გამარჯობა ჩემო სანტა (ალბათ იგულისხმება, რომ სწორედ შენ უნდა კითხულობდე ამას).
სიმართლე რომ გითხრა, არ ვიცი რა უნდა დავწერო აქ, მაგრამ ვეცდები ლაკონურად გაგაცნო თავი. მე ვარ დიანა, 19 წლის. ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში მეორე კურსზე, მიმართულება მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები (აქედან გამომდინარე ვასკვნით, რომ არ ვიცი რა მინდა ამ ცხოვრებაში). მიყვარს გემრიელად ჭამა (ეს ხშირად განაპირობებს იმას, თუ როგორ ხასიათზე ვიქნები :D). ძალიან მიყვარს მუსიკა და ცეკვა. მიყვარს მოდერნისტული ლიტერატურა და ხელოვნება (თუმცა ვფიქრობ, რომ კაფკა მალე ჭკუიდან გადამრევს). საკანცელარიო ნივთებზე ვარ გადარეული.
არ ვიცი რა დავწერო კიდევ ჩემს თავზე, ისედაც იმაზე მეტი დავწერე, ვიდრე ვაპირებდი. მიყვარს სიურპრიზები, მოულოდნელობა, არატიპურობა და ასე შემდეგ. ერთი რამ შემიძლია ვთქვა დარწმუნებით, ნებისმიერი საჩუქარი ძალიან გამიხარდება.