მოგესალმებით ყველას იოგას ფედერაციის გვერდზე!
იოგას ფედერაცია დაფუძნდა 2009 წელს, ეს არის პროფესიონალ იოგას ინსტრუქტორთა და იოგას ცენტრების გაერთიანება მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი პირველი ცენტრი „იოგას-სახლი“ პირველი იოგას ცენტრია საქართველოში (2010-დან)
ჩვენ ვაორგანიზებთ იოგას პროფესიულ და სამოყვარულო კურსებს, ტრენინგებს, სემინარებს, ტურებს და სხვა ღონისძიებებს. ვთარგმნით და ვქმნით შესაბამის ლიტერატურას ქართულ ენაზე (ისტორია, ფილოსოფია, ანატომია, ბიომექანიკა).
2020 წლიდან მოყოლებული ჩვენ მიერ მომზადებული და სერტიფიცირებული ინსტრუქტორები წარმატებით ხსნიან სტუდიებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, საქმდებიან ფიტნეს და სხვა ცენტრებში, რითაც ხელს ვუწყობთ იოგას პოპულარიზაციას მეცნიერულ საწყისებზე დაფუძნებული ცოდნის ბაზით.
ამჟამად ჩვენ მიერ მომზადებულია: 154 ინსტრუქტორი, რომელთა უმრავლესობაც დასაქმებულია.
მაიკო ჟორჟოლიანი
მიუხედავად იმისა, რომ ხშირ ვარჯიშს ვერ ვახერხებ, ვხვდები და ვგრძნობ ნელნელა, მაგრამ მაინც, როგორ ვითარდება ჩემი სხეული და როგორ სწავლობს ბალანსის დაჭერას ჩემი გონება )) მარიამი არის კიდევ ყველაზე გულისხმიერი ტრენერი დედამიწის ზურგზე )) სულ ცოტა იმიტომ, რომ ბოლომდე ცდილობს ჩემს დროსა და ენერგიას მოარგოს ვარჯიშის ტემპი ))
მაია კახიძე
გამარჯობა,მიხარია რომ დავიწყე იოგაზე სიარული,დღის განწყობაზე მოქმედებს ძალიან დადებითად,ჩემი ინსტრუქტორი გადასარევი გოგოა,და რაც მთავარია მტკიოდა მუხლის სახსარი რომლესაც ორი წელია ვებრძვი,როფორც არ უნდა გასაკვირი იყოს, გამიარა სახსრის ყრუ ტკივილებმა,მადლობა თქვენ🌼💛
მაკო კალანდაძე
დიდუბის ფილიალში დავდივარ და უსაყვარლესები ხართ♥️ მიყვარს თქვენთან ყოფნა ვგრძნობ როგორ ხდება ჩემი სხეული დღითი დღე უფრო ჯანსაღი 😍🙏🏼
თეონა ჯიშიაშვილი
იოგას სახლი ყოველთვის იყო და რჩება ჩემთვის საუკეთესო ადგილად. განსაკუთრებული გარემო, ადამიანები და რაც მთᲕარია სივრცე, სადაც პოულობ და მერე თან მიგაქვს ენერგია, სამყოფი მთელი დღის, კვირის, თვის და წლის :)
ნინო საბაშვილი
ძალიან მიყვარს იოგას სახლი🫶🏼 თქვენი ცენტრი ჩემი სიმშვიდის და ბედნიერების სახლია🫶🏼 ვაფასებ თქვენს პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდს, რაც ჩემი ვარჯიშის შედეგზეც აისახება🙏🫶🏼 სიამობმებით ვაგრძელებ თქვენთან სიარულს🫶🏼💫
მაკა გორდელაძე
ძალიან მომწონს და ბედნიერი ვარ რომ დავიწყე იოგა თქვენთან👏💕დიდი მადლობა!💕
ნინო გადილია
თითქმის ერთი წელია, რაც იოგას სახლი ჩემი ცხოვრების ნაწილია. აქ განსაკუთრებული და შეუცვლელი გარემოა. ვარჯიში მოიცავს აშთანგა იოგას თანმიმდევრულ, სისტემურ სწავლებას, რომელშიც ჩართულია ძალისმიერი და კარდიო ვარჯიშები, რაც უზრუნველყოფს სხეულის და გონების სიჯანსაღეს, დისციპლინას, თვითშეფასების ამაღლებას, სულიერ სიმშვიდეს და მუდმივ განვითარებას. ჩემი რეკომენდაცია იოგას სახლს, ჩემს უსაყვარლეს და საუკეთესო მწვრთნელს ნინო მეტრეველს და რათქმაუნდა გიორგი ბერძენიშვილს.