ონლაინ გაკვეთილები

აირჩიეთ/მონიშნეთ სასურველი კლასები!
ულიმიტო
ორშაბათი
სამშაბათი
ოთხშაბათი
ხუთშაბათი
პარასკევი
შაბათი
კვირა

აირჩიეთ/მონიშნეთ დაწყების თარიღი!

გამოხმაურება

ათინა ბრეგვაძე მე მედიტაციაზე ვიარე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან კარგი გარემოა, მშვიდი და წყნარი. სამომავლოდ იოგაზე სიარულსაც ვგეგმავ და აუცილებლად მოგაკითხავთ.
სალომე ჩახუნაშვილი მედიტაციის ეს კურსი, გარდა იმისა რომ მას აქვს საოცრად საინტერესო და შემეცნებითი თეორიული ნაწილი , არაჩვეულებრივი საშუალებაა ისწავლო სწორად მედიტირება, ჩაუღრმავდე საკუთარ თავს,მოიპოვო სიმშვიდე,სრულიად გაწმინდო და დაასვენო გონება რუტინული ფიქრებისგან და სტრესისგან ,აღმოაჩინო ახალი შეგრძნებები,რომელსაც თითქოს სხვა განზომილებაში გადაყავხარ და ყველანაირი სიმძიმისგან თავისუფლდები. ზუსტად ის არის რაც ცხოვრების ამ ეტაპზე აუცილებელი იყო ჩემთვის❤❤მადლობა🙏🙏❤❤
დიანა დათუსანი ვისაც გსურთ საკუთარი თავის პოვნა,ემოციების მართვა და სტრესის დაძლევა,სიმშვიდის მოპოვება და უბრალოდ საინტერესო ლექციების მოსმენა ფილოსოფიაზე-აქ თქვენი ადგილია!მადლობა გიორგის კიდევ ერთი საინტერესო თავგადასავლისთვის,მოუთმენლად ველოდები ახალ შემოთავაზებებს!
მარიტა გენებაშვილი ეს კურსი მედიტაციის სხვა აპლიკაციებისგან განსხვავებით, არის შემეცნებითი, საინტერესო და მრავალმხრივი. ვურჩევდი ნებისმიერ ადამიანს ვისაც სურს მედიტაციის დაწყება, ან უკვე მედიტირებს, მაგრამ პრანაიამის ტექნიკები აინტერესებს, ან უბრალოდ საინტერესო ფილოსოფიური საუბრების მოსმენა სურს😊
ნანიკო მგელაძე მოგესალმებით …ამ მოკლე პერიოდში მივიღე უამრავი საინტერესო ინფორმაცია,სუნთქვით ვარჯიშებს საოცარი შედეგი ჰქონდა ,გავხი უფრო ენერგიული ,პოზიტიური მშვიდი …არასოდეს მქონია შეხება იოგასთან და ახლა ვფიქრობ უფრო მეტი დრო დავუთმო,უფრო გავიღრმავო ცოდნა…მადლობა ბატონ გიორგის ასეთი საინტერესო ლექციებისთვის👏
ვანო ღონღაძე იოგას პრაქტიკის წარმოებით მიღებული შედეგები უბრალოდ განსაცვიფრებელია, რასაც მრავალი მაგალითი გვიჩვენებს და გვიდასტურებს, მაგრამ, მტკიცედ მწამს და თითქმის ვიცი კიდეც, რომ მისი დანიშნულება არ შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობის დაუფლებითა და მისი ცნობიერი მართვით. იოგა საკუთარი "მე"-ს აუთენტური ბუნების ძიებაში, პოვნაში, შესწავლაში, განვითარებასა და, რაც მთავარია, გამოხატვაში გვეხმარება. კრიშნა, ბუდა, ქრისტე რასაც კი აზროვნებდნენ, მეტყველებდნენ, მოქმედებდნენ, ყველაფერი 100%-ით აუთენტური გახლდათ და გახლავთ. იოგა ყველანაირ წიგნზე უკეთესი მასწავლებელია, მეტიც, ლიტერატურაც, მუსიკაც, ფილოსოფიაც და ა. შ. ხდება უკეთესი მასწავლებელი იოგას თანხლებით, გაცილებით მარტივდება მათი წვდომა იოგას მეშვეობითა და წინწამძღვარებით, იოგას გზაზე შედგომით. სასიხარულო ამბავი ისაა, რომ დრო და სივრცე და ვითარება ყველგან მოიძევება იოგასათვის. დიდი, დიდი მადლობა ბატონ გიორგისა და ყველა ინსტრუქტორს, აგრეთვე თითოეულ ჩემ მიერ გაცნობილ პრაქტიკოსს ამ სამყაროში ინიციაციისათვის. აქ თქვენ დაგხვდებათ ნამდვილ პროფესიონალთა მთელი გუნდი, მაგრამ მისი ღირსებები არ შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალიზმით, ანუ იგი მეტია, ვიდრე, უბრალოდ, პროფესიონალთა კოლექტივი. იგი ერთიანი, მთლიანი ორგანიზმია მისი უნიფიცირებული სუნთქვითა და სასიცოცხლო ენერგიით. აქ მოსვლა გპირდებათ, რომ ცხოვრებას ახალი თვალით შეხედავთ, ბუნებასა და ხელოვნებას მეტად დააფასებთ სწორი და ადექვატური {თვით}შეფასების ფუნდამენტზე... გურამ დოჩანაშვილის ერთ-ერთი პერსონაჟი შეჰნატრის პიროვნებას, რომელსაც პირველად წაკითხვის ბედნიერება წინ აქვს, რადგან მას ჯერაც არ განუცდია იგი. მის მსგავსად, მეც შევნატრი ნებისმიერ მომავალ პრაქტიკოსს, რომელსაც წინ აქვს იოგას პირველი გაკვეთილით მოგვრილი სიხარული და ნეტარება.



© 2016 საქართველოს იოგას ფედერაცია