ალბათ, ბრინჯაოს ხანის ადამიანისთვის, რომელმაც ასანა (პოზა) იოგას კომპონენტად აქცია, რამაც შემდგომ იოგას ვარჯიშების ფორმა მიიღო, ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესით გამოწვეული პრობლემები ნაკლება აქტუალური ან სულ უმნიშვნელო იყო. ის, რაშიც იმ პერიოდის იოგი თვითწვრთნას ეწეოდა, უმოძრაოდ ჯდომა იყო ანუ პრობლემა იყო არა უძრაობა, არამედ მოძრაობა. მას უნდა მიეღწია უძრაობისთვის, მაგრამ არა პასიურობისთვის, ეს უძრაობა არ უნდა გადაზრდილიყო სხეულის სისუსტეების დაყოლაში. ანუ იგი არ უნდა გადაქცეულ იყო „ლუარსაბ თათქარიძე", პირიქით, ეს უძრაობა იყო კონტროლის უმაღლესი ფორმა. თუმცა, ეს საკითხი შარლ ლუი მონტესკიეს რომ გაეანალიზებინა, ასე მგონია, იტყოდა, რომ სამხრეთ აზიური ფორმები სწავლებებისა სრულ თანხვედრაში იყო კლიმატთან და სიცხის გამო, ძირითადად, პასიურ მდგომარეობაზე იყო აქცენტი განსხვავებით ჩრდილოეთ აზიისა. მისი აზრით რელიგიაც კი კლიმატური, გეოგრაფიული და ბუნებრივი მდებარეობიდან გამომდინარეობდა. თუ მას დავუჯერებთ, გასაგები გახდება, რატომ არის უმეტესობა ეგვიპტური ქანდაკებებისა თუ გამოსახულებისა პასიურ, წამოწოლილ-დამჯდარ, მდგომარეობაში, მათ არ სჭირდებოდათ და არც სურდათ გაოფლიანება, თუმცა კლიმატური პირობების გამო, როდესაც საკვებს და ტანსაცმელს იოლად მოიპოვებდნენ და ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდათ, უსაქმურობისგან პირამიდებიც კი ააგეს. მიუხედავად ამისა, ადამიანისთვის აუცილებელი საშუალებების წარმოებისთვის ფიზიკური შრომა აუცილებელი იყო, სანამ იგი კაპიტალიზმის ეპოქაში ფიზიკურად მომუშავე „ავტომატად" არ იქცა, ხოლო ინდუსტრიული რევულუციების და ტექნოლოგიურ-ინფრასტრუქტურული განვითარების შემდგომ, ნელ-ნელა, ფიზიკური აქტივობის დონე შემცირდა, სანამ ადამიანი ჯერ ფიზიკურად გაჩერდა, შემდეგ კი ხელოვნურ ინტელექტის შექმნის სურვილით ანთებული სულ უფრო და უფრო იმედოვნებდა, რომ აზროვნებაც აღარ დასჭირდებოდა მისი მიზნების რეალიზაციისთვის. მისი ცხოვრება გაპროზდა. მეორე მხრივ, ცხოვრების ამ პროზაულ ფორმში არის ყველაფრის საშუალება, რასაც კი მოინდომებ და შეძლებ. ადამიანი დღეს - დადის უსწორეს ზედაპირზე და აპროტესტებს უსწორმასწორო გზებს, რადგან მინიმალური ძალისხმევითაც სწრაფად გადაადგილდეს. დღევანდელი ადამიანი აღწევს უდიდეს ჰარმონიას - იგი ერთდროულად თან ახალგაზრდაა და თან მოხუცია. რას წარმოიდგენდა პატანჯალი, რომ დღევანდელ დღეს იოგა აქტივობის ფორმად იქცეოდა, საუკეთესო საშუალებად იმისათვის, რომ სულ მცირე სივცეში მოახდინო საკუთარი სხეულის მობილიზაცია. არის კი ეს საკმარისი ქალაქში მცხოვრები ადამიანისთვის? ტექნოლოგიების მეშვეობით ადამიანმა დაიმორჩილა ბუნება, იგი ისეთი მოწყვლადი აღარ არის ბუნების წინაშე, თუმცა, ბუნების ეს დამორჩილება და მოშინაურება- ბუნების განადგურებად ან იგნორირებად იქცა და აქ ადამიანი საკუთარ ფესვებს მოსწყდა. მოსწყდა იმ საწყისს, რომ იგი ბუნების შვილია და თუ დარვინს დავუჯერებთ და მოხრილი პრიმატისგან ნელ-ნელა წელში გამართულ ადამიანად იქცა. თუმცა, ისიც უნდა დავძინოთ, რომ ადამიანი ვერც ზნეობრივად და ვერ ფიზიკურად ვერ არის წელში გამართული, მუტაციის ეს პროცესი არ არის შეუქცევადი და ურთიერთსაპირისპირო ძალთა მოძრაობას გულისხმობს. დღევანდელ ადამიანს შეუძლია საქმე სულ ოდნავი ფიზიკური ძალისმევით გააკეთოს, იგი მიდის სამახურში და ზის. თუმცა, ბევრს ბიზნესის კეთებას სახლიდან გაუსვლელადაც კი შეუძლია, მეტიც, მასა ლოგინიდან ადგომაც კი არ სჭირდება. იგი მხოლოდ იმაზე ზრუნავს, რომ ხან მუცელზე დაწვეს და ხან ზურგზე, რადგან სრულიად უმოძრაობაც არ არის კარგი. სულ უფრო და უფრო უმცირდება ენერგია, სასიცოცხლო ძალები, უჩნდება სისუსტე და ჯანმრთელობის ათასი პრობლემა, მისი თვალებისთვის მზიანი ამინდი დაძაბულობაა, რადგან არ არის შეჩვეული დღის სინათლეს.
და აი, ჩნდება საჭიროება აქტივობის, ვიხსენებთ ბავშვობას, რამდენად აქტიურები და უშუალონი ვიყავით და იმ აზრამდე მივდივართ, რომ საჭიროა გარეთ, ბუნებაში გასვლა, რისთვისაც ყველაზე ადეკვატური დროა შაბათ-კვირა, რომელიც წინააღმდეგობების მწვერვალ პერიოდათ შეიძლება ჩავთვალოთ. განსხვავებით სამუშაო კვირის დასაწყისისა, სადაც მარალი პასუხისმგებლობის გრძნობა ავტომატურად ახდენს ჩვენს მობილიზაციას, შაბათ-კვირას ხშირად ასეთი ვალდებულება არ არსებობს და მთელი პროცესი ჩვენს ნებელობასა და ნებისყოფაზეა დამოკიდებული. აქ იწყება ორთაბრძლოლა სიზარმაცესა და საჭიროებას შორის. გამოძინებასა და ფეხით სიარულს შორის, წასვლასა და დარჩენას შორის, თუმცა ეს პროცესი სიქოლოგიურად პარასკევს დილიდან იწყება, ხოლო ფაქტობრივად პარასკევს საღამოს. ბრძლოა საკუთარ თავთან ფილოსოფიურ ხასიათსაც იღებს - „კარგი იოგები ორშაბათიდან იწყებენო" და ა.შ. ჩნდება არგუმენტები, ისედაც დაღლილი ვარ და კიდევ უფრო მეტად ხომ არ დავიღლებიო. ადამიანს ებრძვის ორი ბატალიონი ზედმეტი ჭამის, სმის და ძილის, რომელსაც განცხრომა მეთაურობს და სოციალური ქსელები, რომელსაც თავისუფალი ჩამოყოლა მეთაურობს.
როგორც ჩანს, მხოლოდ რჩეულები იმარჯვებენ ბრძლოაში და ეს გამარჯვება იწყება გაცნობიერებით, რაც უფრო პასიურად ვარ, მით უფრო ვსუსტდები, რომ ეს ვირტუალური რეალობა არ არის ერთადერთი ნამდვილი რეალობა, რომ საჭიროა გარემოს შეცვლა, რასაც გარესამყაროს შეცვლაც მოჰყვება. როდესაც გონება სულმუდამ საქმეებსა და პრობლემებზეა მიმართული, აღარ გვრჩება დრო იმისთვის, რომ ცხოვრებით დავტკბეთ. ვიცხოვროტ არა მხოლოდ ოცნებიტ დიდ წარმატებაზე, არამედ პრაქტიკულად ვიმოქმედოთ, მოვშორდეთ იმ გარემოს, რომლის ყოველი დეტალი კვლავ ნევროტულ აზრებში გვაბრუნებს და რომლისგანაც დროებიტი გასვლაც კი ისევ სასიამოვნოს ხდის, როდესაც ჩვეულ რუტინას ვუბრუნდებით. მაგრამ ეს ნამდვილი დასვენება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ დასვენების დრეებში იგივე რუტინის პასიურად აღმსრულებლები აღარ ვართ ანუ მაშინ როდესაც ჩვენ სამსახურში არ ვართ, მაგრამ არაცნობიერად მაინც ამ პროცეზებზე ვართ დამიზნებული. ამიტომ განტვირთვა ხდება მხოლოდ ნამდვილ მოქმედებაში და ნამდვილ გარემოში ანუ იმ მგომარეობაში, რომელიც გვიქჩვენებსგზას ჩვენი ყოველდრიურობის პერიმეტრს გარეთ.