კაცობრიობა ყოველდღიურად ახალ-ახალი გამოწვევების წინაშე დგება. ცვლილების პროცესები ყველგან ერთნაირი ტემპით არ მიმდინარეობს და ცივილიზაციის დონიდან გამომდინარე ყველგან ერთი და იგივე სიცხადით არ დგას. მეტიც, კაცობრიობის სხვადასხვა ჯგუფებში ამ გამოწვევების ეტაპები არასინქრონულად მიმდინარეობს და რაც ერთი ჯგუფისთვის განვლილი ეტაპია, მეორესთვის მთავარი, ჯერ გადაუჭრელი პრობლემაა. თუმცა, მიუხედავათ ამ პრობლემების რაგვარობისა, ჩვენს ეპოქაში "დროისა აჩქარების" და "სივრცის შეკუმშვის" პრობლემა შეიძლება გამოიკვეთოს — როგორც უმთავრესი, კერძოდ, ცხოვრების სწრაფი რიტმი, თავისუფალი დროის სიმცირე, ინფორმაციის მიღების ტემპის სისწრაფე მისი ხარისხიანად გადამუშავების გარეშე და ა.შ. 

 

ამ ყოფაში, ერთი მხრივ, ვვითარდებით მხოლოდ ფიზიკურად, ჰორიზონტალურად და აღარ გვრჩება ენერგია სულიერი განვითარებისთვის, მეორე მხირვ, ბევრს კარგად მოეხსენება, რომ  შესაძლოა  გამოიძებნოს ენერგია სულიერი თვითჩაღრმავებისა, საკუთარი ტრანსცენდენტული "მე"-ს შეცნობისა, თუმცა ამ დროს ფიზიკურ განვითარებას შესაძლოა არ მიექცეს სათანადო ყურადღება.  მართლაც, მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ვახარხებ თუ არა მე ამ ორივეს, ფიზიკურისაც და სულიერისაც, თანაბარმნიშვნელოვნად განვითარებას, ისე, რომ პირველ რიგში, მე თვითონ ვიყო კმაყოფილი საკუთარი თავით. 

ამ შემთხვევაში იოგა სრულფასოვანი ფიზიკური და ღრმა სულიერი, განვითარებადი, მაგრამ თავისი ძირითადითადი მსოფლმხედველობრივი ღერძის შემნარჩუნებელი პრაქტიკა ან სწავლებაა და შეუძლია ჯეროვნად უპასუხოს კაცობრიობის ყველაზე უფრო ცივილიზებული ჯგუფების და საზოგადოების ზომო აღნიშნულ გამოწვევებს.

  1. იოგა სრულფასოვანი ფიზიკური პრაქტიკაა

იოგას ადრეულ ფორმებში ფიზიკურ პრაქტიკას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა. ფიზიკურმა პრაქტიკამ შუასაუკუნეებში შეიძინა განსაკუთრებული დატვირთვა და შემდგომ მეოცე საუკუნეში დასავლეთის ქვეყნებში ცივილიზაციის და ახლებური ცხოვრების ყაიდის განვითარების პროპორციულად აღორძინდა. ეს გასაგებიც არის, ცივილიზაციის საპირწონედ ფიზიკური აქტივობა კლებულობს და თუ ადრე ადამიანი ყოფითი საქმიანობით ახერხებდა ფიზიკური სხეულის დატვირთვას (მეტი სიარული უწევდა ფეხით და ა.შ.) დღეს ნაკლებ მოძრავი ცხოვრების წესი ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა გახდა საზოგადოების ფართო ნაწილში, ძირითადად განვითარებულ ქვეყნებში. სწორედ ამ მოთხოვნამ გააჩინა იოგას ამგვარი  სახეობების გაჩენის საჭიროება და განვითარება დასავლეთის ქვეყნებში (განსაკუთრებით აშშ-ში). აქ იოგას სწავლებამ ბევრი აიღო დასავლური მედიცინიდან, ანატომიიდან და სულ სხვაგვარად წარმოაჩინა თავი. ამგვარი შერწყმის გარეშე, განსაკუთრებით ანატომიის ცოდნის საფუძვლებთან, რაც დასავლეთის ქვეყნებში მოხდა, მხოლოდ ის პრაქტიკა, რასაც ინდო-ტიბეტური იოგა გულისხმობდა, თანამედროვე ცივილიზებული ადამიანისთვის დამაკმაყოფილებელი არ იქნებოდა.

დღესდღეობით, იოგა სრულფასოვანი ფიზიკური პრაქტიკაა, რაც ვარჯიშთან ერთად დიეტასაც გულისხმობს. არსებობს ვარჯიშების ოთხი ტიპი.

  1. კარდიოვასკულარული (გულ-სისხლძარღვთა სისტემის) ვარჯიში. ეს იმგვარი ვარჯიშებია, როდესაც გულის ცემის სიხშირე მატულობს. ამგვარ ტიპს მიეკუთვნება, მაგალითად,  სირბილი, ცეკვა და ა.შ. ერთი შეხედვით იოგას ვარჯიშები სტატიკის გამო პასიურად გამოიყურება და შეიძლება გამოუცდელმა ადამიანმა იფიქროს, რომ აქ კარდიო დატვირთვა არ არის, მაგრამ აქ არის ორი მომენტი. პირველი, იოგას გვარობა. მაგალითად, აშთანგა ვინიასა იოგა საკმაოდ დინამიური სისტემაა და მისი პრაქტიკის დროს გულის ცემა შესაძლოა წუთში 130 დან 180 მდეც მერყეობდეს, რა დროსაც გამოიყოფა დიდი რაოდენობით ოფლი. ინტენსივობა რამდენიმე პრამეტრზეა დამოკიდებული. ა) შესრულებული კომპლექსის სირთულე. ბ) ჩვენი რიტმი, ტემპი. გ) ოთახის ტემპერატურა. შესაბამისად, აშთანგა იოგა შესაძლოა სირბილზე უფრო მეტი კალორიის გახარჯვის საშუალებას გვაძლევდეს და ამიტომ, ის მაღალი ხარისხის კარდიოვასკულარული დატვირთვაა.
  2. კუნთების გამკვრივება. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია იოგას სახეობა და სისტემა. ნებისმიერი იმგვარი სისტემის დროს, როდესაც ვარჯიშების ერთიანი უწყვეტი ნაკადია (ვინიასა), კარდიო-დინამიურ პრაქტიკასთან ერთად კუნთური სისტემაც მუშაობს საკმაოდ ინტენსიურად.

 

ა) მუცლის, წელის და შუაწელის კუნთები;

ბ) ხელის კუნთები;

გ) ზურგის კუნთები;

დ) ფეხის კუნთები;

 

1-1,5 საათიანი ფიზიკური ვარჯიში საკმარისია სხეულის ყველა კუნთის გასამკვრივებლად და მშვენიერი ფორმის მისაცემად. ერთადერთი, რაც იოგას ასანებს (პოზების) მინუსად შეიძლება ჩაითვალოს ამ თვალსაზრისით, არის ის, რომ კუნთის მასას გაზრდა ვერ მოხერხდება მოცულობაში ისევე  ეფექტიანად ვიდრე, ვთქვათ, სიმძიმეების აწევის შემთხვევაში.

 

  1. გამძლეობის მატება. ეს პირდაპირ კავშირშია სუნთქვასთან, საკუთარი ენერგიის გადანაწილების და მართვის უნართან. სწორი სუნთქვა არის ერთ-ერთი პირველი, რაც უნდა ისწავლოს იოგათი დაინტერესებულმა ადამიანმა. ამის მიზეზი აგრეთვე, მეთოდური მიდგომაა, ეტაპობრივობა და სხვა დეტალების გათვალისწინება.
  2. მოქნილობა. ეს ყველაზე უფრო მეტად არის ადვილად აღსაქმელი გამოუცდელი ადამიანისთვისაც კი, რომ იოგა მოქნილობას ანვითარებს. თუმცა, გავრცელებული მოსაზრება, რომ იოგას პრაქტიკისთვის წინასწარ არის მოქნილობა საჭირო, ან რაიმე განსაკუთრებული მონაცემები არსებობს, ან მხოლოდ მოქნილობის შენთხვევაშია იოგა სასარგებლო — მცდარია. მოქნილობა ვითარდება, მაგრამ ანატომიის ცოდნის გათვალისწინებით, ამ ვარჯიშებს მხოლოდ სარგებლიანობის მიზანი აქვს და არა, მაგალითად, შეჯიბრის. სპორტული გაჭიმვების დროს შესაძლებელია ეს სულაც არ იყოს სასარგებლო, პირიქით, შესაძლოა მიზნის მიღწევის გამო უგულებელყოფილ იქნას, სარგებლიანობის თვალსაზრისით სწორი მიდგომის ძირითადი პრინციპებიც კი.

 

  1. იოგა ღრმა სულიერი სწავლებაა

იოგა ძალიან ღრმა, საკუთარი „მე“-ს შემმეცნებელი სწავლებაა. ის ასწავლის, რომ ადამიანის პირადი „მე“ ჰარმონიაში უნდა იყოს/მოვიდეს სამყაროსეულ უსასრულო მესთან. ადამიანის „მე“ სამყაროს „მე“-ს მოპირისპირეა, მათ შორის მსგავსება ისაა, რომ ორივე უსასრულო და უსაზღვროა და მე სამყაროს ნაწილად აღვიქვამ ან პირიქით, სამყაროს აღვიქვამ ჩემს ნაწილად იმის პროპორციულად, რამდენადაც საკუთარ თავს შევიმეცნებ ზნეობრივი პრინციპების (იამა-ნიამა) გათვალისწინებით, ღრმა ჭვრეტით საკუთარი ცნობიერების მატერიისა (ჩიტტა) და ამ მატერიის რეაქციებისგან (ვრიტტი) ვთავისუფლდები მისი სუბიექტურობის გათვალისწინებით.

ამ დროს ემპირიულ გამოცდილებას მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე გონებრივ მსჯელობას ამის შესახებ. ანუ მნიშვნელოვანია საკუთარი სიღრმის მიღწევა მედიტაციური წიაღსვლებით, ვიდრე ამ მსვლელობის დროს დანახულის/აღქმულის სახელრქმევის და გამოთქმის პროცესი. ამ მიდგომით დაინტერესებულ ადამიანს პირადი გამოცდილებისკენ უბიძგებს, ვიდრე საქმის „გამარტივებისკენ“, რომ სხვისი გამოცდილება მიიღოს როგორც რეალობა (თუმცა ეს ყოველთვის ვერ ხერხდება და ზოგიერთი მაძიებელი იწყებს მსჯელობას ისეთ საკითხებზე, რაზედაც ინტელექტუალური მსჯელობა შეუძლია, მაგრამ ემპირიულად განცდილი არ აქვს). უნდა აღინიშნოს, რომ რელიგიისგან განსხვავებით, იოგა ნაკლებად დოგმატურია.

ჩვენ ვცხოვრობთ ეპაქაში სადაც შეხედულებათა დაახლოვების პროცესი ინტენსიურია. „იოგა სუტრას“ კომენტატორი სვამი ვივეკანანდა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის იოგას პოპულარიზაციაში დასავლეთის ქვეყნებში, უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი მეორე აფორიზმის გამარტებაში, რომელიც იოგას რაობას ეხება, ციტირებს ინგლისელ ფილოსოფოსს ჯონ სტიუარდ მილს: „მატერია შთაბეჭდილებების მუდმივი შესაძლებლობაა“. გარდა ამისა მისი მსჯელობა იოგა რაობის შესახებ ძალიან გავს კანტისეულ მოსაზრებებს, კერძოდ „წმინდა გონების კრიტიკიდან“, რაც ერთგვარი ახლი ფორმა იყო იოგას ტექსტების კომენტირებისას, როდესაც იოგას განმარტებებისას მხოლოდ იოგების მიერ გამოთქმულ აზრებს კი არ ეყრდნობა, არამედ დასავლურ ფილოსოფიასაც. ამით შეიძლება იმის თქმა, რომ მან დააახლოვა ერთმანეთთან იოგას სწალების  და ფილოსოფიის ენა, ან შეიძლება ითქვას გამოიყენა ფილოსოფიის ენა, რაც იმ დროს (კანტის შემდგომ) პრესტიჟულად თვლებოდა ინტელექტუალური აზროვნების თვალსაზრისით და გაგების გამარტივების თვალსაზრისით სასარგებლო შრომა გასწია. ერთი მხრივ ამაგვარმა  მიდგომამ, ახლებურმა და გამდიდრებულმა ენამ განაპირობა ტერმინების — „იოგას ფილოსოფია“, „აღმოსავლური ფილოსოფია“ და ა.შ. სტიმულაცია და დამკვიდრება. ჰინდუიზმი ექვსი სახის  სისტემას შეიცავს: სანქჰია, იოგა, მიმანსა, ნიაია, ვედანტა, ვაიშეშიკა, რომელთაც დარშანას (დაკვირვება) უწოდებენ. სიტყვა დარშანა დღესდღეობით იხმარება როგორც ფილოსოფია, ანუ ჰინდუიზმის ექვსი ფილოსოფიური მოძღვრება (ერთ-ერთი იოგაა), მაგრამ იოგა თავისთავად არ არის ფილოსოფია იმ გაგებით, რა გაგებითაც ეს დასალური ფილოსოფიის მიმართ იხმარება. ეს სხვა კატეგორიაა. ეს არის იმგვარი ცოცხალი მდუმარე შემეცნების პროცესი, რომელიც შესაძლოა ნებისმიერი ადამიანის ყოველდღიურობაში მონაწილეობდეს.  მდუმარეა იმ გაგებით, რომ დანახულის გამოთქმა, სახელრქმევა და კატეგორიზაცია საჭირო არ არის. ამგვარი რომ ყოფილიყო, მაშინ იქნებოდა ფილოსოფია. ამიტომ პრაქტიკოსისთვის ფილოსოფიის ცოდნა არ არის აუცილებელი. იოგა თავისთავად მდგომარეობას ნიშნავს, მაგრამ მისი ახსნის და გადმოცემის მცდელობა ეს იოგას ფილოსოფიაა.

როდესაც იოგას ეფექტზეა საუბარი და ვამბობთ, იოგა სულიერ სიმშვიდეს.  ფსიქოლოგია, როგორც ადამიანის ფსიქიკის კანონზომიერებების შემსწავლელი მეცნიერება კლასიფიკაციას ახდენს ცოდნის და სწავლებად/კონვერტირებად ფორმას აძლევს, რაც პროფესიონალი ფსიქოლოგის მიერ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, თუნდაც, სხვების დასახმარებლად. იოგაში ადამიანის ქცევის განმაპირობებელი მოტივატორები (სამსკარები) მეცნიერული თვალსაზრისით აკუმულირებული ცოდნა არ არის. ეს არის წარმოდგენები (მაგ. კარმა, რეიკნარნაცია და ა.შ.).  იოგას მიდგომა ამ შემთხვევაში ფენომენოლოგიურია. იოგას შემთხვევაში მხოლოდ საკუთარი თავის შემეცნებაა მიზანი და არა სულიერი სიმშვიდე თავისთავად ან ბედნიერება, რაც თანმხლები მოვლენები შეიძლება იყოს. იოგას სწავლებაში  საკუთარი თავის შემეცნება  ნიშნავს შეცნობას  არა როგორც ფისქო-ფიზიკური „მე“-სი, არამედ, როგორც ტრანსცენდენტული „მე“-სი ჩემი პიროვნული დამოკიდებულებების (ვრიტტი) გარეშე.