Facebook
Instagram
Youtube
Tiktok

რას წერენ ჩვენ შესახებ:

ყველა ( 397 ) გამოხმაურების ნახვა
გამოგვეხმაურეთ

ინგა თედიაშვილი სიტყვებით როგორ გადმოვცე მადლიერება არ ვიცი. ჩემი ყოველდღიურობიდან გამომდინარე, მე და ფიზიკური აქტივობა შორს ვიყავით ერთმანეთისგან, რასაც შესაბამისი შედეგიც ქონდა ჩემს ჯანმრთელობაზე. დაგროვდა ზედმეტი წონა, დასუსტდა ძვლები, კუნთები, მოდუნდა სხეული. შესაბამისად, იმის ილუზიაც აღარ მქონდა რომ თუნდაც რომელიმე ასანის გაკეთებას მაინც შევძლებდი ნორმალურად. მაგრამ მარიამმა მოახდინა საოცრებები. პირველივე მისვლაზე დამაჯერა, რომ ოჯახში ვარ, დეტალურად ხსნიდა თითოეული ვარჯიშის მნიშვნელობას, მირჩევდა ჩემთვის მისაღებ და შესაძლო ვარიანტს, გამიქრო შიში და კომპლექსი რომ იქ არ ვარ სადაც უნდა ვიყო ან რამის გაკეთებას ვერ შევძლებ. უდიდესი მადლობა მას ამისთვის <3 ნელ-ნელა ვატყობ როგორ ძლიერდება სხეული, როგორ უკეთესად ვმართავ პროცესს. იოგას სახლში მოსვლა იყო ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება რაც კი ოდესმე მიმიღია.
მარიამ მენთეშაშვილი ყოფილა დღეები როცა არ ვიყავი ხასიათზე ან მეზარებოდა ვარჯიში, მაგრამ მაინც მოვდიოდი და არასდროს მინანია- თითქოს რეალობას შორდები ცოტა ხნით და საკუთარ თავში იძირები. იოგასგან სიამოვნებას არა მხოლოდ მატზე ყოფნის დროს იღებ, ის მთლიანად ცვლის შენი ცხოვრების ხარისხს, მე პირველ რიგში საკუთარი თავისა და სხეულის უპირობო სიყვარული მასწავლა. მადლობა ინსტრუქორებს, რომლებმაც მაჩვენეს, რომ უფრო მეტი შემიძლია, ვიდრე მგონია, ხშირად უცდელად ვამბობდი არ გამომივათქო, ბევრჯერ შევმცდარვარ) და ხო არ შემიძლია არ გამოვარჩიო ანა-მარიას შავასანა, მარიამის პოზიტივი, თეას მხარდაჭერა და განსაკუთრებული მადლობა თამარას, რომელიც ყოველ პრაქტიკაზე თავს მნიშვნელოვნად მაგრძნობინებდა- ყველანი თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან. მადლობა საუკეთესო მოგონებებისთვის და ემოციებისთვის❤️
Nawon Park This place was a perfect place for practicing yoga in Georgia. I didn’t expect that the quality of class and the place itself. I will I could keep extending for the class. Unfortunately I was just a traveler it’s a shame..:( I would be miss all teachers in a yoga center. I will highly recommend you to join a group. Even you are a tourist like me, it won’t regret for that. Thank you for Ashtanga classes!
გვანცა კალანდაძე არის კომფორტული ადგილი ყველას რომ გვაქვს, ჩემსას კუნჭული დავარქვი.) რა კარგია და გამოსვლაც აუცილებელი; დიდი რომ გაიზარდო, უფრო გაძლიერდე, სულ განვითარდე, ოცნებებს მიუახლოვდე. იოგას სახლში, განსაკუთრებულ გარემოს ქმნის თითოეული ადამიანი, ცოდნას გიზიარებენ.👐🏻 არის გაჭიმვები, კუნთების ჰარმონიაა,😌სხეულის ბალანსი, სიმშვიდე. თავისუფალი შეგიძლია იყო აქ. ჯანსაღი კლიმატი, ჯადოსნურ გავლენას ახდენს ადამიანებზე.☀️ მიხარია რომ შეგხვდით❤️თქვენ, მადლობა.
ინეზა ბიბინიძე იოგამ ჩემი ცხოვრება, სხეული, ჯანმრთელობა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა სრულიად თავდაყირა დააყენა სასიკეთოდ, მადლობა ამ საოცარი შედეგისთვის მარის და იოგა ლაბს🙏❤️ ბევრი წარმატება მისურვებია მთელი გულით🌿
ანა ხაჩიძე ყველაზე თბილი ადგილი, სადაც სხეული და სული ერთნაირად ისვენებს. ჩემთვის ეს სტუდია მხოლოდ იოგას სივრცე არაა, ეს არის ადგილი, სადაც ყოველდღიური ხმაური წყნარდება და საკუთარ თავთან ვბრუნდები. თითოეულ გაკვეთილზე იგრძნობა ყურადღება, სითბო და სიყვარული ❤️ გმადლობთ, რომ არსებობთ

© 2016 საქართველოს იოგას ფედერაცია