წიგნში აღწერილია აშთანგა იოგას პირველი სერიის (მზის მისალმება და 41 პოზა+ფოტოსურათები) შესრულების ტექნიკა და სარგებლიანობა. აგრეთვე იოგას ცხოვრების წესის შესახებ.
შეიძინეთ იოგას სახლში (ყიფშიძის 5ა).
5 ლარი (10 ლარის ნაცვლად).
აირჩიეთ/მონიშნეთ დაწყების თარიღი!
გამოხმაურება
ნინი გოგოძე
ბედნიერი ვარ, რომ 7 თვის წინ დიდი ნაბიჯი გადავდგი და ჩემს პატარა ქალაქ ფოთში, ყველაზე მყუდრო და ნათელი კარი შევაღე, სადაც სულ ღიმილიანი გოგონები მხვდებიან.
მადლობა მინდა გადავუხადო მარიკა გაბელიას, რომელმაც შესაძლებლობა მომცა ამ პატარა ოჯახის წევრი გავმხდარიყავი.
იოგას საშუალებით თითქმის სრულად დავამარცხე მუდმივი თავის ტკივილები და მშობიარობის შემდგომი დეპრესია. ცხოვრება გახდა ბევრად უფრო საინტერესო, ფერადი და მშვენიერი. მადლიერების გრძნობა გამიჩნდა სამყაროსადმი, იმ მიზეზთა გამო, რასაც ადრე საერთოდ არ ვამჩნევდი. არვიცი რამდენად სრულფასოვანი იქნება ჩემი კვალი ამ უდიდეს თავგადასავალში, თუმცა ძალიან მიხარია, რომ მეც მაქვს შესაძლებლობა ამ ყველაფრის ნაწილი ვიყო.
მადლობა მარის, იმისთვის, რომ ყოველი პრაქტიკის შემდეგ იმაზე უკეთესი გამოვდივარ, ვიდრე ვიყავი ❤️
თამთა ქვარცხავა
გამარჯობა,
რაც იოგა შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, მას მერე, მენტალურად თუ ფიზიკურად თავს ვგრძნობ ათმაგად უკეთ. ზურგის წვა 15-20 წუთი ფეხზე დგომის შემდეფ რაც მქონდა, სად და როდის გაქრა ვერც ვიგრძენი.
ორივე კუთხით( მენტალურ/ფიზიკურ) ცვლილევას გარშემომყოფებიც აღნიშნავენ და მეკითხებიან, რას ვაკეთებ რომ ასე შევიცვალე.
უზღვავი მადლობა ფოთის იოგა ლაბს და მარი გაბელიას❤️ სინათლის სხივს ჩვენს პატარა ქალაქში✨