მოგესალმებით ყველას იოგას ფედერაციის გვერდზე!
იოგას ფედერაცია დაფუძნდა 2009 წელს, ეს არის პროფესიონალ იოგას ინსტრუქტორთა და იოგას ცენტრების გაერთიანება მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი პირველი ცენტრი „იოგას-სახლი“ პირველი იოგას ცენტრია საქართველოში (2010-დან)
ჩვენ ვაორგანიზებთ იოგას პროფესიულ და სამოყვარულო კურსებს, ტრენინგებს, სემინარებს, ტურებს და სხვა ღონისძიებებს. ვთარგმნით და ვქმნით შესაბამის ლიტერატურას ქართულ ენაზე (ისტორია, ფილოსოფია, ანატომია, ბიომექანიკა).
2020 წლიდან მოყოლებული ჩვენ მიერ მომზადებული და სერტიფიცირებული ინსტრუქტორები წარმატებით ხსნიან სტუდიებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, საქმდებიან ფიტნეს და სხვა ცენტრებში, რითაც ხელს ვუწყობთ იოგას პოპულარიზაციას მეცნიერულ საწყისებზე დაფუძნებული ცოდნის ბაზით.
ამჟამად ჩვენ მიერ მომზადებულია: 154 ინსტრუქტორი, რომელთა უმრავლესობაც დასაქმებულია.
მაიკო ჟორჟოლიანი
მიუხედავად იმისა, რომ ხშირ ვარჯიშს ვერ ვახერხებ, ვხვდები და ვგრძნობ ნელნელა, მაგრამ მაინც, როგორ ვითარდება ჩემი სხეული და როგორ სწავლობს ბალანსის დაჭერას ჩემი გონება )) მარიამი არის კიდევ ყველაზე გულისხმიერი ტრენერი დედამიწის ზურგზე )) სულ ცოტა იმიტომ, რომ ბოლომდე ცდილობს ჩემს დროსა და ენერგიას მოარგოს ვარჯიშის ტემპი ))
მაია კახიძე
გამარჯობა,მიხარია რომ დავიწყე იოგაზე სიარული,დღის განწყობაზე მოქმედებს ძალიან დადებითად,ჩემი ინსტრუქტორი გადასარევი გოგოა,და რაც მთავარია მტკიოდა მუხლის სახსარი რომლესაც ორი წელია ვებრძვი,როფორც არ უნდა გასაკვირი იყოს, გამიარა სახსრის ყრუ ტკივილებმა,მადლობა თქვენ🌼💛
მაკო კალანდაძე
დიდუბის ფილიალში დავდივარ და უსაყვარლესები ხართ♥️ მიყვარს თქვენთან ყოფნა ვგრძნობ როგორ ხდება ჩემი სხეული დღითი დღე უფრო ჯანსაღი 😍🙏🏼
თეონა ჯიშიაშვილი
იოგას სახლი ყოველთვის იყო და რჩება ჩემთვის საუკეთესო ადგილად. განსაკუთრებული გარემო, ადამიანები და რაც მთᲕარია სივრცე, სადაც პოულობ და მერე თან მიგაქვს ენერგია, სამყოფი მთელი დღის, კვირის, თვის და წლის :)
ნინო საბაშვილი
ძალიან მიყვარს იოგას სახლი🫶🏼 თქვენი ცენტრი ჩემი სიმშვიდის და ბედნიერების სახლია🫶🏼 ვაფასებ თქვენს პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდს, რაც ჩემი ვარჯიშის შედეგზეც აისახება🙏🫶🏼 სიამობმებით ვაგრძელებ თქვენთან სიარულს🫶🏼💫
მაკა გორდელაძე
ძალიან მომწონს და ბედნიერი ვარ რომ დავიწყე იოგა თქვენთან👏💕დიდი მადლობა!💕
ნინო გადილია
თითქმის ერთი წელია, რაც იოგას სახლი ჩემი ცხოვრების ნაწილია. აქ განსაკუთრებული და შეუცვლელი გარემოა. ვარჯიში მოიცავს აშთანგა იოგას თანმიმდევრულ, სისტემურ სწავლებას, რომელშიც ჩართულია ძალისმიერი და კარდიო ვარჯიშები, რაც უზრუნველყოფს სხეულის და გონების სიჯანსაღეს, დისციპლინას, თვითშეფასების ამაღლებას, სულიერ სიმშვიდეს და მუდმივ განვითარებას. ჩემი რეკომენდაცია იოგას სახლს, ჩემს უსაყვარლეს და საუკეთესო მწვრთნელს ნინო მეტრეველს და რათქმაუნდა გიორგი ბერძენიშვილს.
ლალი ბერუაშვილი
დიდი ხანია ჩემი შთაბეჭდილებოს გაზიარება მინდოდა თქვენთვის! სულ თვენახევარი მომიწია ამ სულის და ხორცის გამაჯანსაღებელ ვარჯიშებზე სიარული, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ყოველი ჩატარებული გაკვეთილის შემდეგ, რელაქსით ავსებული გამოვდიოდი და დროის უქონლობის გამო კვირიდან- კვირამდე შემდეგ ორ გაკვეთილს ველოდებოდი! ამ თვენახევრის შედეგი მინდა გითხრათ! იმ პრობლების,, რის გამოც იოგა გადავწყვიტე, სრულებით დათრგუნვა, ხერხემლის ანომალიურ ტკივილებს ვგულუსხმობ, რა თქმა უნდა ზღაპარია, თან იმდენან უცხო იყო ჩემთვის ფიზიკური ვატჯიშუ, არასოდეს მეხერხებოდა და არც ვცდილობდი რომ როდესნე მეცადა! მაგრამ ჩემი პერსონალური პედაგოგი, მარიამ ხელაძე, უსაყვარლესი ადამიანი, რომელიც პროფესიონალურად უდგება ჩემი გამოცდილებით ყველა ადამიანს, თუნდაც ისეთ გაუცნობუერებელს იოგაში, როგორიც მე ვარ! ინდივიდუალურად, ფრთხილი ილეთებით დამაწყებინა ვარჯიში, როცა ჩემი პრობლემა ავუხსენი და შემდეგ მაქებდა, არც უსეთი მოუქნელი ხარ, რიგორც გგონიათო, მითხრა! ბრავო ამ ფედერაციის მესვეურთ და მათ შერჩეულ მწვრთნელებს! ვფიქრობ და დიდი სურვილი მაქვს,აუცილებლად გავაგრძელო იოგას გაკვეთილები, უბრალიდ ეხლა სვა გამოკვლევები მჭირდება და ერთად ორივე და კიდევ სამსახური და ჯერძო გაკვეთილევი არ ეწყობა , სულ რომ არაფერი ხასიათის ტონუსის ასამაღლებლად ღირს ან ახალგაზრდა ადამუანებთან ერთად ვარჯიში! პოზიტივი და ულევი ენერგია მოდის მათგან! მგონი დიდი ტექსტი გამომივიდა! გილოცავთ დამდეგ ახალ წელს წინასწარ საუკეთესო სურვილრბით! მარი ხელაძეს კი მინდა წარმატებები ვუსურვო პირად ცხოვრებაში და კარიერული წინსვლა!!!! საოცარი პოზუტივი გადმოდიოდა ჩემზე მისი ყოველი ჩატარებული გაკვეთილის შემდეგ! გმადლობთ მარიამ! მე დავბრუნდები, როგირცკი საშუალება მომეცემა!!!
ლალი ბერუაშვილი
დიდი ხანია ჩემი შთაბეჭდილებოს გაზიარება მინოდა თქვენთვის! სულ თვენახევარი მომიწია ამ სულის და ხორცის გამაჯანსაღებელ ვარჯიშებზე სიარული, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ყოველი ჩატარებული გაკვეთილის შემდეგ, რელაქსით ავსებული გამოვდიოდი და დროის უქონლობის გამო კვირიდან- კვირამდე შემდეგ ორ გაკვეთილს ველოდებოდი! ამ თვენახევრის შედეგი მინდა გითხრათ! იმ პრობლების, რის გამოც იოგა გადავწყვიტე, სრულებით დათრგუნვა, ხერხემლის ანომალიურ ტკივილებს ვგულუსხმობ, რა თქმა უნდა ზღაპარია, თან იმდენან უცხო იყო ჩემთვის ფიზიკურუ ვატჯიშუ, არასოდეს მეხერხებოდა და არც ვცდილობდი რომ როდესნე მეცადა! მაგრამ ჩემი პერსონალური პედაგოგი, მარიამ ხელაძე, უსაყვარლესი ადამიანი, რომელუც პროფესიონალურად უდგება ჩემი გამოცდილებით ყველა ადამიანს, თუნდაც ისეთგაუცნობუერებელს იოგაში, როგორიც მე ვარ! ინდივიდუალურად, ფრთხილი ილეთებით დამაეყებინა ვარჯიში, როცა ჩემუ პრობლემა ავუხსენი და შემდეგ მაქებდა არც უსეთი მოუქნელი ხარ, რიგორც გგონიათო, მითხრა! ბრავო ამ ფედერაციის მესვეურთ და მათ შერჩეულ მწვრთნელებს! ვფიქრობ და დიდი სურვილი მაქვს,აუცილებლად გავაგრძელო იოგას გაკვეთილები, უბრალიდ ეხლა სვა გამოკვლევები მჭირდება და ერთად ორივე და კიდევ სამსახური და ჯერძო გაკვეთილევი არ ეწყობა , სულ რომ არაფერი ხასიათის ტონუსის ასამაღლებლად ღირს ან ახალგაზრდა ადამუანებთან ერთად ვარჯიში! პოზიტივი და ულევი ენერგია მოდის მათგან! მგონი დიდი ტექსტი გამომივიდა! გილოცავთ დამდეგ ახალ წელს წუნასწარ საუკეთესო სურვილრბით! მარი ხელაძეს კი მინდა წარმატებები ვუსურვი პირად ცხოვრებაში და კარიერული წინსვლა!!!! საოცარი პოზუტივი გადმოდიოდა ჩემზე მისი ყოველუ გაკვეთილუს შემდეგ! გმადლობთ მარიამ! მე დავბრუნდები, როგირცკი საშუალება მომეცემა!!!
ირმა ხარებავა
წლები გადის, ბევრი რამე იცვლება, მაგრამ ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი იზასთან ერთად იწყება იოგას სახლში. მერე უკვე ხანგრძლივი და სტრესული სამუშაო დღეც აღარ ჩანს ისე საშიში :) ბონუსად ოქროს გოგოები, სალონური საუბრები, ცოტაც ფიტნესი და პარასკევის ჩაი, მეტი რა შეიძლება ინატრო! Iza is kiling it <3
ალექსანდრა მაჭავარიანი
გამარჯობა. დიდუბის ფილიალში დავდივარ, ქ-ნ ვერასთან და ძალიან კმაყოფილი ვარ. კვირაში ორჯერ დავდიოდი, ახლა 1 კვირიანი აბონემენტი დავამატე და საქართველოში დაბრუნების შემდეგ აუცილებლად გავაგრძელებ კვირაში 3-ჯერ. იოგას თითოეულ ვარჯიშს მოაქვს მხნეობა, სულიერი სიმშვიდე, ფიზიკური გაჯანსაღება და ამას ყოველი მომდევნო დღის შემდეგ სულ უფრო ნათლად ვგრძნობ. დარბაზი ძალიან მოწესრიგებული, ყოველთვის სუფთაა და არაჩვეულებრივი გარემოა, რომლის შექმნაშიც უდიდესი წვლილი შეუცვლელ პროფესიონალ, ვერა სხირტლაძეს მიუძღვის.
ირინა კაპანაძე
სუპერ ინსტრუქტორები(ნინო მეტრეველი, გიორგი ბერძენიშვილი) და საოცრად დადებითი გარემო🙏🏻
მაკა კიკალიშვილი
პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ იოგა ყოველ ჯერზე ძალიან კარგ განწყობას მიქმნის და მაბედნიერებს. თავს ვგრძნობ გაცილებით მსუბუქად, სხეული უფრო მოქნილი და ელასტიური გახდა. რამდენჯერმე საკუთარმა სხეულმა თვითონაც გამაკვირვა:დ და კიდევ, მადლობა ნინას(ინსტრუქტორს), ძალიან მომწონს მისი ჩატარებული გაკვეთილები. იმდენად, რომ 6 თვიანი აბონემენტი შევიძინე :დ
მარიამ სულხანიშვილი
ორსულთა იოგა საუკეთესეო გამოცდილება იყო ჩემთვის, მშობიარობაში ძალიან დამეხმარა, განსაკუთრებით სუნთქვის ვარჯიშები, იზა საუკეთესოა ❤️🥰
ხატია მურადაშვილი
დიდუბის ფილიალი😍 ეს ის ადგილია სადაც ყიველთვის მსიამოვნებს მისვლა😇 გარემო და პროფესიონალთა გუნდი ძალიან კარგია. მიხარია რომ ჩემი ყოველდღიურობა შეცვალა სასიამოვნოდ და ჯანსაღად რაც მთავარია. ზუსტად ვიცი რომ არასდროს მომინდება ვიცხოვრო იოგას გარეშე <3
ნინია პაჭკორია
თუ რაიმე ეჭვი გეპარებათ იმაში, რომ თავს ვერ გაართმევთ, ვერ ისწავლით, არ იცით კარგად რა არის იოგა და ვერ არჩევთ რა გინდათ, მე გულწრფელად გირჩევთ დაიწყოთ ინდივიდუალური გაკვეთილები მარიამთან. დიდი მადლობა მარიამ ასე ძალიან რომ შემაყვარე იოგა. მოვედი ტანის დასავარჯიშებლად და ბონუსად დამხვდა სულიერი სიმშვიდეც. ჩემი აზრით ყველა ის თვისება გაქვს, რაც შეიძლება ტრენერს ჰქონდეს. მადლობა იმ ტემპის შერჩევისთვის, რაც ზუსტად ჩემი შესაბამისი იყო. წარმატებები!
რუსკა ელბაქიძე
თითქმის სამი თვეა იოგას ვაკეთებ და თვალსაჩინო ცვლილებები შესამჩნევია: სხეულის კორექცია, სულიერი სიმშვიდე, მეტად გაწონასწორებული გავხდი, უფრო მეტი კარგი განწყობა ჭარბობს... იოგა ჩემი ცხოვრების მეგზური გახდა და გულითადი მადლობა ამისათვის ჩემს ინსტრუქტორს - თამარ ათუაშვილს! 🩷
ნანა ტაბაშიძე
იოგამ Ჩემი ცხოვრება გაახალისა და სხვანაირად მაგრᲫნობინა ცხოვრების გემო.ყველას ურᲩევ იაროს.დიდი მადლობა ვერიკოს Ჩემ ინსტრუქტორს და გიორგის , ვინც Ჩამოაყალიბა ეს ცენტრი
მარიამ ნოზაძე
ჩემი და იოგას ურთიერთობა ასეთია, რომ პირველივე დღიდან, როცა იოგა ვივარჯიშე ხუთი წლის წინ ზამთრის ერთ ყინულიან დღეს, მივხვდი, რომ ამიერიდან იოგა იყო ის, რის კეთებასაც აღარასდროს შევწყვეტდი. პერიოდულად სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების მიუხედავად, ყოველთვის, როცა თბილისში ჩამოვდიოდი, მოვდიოდი "იოგას სახლში" და ვვარჯიშობდი გიორგი ბერძენიშვილთან, ან "იოგას სახლის" ნებისმიერ სხვა ინსტრუქტორთან. წელს გადავწყვიტე, რომ გამევლო ინსტრუქტორთა კურსი გიორგი ბერძენიშვილთან და ჩემი გამოცდილებით, ეს არის, სრულფასოვანი, სრული დატვირთვის კურსი, სადაც გარდა იოგას ისტორიისა და ფილოსოგიისა, ვსწავლობთ უშუალოდ იოგა ანატომიას, სწორად ვარჯიშს და ინსტრუქტაჟს. ჩემთვის სამთვიანი კურსის გავლის შემდეგ, გარდა თეორული ცოდნისა, შედეგი იყო ის, რომ თავად ვვარჯიშობ გაცილებით უკეთ, გაცილებით მობილიზებულად და გაცილებით ხარისხიანად, ვიდრე იქამდე. ცაკლე აღნიშვნის ღირსია ის გარემო და მეგუბრული ატმოსფერო, რაც ყოველი მეცადინეობისას ან "იოგას სახლის" ორგანიზებულ ივენთებზე დახვდება ნებისმიერ მოსულს. ძალიან დიდ რეკოენდაციას ვუწევ "იოგას სახლს" ნებისმიერი ასაკის და ფიზიკური მონაცამების ადამიანისთვის. ცხოვრების არცერთ ეტაპზე არაა გვიან იოგის ვარჯიშის დაწყება. <3
თინათინ უნგიაძე
იოგა არის მუდმივი სრაფვა განვითარებისკენ და სიმშვიდისკენ💛 თამარა მიდელაურს მადლობა რომ საკუთარ ძალებში დამარწმუნა და ეხლა უფრო მეტი მოტივაციით და შემართებით ვვარჯიშობ ყოველდფიურად💛
თამარ ათუაშვილი
2012 წელს დავინტერესდი იოგას პრაქტიკით და თავდაპირველად, როგორც პრაქტიკოსმა დავიწყე სინქრონულ ჯგუფში პრაქტიკა. მას შემდეგ, უამრავი რამ შეიცვალა ჩემს გარშემო და ცხოვრებაში, იოგამ უამრავი რთული მომენტი დამაძლევინა და საკუთარ თავში მაპოვნინა საყრდენი წერტილი. რაც შეეხება, ინსტრუქტორთა მომზადების კურსს 2020 წლიდან მქონდა სურვილი, საბოლოოდ კი 2023 წლის თებერვალში მივიღე ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება და დავრეგისტრირდი კურსზე, ეს სამი თვე იყო უდიდესი გამოცდილება ჩემთვის. ყველაზე მნიშვნელოვანია ინსტრუქტორი და მასწავლებელი, რომელიც სწორ მიმართულებას გაძლევს და ასევე გიტოვებს სივრცეს თვითგამოვლენის და განვითარებისათვის, ასევე გაძლევს რესურსს, რომელიც რეალურად, მეცნიერულად დასაბუთებულია და ილუზიებიდან გამოყავხარ. სწორედ ასეთი ინსტრუქტორია გიორგი ბერძენიშვილი, მისგან მივიღე უდიდესი მხარდაჭერა და თანადგომა, კურსის მეორე თვეს უკვე შევძელი ქალაქ გორში გამეხსნა ჩემი სტუდია, "იოგა ომ" , რომელიც ჩემი წლების ოცნების განხორციელებაა. კურსის განმავლობაში შევიძინე ახალი მეგობრები და მხარდამჭერები, გვქონდა საინტერესო და მრავალფეროვანი გასვლა ბაკურიანში. რაც მთავარია იოგას აკადემიასთან და გიორგი ბერძენიშვილთან თანამშრომლობა არ სრულდება აქ, ეს ყველაფერი მხოლოდ საოცარი თავგადასავლის დასაწყისია. უღრმესი მადლობა გიორგის და იოგას აკადემიას.
თამარ იმერლიშვილი
დაახლოებით ორი წლის წინ დავინტერესდი პირველად იოგათი.დავიწყე ინტენსიური ვარჯიში და ვხედავდი როგორ მაძლიერებდა,უფრო და უფრო მიზიდავდა.არა მარტო ფიზიკური,სულიერი ჰარმონიით,სიმსუბუქითა და ამავ დროულად სიძლიერით მავსებდა.ერთი წლის მერე ბევრად მეტი და უფრო ღრმა ინტერესი გამიჩნდა ,ვიდრე მხოლოდ ვარჯიში იყო. და აი საჭირო დროს,საჭირო ადგილას-იოგას აკადემიაში ინსტრუქტორთა კურსზე აღმივჩნდი. ეს კურსი ჩემთვის იყო დიდი გამოცდილება.აკადემიამ მომცა ის სტიმული და მუხტი ,რომელიც მიბიძგებს მუდმივი განვითარებისაკენ. დიდი მადლიბა გიორგის მაღალპროფესიონალური და საინტერესო ლექციებისთვის.დიდი მადლობა აკადემიის ყველა ინსტრუქტორს თბილი და შინაურული გარემოს შექმნისთვის.ასევე მადლობა ჩემ ახალ შეძენილ მეგობრებს,ერთად გატარებული სასიამოვნო და საინტერესო წუთებისთვის.
ზაქრო შავერდაშვილი
ბოლო წლებში ვეძებდი სისტემას რომელიც საყრდენი იქნებოდა ჩემი ფსიქო-ფიზიკური კეთილდღეობის. ამან მომიყვანა იოგამდე. შემდე კი მძაფრმა სურვილმა უფრო ღრმად შემესწავლა იოგა, გადავწყვიტე რომ მოვსულიყავი იოგას ინსტრუქტორთა კურსზე. პროგრამა რომელიც შექმნილია მეცნიერული და კრიტიკული ხასიათით სწორედ ის აღმოჩნდა რაც დამეხმარა, გამეცნობიერებინა ის გაურკვევლობები და ცრუ წარმოდგენები, რომლებიც იოგას გარშემო ტრიალებს. ამ ყველაფერმა კი ჩამომიყალიბა სწორი ძლიერი ხედვა თუ როგორ განვაგრძო ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება. გიორგისთან ურთიერთობა კი იყო უაღრესად საინტერესო და მრავლის მომცველი, რის გამოც ძალიან მადლიერი ვარ. მინდა წარმატება ვუსურვო იოგას სახლს და იოგას აკადემიას რომ მიზნები და შესაძლებლობები უფრო მეტად გაამდიდროს. - [ ]
ნინო კვირკველია
მოკლედ იოგაზე ჩემი მისვლის მიზეზი ხერხემლის პრობლემა იყო , ბუნებით ძალიან ზარმაცი ვარ და რომ მივდიოდი ზუსტად ვიცოდი რომ დამეზარებოდა და აღარ გავაგრძელებდი, მაგრამ მეორე თვეა დავდივარ და ერთი სული მაქვს როდის მოვა მომდევნო გაკვეთილი. ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ინსტრუქტორს ქალბატონ თამარა მიდელაურს ძალიან მაგარ ქალბატონს რო ჩამომხსნა სიზარმაცის ზარები , გავხდი უფრო აქტიური, უფრო პოზიტიური კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იგის სახლს .
ხათუნა ტოროტაძე
სამი თვეა ვვარჯიშობ თამარა მიდელაურთან და ესაა სრული ბედნიერება <3 ეს არის დადებითი ემოციების მომტანი, ფანტასტიკური განწყობის შემქმნელი ერთი საათი, დრო რომელიც გავსებს და გაბედნიერებს. მადლობა იოგას სახლს და პერსონალურად თამარა მიდელაურს უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით <3
თინათინ ფრუიძე
საუკეთესო გარემო და ტრენერი, მეგობრული ჯგუფი, ხალისიანი ატმოსფერო. ვარჯიშის შემდეგ თავს ენერგიულად და მოტივირებულად გრძნობ, რაც ცალსახად ტრენერის - თამარა მიდელაურის დამსახურებაა ❤️ თამამად ვუწევ რეკომენდაციას 🙋♀️
თამუნა აბუაშვილი
1 თვეა რაც ონლაინ იოგას ვვარჯიშობ, მადლობა საუკეთესო ნინა ორჯონიკიძეს ❤️ აუცილებლად გავაგრძელებ ისევ ონლაინ ვარჯიშს მასთან ერთად ❤️
ნინო მაღრაძე
ვერა სხირტლაძესთან ერთად პირველად დავიწყე იოგას ვარჯიში, და ძალიან კმაყოფილი და მადლიერი ვარ, თუმცა დიღმის მასივში ვცხოვრობ და წერეთლის რეაბილიტაციის გამოვე ვეღარ შევძლებ ფიზიკურად სიარულს. ჩემი იდიდ მადლიერება თქვენ გუნდს და განსაკუთრებით ვერას <3
ნატალია ჯმუხაძე
ეს არის სულის და სხეულის ჰარმონია💚 მადლობა ყველა ინსტრუქტორს , თამარა მიდელაური💚 მარიამ ხელაძე💚
თემური მიქავა
იოგამ შემიმცირა ზურგის ტკივილები, რომელიც ხშირი ჯდომისგან მქონდა. ვვარჯიშობდი გიორგი ბერძენიშვილის ჯგუფში. აუცილებლად უნდა აღვნიშნო გიორგის პროფესიონალიზმი და მისი უზარმაზარი ცოდნა ადამიანის სხეულისა და სულიერების შესახებ. გარემო უაღრესად მეგობრულია. აქ არც ასაკს აქვს აზრი და არც სხვას.
გურანდა ბერიშვილი
ერთი თვის წინ დავიწყე და აქამდე სად ვიყავი. თამარასთან ვარჯიში ბედნიერებაა.
სოფო ლომინეიშვილი
იოგის დაწყება მას შემდეგ გადავწყვიტე რაც წელის ტკივილები ყოველდღიურ დისკომფორტს მიქმნიდა. საქართველოში არ ყოფნის გამო მე-3 თვეა ონლაინ ვვარჯიშობ. ონლაინ პროგრამა ძალიან ეფექტური აღმოჩნდა და მიხარია ყოველი სესია, ვარჯიშის პროცესი არ არის დამღლელი, საკმაოდ დინამიურია. მე უკვე ვგრძნობ პროგრესს და ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა. ინსტრუქტორი-ნინა ორჯონიკიძე- კარგი მცოდნეა, არამარტო იოგისპრაქტიკული, არამედ თეორიული ნაწილის, და ხშირად გვიზიარებს თავის გამოცდილებას თუ ცოდნას იოგის ასანების მნიშვნელობაზე ცხოვრებაში. მაგ. შიშის დაძლევის ასანა. გამოწვევები, რომელიც იოგის პრაქტიკის დროს აღმოვაჩინე დამაფიქრა ჩემი ცხოვრების ბევრ მომენტზე. ვფიქრობ იოგა გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ ფიზიკური პრაქტიკა. რჩევა იოგის სახლს: კარგი იქნებოდა ონლაინ გაკვეთილებზე დროის კუთხით მეტი არჩევანი რომ იყოს, მათთვის ვინც სხვა კონტინენტზე ცხოვრობს. დროის სხვაობის გამო, მხოლოდ კვირაში 3 ჯერ ვახერხებ ვარჯიშს. მადლობთ რომ არსებობთ! სოფო
შორენა მოგელაძე
მადლობა თქვენ.ძალიან მომწონს,ხერხემლის პრობლემა მქონდა ზურგი ბეჭედბი სულ მტკიოდა და ეხლა სად მქვს ხერხემალი არც ვიცი,საოცრება ხართ და არასოდეს შევწყვიტავ ისე მომწონს.
გვანცა ბოჭორიშვილი
იოგას მიმართ ინტერესი დაახლოებით 1 წელია გამიჩნდა, მაგრამ ხან დროის დეფიციტის გამო ხან სხვა მიზეზებით ვერ ვახერხებდი, მათ შორის იყო ჩემი მოუქნრლობაც. მარიამ ხელაძე არის სასწაული გოგო ♥️ ინდივიდუალურ გაკვეთილზე დებს სულ და გულს რომ მიაღწიოთ იმ შედეგს რაზეც ოცნებობთ♥️ მოტივაციით, სწორი ტექნიკების ჩვენებით, ფიზიკური დახმარებით საბოლოოდ გაკვეთილიდან გამოდიხართ საოცრად ბედნიერი, მადლიერი და ენერგიით სავსე 🥰♥️♥️ დიდი მადლობა მარიამს ამ შეგრძნებებისთვის ♥️
თამარ ხოჯამიროვი
იოგას დაახლოებით წლინახევრის წინ დავუბრუნდი. კისრის ტრავმით გამოწვულ მუდმივ დისკომფორტთან სხვადახვა მეთოდებით ერთ წლიანი თითქმის უშედეგო ბრძოლის შემდეგ, რომელიც ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც ძალიან მძიმედ აისახებოდა. იოგას სახლში თავიდან გიორგი ბერძენიშვილის ინდივიდუალურ გაკვეთილებზე დავიწყე სიარული, ძალიან მომეწონა მისი მიდგომა, ის რომ განვიხილავდით თუ რომელი ვარჯიში რაზე იყო მიმართული, ვაკვირდებოდით შეგრძნებებს ვარჯიშისას და შედეგებს. თანდათან დისკომფორტმა შემცირება დაიწყო და ამან ემოციურადაც შვება მომგვარა. როცა მნიშვნელოვანად უკეთ ვიყავი მაისორის ჯგუფში გავაგრძელე ვარჯიში იზასთან, სადაც ყველა ინდივიდუალური ტემპით ვარჯიშობს, ყურადღებიანი და პოზიტიური იზა კი ასევე ინდივიდუალურ მითითებებს იძლევა. ჯგუფში ვარჯი ჩემთვის დამატებითი მოტივაციის მომცემი აღმოჩნდა. ძალიან მინდა იოგა ჩემი ცხვორების განუყრელ ნაწილად დარჩეს, რადგან ვგრძნობ თუ რამდენად დადებითად აისახება ის ჩემს ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობაზე.
ნანუ მაცაბერიძე
"იოგას სახლი" ყოველთვის არის ის ადგილი,სადაც ვისვენებ შინაგანად,ფიზიკურად.. აქ ის ადამიანები, ვინც მუშაობენ ჰქმნიად "შინაურულ" გარემოს,რაც გეხმარება მოაღწიო გარე და შინაგან სრულყოფილებას,რამდენადაც ეს შესაძლებელია💚 ყოველთვის სიამოვნებით მივდივარ და ყოველთვის ახალი ემოციებით ვბრუნდები. ეს არის საუცხოო გარემო რომელიც სავსეა იმ შინაგანი სიმშვიდითა და ჰარმონიით,რის მწვავე ნაკლებობასაც განვიხდით ყველა შექმნილი რუტინებითა და სამსახურეობრივი მოვალეობებით. გიორგი ბერძენიშვილი ერთადერთი ადამიანია,რომლის მიმართაც თვალდახუჭული გავცემ რეკომენდაციას. მადლობა,რომ შეჰქმენით ადგილი,სადაც ყოველთვის სიხარულით მოვდივარ🙏