დიდუბის ფილიალი • აკ. წერეთლის გამზ.49/51

ფილოსოფია

აირჩიეთ/მონიშნეთ სასურველი კლასები!
ულიმიტო
ორშაბათი
სამშაბათი
ოთხშაბათი
ხუთშაბათი
პარასკევი
შაბათი
კვირა

20:00 - 22:00

20:00 - 22:00
გიორგი ბერძენიშვილი
826 (0) 0
შაბ

აირჩიეთ/მონიშნეთ დაწყების თარიღი!

იოგას ფილოსოფიის კურსი

ეს არის საღამოები, სადაც ჩაისთან ერთად განვიხილავთ ყველა საინტერესო საკითხს იოგას ფილოსოფიის ირგვლივ, სახელდობრ, იოგა სუტრა.
კურსებს თან ახლავს ხოლმე ასეთი დაპირება, რომ ეს არის ტრანსფორმაციული კურსი, რომ შენი ცხოვრება შეიცვლება, რომ რაღაც საიდუმლოებას გასწავლი, გახდები ბედნიერი და ა.შ. ასეთს არაფერს არ გპირდებით.
გპირდებით, რომ იოგას ფილოსოფიას გადმოგცემთ და სერიოზულ მიდგომისთვის მზაობას მივესალმები.
გპირდებით, რომ მიღებული ცოდნა შეესაბამება თანამედროვე აკადემიურ ტენდენციებს.
დღეს მსოფლიოში მოქმედი ინსტრუქტორების დიდ უმრავლესობას არ აქვს წაკითხული იოგა ფილოსოფიის უმთავრესი ტექსტი - იოგა-სუტრა.
მასწავლებელთა და გურუთა უმრავლესობა ასწავლის იოგას ისე, როგორც თავად წარმოუდგენია და ასევე ასწავლიან იმას, რაც მათი აზრით ბაზარზე მოთხოვნადია. შესაბამისად, მოსწავლე, დაახლოებით, ისმენს იმას, რა მოლოდინიც წინასწარვე აქვს.
ამ ზედაპირულობაში იოგას ფილოსოფია იკარგება. საჭიროა ტექსტთან ახლოს მუშაობა, ნაცვლად იოლი კურსებისა, რომელიც უცბად გაძლევს საგნის წვდომას, სინამდვილეში კი, მოჩვენებითი გაგება იქმნება.
მე ვიცნობ როგორც აღმოსავლურ და ისე დასავლურ ფილოსოფიას და აღმოსავლური ფილოსოფიის ინტელექტუალურ მხარეზე ბევრი რამის თქმა შემიძლია, განსაკუთრებით იოგას ფილოსოფიაზე, თუმცა, ბაზარზე მოწოდებულია უაღრესად არაინტელექტუალური სახით.
მიწოდების ასეთი ფორმა ოდნავ მაინც კრიტიკულად მოაზროვნე და განათლებული ადამიანისთვის იგნორირების საფუძველი ხდება.
კურსი, რომელსაც გთავაზობთ, არის ლექციების და დისკუსიების ერთობლიობა, სადაც გადმოცემულ იქნება იოგას სუტრები სანსკრიტთან ახლოს, მისი ცნებები და ტერმინები, მისი მისტიკურობა და რაციონალურობა, მისი მითოსურობა და მეცნიერულობა - განხილული იქნება კრიტიკული და პრაქტიკული პერსპექტივიდან.
მოწოდებული იქნებ ასევე საკითხავი მასალაც.

გამოხმაურება


იოგას დასაფენი თანხა
მაქვს საკუთარი
არ მაქვს, ვისარგებლებ სტუდიის დასაფენით
არ მაქვს, შევიეძენ
ეკოლოგიურად უსაფრთხო (თერმოპლასტიკური პოლიმერი - [საშლელი]) - eco friendly tpe yoga mat
არ მაქვს, შევიეძენ +ჩანთა
დასაფენი + ჩანთა

გადახდის მეთოდი
BANK TRANSFER

© 2016 საქართველოს იოგას ფედერაცია