ფიზიკურად უფრო მოქნილი და ძლიერი გავხდი - კუნთები დამეტყო. შინაგანად - საკუთარი თავის რწმენა ვისწავლე, მივხვდი იმაზე მეტის გაკეთება შემიძლია ვიდრე მეგონა რომ შემეძლო. ისეთ ჯგუფში ვარ მოტივაცია მიმაღლდება მათთან სინქრონში ვარჯიშისას.



მოგესალმებით ყველას იოგას ფედერაციის გვერდზე!

იოგას ფედერაცია დაფუძნდა 2009 წელს, ეს არის პროფესიონალ იოგას ინსტრუქტორთა და იოგას ცენტრების გაერთიანება მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი პირველი ცენტრი „იოგას-სახლი“ პირველი იოგას ცენტრია საქართველოში (2010-დან)

ჩვენ ვაორგანიზებთ იოგას პროფესიულ და სამოყვარულო კურსებს, ტრენინგებს, სემინარებს, ტურებს და სხვა ღონისძიებებს. ვთარგმნით და ვქმნით შესაბამის ლიტერატურას ქართულ ენაზე (ისტორია, ფილოსოფია, ანატომია, ბიომექანიკა).

2020 წლიდან მოყოლებული ჩვენ მიერ მომზადებული და სერტიფიცირებული ინსტრუქტორები წარმატებით ხსნიან სტუდიებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, საქმდებიან ფიტნეს და სხვა ცენტრებში, რითაც ხელს ვუწყობთ იოგას პოპულარიზაციას მეცნიერულ საწყისებზე დაფუძნებული ცოდნის ბაზით.

ამჟამად ჩვენ მიერ მომზადებულია: 156 ინსტრუქტორი, რომელთა უმრავლესობაც დასაქმებულია.

რას წერენ ჩვენ შესახებ:

343 გამოხმაურება
გამოგვეხმაურეთ

ძიება საკვანძო სიტყვების მიხედვით