთმანეთს ხელი შეაშველა და 1 თვის ვარჯიშის შემდეგ გაკვირვებული ცნობისმოყვარეობით ვაკვირდები საკუთარი დეპრესიის თავდასხმიდან თავდაცვის პოზიციისკენ უკუსვლას :დ ჩემი სუსტი, მტკივანი მუხლებიც უკვე მეტ დატვირთვას უძლებენ. ასევე ვატარებ ექსპერიმენტს. ვარჯიშის დაწყებიდან განზრახ არ ვიღებ ჰორმონალურ წამლებს. ჩვეულებრივ მსგავსი პაუზის შედეგს მალევე ვიღებდი სახეზე გამონაყარის სახით. მაგრამ ამჯერად ჯერ კიდევ მოწმენდილი, უღრუბლო სურათი გვაქვს. დასკვნების გაკეთებას არ ვჩქარობ, ჯერ ვაკვირდები. ისიც როგორი სასიამოვნოა, პოზებს რომ ხვეწ და მოქნილობა გემატება. მაგრამ კიდევ უკეთესია ინსტრუქტორის დახმარებით ყველა პოზას რომ იაზრებ, ყველა კუნთს და სახსარს აკვირდები, გონებასაც ამუშავებ და აზროვნების სტილსაც ცვლი. ფიქრი მიმართულია სწორად, ჩემთვის კეთებისკენ და არა "ის როგორც შვება, ისე მინდა"-კენ. სად არის ამდენი საშუალება, რამდენი რამის მოსწრება გვინდა, თორემ მე მგონია, თუ მეტ დროს დაუთმობ კაცი იოგას, შეიძლება ცვლილებები სამყაროს აღქმის დონეზე განიცადო. შედეგების ნახვა ძალიან კარგია მაგრამ იქამდე მისვლის პროცესი არის ყველაზე მძიმე ამბავი. ხოდა თურმე იოგა ამ პროცესს ამსუბუქებს. ეს ბოლო თვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო. თითოეული ვარჯიშის შემდეგ ისეთი კმაყოფილი მოვდივარ, რომ არ მავიწყდება საკუთარ თავს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მოვედი, რომ გადავდე საქმეები, გამოვნახე დრო, ცოტა ძილი მოვიკელი.. სულ ვამბობ - აი, ხომ ღირდა! ატმოსფეროშიც არის საქმე. უფროსწორად მართლა ძალიან მაგარ ინსტრუქტორებში, რომლებიც შესაფერის ატმოსფეროს ქმნიან. რომ შევაჯამოთ, ძალიან კმაყოფილი ვარ და დიდი მადლობა! თქვენი თავი არ მომიშალოს განგებამ <3

გარემო
პროფესიონალიზმი
დეპრესია
სახსრები

მაკრინე ქათამაძე 8 გაკვეთილში მივიღე შედეგი, როგორსაც ვერ წარმოვიდგენდი, ეს არის ადგილი, სადაც ბევრი წლის წინ უნდა მოვსულიყავი :) ისეთი თავდაჯერებული გავხდი როგორიც არ ვყოფილვარ არასოდეს, მგონია რომ ყველაფერი შემიდძლია, რასაც მოვისურვებ, გამიჩნდა ახალი გატაცებები და მიზნები, რომლებსაც უკვე პრაქტიკულად ვახორციელებ, საიდან მოდის ეს ენერგია მე თვითონაც ვერ ვხვდები. ჯანმრთელობის მხრივ ისე აღარ მაცუხებს ზურგი, როგორც მაწუხებდა, ეჭვი მაქვს რომ დავამარცხე ჩიყვი (ოქტომბრის ბოლოს მეცოდინება) მოკლედ, სად ვიყავი აქამდე :))

გიორგი ბერძენიშვილი
ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ჯანმრთელობა
დიდუბის ფილიალი
დეპრესია
თვითშემეცნება
ეფექტი


© 2016 საქართველოს იოგას ფედერაცია