გონის (სულის) არსებობის აღიარება, როგორც ტრანსცენდენტური, ავტონომიური პრინციპისა, საერთოა ინდური მსოფლმხედვლელობრივი სკოლების უმრავლესობისთვის, გარდა ბუდისტებისა და მატერიალისტებისა, თუმცა ისინი განსხვავებულად ახასიათებენ მას. მაგალითად, ნიიაიასთვის, რომელიც ლოგიკურ მსჯელობაზე დაფუძნებული სკოლაა, სული შეუცნობელია და აღუწერელი, მას თვისებები არ გააჩნია. ვედანტა ახასიათებს მას, როგორც სატ-ჩიტ-ანანდას, რაც ნიშნავს რეალობა-ცნობიერება-ნეტარება, როგორც უნივერსალურ რეალობას, რომელიც  ილუზიაშია (მაიას) ჩაფლული. იოგა და სანქჰია პურუშას (გონის) თვისობრივობას უარჰყოფენ და მის აღწერას ნეგაციის გზით ცდილობენ. «მე» (პურუშა) უმეცრების გზით იგივდება მატერიასთან, ბუნებასთან (პრაკრიტი) და გათავისუფლება ამ გაიგივებისგან ხსნაა. თუმცა, ეს უკანასკნელნი არ განიხილავენ, როგორ გაიგივდა სული მატერიასთან, ამ პროცესის ისტორიული მომენტი განხილვის მიღმაა, ისევე, როგორც სამყაროს შექმნის მომენტი. ამ თეორიის მიხედვით, ინტელექტი მატერიის ნატიფი ფორმაა და არ ძალუძს ტრანსცენტენტური რეალობის წვდომა. პარადოქსალურად სჩანს ისიც, რომ პურუშას, «მე»-ს, ხსნის სურვილი არ გააჩნია, ეს სურვილი მატერიის ნაწილია, რომელმაც ინტელექტის მეშვეობით შეიძლია გააცნობიეროს, რომ მატერია ტანჯვაა და ამ ტანჯვის მიზეზი უმეცრებაა.

  • Mircea Eliade, Yoga: Immortality and Freedom (trans. Willard R. Trask), Princeton University Press, Princeton, 2009.
  • პატანჯალი - იოგა სუტრა.