აკრო იოგა არის ფიზიკური პრაქტიკა, რომელშიც შერწყმულია იოგასა და აკრობატიკის ელემენტები. არსებობს აკრო იოგას ორი სკოლა. კანადელმა წყვილმა ჯესი გოლდბერგმა და ევგენი პოკუმ პირველად გამოიყენეს ტერმინი "აკრო იოგა" 1999 წელს და თავიანთი წარმოდგენა იოგას, აკრობატიკისა და ცეკვის ელემენტბებით შეაზავეს. შემდგომ, კალიფორნიელმა წყვილმა ჯეისონ ნემერმა და კენი კლეინმა 2006 წელს შექმნეს აკრო იოგას თავიანთი ვარიანტი, რომელსაც ტაილანდური მასაჟის ელემენტები დაუმატეს. ორივე სკოლა ატარებს სასერთიფიკატო კურსებს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ბევრი ელემენტი მათ საერთო აქვთ.
როლები
Base - საყრდენია, რომელიც ყველაზე ხშირად ეხება მიწას. ის შეიძლება იწვეს, ან იდგეს. მას სჭირდება სხეულის სიძლიერე, რომ კარგად დაიჭიროს Flyer-ი.
Flyer - ზემოთ მყოფია. მას უნდა ჰქონდეს კარგი წონასწორობის შეგრძნება და ძლიერი შუაწელი ბალანსისთვის.
Spotter - არის დამხმარე. ეს აკვირდება Base და Flyer-ს, აძლევს მათ რჩევებს და საჭიროების შემთხვევაში აზღვევს დაცემისაგან.
ისტორია
უნდა აღინიშნოს, რომ 1938 წელს გადაღებულ ვიდეოში ტ. კრიშნამაჩარია იოგას დემონსტრირებას პარტნიორთან ერთად ახდენს. ისმის ხოლმე კითხვა, რამდენად არის აკრო იოგა "ნამდვილი" იოგა, რის პასუხადაც ამ ვიდეოს მაგალითი მოჰყავთ, რომ მსგავსი პრაქტიკით თვითონ კრიშნამაჩარია, რომელიც თანამედროვე იოგას მამად არის აღიარებული, იყო დაკავებული.
გიორგი ბერძენიშვილი.