ამბობენ, რომ როდესაც მზად იქნები, მასწავლებელი თავისთავად გამოჩნდება. ჩემი თავგადასავალი იოგასთან მიმართებაში 1990 წელს დაიწყო. ჩემი პირველი მასწავლებელი დენი (პარადაისი) მოვიდა ჩემთან სტუდიაში და იოგას შესწავლა შემომთავაზა. იოგას შესახებ წარმოდგენა არ მქონდა, მაგრამ ვთხოვე, რომ ეჩვენებინა რა იყო ეს. მან ეს გააკეთა. დემონსტრაციის შედეგად მე აღვფრთოვანდი მისი ძალითა და მოქნილობით. კიდევ უფრო მეტად მოვიხიბლე, როდესაც რამდენიმე მოძრაობის გამეორება ვცადე.

ყოველთვის მეგონა, რომ კარგ ფორმაში ვიყავი. ჩემი სამუშაო ამას მოითხოვს. ადრეულ ახალგაზრდობაში სპორტით ვიყავი გატაცებული და ყოველდღიურად დავრბოდი, მაგრამ შემეძლე წინ გამართული ფეხებით დახრისას ხელისგულები იატაკზე დამედო? ვერანაირად. მარტივი მზის მისალმების შესრულებაც კი ვერ შევძელი, მძიმედ ვსუნთქავდი, როგორც ძველი ორთქლმავალი.  მასწავლებლის სუნთქვა კი მშვიდი და თანაბარი იყო. ვთხოვე შემდეგი დღიდანვე მოსულიყო ჩენთან სახლში და იოგას გაკვეთილები ჩაეტარებინა.

ესტრადაზე მუშაობა დიდ ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს, ხოლო სიმღერების წერა წარმოუდგენელია ძლიერი წარმოსახვის უნარის გარეშე. იოგას პრაქტიკამ გაზარდა ჩემი შესაძლებლობები. იოგას წყალობით, რომელიც ეხლა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, უკეთ გავაცნობიერე მეუღლის და მამის მოვალეობები და გამიადვილდა ადამიანებთან ურთიერთობა. იოგას პრაქტიკა დამეხმარა შემეცნო ჩემი შინაგანი "მე" და მქონოდა მთელი რიგი შენაგანი აღმოჩენები. მაგალითად, ვგრძნობ, რომ ჩემი სხეული იტევს ყველაფერს, როც 50 წლის განმავლობაში განმიცდია. შიში, პირობითობები, ეჭვი — ყოველივე ამან გარკვეულწილად  იმოქმედა ჩემი სხეულის სტრუქტურაზე, კუნთურ სისტემაზე. როდესაც დაძაბული ვარ და შებოჭილი, ვგრძნობ, რომ ამ დროს ემოციურ პრობლემას განვიცდი. მაგრამ, როდესაც თავდაჯერებული, ღია და გახსნილი ვარ, ეს ჩემს ფიზიკურ სიმსუბუქეზეც ისახება.

დარწმუნებული ვარ, რომ იოგამ შემმატა ახალი ენერგია და კონცენტრირების უნარი, რასაც ვერ შევიძენდი მის გარეშე.

 

სტინგი — მუსიკოსი