ფილიალები

იოგას ინსტრუქტორთა ტრენერი

გიორგი ბერძენიშვილი

ინსტრუქტორები

რას წერენ ჩვენ შესახებ:

ყველა (290) გამოხმაურების ნახვა
გამოგვეხმაურეთ

Liuba Kuncevich I had an incredible experience from Yoga House at Didube! Practically everything is perfect: the beautiful and neat facility, the location, schedule, and of course the teachers. Tamar Midelauri is a star teacher, her classes quickly made me fit and I learned new asanas I never knew I was capable of! Also, special kudos for the kind support and speaking amazing english at the class while giving instruction, even though I do not speak Georgian, I could easily follow. I loved two other teachers I met too, they all are very attentive and supportive. I recommended Yoga House to my friend and she was impressed too. Thank you so much gals, you made my immigration so much easier.
შოთა ბასილაძე 2 თვეა რაც იოგას სახლში დავდივარ, სიტყვებით არ შემიძლია გადმოვცე რამდენად კარგი შედეგი მაქვს, რამდენად კარგი გარემოა. ინსტრუქტორები საუკეთესოები არიან თამარა ❤ მარიამ ❤
მარიკა გაბელია ჩემი ისტორია 2009 წელს დაიწყო როდესაც ძლიერი ტრავმა მივიღე კისრის მალების და ორი თვე ფიქსატორით გავატარე, მეგონა რომ ამით დასრულდა ყველაფერი მაგრამ თურმე ყველაფერი იწყებოდა, რამდენიმე წელი ვერაფერს ვგრძნობდი კისრის მიდამოში ოდნავ შეზღუდული მოძრაობის გარდა, თანაც ფიტნესით და სირბილით ვიყავი აქტიურად დაკავებული და ეს მეტნაკლებად მეხმარებოდა, 2015 წლიდან კი დამეწყო ტკივილები ჯერ კისრის არეში შემდეგ წელის და ფაქტობრივად ორ წელიწადში მთელი ხერხემალი და სხეული მოიცვა... 2020 წელს მეგობარმა მირჩია იოგას აკადემია და იმისათვის რომ არა მხოლოდ მეშველა ჩემს თავზე მესწავლა სწორად როგორ მივდგომოდი ამ პრობლემას გადავწყვიტე ინსტრუქტორთა კურსი გამევლო, ( თანაც ეს სფერო ყოველთვის მაინტერესებდა და ვგრძნობდი რომ ყოველთვის ჩემი იყო) ყველა ტკივილებს მალევე არ გაუვლია ზოგი ასანის შესრულება ჩემთვის მტკივნეული იყო და დღემდე მაქვს შეზღუდვა რამდენიმე მათგანზე,თუმცა იოგა ჩემთვის სულ სხვა რამედ იქცა გარდა იმისა რომ რამდენიმე თვეში ტკივილისგან გამათავისუფლა და ცხოვრების ხარისხი გამიუმჯობესა, ინსტრუქტორთა კურსის გავლის შემდეგ 40 წლის ასაკში წამოვედი სამსახურიდან სადაც 12 წელი ვმუშაობდი დღეს მაქვს ფოთში ჩემი სტუდია და ადამიანებს მსგავსი პრობლემების მოგვარებაში დიდი სიხარულით ვეხმარები, როდესაც ისინი მეზიარებენ თავიანთ სულიერ თუ ფიზიკურ ტკივილებს ჩემი გამოცდილებით ზუსტად ვიცი რომ მათთვის იოგა შვება იქნება და ასეც არის, ჩემთვის იოგა გახდა არა რთული ასანების დევნა არამედ პირადი პრაქტიკა და ეს იმდენად ჩემია ჩემი პრაქტიკის სხვაზე გაზიარებაც მიჭირს, როდესაც მარტო ვდგები ხალიჩაზე მუსიკის მოსმენაც კი არ შემიძლია... დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მასწავლებელს გიორგი ბერძენიშვილს და არაჩვეულებრივ ინსტრუქტორებს მარიამ ხელაძეს და ნინო მეტრეველს რომ ამ გზაზე მეხმარებოდნენ ანატომიურად დახვეწილი ასანებით,სრულყოფილი თეორიით და პრაქტიკით, ზრუნვით სითბოთი და ყურადღებით. დღეს როდესაც სხვადასხვა ქალაქებზე მეკითხებიან თუ ვის შეიძლება მიმართონ იოგას სტუდიებში მე თამამად ვამისამართებ ჩვენი აკადემიის ნებისმიერ კურსდამთავრებულთან ვიცნობ თუ არ ვიცნობ, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ყველანი ვემსახურებით ერთ საქმეს ადამიანის გაჯანსაღებას მაგრამ აქ ყველაზე მთავარი ის არის რომ ეს კომპეტენტურად ხდება! მიყვარხართ და მინდა უდიდესი წარმატება გისურვოთ! თამამად ვიტყვი რომ იოგას აკადემიას მთელი მსოფლიო უნდა იცნობდეს 🙏
ნინო წულაია მაწუხებდა ტკივილები წელის არეში, მჯდომარე სამსახურის გამო, რაც დავიწყე იოგაზე სიარული ტკივილები პრაქტიკულად აღარ მაწუხებს. განსაკუთრებულად მინდა ავღნიშნო ჩვენი ინსტრუქტორის იზა ვაშაკიძის პროფესიონალიზმი და ყურადღება, რომელსაც ის იჩენს ვარჯიშის მსვლელობისას.
თამარ წიგნაძე მომწონს ინსტრუქტორი.მისი ლექციები. ვარჯიშებიც. მადლობა !💕
ნინა ნამგალაური დიდი მადლობა ინსტრუქტორებს გულისხმიერების და მაღალი პროფესიონალიზმისთვის. მათმა დამოკიდებულებებმა საშუალება მომცა დამეწყო იოგაზე სიარული. გარემო არის უსაზღვროდ მეგობრული და კომფორტული. იოგამ გამაზლიერა როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად.

ფოტოგალერეა


© 2016 საქართველოს იოგას ფედერაცია