მოგესალმებით ყველას იოგას ფედერაციის გვერდზე!

იოგას ფედერაცია დაფუძნდა 2009 წელს, ეს არის პროფესიონალ იოგას ინსტრუქტორთა და იოგას ცენტრების გაერთიანება მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი პირველი ცენტრი „იოგას-სახლი“ პირველი იოგას ცენტრია საქართველოში (2010-დან)

ჩვენ ვაორგანიზებთ იოგას პროფესიულ და სამოყვარულო კურსებს, ტრენინგებს, სემინარებს, ტურებს და სხვა ღონისძიებებს. ვთარგმნით და ვქმნით შესაბამის ლიტერატურას ქართულ ენაზე (ისტორია, ფილოსოფია, ანატომია, ბიომექანიკა).

2020 წლიდან მოყოლებული ჩვენ მიერ მომზადებული და სერტიფიცირებული ინსტრუქტორები წარმატებით ხსნიან სტუდიებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, საქმდებიან ფიტნეს და სხვა ცენტრებში, რითაც ხელს ვუწყობთ იოგას პოპულარიზაციას მეცნიერულ საწყისებზე დაფუძნებული ცოდნის ბაზით.

ამჟამად ჩვენ მიერ მომზადებულია: 156 ინსტრუქტორი, რომელთა უმრავლესობაც დასაქმებულია.

რას წერენ ჩვენ შესახებ:

343 გამოხმაურება
გამოგვეხმაურეთ

ძიება საკვანძო სიტყვების მიხედვით
პროფესიონალიზმი
გიორგი ბერძენიშვილი
იოგას სახლი
ეფექტი
გარემო
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
ინდივიდუალური მიდგომა
თვითშემეცნება
იზა ვაშაკიძე
დიდუბის ფილიალი
კონცენტრირების უნარი
ხერხემალი
ONLINE CLASS
სხეულის კორექცია
მედიტაცია
ზურგის ტკივილები
იოგას ფედერაცია
ფილოსოფია
ორსულთა იოგა
დეპრესია
სქოლიოზი
სახსრები
თავის ტკივილები
დიეტა
მარიამ ხელაძე
მენსტრუალური ციკლი
კმაყოფილება
ტანდეგობა
თამარ მიდელაური
ვერა სხირტლაძე
ხატია ნაჭყებია
მაიკო ჟორჟოლიანი

მიუხედავად იმისა, რომ ხშირ ვარჯიშს ვერ ვახერხებ, ვხვდები და ვგრძნობ ნელნელა, მაგრამ მაინც, როგორ ვითარდება ჩემი სხეული და როგორ სწავლობს ბალანსის დაჭერას ჩემი გონება )) მარიამი არის კიდევ ყველაზე გულისხმიერი ტრენერი დედამიწის ზურგზე )) სულ ცოტა იმიტომ, რომ ბოლომდე ცდილობს ჩემს დროსა და ენერგიას მოარგოს ვარჯიშის ტემპი ))


მაია კახიძე
გამარჯობა,მიხარია რომ დავიწყე იოგაზე სიარული,დღის განწყობაზე მოქმედებს ძალიან დადებითად,ჩემი ინსტრუქტორი გადასარევი გოგოა,და რაც მთავარია მტკიოდა მუხლის სახსარი რომლესაც ორი წელია ვებრძვი,როფორც არ უნდა გასაკვირი იყოს, გამიარა სახსრის ყრუ ტკივილებმა,მადლობა თქვენ🌼💛

სახსრები
ხატია ნაჭყებია

მაკო კალანდაძე
დიდუბის ფილიალში დავდივარ და უსაყვარლესები ხართ♥️ მიყვარს თქვენთან ყოფნა ვგრძნობ როგორ ხდება ჩემი სხეული დღითი დღე უფრო ჯანსაღი 😍🙏🏼

დიდუბის ფილიალი
მედიტაცია
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
მარიამ ხელაძე
თამარ მიდელაური

თეონა ჯიშიაშვილი
იოგას სახლი ყოველთვის იყო და რჩება ჩემთვის საუკეთესო ადგილად. განსაკუთრებული გარემო, ადამიანები და რაც მთᲕარია სივრცე, სადაც პოულობ და მერე თან მიგაქვს ენერგია, სამყოფი მთელი დღის, კვირის, თვის და წლის :)

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
ხერხემალი
დიდუბის ფილიალი
თვითშემეცნება
იოგას სახლი
ეფექტი
მარიამ ხელაძე

ნინო საბაშვილი
ძალიან მიყვარს იოგას სახლი🫶🏼 თქვენი ცენტრი ჩემი სიმშვიდის და ბედნიერების სახლია🫶🏼 ვაფასებ თქვენს პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდს, რაც ჩემი ვარჯიშის შედეგზეც აისახება🙏🫶🏼 სიამობმებით ვაგრძელებ თქვენთან სიარულს🫶🏼💫

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
იზა ვაშაკიძე
პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
ინდივიდუალური მიდგომა
სულიერი სიმშვიდე
დეპრესია
ფილოსოფია
მედიტაცია
დიეტა
კონცენტრირების უნარი
ეფექტი
კმაყოფილება

მაკა გორდელაძე
ძალიან მომწონს და ბედნიერი ვარ რომ დავიწყე იოგა თქვენთან👏💕დიდი მადლობა!💕

გარემო
პროფესიონალიზმი
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
დიდუბის ფილიალი
ეფექტი
მარიამ ხელაძე
კმაყოფილება

ნინო გადილია
თითქმის ერთი წელია, რაც იოგას სახლი ჩემი ცხოვრების ნაწილია. აქ განსაკუთრებული და შეუცვლელი გარემოა. ვარჯიში მოიცავს აშთანგა იოგას თანმიმდევრულ, სისტემურ სწავლებას, რომელშიც ჩართულია ძალისმიერი და კარდიო ვარჯიშები, რაც უზრუნველყოფს სხეულის და გონების სიჯანსაღეს, დისციპლინას, თვითშეფასების ამაღლებას, სულიერ სიმშვიდეს და მუდმივ განვითარებას. ჩემი რეკომენდაცია იოგას სახლს, ჩემს უსაყვარლეს და საუკეთესო მწვრთნელს ნინო მეტრეველს და რათქმაუნდა გიორგი ბერძენიშვილს.


ლალი ბერუაშვილი
დიდი ხანია ჩემი შთაბეჭდილებოს გაზიარება მინდოდა თქვენთვის! სულ თვენახევარი მომიწია ამ სულის და ხორცის გამაჯანსაღებელ ვარჯიშებზე სიარული, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ყოველი ჩატარებული გაკვეთილის შემდეგ, რელაქსით ავსებული გამოვდიოდი და დროის უქონლობის გამო კვირიდან- კვირამდე შემდეგ ორ გაკვეთილს ველოდებოდი! ამ თვენახევრის შედეგი მინდა გითხრათ! იმ პრობლების,, რის გამოც იოგა გადავწყვიტე, სრულებით დათრგუნვა, ხერხემლის ანომალიურ ტკივილებს ვგულუსხმობ, რა თქმა უნდა ზღაპარია, თან იმდენან უცხო იყო ჩემთვის ფიზიკური ვატჯიშუ, არასოდეს მეხერხებოდა და არც ვცდილობდი რომ როდესნე მეცადა! მაგრამ ჩემი პერსონალური პედაგოგი, მარიამ ხელაძე, უსაყვარლესი ადამიანი, რომელიც პროფესიონალურად უდგება ჩემი გამოცდილებით ყველა ადამიანს, თუნდაც ისეთ გაუცნობუერებელს იოგაში, როგორიც მე ვარ! ინდივიდუალურად, ფრთხილი ილეთებით დამაწყებინა ვარჯიში, როცა ჩემი პრობლემა ავუხსენი და შემდეგ მაქებდა, არც უსეთი მოუქნელი ხარ, რიგორც გგონიათო, მითხრა! ბრავო ამ ფედერაციის მესვეურთ და მათ შერჩეულ მწვრთნელებს! ვფიქრობ და დიდი სურვილი მაქვს,აუცილებლად გავაგრძელო იოგას გაკვეთილები, უბრალიდ ეხლა სვა გამოკვლევები მჭირდება და ერთად ორივე და კიდევ სამსახური და ჯერძო გაკვეთილევი არ ეწყობა , სულ რომ არაფერი ხასიათის ტონუსის ასამაღლებლად ღირს ან ახალგაზრდა ადამუანებთან ერთად ვარჯიში! პოზიტივი და ულევი ენერგია მოდის მათგან! მგონი დიდი ტექსტი გამომივიდა! გილოცავთ დამდეგ ახალ წელს წინასწარ საუკეთესო სურვილრბით! მარი ხელაძეს კი მინდა წარმატებები ვუსურვო პირად ცხოვრებაში და კარიერული წინსვლა!!!! საოცარი პოზუტივი გადმოდიოდა ჩემზე მისი ყოველი ჩატარებული გაკვეთილის შემდეგ! გმადლობთ მარიამ! მე დავბრუნდები, როგირცკი საშუალება მომეცემა!!!


ლალი ბერუაშვილი
დიდი ხანია ჩემი შთაბეჭდილებოს გაზიარება მინოდა თქვენთვის! სულ თვენახევარი მომიწია ამ სულის და ხორცის გამაჯანსაღებელ ვარჯიშებზე სიარული, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ყოველი ჩატარებული გაკვეთილის შემდეგ, რელაქსით ავსებული გამოვდიოდი და დროის უქონლობის გამო კვირიდან- კვირამდე შემდეგ ორ გაკვეთილს ველოდებოდი! ამ თვენახევრის შედეგი მინდა გითხრათ! იმ პრობლების, რის გამოც იოგა გადავწყვიტე, სრულებით დათრგუნვა, ხერხემლის ანომალიურ ტკივილებს ვგულუსხმობ, რა თქმა უნდა ზღაპარია, თან იმდენან უცხო იყო ჩემთვის ფიზიკურუ ვატჯიშუ, არასოდეს მეხერხებოდა და არც ვცდილობდი რომ როდესნე მეცადა! მაგრამ ჩემი პერსონალური პედაგოგი, მარიამ ხელაძე, უსაყვარლესი ადამიანი, რომელუც პროფესიონალურად უდგება ჩემი გამოცდილებით ყველა ადამიანს, თუნდაც ისეთგაუცნობუერებელს იოგაში, როგორიც მე ვარ! ინდივიდუალურად, ფრთხილი ილეთებით დამაეყებინა ვარჯიში, როცა ჩემუ პრობლემა ავუხსენი და შემდეგ მაქებდა არც უსეთი მოუქნელი ხარ, რიგორც გგონიათო, მითხრა! ბრავო ამ ფედერაციის მესვეურთ და მათ შერჩეულ მწვრთნელებს! ვფიქრობ და დიდი სურვილი მაქვს,აუცილებლად გავაგრძელო იოგას გაკვეთილები, უბრალიდ ეხლა სვა გამოკვლევები მჭირდება და ერთად ორივე და კიდევ სამსახური და ჯერძო გაკვეთილევი არ ეწყობა , სულ რომ არაფერი ხასიათის ტონუსის ასამაღლებლად ღირს ან ახალგაზრდა ადამუანებთან ერთად ვარჯიში! პოზიტივი და ულევი ენერგია მოდის მათგან! მგონი დიდი ტექსტი გამომივიდა! გილოცავთ დამდეგ ახალ წელს წუნასწარ საუკეთესო სურვილრბით! მარი ხელაძეს კი მინდა წარმატებები ვუსურვი პირად ცხოვრებაში და კარიერული წინსვლა!!!! საოცარი პოზუტივი გადმოდიოდა ჩემზე მისი ყოველუ გაკვეთილუს შემდეგ! გმადლობთ მარიამ! მე დავბრუნდები, როგირცკი საშუალება მომეცემა!!!

პროფესიონალიზმი
ხერხემალი
დეპრესია
ფილოსოფია
მედიტაცია
ტანდეგობა
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
იოგას სახლი
მარიამ ხელაძე

ირმა ხარებავა
წლები გადის, ბევრი რამე იცვლება, მაგრამ ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი იზასთან ერთად იწყება იოგას სახლში. მერე უკვე ხანგრძლივი და სტრესული სამუშაო დღეც აღარ ჩანს ისე საშიში :) ბონუსად ოქროს გოგოები, სალონური საუბრები, ცოტაც ფიტნესი და პარასკევის ჩაი, მეტი რა შეიძლება ინატრო! Iza is kiling it <3


ალექსანდრა მაჭავარიანი
გამარჯობა. დიდუბის ფილიალში დავდივარ, ქ-ნ ვერასთან და ძალიან კმაყოფილი ვარ. კვირაში ორჯერ დავდიოდი, ახლა 1 კვირიანი აბონემენტი დავამატე და საქართველოში დაბრუნების შემდეგ აუცილებლად გავაგრძელებ კვირაში 3-ჯერ. იოგას თითოეულ ვარჯიშს მოაქვს მხნეობა, სულიერი სიმშვიდე, ფიზიკური გაჯანსაღება და ამას ყოველი მომდევნო დღის შემდეგ სულ უფრო ნათლად ვგრძნობ. დარბაზი ძალიან მოწესრიგებული, ყოველთვის სუფთაა და არაჩვეულებრივი გარემოა, რომლის შექმნაშიც უდიდესი წვლილი შეუცვლელ პროფესიონალ, ვერა სხირტლაძეს მიუძღვის.

პროფესიონალიზმი
მოტივაცია
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
დიდუბის ფილიალი
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
იოგას სახლი
ეფექტი
ვერა სხირტლაძე
კმაყოფილება

ირინა კაპანაძე
სუპერ ინსტრუქტორები(ნინო მეტრეველი, გიორგი ბერძენიშვილი) და საოცრად დადებითი გარემო🙏🏻


მაკა კიკალიშვილი
პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ იოგა ყოველ ჯერზე ძალიან კარგ განწყობას მიქმნის და მაბედნიერებს. თავს ვგრძნობ გაცილებით მსუბუქად, სხეული უფრო მოქნილი და ელასტიური გახდა. რამდენჯერმე საკუთარმა სხეულმა თვითონაც გამაკვირვა:დ და კიდევ, მადლობა ნინას(ინსტრუქტორს), ძალიან მომწონს მისი ჩატარებული გაკვეთილები. იმდენად, რომ 6 თვიანი აბონემენტი შევიძინე :დ


მარიამ სულხანიშვილი
ორსულთა იოგა საუკეთესეო გამოცდილება იყო ჩემთვის, მშობიარობაში ძალიან დამეხმარა, განსაკუთრებით სუნთქვის ვარჯიშები, იზა საუკეთესოა ❤️🥰

იზა ვაშაკიძე
ორსულთა იოგა

ხატია მურადაშვილი
დიდუბის ფილიალი😍 ეს ის ადგილია სადაც ყიველთვის მსიამოვნებს მისვლა😇 გარემო და პროფესიონალთა გუნდი ძალიან კარგია. მიხარია რომ ჩემი ყოველდღიურობა შეცვალა სასიამოვნოდ და ჯანსაღად რაც მთავარია. ზუსტად ვიცი რომ არასდროს მომინდება ვიცხოვრო იოგას გარეშე <3


ნინია პაჭკორია

თუ რაიმე ეჭვი გეპარებათ იმაში, რომ თავს ვერ გაართმევთ, ვერ ისწავლით, არ იცით კარგად რა არის იოგა და ვერ არჩევთ რა გინდათ, მე გულწრფელად გირჩევთ დაიწყოთ ინდივიდუალური გაკვეთილები მარიამთან. დიდი მადლობა მარიამ ასე ძალიან რომ შემაყვარე იოგა. მოვედი ტანის დასავარჯიშებლად და ბონუსად დამხვდა სულიერი სიმშვიდეც. ჩემი აზრით ყველა ის თვისება გაქვს, რაც შეიძლება ტრენერს ჰქონდეს. მადლობა იმ ტემპის შერჩევისთვის, რაც ზუსტად ჩემი შესაბამისი იყო. წარმატებები!

მარიამ ხელაძე

რუსკა ელბაქიძე
თითქმის სამი თვეა იოგას ვაკეთებ და თვალსაჩინო ცვლილებები შესამჩნევია: სხეულის კორექცია, სულიერი სიმშვიდე, მეტად გაწონასწორებული გავხდი, უფრო მეტი კარგი განწყობა ჭარბობს... იოგა ჩემი ცხოვრების მეგზური გახდა და გულითადი მადლობა ამისათვის ჩემს ინსტრუქტორს - თამარ ათუაშვილს! 🩷


ნანა ტაბაშიძე
იოგამ Ჩემი ცხოვრება გაახალისა და სხვანაირად მაგრᲫნობინა ცხოვრების გემო.ყველას ურᲩევ იაროს.დიდი მადლობა ვერიკოს Ჩემ ინსტრუქტორს და გიორგის , ვინც Ჩამოაყალიბა ეს ცენტრი


მარიამ ნოზაძე
ჩემი და იოგას ურთიერთობა ასეთია, რომ პირველივე დღიდან, როცა იოგა ვივარჯიშე ხუთი წლის წინ ზამთრის ერთ ყინულიან დღეს, მივხვდი, რომ ამიერიდან იოგა იყო ის, რის კეთებასაც აღარასდროს შევწყვეტდი. პერიოდულად სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების მიუხედავად, ყოველთვის, როცა თბილისში ჩამოვდიოდი, მოვდიოდი "იოგას სახლში" და ვვარჯიშობდი გიორგი ბერძენიშვილთან, ან "იოგას სახლის" ნებისმიერ სხვა ინსტრუქტორთან. წელს გადავწყვიტე, რომ გამევლო ინსტრუქტორთა კურსი გიორგი ბერძენიშვილთან და ჩემი გამოცდილებით, ეს არის, სრულფასოვანი, სრული დატვირთვის კურსი, სადაც გარდა იოგას ისტორიისა და ფილოსოგიისა, ვსწავლობთ უშუალოდ იოგა ანატომიას, სწორად ვარჯიშს და ინსტრუქტაჟს. ჩემთვის სამთვიანი კურსის გავლის შემდეგ, გარდა თეორული ცოდნისა, შედეგი იყო ის, რომ თავად ვვარჯიშობ გაცილებით უკეთ, გაცილებით მობილიზებულად და გაცილებით ხარისხიანად, ვიდრე იქამდე. ცაკლე აღნიშვნის ღირსია ის გარემო და მეგუბრული ატმოსფერო, რაც ყოველი მეცადინეობისას ან "იოგას სახლის" ორგანიზებულ ივენთებზე დახვდება ნებისმიერ მოსულს. ძალიან დიდ რეკოენდაციას ვუწევ "იოგას სახლს" ნებისმიერი ასაკის და ფიზიკური მონაცამების ადამიანისთვის. ცხოვრების არცერთ ეტაპზე არაა გვიან იოგის ვარჯიშის დაწყება. <3


თინათინ უნგიაძე

იოგა არის მუდმივი სრაფვა განვითარებისკენ და სიმშვიდისკენ💛 თამარა მიდელაურს მადლობა რომ საკუთარ ძალებში დამარწმუნა და ეხლა უფრო მეტი მოტივაციით და შემართებით ვვარჯიშობ ყოველდფიურად💛

თამარ მიდელაური

თამარ ათუაშვილი
2012 წელს დავინტერესდი იოგას პრაქტიკით და თავდაპირველად, როგორც პრაქტიკოსმა დავიწყე სინქრონულ ჯგუფში პრაქტიკა. მას შემდეგ, უამრავი რამ შეიცვალა ჩემს გარშემო და ცხოვრებაში, იოგამ უამრავი რთული მომენტი დამაძლევინა და საკუთარ თავში მაპოვნინა საყრდენი წერტილი. რაც შეეხება, ინსტრუქტორთა მომზადების კურსს 2020 წლიდან მქონდა სურვილი, საბოლოოდ კი 2023 წლის თებერვალში მივიღე ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება და დავრეგისტრირდი კურსზე, ეს სამი თვე იყო უდიდესი გამოცდილება ჩემთვის. ყველაზე მნიშვნელოვანია ინსტრუქტორი და მასწავლებელი, რომელიც სწორ მიმართულებას გაძლევს და ასევე გიტოვებს სივრცეს თვითგამოვლენის და განვითარებისათვის, ასევე გაძლევს რესურსს, რომელიც რეალურად, მეცნიერულად დასაბუთებულია და ილუზიებიდან გამოყავხარ. სწორედ ასეთი ინსტრუქტორია გიორგი ბერძენიშვილი, მისგან მივიღე უდიდესი მხარდაჭერა და თანადგომა, კურსის მეორე თვეს უკვე შევძელი ქალაქ გორში გამეხსნა ჩემი სტუდია, "იოგა ომ" , რომელიც ჩემი წლების ოცნების განხორციელებაა. კურსის განმავლობაში შევიძინე ახალი მეგობრები და მხარდამჭერები, გვქონდა საინტერესო და მრავალფეროვანი გასვლა ბაკურიანში. რაც მთავარია იოგას აკადემიასთან და გიორგი ბერძენიშვილთან თანამშრომლობა არ სრულდება აქ, ეს ყველაფერი მხოლოდ საოცარი თავგადასავლის დასაწყისია. უღრმესი მადლობა გიორგის და იოგას აკადემიას.

გიორგი ბერძენიშვილი
იზა ვაშაკიძე
პროფესიონალიზმი
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
დიდუბის ფილიალი
ფილოსოფია
მედიტაცია
თვითშემეცნება
იოგას ფედერაცია
მარიამ ხელაძე
თამარ მიდელაური
კმაყოფილება

თამარ იმერლიშვილი
დაახლოებით ორი წლის წინ დავინტერესდი პირველად იოგათი.დავიწყე ინტენსიური ვარჯიში და ვხედავდი როგორ მაძლიერებდა,უფრო და უფრო მიზიდავდა.არა მარტო ფიზიკური,სულიერი ჰარმონიით,სიმსუბუქითა და ამავ დროულად სიძლიერით მავსებდა.ერთი წლის მერე ბევრად მეტი და უფრო ღრმა ინტერესი გამიჩნდა ,ვიდრე მხოლოდ ვარჯიში იყო. და აი საჭირო დროს,საჭირო ადგილას-იოგას აკადემიაში ინსტრუქტორთა კურსზე აღმივჩნდი. ეს კურსი ჩემთვის იყო დიდი გამოცდილება.აკადემიამ მომცა ის სტიმული და მუხტი ,რომელიც მიბიძგებს მუდმივი განვითარებისაკენ. დიდი მადლიბა გიორგის მაღალპროფესიონალური და საინტერესო ლექციებისთვის.დიდი მადლობა აკადემიის ყველა ინსტრუქტორს თბილი და შინაურული გარემოს შექმნისთვის.ასევე მადლობა ჩემ ახალ შეძენილ მეგობრებს,ერთად გატარებული სასიამოვნო და საინტერესო წუთებისთვის.


ზაქრო შავერდაშვილი
ბოლო წლებში ვეძებდი სისტემას რომელიც საყრდენი იქნებოდა ჩემი ფსიქო-ფიზიკური კეთილდღეობის. ამან მომიყვანა იოგამდე. შემდე კი მძაფრმა სურვილმა უფრო ღრმად შემესწავლა იოგა, გადავწყვიტე რომ მოვსულიყავი იოგას ინსტრუქტორთა კურსზე. პროგრამა რომელიც შექმნილია მეცნიერული და კრიტიკული ხასიათით სწორედ ის აღმოჩნდა რაც დამეხმარა, გამეცნობიერებინა ის გაურკვევლობები და ცრუ წარმოდგენები, რომლებიც იოგას გარშემო ტრიალებს. ამ ყველაფერმა კი ჩამომიყალიბა სწორი ძლიერი ხედვა თუ როგორ განვაგრძო ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება. გიორგისთან ურთიერთობა კი იყო უაღრესად საინტერესო და მრავლის მომცველი, რის გამოც ძალიან მადლიერი ვარ. მინდა წარმატება ვუსურვო იოგას სახლს და იოგას აკადემიას რომ მიზნები და შესაძლებლობები უფრო მეტად გაამდიდროს. - [ ]


ნინო კვირკველია

მოკლედ იოგაზე ჩემი მისვლის მიზეზი ხერხემლის პრობლემა იყო , ბუნებით ძალიან ზარმაცი ვარ და რომ მივდიოდი ზუსტად ვიცოდი რომ დამეზარებოდა და აღარ გავაგრძელებდი, მაგრამ მეორე თვეა დავდივარ და ერთი სული მაქვს როდის მოვა მომდევნო გაკვეთილი. ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ინსტრუქტორს ქალბატონ თამარა მიდელაურს ძალიან მაგარ ქალბატონს რო ჩამომხსნა სიზარმაცის ზარები , გავხდი უფრო აქტიური, უფრო პოზიტიური კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იგის სახლს .

დიდუბის ფილიალი
იოგას სახლი

ხათუნა ტოროტაძე

სამი თვეა ვვარჯიშობ თამარა მიდელაურთან და ესაა სრული ბედნიერება <3 ეს არის დადებითი ემოციების მომტანი, ფანტასტიკური განწყობის შემქმნელი ერთი საათი, დრო რომელიც გავსებს და გაბედნიერებს. მადლობა იოგას სახლს და პერსონალურად თამარა მიდელაურს უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით <3


თინათინ ფრუიძე

საუკეთესო გარემო და ტრენერი, მეგობრული ჯგუფი, ხალისიანი ატმოსფერო. ვარჯიშის შემდეგ თავს ენერგიულად და მოტივირებულად გრძნობ, რაც ცალსახად ტრენერის - თამარა მიდელაურის დამსახურებაა ❤️ თამამად ვუწევ რეკომენდაციას 🙋‍♀️


თამუნა აბუაშვილი
1 თვეა რაც ონლაინ იოგას ვვარჯიშობ, მადლობა საუკეთესო ნინა ორჯონიკიძეს ❤️ აუცილებლად გავაგრძელებ ისევ ონლაინ ვარჯიშს მასთან ერთად ❤️

სულიერი სიმშვიდე
ხერხემალი

ნინო მაღრაძე
ვერა სხირტლაძესთან ერთად პირველად დავიწყე იოგას ვარჯიში, და ძალიან კმაყოფილი და მადლიერი ვარ, თუმცა დიღმის მასივში ვცხოვრობ და წერეთლის რეაბილიტაციის გამოვე ვეღარ შევძლებ ფიზიკურად სიარულს. ჩემი იდიდ მადლიერება თქვენ გუნდს და განსაკუთრებით ვერას <3


ნატალია ჯმუხაძე

ეს არის სულის და სხეულის ჰარმონია💚 მადლობა ყველა ინსტრუქტორს , თამარა მიდელაური💚 მარიამ ხელაძე💚

გიორგი ბერძენიშვილი

თემური მიქავა

იოგამ შემიმცირა ზურგის ტკივილები, რომელიც ხშირი ჯდომისგან მქონდა. ვვარჯიშობდი გიორგი ბერძენიშვილის ჯგუფში. აუცილებლად უნდა აღვნიშნო გიორგის პროფესიონალიზმი და მისი უზარმაზარი ცოდნა ადამიანის სხეულისა და სულიერების შესახებ. გარემო უაღრესად მეგობრულია. აქ არც ასაკს აქვს აზრი და არც სხვას.

გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
ხერხემალი
დიდუბის ფილიალი

გურანდა ბერიშვილი

ერთი თვის წინ დავიწყე და აქამდე სად ვიყავი. თამარასთან ვარჯიში ბედნიერებაა.

დიდუბის ფილიალი

სოფო ლომინეიშვილი
იოგის დაწყება მას შემდეგ გადავწყვიტე რაც წელის ტკივილები ყოველდღიურ დისკომფორტს მიქმნიდა. საქართველოში არ ყოფნის გამო მე-3 თვეა ონლაინ ვვარჯიშობ. ონლაინ პროგრამა ძალიან ეფექტური აღმოჩნდა და მიხარია ყოველი სესია, ვარჯიშის პროცესი არ არის დამღლელი, საკმაოდ დინამიურია. მე უკვე ვგრძნობ პროგრესს და ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა. ინსტრუქტორი-ნინა ორჯონიკიძე- კარგი მცოდნეა, არამარტო იოგისპრაქტიკული, არამედ თეორიული ნაწილის, და ხშირად გვიზიარებს თავის გამოცდილებას თუ ცოდნას იოგის ასანების მნიშვნელობაზე ცხოვრებაში. მაგ. შიშის დაძლევის ასანა. გამოწვევები, რომელიც იოგის პრაქტიკის დროს აღმოვაჩინე დამაფიქრა ჩემი ცხოვრების ბევრ მომენტზე. ვფიქრობ იოგა გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ ფიზიკური პრაქტიკა. რჩევა იოგის სახლს: კარგი იქნებოდა ონლაინ გაკვეთილებზე დროის კუთხით მეტი არჩევანი რომ იყოს, მათთვის ვინც სხვა კონტინენტზე ცხოვრობს. დროის სხვაობის გამო, მხოლოდ კვირაში 3 ჯერ ვახერხებ ვარჯიშს. მადლობთ რომ არსებობთ! სოფო

ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
ემოციური ბალანსი
სქოლიოზი
ეფექტი
ONLINE CLASS

შორენა მოგელაძე
მადლობა თქვენ.ძალიან მომწონს,ხერხემლის პრობლემა მქონდა ზურგი ბეჭედბი სულ მტკიოდა და ეხლა სად მქვს ხერხემალი არც ვიცი,საოცრება ხართ და არასოდეს შევწყვიტავ ისე მომწონს.

ზურგის ტკივილები
სქოლიოზი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
ხერხემალი
დიდუბის ფილიალი
სახსრები

გვანცა ბოჭორიშვილი

იოგას მიმართ ინტერესი დაახლოებით 1 წელია გამიჩნდა, მაგრამ ხან დროის დეფიციტის გამო ხან სხვა მიზეზებით ვერ ვახერხებდი, მათ შორის იყო ჩემი მოუქნრლობაც. მარიამ ხელაძე არის სასწაული გოგო ♥️ ინდივიდუალურ გაკვეთილზე დებს სულ და გულს რომ მიაღწიოთ იმ შედეგს რაზეც ოცნებობთ♥️ მოტივაციით, სწორი ტექნიკების ჩვენებით, ფიზიკური დახმარებით საბოლოოდ გაკვეთილიდან გამოდიხართ საოცრად ბედნიერი, მადლიერი და ენერგიით სავსე 🥰♥️♥️ დიდი მადლობა მარიამს ამ შეგრძნებებისთვის ♥️

გარემო
ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
დიდუბის ფილიალი
ეფექტი

თამარ ხოჯამიროვი
იოგას დაახლოებით წლინახევრის წინ დავუბრუნდი. კისრის ტრავმით გამოწვულ მუდმივ დისკომფორტთან სხვადახვა მეთოდებით ერთ წლიანი თითქმის უშედეგო ბრძოლის შემდეგ, რომელიც ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც ძალიან მძიმედ აისახებოდა. იოგას სახლში თავიდან გიორგი ბერძენიშვილის ინდივიდუალურ გაკვეთილებზე დავიწყე სიარული, ძალიან მომეწონა მისი მიდგომა, ის რომ განვიხილავდით თუ რომელი ვარჯიში რაზე იყო მიმართული, ვაკვირდებოდით შეგრძნებებს ვარჯიშისას და შედეგებს. თანდათან დისკომფორტმა შემცირება დაიწყო და ამან ემოციურადაც შვება მომგვარა. როცა მნიშვნელოვანად უკეთ ვიყავი მაისორის ჯგუფში გავაგრძელე ვარჯიში იზასთან, სადაც ყველა ინდივიდუალური ტემპით ვარჯიშობს, ყურადღებიანი და პოზიტიური იზა კი ასევე ინდივიდუალურ მითითებებს იძლევა. ჯგუფში ვარჯი ჩემთვის დამატებითი მოტივაციის მომცემი აღმოჩნდა. ძალიან მინდა იოგა ჩემი ცხვორების განუყრელ ნაწილად დარჩეს, რადგან ვგრძნობ თუ რამდენად დადებითად აისახება ის ჩემს ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობაზე.

გიორგი ბერძენიშვილი
იზა ვაშაკიძე
ზურგის ტკივილები
პროფესიონალიზმი
ხერხემალი
ეფექტი

ნანუ მაცაბერიძე
"იოგას სახლი" ყოველთვის არის ის ადგილი,სადაც ვისვენებ შინაგანად,ფიზიკურად.. აქ ის ადამიანები, ვინც მუშაობენ ჰქმნიად "შინაურულ" გარემოს,რაც გეხმარება მოაღწიო გარე და შინაგან სრულყოფილებას,რამდენადაც ეს შესაძლებელია💚 ყოველთვის სიამოვნებით მივდივარ და ყოველთვის ახალი ემოციებით ვბრუნდები. ეს არის საუცხოო გარემო რომელიც სავსეა იმ შინაგანი სიმშვიდითა და ჰარმონიით,რის მწვავე ნაკლებობასაც განვიხდით ყველა შექმნილი რუტინებითა და სამსახურეობრივი მოვალეობებით. გიორგი ბერძენიშვილი ერთადერთი ადამიანია,რომლის მიმართაც თვალდახუჭული გავცემ რეკომენდაციას. მადლობა,რომ შეჰქმენით ადგილი,სადაც ყოველთვის სიხარულით მოვდივარ🙏

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
ემოციური ბალანსი
სულიერი სიმშვიდე
ფილოსოფია
მედიტაცია
თვითშემეცნება
ეფექტი

ნინო ჩიტოშვილი
დავდივარ დიდუბის ფილიალში უკვე 2 თვეა. ადრეც მივლია იოგაზე, მაგრამ იმის მერე წლები გავიდა და სხეულში ბევრი რამე შეიცვალა))) ჩემი ინსტრუქტორი არის ვერიკო სხირტლაძე, რომელიც ჩემის აზრით არის იდეალერი. გმადლობ ვერიკო!


მაგდა ჟორჟოლიანი
არც კი ვიცი, საიდან დავიწყო წერა, როცა ჩემი და იოგას ამბავზე მინდა მოვყვე. უკვე წელიწადზე მეტია აკადემია გარე სამყაროსგან პატარა თავშესაფრად იქცა ჩემთვის. პრაქტიკოსობა იქამდეც დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა, თუმცა, როგორც ჩანს, სიახლის შიშით გამოწვეული მღელვარება უფრო დიდი იყო, საბოლოოდ კი მეგობარმა მიბიძგა და ერთად უფრო იოლი გახდა ამ ნაბიჯის გადადგმა. თან ეს იყო პერიოდი, როცა პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებდა და ადამინები ვცდილობდით, ერთმანეთთან ფიზიკური იოზალაციის ფონზე, რამე სიახლე გვეპოვნა ისედაც რუტინად ქცეული ცხოვრების რიტმში. მოსვლისას მივხვდი. რომ აქ უკვე დიდი ხნის და გამოცდილი პრაქტიკოსებიც იყვნენ, მაგრამ ერთი წამითაც არ მიფიქრია არასწორ ადგილას მოვხვდი-მეთქი. ეს იმიტომ, რომ პრაქტიკული გაკვეთილების ერთი საათი არის დრო, როცა შეგიძლია იყო მარტო საკუთარ თავთან და, ამავე დროს, სინქრონში სხვა ადამიანებთან. სხვადასხვა ინტერესის, ასაკის ხალხი აქ ყველა ეთნი ვართ_იოგას პრაქტიკოსები და ეს სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნო გარემოში. ვარჯიში იქამდე სახლშიც მიცდია, თუმცა ინსტურქტორთა მითითებები ამოცანის ამოხსნისას მასწავლებლის მიერ მოცემული მინიშნებასავითაა და ყველა ასანის შესრულებაც უფრო მარტივდება. დროთა განმავლობაში ჯანმრთელობაზეც ვიგრძენი დადებითი გავლენა: ყველა პრაქტიკიდან უფრო ენერგიული გამოვდივარ და, თუ რაიმე მიზეზის გამო, გაკვეთილების პერიოდებს შორის ჩავარდნა მაქვს, იმ დროს, სულ იმაზე ფიქრში ვატარებ, როდის შევძლებ დავუბრუნდე აკადემიის სივრცეს და საკუთარი სხეული/გონება ისეთი ახალი გამოწვევების წინაშე დავაყენო, რომელთა გადალახვა ორმაგად სასაიმოვნო ხდება ინსტრუქტორთა ჩათულობითა და ჩემი მონდომებით. თუ ოდესმე თქვენც ჩემსავით იჭოჭმანებთ, სცადოთ თუ არა, დიდ ხანს არ იფიქროთ, დაიწყეთ და დამიჯერეთ არასდროს არ ინანებთ. :))


ნატალია ალთუნაშვილი
ეს შთაბეჭდილების გაზიარება არ არის, უფრო შეგრძნებებია, რომლის გადმოცემაც საკმაოდ რთულია, თუმცა შევეცდები მოგიყვეთ ყველა იმ სიკეთის შესახებ რაც იოგა სახლში დაგხვდებათ. ორი წელი შესრულდება რაც ჯგუფს შევუერთდი, ჩემი ტრენერები თვალებ-ციმციმა უსაყვარლესი გოგო მარიამ ხელაძე და სიცოცხლის მოყვარული არაჩვეულებრივი ვერა სხირტლაძე. მათთან თუნდაც უბრალოდ ურთიერთობით დავეუფლე უნარ-ჩვევებს, რომლებიც ბევრი სიძნელის დაძლევაში დამეხმარა. ძლიერი სხეული, დაბალანსებული გონება და სულიერი სიმშვიდე, რეალობაში რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ დიდი ფუფუნებაა 🤷‍♀️ ამის მიღწევა ნამდვილად არ არის ადვილი, რაგინდ ძლიერ ადამიანად მოიზრებოდე, მე… ჩვენ… მივაგენი გზას და ვურჩევ ყველას განურჩევლად ემოციური მდგომარეობისა ❤️ მერწმუნეთ ყველა თავად დარწმუნდებით ამოუწურავ შესაძლებლობებში. იოგას სახლში გახდები საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია 🫶🫶🫶


დოდი გაბეხაძე
იოგა ერთადერთი ვარჯიშია რომელიც ენერგიით მავსებს და არ მაცლის. ვარჯიშის პირველ დღეს ხარ მოუქნელი სელაპივით თუმცა ყოველი ვარჯიშის შემდეგ გრძნობ როგორ იხსნება სხეული და ეს პროცესი დაუსრულებელია რაც აზარტს და ხალის მატებს პროცეს. მადლობა იოგას სახლს და ყურადღებიან ინსტრუქტირებს.


თათული ალადაშვილი
მალე ორი წელი გახდება რაც იოგას სახლში დავდივარ და სიტყვები ზედმეტია იმ ემოციის და ბედნიერების გამოსახატავად რაც იოგამ მომცა და ამისთვის უდიდესი მადლობა ნინო მეტრეველს 🙏🏽❤️

იოგას სახლი

სალომე ქობულაშვილი

დიდი მადლობა გიორგი ბერძენიშვილს, ასეთი არაჩვეულებრივი კლუბის შექმნისთვის, საოცარი ტრენერების შერჩევისთვის. პროფესიონალიზმითა და ემპათიით გაჯღენთილი გარემოსთვის. პერსონალური მადლობა ნინო ბარბაქაძეს ჯადოსნური გაკვეთილებისათვის ❤️❤️❤️ 28 წლიანი სტომატოლოგიური პრაქტიკა ხერხემლისთვის სერიოზული სტრესია, არ მეგონა რომ იოგას ასე მსუბუქად შეეძლო ამ პრობლემასთან გამკლავება, მხრებში იშლები , ხერხემალი სწორდება, ხდება სხეულის სრული ტრანსფორმაცია, ტკივილი უკვალოდ ქრება... დიდი მადლობა🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
პროფესიონალიზმი
ხერხემალი
ეფექტი

ვატო უგულავა
თქვენ აკეთებთ ძალიან მაგარ საქმეს:)), შედეგსაც ვგრძნობ და აღფრთოვანებული ვარ ნინო მეტრეველის საოცარი პროფესიონალიზმით🙌❤️

პროფესიონალიზმი
ეფექტი

ხათუნა ჭანტურია
იოგა იყო უპირველესი რამ, რაც ჩემს გონებას ფაქიზად შეეხო, მაშინ, როდესაც ძალიან მჭირდებოდა. ეს არის ის უხილავი ძაფი, რომელმაც ჩემი შინაგანი სიმები პოზიტივისკენ მომართა, სწორედ იმ დროს, როდესაც სტრესთან და შფოთვასთან გამკლავება მიჭირდა. იოგას სახლი არის გარემო, სადაც თავს გრძნობ მნიშვნელოვნად და ამ ოჯახური გარემოს ფერადი ატმოსფერო მთელი დღე მოგყვება. მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი ბერძენიშვილს, რომელმაც უდიდესი ძალისხმევა გამოიჩინა თითოეული ჩვენთაგანისთვის. 🌸✨🙏


ნანა თურქაძე
ადამიანი თავისი არსით მაძიებელია. ვფიქრობ, ბედნიერია ის ადამიანი, ვინც ამას მიხვდა და უფრო ბედნიერი ის ადამიანი მგონია, რომელმაც იპოვა თავისი ნატვრისთვალი. ჩემთვის ეს ნატვრისთვალი სწორედ იოგაა. ერთი წლის წინ, საყოველთაო შინ გამოკეტვის პერიოდში, ონლაინ დავესწარი გიორგი ბერძენიშვილის მედიტაციისა და ფილოსოფიის ერთთვიან კურსს. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ უფრო ღრმად შემესწავლა იოგას ფილოსოფია და ამ გადაწყვეტილებას ვუმადლი, რომ გავბედე და გავიარე იოგას ინსტრუქტორთა მოსამზადებელი კურსი, პირადად გავიცანი იოგას საუკეთესო მასწავლებელი, გიორგი ბერძენიშვილი, და მისი გუნდი. ასევე მინდა დიდი სიყვარულით აღვნიშნო, რომ ამ კურსმა გამაცნო ძალიან საინტერესო ადამიანები და ამ ყველაფრისთვის უზომოდ მადლიერი ვარ. P.S. თუ შენ დიდი ხანია ფიქრობ იოგის ფილოსოფიის სწავლას, მაშინ ეგ სურვილი აუცილებლად მიგიყვანს იოგას სახლში, სადაც დაგხვდებათ თქვენი მასწავლებელი.

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
ფილოსოფია
მედიტაცია
თვითშემეცნება
იოგას სახლი

თამარ ქათამაძე
იოგას კურსმა მომცა ზღვა ინფორმაცია ,რომელსაც დროთა განმავლობაში მეტად ჩავწვდები და გავიაზრებ 💞უბრალოდ მიყევით დინებას და მიიღეთ თითოეული დღით სიამოვნება,თანდათან მოვა საკუთარი თავის რწმენა,ემოციური ბალანსი,სულიერი სიმშვიდე და კონცენტრირების უნარი🙏 თავიდან უბრალოდ ვარჯიშობ ,თითქოს არაფერი განსაკუთრებული ,რაღაცეები გიძნელდება ვერ აკეთებ, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია. შემდეგ მოდის ახალი ეტაპი,დაძაბულობა გეხსნება,ახალი ენერგიით ივსები,ვითარდები ყოველდღიურად, შენი თვითშეფასება იზრდება, მოტივაცია იმატებს,ყველა ერთმანეთს გულშემატკივრობთ.ნეგატივისგან,დეპრესიისგან ,შფოთვებისგან თავისუფლდებით😍 წარმატებები❤️

გარემო
გიორგი ბერძენიშვილი
იზა ვაშაკიძე
მოტივაცია
ემოციური ბალანსი
ჯანმრთელობა
სულიერი სიმშვიდე
დეპრესია
მედიტაცია
კონცენტრირების უნარი
თვითშემეცნება
იოგას სახლი
ONLINE CLASS

სოფო ტაბატაძე
არ დავიწყებ ვარჯიშებზე ლაპარაკს, არც იმაზე, როგორ შეიცვალა ჩემი სხეული და ფიზიკური შესაძლებლობები და არც იმაზე რამდენად ბევრ სანდო ინფორმაციას იღებ აქ ისეთს, რაც რადიკალურად ცვლის შენს წარმოდგენებს ბევრ საკითხზე. მირჩევნია გამოვხატო, რა არის ის ჩემთვის ფუნდამენტური, რაც ამ ადგილმა მომცა. იოგას სახლი ჩემს ცხოვრებაში მაშინ გაჩნდა, როცა გაქრა ბევრი რაღაც, რაც მოიცავდა ჩემი ცხოვრების ყოველდღიუროიბას. თავიდან ეს ადგილია, სადაც მიდიხარ, ვარჯიშობ, ენდორფინებით ივსები, დაძაბულობებისგან თავისუფლდები, საკუთარი ფიზიკური უნარების განვითარების მომსწრე ხდები ყოველდღიურად და ბრუნდები სახლში. მაგრამ დროთა განმავლობაში ხდება ადგილი, რომელიც შენს თავში რაღაც ისეთ ძალას გაპოვნინებს, რაც აქამდე თითქოს არ გქონია. ეს არის ძალა ყველანაირი დაბრკოლების გადალახვის. თითქოს რაღაც იმდენად მყარი ჩნდება შენში, რომ არაფერს შეუძლია ჩაგაგდოს უიმედო მდგომარეობაში, თითქოს თავშესაფარიცაა ყველასთვის, იმედიც და ცხოვრების გაგრძელების მოტივაციის მომცემიც. სხვა ყველა სივრცისგან განსხვავებით, იქნება ეს აი, ნებისმიერი წრე, თუნდაც ოჯახი, თუნდაც სამეგობრო, თუნდაც სამსახური, ეს არის სივრცე, სადაც არ მოგეთხოვება იყო ვინმე კონკრეტული, არ მოგეთხოვება არავისთვის არაფრის დამტკიცება, ხარ მიღებული და თითქოს აუცილებელი ნაწილიც კი უკვე მარტო იმით, რომ "უბრალოდ ხარ" და ხარ ისეთი როგორიც ხარ. ეს არის სივრცე, სადაც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ადამიანები ერთად ვარჯიშით ისეთ კავშირს ამყარებთ, რომ თითქოს ძალიან ახლო, უფრო მეტიც ერთი მთლიანობა ხდებით, თუნდაც საერთოდ არც იკონტაქტოთ ამ სივრცის გარეთ. იოგას სახლში ხდები რაღაც შენზე ბევრად უფრო დიდის ნაწილი. მინდა, რომ აი ამისთვის რაც მე და მგონია, რომ კიდევ ძალინ ბევრმა ადამიანმა იპოვა აქ, მადლობა ვუთხრა გიორგის, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა აქაურობას და ყველა ინსტრუქტორს და პრაქტიკოსს, რომლებიც ამ გარემოს ქმნიან ყოველდღიურად და აძლევენ იმ სახეს რაც აქვს. არცერთი თქვენგანის გარეშე არ იქნებოდა ეს ადგილი ის რაც ეხლა არის. მადლობა თქვენ <3 ^_^