წიგნში აღწერილია აშთანგა იოგას პირველი სერიის (მზის მისალმება და 41 პოზა+ფოტოსურათები) შესრულების ტექნიკა და სარგებლიანობა. აგრეთვე იოგას ცხოვრების წესის შესახებ.
შეიძინეთ იოგას სახლში (ყიფშიძის 5ა).
5 ლარი (10 ლარის ნაცვლად).
აირჩიეთ/მონიშნეთ დაწყების თარიღი!
გამოხმაურება
მაცაცო ასათიანი
სამწუხაროდ ბოლო აბონიმენტის მგონი მხოლოდ ერთი გაკვეთილის გამოყენება შევძელი ჯანმრთელობის პრობლემის გამო,თუმცა თქვენ მაინც ძალიან კარგები ხართ <3
მაგდა ტაბეშაძე
როდესაც ვერ ვახერხებთ სტუდიას ვესტუმროთ, მაგრამ ამავე დროს არ გვსურს რეჟიმიდან ამოვარდნა და ვარჯიშის ჩაგდება, ონლაინ გაკვეთილები, ვფიქობ, მშვენიერი გამოსავალია. თავიდან სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ პროცესში აღმოჩნდა, რომ არც ტემპი დავარდა და ინსტრუქტორიც ჩვეულებისამებს გვაკივრდებოდა და მითითებებს გვაძლევდა.
ქეთევან ქადაგიძე
ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენთან ურთიერთობით და მუშაობით. გავიარე 1 თვიანი ონლაინ კურსი თქვენს პრიფესიონალებთან ერთად, რამაც ბევრად წინ წამწია. ჩემი ვარჯიშები თქ ვენი გუნდის დახმარებით იყო ბე რად ეფექტური, სტიმულის და მოტივაციის მომცემი, გიგზავნით სიყვარულს და მადლიერებას. ნამასტე 🙏🙏🙏
სოფო ლომინეიშვილი
იოგის დაწყება მას შემდეგ გადავწყვიტე რაც წელის ტკივილები ყოველდღიურ დისკომფორტს მიქმნიდა. საქართველოში არ ყოფნის გამო მე-3 თვეა ონლაინ ვვარჯიშობ. ონლაინ პროგრამა ძალიან ეფექტური აღმოჩნდა და მიხარია ყოველი სესია, ვარჯიშის პროცესი არ არის დამღლელი, საკმაოდ დინამიურია. მე უკვე ვგრძნობ პროგრესს და ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა.
ინსტრუქტორი-ნინა ორჯონიკიძე- კარგი მცოდნეა, არამარტო იოგისპრაქტიკული, არამედ თეორიული ნაწილის, და ხშირად გვიზიარებს თავის გამოცდილებას თუ ცოდნას იოგის ასანების მნიშვნელობაზე ცხოვრებაში. მაგ. შიშის დაძლევის ასანა. გამოწვევები, რომელიც იოგის პრაქტიკის დროს აღმოვაჩინე დამაფიქრა ჩემი ცხოვრების ბევრ მომენტზე. ვფიქრობ იოგა გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ ფიზიკური პრაქტიკა.
რჩევა იოგის სახლს: კარგი იქნებოდა ონლაინ გაკვეთილებზე დროის კუთხით მეტი არჩევანი რომ იყოს, მათთვის ვინც სხვა კონტინენტზე ცხოვრობს. დროის სხვაობის გამო, მხოლოდ კვირაში 3 ჯერ ვახერხებ ვარჯიშს.
მადლობთ რომ არსებობთ!
სოფო
თეონა ფარესიშვილი
განსაკუთრებული ადგილია იოგას სახლი. ყოველი ვარჯიშის მერე გრძნობ, წარმოუდგენელი რომ გეგონა რაღაც, თანდათან როგორ გამოგდის. გასწავლიან, როგორ შეინარჩუნო წონასწორობა სხვადასხვა ასანაში და აღმოაჩენ, რომ მერე ყოველდღიურ ცხოვრებაშიც უკეთესად აბალანსებ ყველაფერს. თავდაყირა გაყენებენ და ყველა არეული ფიქრი ერთიანად გილაგდება. ითავისებ, რომ "ხანდახან წინ უფრო სწრაფად რომ წახვიდე, ჯობია ერთი ნაბიჯით უკან დაიხიო და შედარებით მარტივი ვარჯიში გააკეთო " , როგორც გიორგი ამბობს ხოლმე. სწავლობ, როგორ აკონტროლო საკუთარი სუნთქვა და სხეული. ჯანმრთელობის პრობლემებიც ნელ-ნელა გილაგდება. მოკლედ, ეს ის ადგილია სადაც ნებისმიერი მასშტაბის პრობლემას გავიწყებენ და როგორი მოწყენილი და დაღლილიც არ უნდა მიხვიდე, ენერგიული და უბედნიერესი გამოდიხარ. ერთი ნაკლი აქვთ მხოლოდ, იოგადამოკიდებული ხდები (თან ძალიან მალე) და რაც არ უნდა ხდებოდეს, არ გინდა გააცდინო. კარგი ისაა, რომ უკვე ვარჯიში დისტანციურადაც შეიძლება. თითქოს სახლში გადმოგაქვს იოგას სახლი, ისეთივე ატმოსფეროთი. მადლობა, რომ ყოველთვის გვერდით ხართ. და იოგადამოკიდებულებს კი გვხდით, მაგრამ მშვიდად ვარ, იმიტომ რომ სადაც არ უნდა ვიყო, შემეძლება დისტანციურად შემოგიერთდეთ და ჩემი წილი პოზიტივი წავიღო თქვენგან ☀️☀️☀️
თამარა მიდელაური
სამთვინი სტუდიაში დასწრების შემდეგ გადავედი ონლაინ გაკვეთილებზე, რაც ძალიან დროული და სასარგებლო იყო შექმნილი სიტუაციის გამო. გიორგი და მისი გუნდი მთლიანად აკონტროლებს სესიის სრულ პროცესს, დაწყებული ანატომიის საფუძვლებითა და ასანის სწორად შესრულების ტექნიკით. სწორად ჩართული კუნთოვანი სისტემის გამოყენებით სრულიად შეიცვალა ჩემი მიდგომა საკუთარი სხეულის ფლობის მიმართ არა მარტო სესიის განმავლობაში, არამედ მთელი დღის განმავლობაში. ეს გიორგის და მისი პროფესიონალი გუნდის დამსახურებაა. მე მათ ვენდე, მივყევი და მიხარია რომ ეს ადამიანები არიან ჩემს გვერდით.
იოგას სახლი არის ჩემი სახლი 🤗