აკ. წერეთლის გამზ.49/51

იოგა ორსულთათვის

აირჩიეთ/მონიშნეთ სასურველი კლასები!
ულიმიტო
ორშაბათი
სამშაბათი
ოთხშაბათი
ხუთშაბათი
პარასკევი
შაბათი
კვირა

11:00 - 12:00

11:00 - 12:00
მარიამ ხელაძე
43 (0) 2
შაბ

18:00 - 19:00

18:00 - 19:00
მარიამ ხელაძე
29 (0) 1
სამ

აირჩიეთ/მონიშნეთ დაწყების თარიღი!

გამოხმაურება

გვანცა მირზიაშვილი ძალიან მაგარი ნინო და ორსულების იოგას საუკეთესო კლასი საქართველოში.
მარიამ სულხანიშვილი ორსულთა იოგა საუკეთესეო გამოცდილება იყო ჩემთვის, მშობიარობაში ძალიან დამეხმარა, განსაკუთრებით სუნთქვის ვარჯიშები, იზა საუკეთესოა ❤️🥰
ეკო ჩუბინიძე რამდენიმე წლის წინ ვცადე პირველად იოგათი დავკავებულიყავი, მაგრამ საკმაოდ გამიჭირდა "დამუღამება" და გულიც ამიცრუვდა:) ახლა რადგან ორსულობის პერიოდში ექიმმა მირჩია და თან სახლიდან გაუსვლელად შემეძლო მომესინჯა, კიდევ ერთი შანსი მივეცი ჩემს თავსაც და იოგასაც და ნამდვილად გაამართლა. ჩემი აზრით, ამის მთავარი მიზეზი ნინო და იზა არიან. მიუხედავად დისტანციისა, ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ახერხებენ ვარჯიშის მიმდინარეობისას სწორი რჩევები მოგვცენ ყველას. ვარჯიშიდან ვარჯიშამდე ვხვდები, რომ წინსვლა მაქვს, უფრო მეტად მოქნილი ვხდები, ვსწავლობ სწორად სუნთქვას და, თან რაც მთავარია, ვარჯიში ბევრ ისეთ პოზას მოიცავს, რომელიც სხეულისთვის ძალიან სასიამოვნოა.
lika barabadze ორსულობის დროს იოგაზე სიარული იყო, ერთერთი საუკეთესო გადაწყვეტილება რაც კი ამ ბოლო დროს მიმიგია:)) პირველ რიგში თავს გრძნობ მსუბუქად, აგარ გაწუხებს არც წელის ტკივილი, არც თავის! ვარჯიშის მერე ხარ უფრო მეტად ენერგიული, პოზიტიური! ყველას ვურჩევ იაროს ნინოსთან, She is the Best:) P.s. ნინოს დამსახურებით ეხლა სუხიშვილის მოცეკვავეზე მეტად გამართული დავდივარ:))
ანა ახმეტელაშვილი მადლობა ნინოს, ინსტრუქტორს და ჯგუფს დადებითი ემოციების გაცვლისთვის. ზუსტად ვიცოდი, რომ ორსულობის დროსაც გავაგრძელებდი აქტიურ ცხოვრებას და ასეც არის. არაჩვეულებრივი საშუალებაა პოზიტიური განწყობის შესანარჩუნებლად და რათქმაუნდა ორსულობის დროს ფორმის შესანარჩუნებლად. ყოველი ვარჯიშის შემდეგ ვგრძნობდი თავს ენერგიულად, ბედნიერად და ვინარჩუნებდი ჩემს სხეულთან კავშირს, რაც ვფიქრობ საკვანძო ფაქტორია ქალისთვის ამ განსხვავებული მდგომარეობის მისაღებად და ორსულობის პროცესის სასიამოვნოდ წარმართვისთვის. ყველას ვუწევ რეკომენდაციას ყოველთვის იზრუნონ საკუთარ თავზე, ამ შემთხვევაში იოგას დახმარებით და ორსულობის დროსაც ❤️❤️
ელენე გრიგოლია მეორე ტრიმესტრიდან დავდივარ ორსულთა იოგაზე, ძალიან კმაყოფილი ვარ! ყველა ორსულს ვურჩევ იაროს! ხარ შეძლებისდაგვარად მოქნილი,არ გიჭირს დახრა ,თავს მსუბუქად გრძნობ! დიდი მადლობა ჩემს ინსტრუქტორ იზას <3 მისი პოზიტივი და ჩვენდამი დამოკიდებულება გვაძლევს მოტივაციას გავხდეთ უკეთესები. <3

ფოტოგალერეა



გადახდის მეთოდი
BANK TRANSFER

© 2016 საქართველოს იოგას ფედერაცია