დავიბადე 1990 წელს. ფიზიკური აქტივობისადმი ინტერესი 7 წლის ასაკში გამიჩნდა, სამწუხაროა რომ ამ დროს იოგას შესახებ არაფერი ვიცოდი, რადგან დიდი დრო დავკარგე მის ძიებაში. 2012 წლის დეკემბერში მოვედი იოგას სახლში და აქედან წასვლის სურვილი წუთითაც არ გამჩენია. ფედერაციის პრეზიდენტის, გიორგი ბერძენიშვილის დახმარებით გავიარე ტრენინგ კურსი და ამჟამად ვარ იოგას სახლის ინსტრუქტორი. ვცდილობ მიღებული ინფორმაცია დეტალურად გადავცე ჩვენს მოსწავლეებს და ვიყო მათთვის სასარგებლო.