ჟესტი ნამასტე წარმოადგენს რწმენას, რომ ყველა ჩვენგანში არსებობს ღვთაებრივი ნაპერწკალი, რომელიც მდებარეობს გულის ჩაკრაში. ეს ჟესტი არის აღიარება ერთი სულის მიერ მეორე სულისა. "ნამა" - ნიშნავს დახრას, ას – მე, “ტე” – შენ. ამიტომაც ნამასტე ნიშნავს - მე თავს ვხრი.

ნამასტეს შესასრულებლად, ჩვენ ხელებს ვაერთებთ გულის ჩაკრასთან, თვალებს ვხუჭავთ და თავს ვხრით. მისი შესრულება ასევე შეიძლება შეერთებული ხელების მიტანით მესამე თვალთან, თავის დახრით და შემდეგ ხელების გულთან ჩამოტანით. ეს განსაკუთრებული პატივიცემის ნიშანია. დასავლეთში სიტყვა “ნამასტე” წარმოითქმება ჟესტთან ერთად. ინდოეთში კი ჟესტი მიანიშნებს ნამასტეზე და ამიტომაც არ არის აუცილებელი თავის დახრის დროს ამ სიტყვის წარმოთქმა.

ჩვენ ვაერთებთ ხელებს გულის ჩაკრასთან, რათა გავზარდოთ ღვთაებრივი სიყვარულის ნაკადი. თავის დახრა და თვალების დახუჭვა ეხმარება გონებას, დაემორჩილოს გულში მყოფ ღვთაებრივ სიყვარულს. შეგიძლიათ მარტომ გააკეთოთ ნამასტე როგორც მედიტაციის ილეთი, რომ უფრო ღრმად შეხვიდეთ გულის ჩაკრაში.

მასწავლებელს და მოსწავლეს ნამასტე აძლევს საშუალებას დაუახლოვდნენ ერთმანეთს ენერგეტიკულად. ისინი თავისუფლდებიან ეგო-კავშირების ბორკილებისგან. თუ ეს გაკეთდა გულში დიდი გრძნობით და გონების დამორჩილებით, შეიძლება აღმოცენდეს ორ სულს შორის ღრმა კავშირი. 

იდეალურ შემთხვევაში ნამასტე უნდა შესრულდეს ვარჯიშის დაწყების და დამთავრების დროს. მაგრამ უფრო ხშირად ის სრულდება ვარჯიშის დამთავრების დროს, რადგან ამ დროს გონება ნაკლებად აქტიურია და ენერგია ოთახში უფრო მშვიდია. მასწავლებელი ასრულებს ნამასტეს, როგორც სიმბოლოს მადლობის და პატივისცემისა სტუდენტების და თავისი მასწავლებლების მიმართ. ის ამით იწვევს სტუდენტებს, დაუკავშირდნენ თავიანთ წინაპრებს, და ამით მისცენ საშუალება ჭეშმარიტებას გადმოდინდეს – ჭეშმარიტებას, რომლითაც ჩვენ ყველანი ერთნი ვართ, როდესაც ვცხოვრობთ გულის კარნახით, გულწრფელად.