წიგნში აღწერილია აშთანგა იოგას პირველი სერიის (მზის მისალმება და 41 პოზა+ფოტოსურათები) შესრულების ტექნიკა და სარგებლიანობა. აგრეთვე იოგას ცხოვრების წესის შესახებ.
შეიძინეთ იოგას სახლში (ყიფშიძის 5ა).
5 ლარი (10 ლარის ნაცვლად).
აირჩიეთ/მონიშნეთ დაწყების თარიღი!
გამოხმაურება
ლიკა თაკალანძე
ჩემი საყვარელი მძიანი თბილი და მყუდრო იოგას სახელი <3 ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა მედიტაცია თუმცა ჩემი დამოუკიდებელი თვითნებური მცდელობები უშედეგო იყო, ძალიან გამიხარდა როცა გავიგე რომ გიორგი ბერძენიშვილი ატარებდა მედიტაციას რათქმაუნდა მივიღე მონაწილეობა ,აზრის (ფიქრების)გათიშვა ცოტათი)))))))) გამიჭირდა მაგრამ ვიცი რომ პროფესიონალი ინსტრუქტორის დახმარებით ყველაფერი გამოვა მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით და გაგრძელებას ვაპირებ p&s მე მიყვარს ჩემი იოგას სახლი წერეთელე:) ლიკა
მარიამ გაბეშია
იოგას სახლში სულ რაღაც სამი თვეა დავდივარ , მაგრამ იგი ერთერთ საყვარელ ადგილად გადაიქცა ჩემთვის , პროფესიონალიზმის , ცოდნის , მეგობრობის ერთიანობაა , და ძნელად თუ იპოვი სადმე მსგავს . დღეს მედიტაციის პირველი გაკვეთილი ჩატარდა , აქამდე არასდროს მიმიმართავს მედიტაციისთვის , ბატონი გიორგის დახმარებით კი ნამდვილად ბევრი რამ ჩემთვის უფრო გასაგები , ადვილად გასაკეთებელი და გასარჩევი გახდა . დღევანდელმა დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა , და ნამდვილად ვიცი ყოველი მომდევნო კვირაც ასე იქნება .❤️
ნანიკო ბერიშვილი
ერთი თვეც არაა რაც იოგას სახლს მივმართე და თანდათან ვხვდები რომ იოგა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება. ეს არის სიმშვიდის, ენერგიის, ემოციური ბალანსის და დადებითი განწყობის შექმნის საუკეთესო საშუალება. მადლობა ჩემს ინსტრუქტორს გიორგი ბერძენიშვილს, პროფესიონალიზმისა და მოტივაციისთვის. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, ვერც ვიფიქრებდი, რომ ვარჯიში შეიძლებოდა ჩემი ცხოვრების ნაწილი გამხდარიყო და დიდი მადლობა თქვენ ამ შეგრძნებების და ემოციისთვის.
თინათინ მამულაშვილი
კიდევ ერთი დადებითი სიახლე იოგას სახლში - მედიტაციის შემსწავლელი გაკვეთილების დამატებაა. მათი საშუალებით ადამიანი სწავლობს საკუთარი ემოციებისა და აზრების კონტროლს, სიმშვიდის მოპოვებას, რაც დღევანდელი გადატვირთული, სტრესული რეჟიმის არსებობისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩვენს ცხოვრებაში. იოგას სახლი, ზოგადად, არის არამხოლოდ ფიზიკური, არამედ შემეცნებითი და სულიერი განვითარების ადგილი, სადაც მშვიდი და მხარდამჭერი ატმოსფერო იგრძნობა მუდამ. დიდი მადლობა ამისთვის თქვენ :)
დარისპანი მამრიკიშვილი
მიუხედავად იმისა რომ მედიტაციაში დიდხნიანი გამოცდილება არ მაქვს, ვხვდები რომ , რაც არ უნდა ერთი შეხედვით მარტივი ჩანდეს ასე ნამდვილად არ არის. არის უნარი რომელსაც პრაქტიკა, დასწავლა და ხშირი გამეორება სჭირდება. იოგას სახლში მედიტაციის სეანსზე დასწრების შემდეგ ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ აქ ყველაფერია ამ საოცარ მოგზაურობაში დასახმარებლად . დაწყებული ტრენერით, ბატონი გიორგით რომელიც თავისი საქმის პროფესიონალია ,ასევე გარემო, სხვა მედიტატორები და ზოგადად მზაობა რომ მოხდეს ინტერაქცია, აზრების, გამოცდილების ,ცოდნის გაცვლა, რაც როგორც ვხვდები ძალიან დადებითად აისახება მედიტაციის პროცესზე . ❤️
ნატო ხახანაშვლი
იოგას სახლი არის ადგილი სადაც ყოველთვის მიხარია მოსვლა.
აქ არის მშვიდი და სასიამოვნო გარემო, პროფესიონალი და მეგობრული ინსტრუქტორები. ცალკე უნდა აღვნიშნო იოგა ორსულთათვის. ეს არის საუკეთესო რამ, რაც ორსულობისას გავუკეთე ჩემ თავს, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ნინოს<3 ძალიან მინდა გამოვნახო დრო მედიტაციის პრაქტიკისთვის. მადლობა რომ ზრუნავთ ჩემს ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე