ონლაინ გაკვეთილები

ფილოსოფია

აირჩიეთ/მონიშნეთ სასურველი კლასები!
ულიმიტო
ორშაბათი
სამშაბათი
ოთხშაბათი
ხუთშაბათი
პარასკევი
შაბათი
კვირა

აირჩიეთ/მონიშნეთ დაწყების თარიღი!

ფილოსოფიის ონლაინ კურსი

🤫 „იოგას სახლის“ ახალი პროექტი - ფილოსოფიის ონლაინ გაკვეთილები გიორგი ბერძენიშვილთან ერთად
 
 
🧙‍♀️ თუ ადამიანს ფილოსოფიური თავისუფლების შეგნება აქვს, ის უსიამოვნება, რაც მას შეხვდება, მისი სულის ჰარმონიასა და სიმშვიდეს ვერ დაარღვევს. ეს მხოლოდ მისი საკუთარი ევოლუცია.
 
☀️ ფილოსოფიით სუბიექტი გარკვეულ განათლებას იძენს სხვა მიზნებისათვისაც.
 
🧠 სუბიექტის განათლება ფილოსოფიის საშუალებით იმით გამოიხატება, რომ იგი აზროვნებაში გაეჩვევა, გაიწაფება, რადგან ეს მეცნიერება აზროვნების აზროვნებაა.
 
🤔 თუმცა, ფილოსოფია რაღაც სრულიად სხვა რამ არის, ვიდრე მხოლოდ სასარგებლო და აზროვნების ფორმალური ვარჯიში.
 
👀 კურსზე დარეგისტრირება ნებისმიერი მსურველისთვის შესაძლებელია. ერთად განვითარდეთ აზროვნებაში!
 

 ყოველ შაბათს 12:00 საათზე 

🧟‍♀️ „დროა შეიცნო, რომ შენი სიცოცხლე წამია მხოლოდ, და თუ ამ წამით არ ისარგებლებ, ის გაქრება, ისევე, როგორც გაქრები შენ, და აღარასოდეს შემოიქცევა უკან“. მარკუს ავრელიუსი
 
 

 

 

გამოხმაურება

ენრი სანაია დღეიდან ჩავერთე ძალიან საინტერესო და სასარგებლო ინტერაქციულ ლექციათა კურსში ფილოსოფიაზე ❤ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ონლაინ რეჟიმში ჩართვა და საუბარი არის საუკეთესო საშუალება განიტვირთო ყოფითი პრობლემებისგან და დრო დაუთმო საკუთარი თავის განვითარებას... მადლობა გიორგის ამ პროექტისთვის ❤ ჩემ თავს და სხვა მონაწილეებს ვუსურვებ სასიამოვნო სეანსებს ❤
სალომე ჩაერთეთ ფილოსოფიის ონლაინ კურსში. ამ ჟამიანობის დროს კიდევ უფრო საინტერესოა ფილოსიურად მიუდგე ამ სამყაროს, გაიცნო საინტერესო ადამიანები ისაუბროთ საინტერესო თემებზე ერთად. ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესო გამოცდილებაა რასაც ყველას ვურჩევ. მადლობა ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის <3
მარიამ ხელაძე ვფიქრობ, ფილოსოფიის კურსი დამეხმარება ფილოსოფიურად მივუდგე ფილოსოფიას :) გავერკვე მის ძირითად ცნებებში, შემეცნების სრულ პროცესში, მივიღო ღირებული ცოდნა და არა უბრალოდ ინფორმაცია, რითიც ისედაც სავსეა ჩვენი ყოველდღიურობა. ეს კურსი კარგია იმისთვის რომ მივუახლოვდეთ ადამიანურ, განზოგადებულ მიზნებს და დანიშნულებებს და შესაბამისად, ერთ დღესაც რუტინამ არ გვშთანთქოს.
ანა ჩაჩხიანი ჩავერთე ფილოსოფიის ონლაინ კურსში <3 ვფიქრობ ეს საუკეთესო საშუალებაა ფილოსოფიის შემეცნებისთვის, რადგან კურსი ინტერაქტიურია, ყველა წევრი თანაბრადაა ჩართული და გამოხავს თავის შეხედულებას, ისმენ განსხვავებულ აზრს, რაც გეხმარება უკეთ შეიმეცნო ესა თუ ის საკითხი და ცნება, მიიღო ღირებული ცოდნა და არა მხოლოდ ინფორმაცია, გაეცნო საინტერესო ადამიანებს და მათთან ერთად იმსჯელო <3
ანა კირვალიძე ფილოსოფიის კითხვა, დაფიქრება და სხვადასხვა თემის გაანალიზება ღრმა აზრივნებას აჩვევს ადამიანს და ჩემი აზრით, შესაბამისად ავითარებს. ფილოსოფიის ამ ონლაინ კურსმა ძალიან გამახარა, პირველმა ლექციამაც არაჩვეულებრივად ჩაიარა, იმედი მაქვს, ჩემი გონებისთვისაც ნაყოფიერი იქნება. მადლობა რომ ეს კურსი შექმენით <3


© 2016 საქართველოს იოგას ფედერაცია