- სანიამას (მედიტაცია) დროის მომენტებზე და მათ თანმიმდევრულობაზე მოხდენის მეშვეობით ცოდნა წარმოიქმნება, რაც გარჩევით არის გამოწვეული.
როგორც ატომი მატერიალური სუბსტანციის უმცირესი ნაწილაკია, სწორედ ასევე, მომენტი დროის მინიმალური ზღვარია. ანდა, [სხვაგვარად რომ ვთქვათ], მომენტი არის ის დრო, რომლის განმავლობაშიც მოძრავი ატომი, რომელიც სივრცის ერთ წერტილს სტოვებს, სხვაგან ჩნდება. რაც ეხება თანმიმდევრულობას, ის ამგვარი მომენტების უწყვეტ დინებას წარმოადგენს.
მომენტების შეერთება მათს თანმიმდევრულობაში არ არსებობს, როგორც ობიექტური რეალობა. საათები, დღე-ღამე და ა.შ., — მომენტების ამგვარი შეერთება გონების მეშვეობით ხდება. და მართლაც, იგი, ეს დრო, მხოლოდ აზრობრივი კონსტრუქციაა, რომელიც ობიექტურ რეალობას მოკლებულია და ვერბალური ცოდნის შედეგს წარმოადგენს. თუმცა ადამიანებს ჩვეულებრივი ცნობიერებით ასეთი დრო იმგვარ მოვლენად ეჩვენებათ, რასაც რეალური არსებობა გააჩნია.
თუმცაღა მომენტი, რომელიც ობიექტური რეალობის სფეროს მიეკუთვნება, თანმიმდევრულობას ეფუძნება, ხოლო თანმიმდევრულობა თავისი არსით მომენტების უწყვეტობაა. ამ თანმიმდევრულობას იოგები, რომლებმაც იციან, რა არის დრო, უწოდებენ «დროს».
აქედან გამომდინარე, ერთდროულად ორი მომენტი არ არსებობს. რადგან ორი არსებული მომენტის თანმიმდევრულობა შეუძლებელია, მასზე საუბარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც წინა მომენტი შემდეგით იცვლება. შესაბამისად, მხოლოდ აწმყოა მომენტი, არც წარსული და არც მომავალი, მაშასადამე არ არსებობს კოლექტიური განსაზღვრულობა დროისა.
რაც შეეხება წარსულ ან მომავალ მომენტებს (რასაც ხშირად უწოდებენ დროს), ისინი მხოლოდ ცვალებად მოდიფიკაციებს წარმოადგენენ. მაშასადამე, მთელი სამყარო მუდმივი ცვალებადობის პროცესია თავისი არსებობის ყოველ ცალკეულ მომენტში.
სანიამას მომენტებზე და მათ თანმიმდევრულობაზე მოხდენით შესაძლებელი ხდება მათი უშუალო აღქმა, ხოლო აქედან წარმოიქმნდება ცოდნა, რომელიც გარჩევიდან მომდინარეობს.
თარგმანი - გიორგი ბერძენიშვილი