ადამიანი ყოველდღიურად განიცდის ძლიერ დატვირთვას თავის ფსიქიკაზე, რომელსაც ჩვენ სტრესს ვუწოდებთ. ბევრი ფსიქოლოგები და ექიმები ამტკიცებენ, რომ ზუსტად სტრესია ბევრი დაავადების, დეპრესიის და ორგანიზმის დაბერების მიზეზი. თანამედროვე ცივილიზაციამ დიდ შედეგებს მიაღწია მრავალ სფეროში- მანქანათმშენებლობის სფეროში, კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, სამედიცინო პრეპარატების გამოგონებაში. მაგრამ სტრესული სიტუაციების გადალახვაში და ბედნიერი ცხოვრების მიღევაში- განვითარების საკმაოდ დაბალ მაჩვენებელია. თუ ყურადღებით დააკვირდებით თქვენს გარშემო, თქვენ ადვილად შეამჩნევთ, რომ ადამიანი ცოცხლობს ერთი სტრესიდან მეორე სტრესამდე.
უმრავლესობა სტრესთან საბრძოლველად მიმართავს ისეთ სასუალებებს როგორიცაა: ალკოჰოლი, სიგარეტი, ტაბლეტები( ანტიდეპრესიული) , მასაჟი, ფსიქოლოგიური განტვირთვა და ა.შ. მაგრამ მათ უმრავლესობას მოაქვს დროებითი შედეგი, მაგრამ ამასთან ერთად გვაყენებენ ზიანს( მაგალითად, ალკოჰოლი იწვევს მასზე დამოკიდებულებას და აყენებს ზიანს ფსიქიკას და ჯანმრთელობას- ღვიძლს)
მე გთავაზობთ განვიხილოთ ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალება სტრესებთან საბრძოლველად- იოგა. რა თქმა უნდა იოგა მოითხოვს გარკვეულ ძალისხმევას, მაგრამ შედეგი უმაღლესია, ამავე დროს ხდებით სტრესის მიმართ ძლიერი. იოგას დახმარებით ნებისმიერი ადამიანი, ასაკის მიუხედავად და სხვა ფაქტორების გათავლისწინებით აძლიერებს ტვინის მუშაობას და ხდის მას ძლიერს, რაც ეხმარება სხვადასხვა პრობლემების გადაჭრაში, ხოლო სტრესები უმთავრესად პრობლემებისგან გვაქვს. ამავე დროს იოგა გვეხმარება ავიმაღლოთ იმუნიტეტი. როცა ადამიანი ჯანმრთელი და ჯან-ღონით სავსეა- მას შეუძლია ადვილად გაუძლოს ნებისმიერ სტრესულ მდგომარეობას და რაც მთავარია დაეხმაროს უახლოეს ადამიანებს, მაგალითად გაამხნევოს ისინი.
სტრესი ძალიან დაბლა წევს სიცოცხლის უნარიანობას და იწვევს სხვადასხვა დაავადებებს. მათ ოთხ სხვადასხვა სტადიად ან ფაზად ყოფენ: ფსიქოლოგიური, ფსიქოსომატიური, სომატიური და ორგანული. წამლები, ანტიდეპრესანტები კურნავს სომატურ და ორგანულ სტადიაზე მყოფ სტრესს, მაშინ როცა იოგა ბევრ შემთხვევაში გამოიყენება როგორც მაკონტროლებელი და სამკურნალო საშუალება ფსიქიკური და ფსიქომატიკური ფაზებისთვის, რითაც დასაწყისშივე, ან საწყის სტადიაზევე არ აძლევს საშუალებას სტრესს გადაიზარდოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო შემთხვევად.
იოგის მეცადინეობისთვის საჭიროა 2X2-მ-ზე რბილი დასაფენი სისქით დაახლოებით 1 -1,5 სმ, რათა მოსახერხებელი იყოს ასანების შესრულება და ფეხები მყარად დავდგათ. შეგვიძლია გამოვიყენოთ ბალიში, რათა მასზე დავჯდეთ ანდა დავიდოთ რთული ასანების შესრულების დროს. იოგას ათვისებისას უნდა იყოთ მობილიზებულები, შეეცადეთ ყურადღება მიმართოთ სხეულზე, სხეულის ნაწილებზე, სადაც დაძაბულობაა - მოადუნეთ. თუ აზრები სხვაგან გაგვირბის, უბრალოდ ისევ ვარჯიშზე დააბრუნეთ გონება. გარკვეული პერიოდის შემდგომ იოგას პრაქტიკისას აღმოაჩენთ, რომ თქვენ უფრო მობილიზებული ხართ და აზრების უკეთ გემორჩილებათ.
შავასანა სტრესის წინააღმდეგ
შავასანა ცნობილია როგორც მოდუნების პოზა. მისი შესრულება უმჯობესია ასანების შესრულების შემდგომ ანდა ძნელი და გადამღლელი დღის შემდეგ, ის მოგიხსნით ყველა დაძაბულობას და სტრესებს.
ასანის შესრულების ტექიკა, აღებულია : „ ჰათჰა იოგა პრადიპიკადან“
დაწექით სწორ იატაკზე. ოდნავ გაწიეთ ფეხები განზე( 20- 30 სმ) ხელები გასწიეთ სხეულიდან 10- 20 სმ.- თი. ხელის გულები უნდა უყურებდეს ჭერს. ფეხები და ზურგი უნდა იყოს სწორი.
მოადუნეთ მთელი სხეული; თვალები დხუჭეთ დაა პირი დახურეთ.ისუნთქეთ თავისულლად ცხვირით.
ყურადღების კონცენტრირება მოახდინეთ თავისუფალ სუნთქვაზე და შეიგრძენით, სხეული ყოველ ამოსუნთქვაზე, როგორ დუნდება და მსუბუქდება. ყურადღება გეჭიროთ სუნთქვაზე და სხეულის შეგრძნებაზე.
შავასანა არის ძალიან მარტივი პოზა, მაგრამ უამრავი ადამიანისთვის ბოლომდე მოდუნება ძნელია. შესრულებისას შესაძლებელია ყურადღება გავამახვილოთ ცალკეული ორგანოების მოდუნებაზე, მაშინ სუნთქვა უფრო მშვიდი გახდება.. შეეცადეთ იგნორირება გაუწიოთ სხვა თემაზე აზრებს და კონცენტრირება მხოლოდ სხეულზე და სუნთქვაზე მიმართოთ.
ეს პრაქტიკა სასარგებლოა სხეულის უკეთ გაცნობიერებისთვის და პრატიაჰარის დასახვეწად. როცა სხეული მთლიანად მოდუნდება, უკეთ ვაცნობიერებთ გონებას. ეს დადებითად მოქმედებს სხეულის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ( გონების) სტრუქტურებზე. ეს პრაქტიკა განსაკუთრებით სასარგებლოა, სხვა იოგურ მეთოდებთან ერთად, მაღალი წნევის, მომნელებელი სისტემის წყლულის, ყველანაირი ფსიქოლოგიური დაავადების და ნერვოზის დროს. შავასანა ძალიან სასარგებლოა, მაშინაც კი, თუ ადამიანი ჯანმრთელია. როდესაც დღის განმავლობაში გონება იღლება, ჩნდება დაძაბულობა და გონებრივი გადაღლა. ამიტომ აუცილებელია შავასანას პრაქტიკა სტრესების და დაძაბულობების მოსახსნელად. მიუხედავად იმისა რომ ეს სტატიკური პოზაა, ის აცოცხლებს მთელს სხეულს.
სურია ნამასკარი ორგანიზმის და ცნობიერების გასამაგრებლად
სურია ნამასკარი -ძალიან ცნობილი ტექნიკაა იოგაში,ერთ- ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია ჯანმრთელობის და ენერგეტიკულად აქტიურობის შესანარჩუნებლად.
რეკომენდირებულია, ყოველ დღე ასანების ვარჯიში დავიწყოთ ამ კომპლექსით . გარკვეული დროის შემდგომ თქვენ შეიგრძნობთ მეტ ძალასა და ენერგიას, თავს იგრძნობთ უფრო მხნედ და ენერგიულად, მოასწრებთ უფრო მეტ საქმეს და დადებით განწყობას შეუქმნით გარშემომყოფთ, რაც მთავარია- მოიმატებს სტრესების მიმართ მდგრადობა.