თარგმანი - გიორგი ბერძენიშვილი.

ნებისმიერი, ვინც იოგას და იოგების ისტორიის რეკონსტრუქციას ცდილობს, არ უნდა დასჯერდეს თანამედროვე გავცელებულ შეხედულებებს ამ პრაქტიკის ფორმისა და ძველი დროის პრაქტიკოსების შესახებ. თუ ძველი დროიდან მოყოლებული ამ სურათის აღდგენის ისტორიას გადავხედავთ, როგორც ჩანს, ცოტანი არიან ის მეცნიერები, რომლებმაც ეს მოახერხეს. ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს ის ვარაუდი, რომ მედიტატიური მდგომარეობის კულტივირებასთან ერთად, სხეულის პოზების გარკვეული ერთობლიობა სუნთქვის კონტროლთან ერთად იოგას ნიშნად იქცა უკვე მრავალი წლის განმავლობაში. მონაცემების ყველაზე ადრეულ მტკიცებულებად, რომელიც ამ ვარაუდს ამყარებს, მიიჩნევა თიხის ბეჭედი ნომერი  420 (სურ. 2.1)[i], რომელიც მდინარე ინდის ხეობაში მოჰენჯო-დაროს ტერიტორიაზე იყო აღმოჩენილი, იმ ადგილას, სადაც აღმოჩენილია არტეფაქტები ძვ. წ. მესამე ათასწლეულის მიწურული პერიოდით თარიღდება.

1931 წელს დაწერილ მოჰენჯო-დაროს ტერიტორიის ავტორიტეტულ-არქეოლოგიურ კვლევაში სერ ჯონ მარშალი ირწმუნება, რომ ფიგურა ამ ბეჭედზე «მამაკაცი ღვთაებაა, რომელიც აშკარად ისტორიულად შივას პროტოტიპს წარმოადგენს... ღვთაება, რომელსაც სამი სახე აქვს, ინდურ დაბალ ტახტზე ზის, რაც იოგასთვის არის დამახასიათებელი: მოხრილი ფეხებზე ჯდომა, ქუსლი ქუსლთან, თითები ქვემოთ მიმართული. მისი ხელები განზეა გაშლილია, ცერა თითები წინ არის მიმართული და ხელის გულები მუხლებზე აწყვია... ქვედა კიდურები შიშველია და ფალოსი (ūrdhvameḍhra) დასანახად დაუფარავი, მაგრამ შესაძლებელია ის, რაც ჩანს, როგორც ფალოსი, სინამდვილეში ქამრის ბოლო იყოს... ღვთაების ატრიბუტები საკმაოდ კარგად არის გარჩევადი. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ის არის სამსახოვანი (ტრიმუკჰა)... მეორე თავისებურება პრე-არიული ღვთაებისა, რაც მას ისტორიულად შივასთან აკავშირებს, მისი თავისებური იოგისებური პოზაა... შივა იოგების მთავარი მეუფეა, ტიპური ასკეტი და თვითმგვემი, საიდანაც მოდის მისი სახელები: მაჰატაპაჰ, მაჰაიოგი.  იოგას უპირველესი მიზანი ღმერთთან ერთიანობის (იოგა) მიღწევა იყო, რაც გონებრივი დისციპლინის და კონცენტრაციის გზით სრულდებოდა, მაგრამ ის აგრეთვე საშუალებაც იყო იმისთვის, რომ ზებუნებრივი ძალებისთვის მიეღწიათ და შესაბამისად, იოგებს როგორც ჯადოქრებს, სასწაულმოქმედებს და შარლატანებს ისე აღიქვამდნენ[ii]

 

Figure 2.1 Mohenjo-Daro clay seal no. 420. Courtesy John and Susan Huntington Archives.

მაშინ, როდესაც მარშალის დასკვნა მეცნიერების დიდმა ნაწილმა გაიზიარა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ბეჭედზე შივას იდენტიფიცირება მოხდა, მცირე მათგანს, ჯან ფილიოზატის[iii] გამოკლებით, თუ დაუყენებია ეჭვქვეშ ეს ვარაუდი რომ ჰუმანოიდი, რომელიც იოგას პოზაში ზის, ზოგადად, იოგი იყო[iv]. ამ ვარაუდმა წარმოშვა შეკითხვა. უპირველეს ყოვლისა, ფეხებგადაჯვარედინებული ჯდომა აუცილებლად იოგას პოზას ნიშნავს? საქმის ვითარება ასე რომ იყოს, მაშინ ძველი სამყაროს სხვადასხვა ტერიტორიებზე აღმოჩენილი ფიგურებიც იოგების ფიგურებად უნდა მივიჩნიოთ (ან მდედრობითი ფორმით — იოგინებად). ეს სხვა ორ ბეჭედზე გამოსახულ ფიგურებსაც მოიცავს მოჰენჯრო-დაროდან, რომლებიც იგივე დროით თარიღდებიან, რომლითაც ფიგურა ბეჭედზე  420[v]. სხვა გამოსახულებები მდინარე ინდის ხეობაში მოჰენჯრო-დაროს ტერიტორიაზე ჰარაპის მხარეს აღმოჩენილები იგივე პოზებში არიან, ხშირად ტახტზე მსხდომნი და ხანდახან კი — შენობაში, რომლებსაც მეცნიერები ტაძრებად მიიჩნევენ[vi]. მდინარე ინდის ხეობის ბეჭდების წყაროს რომ მივყვეთ, სამხრეთ აზიაში მას შემდეგ ორი ათასი წლის განმავლობაში ფიგურები „იოგურ პოზებში" არ აღმოჩენილა, დაახლოებით  ძვ. წ. პირველ საუკუნეში ცენტრალურ ინდოეთში ბუდაური ბჰაარჰუთის მხარეს ქალღმერთი შრის ბარელიეფურ გამოსახულებამდე (სურ. 2.2).

Figure 2.2 Śrī, Bharhut railing medallion, first century BCE. Courtesy of John and Susan Huntington
Archives.

 

 აქ შრი ლოტოსზე ზის და მასზე სპილოები არიან გადაფარებულები ისეთი კონფიგურაციით, რომელიც შემდგომ ბარაქის ქალღმერთის, გაჯა-ლაქშმის[vii] იკონოგრაფიასთან ასოცირდება. განასახიერებს რა სამეფო ხელისუფალს, შრი მჭიდროდ არის დაკავშირებული ლოტოსის ყვავილთან მაჰაბჰარატას შესაბამისად, ეპოსისა, რომელიც იმავე პერიოდით თარიღდება, რომლითაც ბჰაარჰუთის მედალიონი ფიგურაზე 2.2. მასში შრი, რომელიც, როგორც ითქვა „ლოტოსზე დავანებული“[viii] ხუთი პანდავა ძმის, რომლებიც ამ ეპოსის ძლევამოსილ მეფეთა ხაზს[ix] მიეკუთვნებიან, დედოფალ დრაუპადისთან იგივდება. ამგვარი კონფიგურაცია შუასაუკუნეებშიც და კოლონიალიზმის პერიოდშიც კი ნარჩუნდება, სადაც მეფის შაქტი (ცოლი) მოიაზრება, როგორც ტახტზე მჯდომარე.

იმავე საუკუნიდან, რომლიდანაც ბჰაარჰუთის შრის მედალიონია, ინდო-სკვითების მეფეები მაი (ძვ.წ. 90–60) და აზესი (ძვ.წ. 57–10) ბრინჯაოს ორ მონეტას ჭრიდნენ, რომლებზეც შესაბამისად თვითონ იყვნენ გამოსახული ბალიშზე მჯდომი გადაჯვარედინებული ფეხებით. ეს მონეტები, რომლებზეც ორივე ენაზე იყო წარწერები, ბერძნულად და ხაროშტულად[x], თარიღდება იმ პერიოდით, რომელშიც საკებმა, ინდო-სკვითურმა ტომებმა გააფართოვეს თავიანი სამეფო აღმოსავლეთით და სამხრეთით. მათი სამშობლო ცენტრალური აზია იყო. ეს იყო მაი, ყველაზე ძლევამოსილი საკათა მეფე, რომლის მეთაურობითაც ინდო-სკვითების ჯარმა სამხრეთ აზიის სუბკონტინენტზე შეაღწია, აიღეს განდჰარა და მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი ტაქსილა ძვ.წ.  90.

 

Figure 2.3 Obverse of copper coin of Indo-Scythian King Maues (ca. 90–60 BCE) showing king
seated in cross-legged posture. Courtesy the British Museum, 1860, 1226.63. © The Trustees of
the British Museum.

Figure 2.4 Sculpture of Artemis of Ephesos, Caesarea, detail of robe, ca. first through second
century CE. Photo © The Israel Museum, Jerusalem. With permission from the Israel Antiquities
Authority.

 

გაცილებით უფრო დასავლეთით, ანატოლიაში, რომელიც ორივესთან, სამხრეთ და ცენტრალურ აზიასთან იყო დაკავშირებული, ჩვ. წ. პირველ-მეორე საუკუნეებში  ჭარბად გვხვდება ცნობილი ეფესოს არტემიდას ტიპის სკულპტურული და ნუმიზმატიკური ნიმუშები.  გამოსახულებებს შორის, გარდა არტემიდეს ცნობილი აზღუდისა, რომელიც ხარის სათესლე ჯირკვლებით არის გაწყობილი (რომელსაც შეცდომით მრავალ ძუძუდ აღიქვამენ), გვხვდება მისი ხალათი[xi], რომელიც ხარებით, ფუტკრებით, ყვავილებით და გადაჯვარედინებული ფეხებით მჯდომი ფიგურებით არის გაწყობილი, პრაქტიკულად ისეთივე ფიგურები, როგორიც მდინარე ინდის ხეობაში აღმოჩენილ ბეჭდებზე გვხვდება. ეს მჯდომარე ფიგურები არ გვხვდება ეფესოს არტემიდას ყველა გამოსახულებაში. ბევრ შემთხვევაში ისინი ჩანაცვლებულია „ფრთიანი ნიკეს" ფიგურებით, რომელთა ქვედა კიდურები არ არის თვალსაჩინო.

 

კიდევ უფრო შემდგომ, დასავლეთისკენ, მაგრამ იგივე პერიოდიდან, როგორც ბჰაარჰუთის შრის მედალიონია, არქეოლოგიაში რეგისტრირებულია მორიგი ფიგურა გადაჯვარედინებული ფეხებით, რომელიც კელტების რქიან ღმერთს, კერნუნოსს წარმოადგენს. მათ შორის ყველაზე უფრო ცნობილი ფიგურა გუნდესტრუპის ქვაბის შიდა მხარეს გამოსახული ფიგურაა, რომელიც ძვ. წ. პირველი საუკუნით თარიღდება, არტეფაქტი, რომელიც დანიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში იქნა აღმოჩენილი მე-19 საუკუნის მიწურულს, მრავალი მეცნიერის აზრით შავ ზღვასთან ახლოს ბალკანეთის ნახევარკუნძულის სანაპიროზე, თრაქეაში იყო შექმნილი. კერნუნოსის ყველა სხვა გამოსახულებას ვხვდებით საფრანგეთში ან იტალიაში, უძველესი შემონახული გამოსახულება კამონიკიდან, იტალიის ალპებიდანაა[xii]. კერნუნოსი ძირითადად გადაჯვარედინებული ფეხებით არის წარმოდგენილი, თუმცა ეს პოზა უნიკალური არ არის დასავლური ღვთაებებისთვის. სხვა მამაკაცი ღვთაებები, ძვ.წ. მეორე საუკუნიდან მოყოლებული, საფრანგეთში, პროვანსი და ნარბონი აგრეთვე წარმოდგენილები არიან გადაჯვარედინებული ფეხებით პოზაში[xiii]. არსებობს საყოველთაო შეთანხმება, რომ კერნუნოსის იკონოგრაფია ძველი ახლო აღმოსავლური პროტოტიპების გავლენას განიცდიდა და უნდა გავიხსენოთ, რომ კელტების სამშობლო ახალი აღთქმის პერიოდში ანატოლია იყო, სადაც ისინი პავლე მოციქულის[xiv] მიერ გალატელებად მოიხსენებიან. მონეტები და მღრღნელის დიდი ფიგურა ამ გამოსახულებაზე, აგრეთვე, წარმოადგენს სამხრეთ აზიური ღვთაება კუბერას იკონოგრაფიას, რომელსაც ფულის ტომარა და მანგუსტი უჭურავს ხელში.

 

Figure 2.5 Celtic horned god Cernunnos, detail from inner panel of Gundestrup Cauldron,
ca. first century BCE. Courtesy Kit Weiss, National Museum of Denmark.

 

კვლავ სამხრეთ აზიას რომ დავუბრუნდეთ, სადაც თითქმის ყველა ადრეული ქვის ქანდაკება, რაც კი გადარჩა და დღემდე მოაღწია, ბუდაური ან ჯაინურია, ზოგიერთი ბუდაური და ჯაინური ფიგურა ისეთ პოზაშია, რომელსაც დღესდღეობით „სრული ლოტოსი" ეწოდება. ეს მოიცავს მათჰურას სკოლაში არსებულ ბუდა შაკიამუნის ყველა უძველეს ანთროპომორფულ გამოსახულებას ქუშანის ეპოქიდან მოყოლებული, რომელიც ჩვ.წ. პირველიდან მეორე საუკუნემდე თარიღდება, რომელშიც ბუდა ამაღლებულ ადგილას ზის ფართოდ გახელილი თვალებით და მარჯვენა ხელი აწეული აქვს [xv], აგრეთვე იმავე დროის ჯაინური მედალიონი, ასევე მადჰურადან, ჯინას გამოსახულებით, სავარაუდოდ ტირთჰანკარა მაჰავირასი, რომელიც შემაღლებულ ადგილას ზის გადაჯვარედინებული ფეხებით და მის უკან გაშლილი ყვავილია[xvi]. ჩვ.წ. პირველი საუკუნიდან მოყოლებული იწყება სკულპტურული გამოსახულებების აღმოჩენა ვინდიასიდან სვატის ხეობამდე — ზუსტად ქუშანის სამეფოს მიდამოებში, რომლის ორი დედაქალაქი პურუსაპურა და მათჰურა იყვნენ — რომელშიც ბუდა ან ბოდჰისატვა მაიტრეა „სრული ლოტოსის პოზაში" ნახევრადდახუჭული თვალებით და მუხლებზე დაწყობილი ხელებით ზის[xvii].

 

Figure 2.6 Seated prince or bodhisattva, Afghanistan or Swat Valley, ca. first century CE or later.
Private collection.

 

აქ გვერდზე გადავდებ ამ საინტერესო იკონოგრაფიულ პარალელებს, — იმ ფიგურებს შორის, რომლებსაც ხანდახან რქები აქვთ, ხანდახან ტახტზე სხედან და ხანდახან ცხოველებით არიან გარშემორტყმულები — რადგან კონცენტრირება იმ საერთო იკონოგრაფიულ დეტალზე გავამახვილო, როგორიც არის გადაჯვარედინებული ფეხებით ჯდომა. ეს იოგური პოზაა?[xviii] თუ ასეა, მაშინ რამ განაპირობა ის, რომ 2000 წლის განმავლობაში მდინარე ინდის ხეობაში ნაპოვნი ბეჭდების მსგავსი გამოსახულებები კვლავ არ „გამოჩენილა" და როდესაც კვლავ „გამოჩნდა“, ეს ერთდროულად ოთხ გეოგრაფიულად განსხვავებულ რეგიონში მოხდა, ესენია: ბჰაარჰუთი ცენტრალურ ინდოეთში, ინდო-სკვითურ მავერანაჰრში, ანატოლიასა და  თრაქეაში და საფრანგეთსა და იტალიაში?[xix] თუ ეს ვარაუდი სწორია, რომ იმ ფიგურის პოზა, ბეჭედი 420, რომელსაც მარშალი წარმოგვიდგენს, როგორც იოგური პოზას, მაშინ ეს ფიგურა იოგს ნიშნავს? რას ნიშნავს იოგი?

 

თუ გვსურს ამ იკონოგრაფიული მასალის შესახებ სამხრეთ აზიურ კონტექსტში საღად ვიმსჯელოთ, მაშინ გამოსახულებასთან ერთად ტექსტიც უნდა ვეძებოთ. შესაძლოა, ბუდაური ან ჯაინური გამოსახულებებით დავიწყოთ, რომლებიც, ქალღმერთი შრის ლოტოსისგან განსხვავებით, უძველეს გამოსახულებებს წარმოადგენენ, როგორც შეიძლება დღესდღეობით ეწოდოს, „იოგური" ლოტოსის  პოზის ფიგურებისა .  მართლაც, ბუდაური კანონების ტექსტებში არის ჩანაწერები იმის შესახებ, თუ რას ნიშნავდა იოგა ამ სკულპტურების შექმნის პერიოდში. ჩანაწერი, რომელიც დოკუმენტირებულ და დეტალურად შესწავლილი იქნა Johannes Bronkhorst-ის მიერ, ნათელს ჰფენს გარკვეულ საკითხებს. Majjhima Nikaya, „საშუალო ზომის თქმულება", ბუდაური კანონების უძველესი წერილია და უშუალოდ ბუდას სწავლებად მიიჩნევა, რომელიც მის ახალბედა ბერებს გაანდო. ამ სწავლებათა ნაკრები, რომელისც  ძვ. წ. გვიანი მესამე საუკუნით თარიღდება, უდიერად მოიხსენიებს არა-ბუდისტების, სავრაუდოდ ჯაინების, გონების კულტივირების მეთოდს, რომელსაც „მედიტაცია" (jhāna)[xx] ეწოდება.

 

სხვათა შორის, ეს სწავლება აგრეთვე შეიცავდა უკიდურეს შიმშილობას, სუნთქვის სრულიად შეჩერებას და კბილების ერთმანეთზე დაბჯენას, როდესაც ენა სასას აწვებოდა. ტექსტის თანახმად ეს პრაქტიკები თავის ტკივილების, ჭარბი ოფლიანობის, ყურებში ხმაურის, დიდი ტკივილისა და გონებრივი სისუსტის გამომწვევი იყო.[xxi] ამ სრულიად დაუკმაყოფილებელი ტექნიკების ნაკრების წინააღმდეგ ბუდამ საკუთარი მეთოდი შესთავაზა, რომელსაც მან ოთხი ჯჰანა[xxii] უწოდა, რომელიც სწორედაც არაასკეტური, არათვითმგვემი გზა იყო, რომელსაც გასხივოსნებისკენ მიჰყავდა: ეს, მე ვიტყოდი, სკულპტურული გამოსახულებაა ამ მდგომარეობის, მჯდომარე ბუდასი გადაჯვარედინებული ფეხებით და ნახევრად დახუჭული თვალებით.

 

Figure 2.7 Obverse of double stater of Kushan emperor Vima Kadphises, ca. 80–100 CE. Courtesy
the British Museum, 1867, 1218.10. © The Trustees of the British Museum.

Figure 2.8 Reverse of tetradrachma of Kushan emperor Kaniṣka portraying “Buddha Maitreya,” ca.
128–152 CE. Courtesy the British Museum 2000, 0509.1. © The Trustees of the British Museum.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  არც ერთ პუნქტში ბუდას სწავლებისა ტერმინი იოგა ნახსენები არ არის, არც იმ ნაწილში, სადაც ის ჯაინურ ტექნიკებს ასე დამამცირებლად მოიხსენიებს არც იმ ნაწილში სადაც გასხივოსნების მიღწევაზე საუბრობს, რომელიც  ძალისხმევის გარეშე მიიღწევა. გამოყენებული ტერმინი, ორივე შემთხვევაში, არის ჯჰანა. ფაქტობრივად, მეორე საუკუნემდე ჩვ. წ. ავაგჰოშა, რომელიც ტერმინ იოგას იყენებს როგორც კონცენტრაციას, მცირე რაოდენობის საკვების მიღებას და სუნთქვის კონტროლს, არც ერთი ბუდაური წყარო არ იყენებს ტერმინს იოგა რომელიმე მნიშვნელობით: „გამოყენების" ან „პრაქტიკის".[xxiii] ეს არ არის უმნიშვნელო დეტალი, რომელიც მხედველობაში უნდა მივიღოთ როგორც იოგა სუტრას, ბჰაგავად გიტას და იმავე პერიოდის სხვა ტექსტების იოგას პრეისტორიის რეკონსტრუქციას ახდენს: თუ ტერმინი „იოგა“ არ გამოიყენებოდა ტექნიკების ან თეორიული ერთობის მიმართ, მაშინ ამ ტექნიკებს ან თეორიებს ვერ მოვიხსენიებთ როგორც იოგურებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ, თუნდაც გვიანდელ ტექსტებში, როგორებიცა იოგა სუტრა, ტერმინი იოგა გამოყენებულია მედიტატიური მდგომარეობის აღსანიშნავად, არ უნდა ვივარაუდოთ, რომ ჯჰანა (ან მისი სანსკრიტული შესატყვისი დჰიანა) მასზე ადრეულ ან მის თანამედროვე ტრადიციაში მუდამ „იოგას“ აღნიშნავდა.

ერთ-ერთი ტექნიკა, რომელსაც ბუდა Majjhima Nikaya -ში აკრიტიკებს მჭიდროდ ჰგავს იმ აღწერას, რომელიც ჰინდუს წყაროებშია აღწერილი. მაიტრი უპანიშადის მეექვსე წიგნი, რომლის დიდი ნაწილი ჩვ. წ. მესამე საუკუნით თარიღდება, აცხადებს, რომ გონების ფიქსაციით (დჰარანა), რაც შემდეგნაირად ხორციელდება: „ენის წვერის სასაზე მიბჯენით და მეტყველების, გონების და სუნთქვის შეკავებით, ბრაჰმანი შიგნით გამოჩნდება".[xxiv] ეს აღწერა აგრეთვე აღნიშნავს ტექნიკას, რომელიც ქჰეჩარი მუდრას სახელით არის ცნობილი, რომელიც ჰათჰა იოგას ტექსტებში გვხვდება რამდენიმე ასეული წლის შემდგომ.[xxv] მაიტრი უპანიშადის მეექვსე წიგნი აგრეთვე შეიცავს, რაც, ალბათ, ყველაზე ადრეული წყაროა,  ექვსგზის იოგას,[xxvi] რომლის შემადგენელი კომპონენტებია: პრანაიამა (რაც, ალბათ, სუნთქვის სრულ შეკავებას ნიშნავდა), [xxvii]პრატიაჰარა (გრძნობების შეკავება), დჰიანა (მედიტაცია), დჰარანა (გონების ფიქსაცია), ტარკა (კონტემპლაციური ჩაფიქრება),[xxviii] სამადჰი (კონცენტრაცია). ამ კოპონენტებისგან ხუთი პატანჯალის რვა დანაყოფიან (აშთანგა) იოგაშიც გვხვდება იგივე პერიოდის იოგა სუტრაში. ნათელია, რომ მაიტრი უპანიშადში ჩამოთვლილ  სიაში არ გვხვდება ასანა, „დამჯდარი პოზა“. მაშინ, როგორ უნდა მოხდეს გადაჯვარედინებული ფეხებით მჯდარი ფიგურების იდენტიფიცირება იოგებთან?

მე ვიტყოდი, რომ იმ საუკუნეებში, დაახლოებით ახალი წელთაღრიცხვის დაწყების პერიოდში, „ლოტოსის პოზა" გადაჯვარედინებული ფეხებით სამეფო ხელისუფლების ნიშანი იყო: სამეფო ღვთაებები ან ქალღმერთები, მათი მღვდელმსახურები და მეფეები ტახტზე, რომელიც შემაღლებულ ადგილას იყო,  ამ პოზაში ისხდნენ, ქვეშაგად კი ლოტოსის ყვავილი ან ბალიში იყო გამოყენებული . როდესაც ბუდას და ჯინას გამოსახვა დაიწყეს ანთროპოლოგიურად ქუშანის ეპოქაში, სკულპტურისა თუ მენეტის სახით, მათი ჯდომა გადაჯვარედინებული ფეხებით მათივე სამეფო ხელუსიფლებასთან გაიგივება იყო და არა მედიტატიური მდგომარეობა ან იოგური პრაქტიკა. ამ ჰიპოთესას ამყარებს გამოძერწილი გამოსახულება სვატიდან, რომელიც ჩვ. წ. პირველი საუკუნით ან შემდგომი პერიოდით თარიღდება, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც “პრინცი ან ბოდჰისატვა". Joe Cribb-ი, როგორც ხელოვნებათმცოდნე აღნიშნავს, „როდესაც, გადაჯვარედინებული ფეხებით და ხელებდაწყობილი ჯდომა ასოცირდებული მედიტატიურ პრაქტიკასთან, ბუდას ან ბოდჰისატვას გამოსახულების მახასიათებლებია და ამგვარ ფიგურას ძვირფასი თვლებით მოჭედილს გვთავაზობდნენ, როგორც ბოდჰისატვას ფიგურას, მაის მონეტაზე გამოსახული მეფის გამოსახულება ამ პოზების ამქვეყნიური კონტექსტის ყურადღებამისაქცევი ფაქტია." (სურ. 2.3).[xxix] მე-6 — მე-8 საუკუნეებში ხის პანელზე დახატული ჩინურ-ირანულ სტილში[xxx] შესრულებული გამოსახულების შესახებ მსგავსი მოსაზრება გამოითქვა, რომელიც ხოტანის მახლობლად დანდან-ოილიკის შიდა აზიის მხარეში იქნა აღმოჩენილი, რომელზეც ბოდჰისატვას „ინდური სათავადო გამოსახულება სპარსეთის შაჰით იყო შეცვლილი... მისი უხეში ტანსაცმელი იოგას პოზაში მოქცეული... ფაქიზი ლოტოსით მის ოთხ ხელში". ფაქტობრივად, ამ პანელზე ინდური საერთოდ არაფერია. ისევე, როგორც პირველი საუკუნის გამოსახულებაში 2.6 სურათზე, სტილისტური წყარო გადაჯვარედინებული ფეხების პოზის ბოდჰისატვას შემდგომ აღწერაში ირანის მეფეებს უნდა მიეწეროს, ვიდრე ინდურ მესიებს. მთელ ქუშან-სასანიანთა კულტურულ რეგიონში, მე-5-დან მე-8 საუკუნემდე ტახტზე მჯდომი ბოდჰისატვას გამოსახულებები სწორედ ისეთივე გვირგვინით გვხვდება, როგორც სასანიანთა სპარსეთის შაჰებს ეხურათ.[xxxi]

აქვე აღვნიშნავ, რომ ტერმინი „ლოტოსის პოზა" ან „პოზიცია" (padmāsana) თავად პოზიდან არ მომდინარეობს, რომელიც საერთოდ არ მოგვაგონებს ლოტოსის ყვავილს, არამედ მომდინარეობს ტახტიდან ან დასაჯდომი ადგილიდან (āsana), რომელიც ლოტოსს (padma) წარმოადგენს. ასეთია ვითარება ჰინდუ ტანტრაში, რომელშიც ტერმინი āsana უპირველესად, ზუსტად, „ღვთაების ტახტს" გამოხატავს.[xxxii]  ასეთი ტახტი, რომელიც სრულიად შეესაბამება სამეფო ქალღმერთ შრის — ღვთაებრივი განსხეულება სამეფო ხელისუფალისა, რომელიც ლოტოსის ყვავილზეა დავანებული — იგივეს აღმნიშვნელია ბუდასთვისაც, რომლის სამეფო ტიტული, როგორც ქრისტესი, როგორც მეფის დასავლეთ საქრისტიანოში, ხაზგასმულია ადრეულ იკონოგრაფიაში და ტექსტურ ტრადიციაში.

 

მჯდომარე პოზიციის სამეფო ნიშნიდან „ბუდას ნიშნად" ქცევის უძველესი და დათარიღებადი ისტორიული ფაქტი იმ პერიოდში ჩანს, როდესაც სამი ქუშანური მონეტა შეიქმნა თითო ნახევარ საუკუნეზე ნაკლებ მონაკვეთში. ტაქსილაში გამოშვებული სპილენძის მონეტის ერთ მხარეს ჩვ. წ. პირველი საუკუნის შუა პერიოდში, რომელიც ქუშანის პირველი მონარქის კუჯულა კადფიზის (ჩვ.წ. 20 (ან 30)წლიდან – 80 წლამდე) რეგიონს ეკუთვნოდა, ვხვდებით თავად მეფის გამოსახულებას ლოტოსის პოზაში.[xxxiii] აგრეთვე, მონეტაზე კუჯულას მემკვიდრე ვიმა კადფიზი (ჩვ.წ. 80 წლიდან 100 წლამდე) იყო გამოსახული იგივე პოზაში, გადაჯვარედინებული ფეხებით ღრუბლების  ან „კლდოვანი ამოზნექილობების" ფონზე, ცეცხლის ალებით გარშემორტყმული, რომლებიც მისი მხრებიდან ამოდიან (სურ. 2.7).[xxxiv] თუმცა, წარწერა სპილენძის ტეტრადრაჰმას ზურგზე დიდი იმპერატორის კანიშკა  (ჩვ.წ. 128–152 წლები) მეფობის პერიოდში, რომელზეც გამოსახულია გადაჯვარედინებული ფეხებით მჯდომი ფიგურა დაბალი სკამის მსგავს ტახტზე, ამ ფიგურას თავად მეფესთან კი არ აკავშირებს, როგორც ეს კაჯულას და ვიმა კადფიზების შემთხვევაში იყო, ისევე, როგორც საკას მმართველი მაი, არამედ მეტრაგო ბოუდოსთან, „ბუდა მაიტრეასთან“ (სურ. 2.8) .[xxxv]

 

[i] The seal is so numbered in Mackay 1937–38, vol. 1, 335; vol. 2, pl. XCIV and C (F).

[ii] Marshall 1931, vol. 1, 52–54.

[iii] Filliozat 1955, 368. notes to pp . 46–49 265

[iv] Eliade 1973, 355; Werner 1975, 180; Hiltebeitel 1978, 768–69; O’Flaherty 1981, 9; Kramrisch 1981, 10–11.

[v] These are the seals numbered 222 and 230, in MacKay 1937–38, vol. 1, 335, and vol. 2, pl. LXXXVII.

[vi] Kenoyer 1998, 113–15, and figs. 6.24 and 6.25.

[vii] Coomaraswamy 1956, plate 40, fig. 124. The medallion is discussed ibid., 83. She is named “Sirima” (Śrīmā) on the railing inscription.

[viii] MBh 12.124.46.

[ix] MBh 1.189.9–48, especially vv. 9, 11, and 39.

[x] Errington and Cribb 1992, 63, figs. 27 and 28. On the Maues coin, see also Rosenfeld 1967, 283, n. 3. The seated royal figure is on the reverse of the Maues coin and the obverse of the Azes coin. Both coins are held in the British Museum, London (1859–3-1–68 and 1894–5-6–604).

[xi] Fleischer 1973, 91.

[xii] Jensen 2003, 206–21; Duval 1981, vol. 1, 152.

[xiii] Duval 1981, vol. 1, 152; Klindt-Jensen 1961, 11.

[xiv] Klindt-Jensen 1961, 50; Puhvel 1987, 35.

[xv] Czuma 1985, 64, fig. 12. This sculpture is housed in the Museum of Fine Arts, Boston, Massachusetts, David Pulsifer Kimball Fund 25.437.

[xvi] Ibid., 53, fig. 3 . This sculpture is housed in the State Museum, Lucknow J. 250.

[xvii] Figure 2.7 is shown in Czuma 1985, 197, fig. 108. Cleveland Museum of Art, Bequest 61.418. A first through third century CE Maitreya from Gandhara is pictured in Schwartzberg 1992, 23 (pl. III.C4e).

[xviii] A study that simply juxtaposes seal 420 with images of T. K. V. Desikachar practicing the mūlabandha posture, and concludes that the image on the seal is therefore that of a yogi, is Dhyansky 1987, 89–108.

[xix] Duval 1981, 152.

[xx] Bronkhorst 1993, 19, 23.

[xxi] Ibid., 1–5.

[xxii] Ibid., 22–24.

[xxiii] Kumoi 1997, 415–18; De la Vallйe Poussin 1936–37a, 189–90, n. 1. Silk notes (2000, 281) that the term yogācāra appears nowhere in the Pali Canon.

[xxiv] Maitri Upanishad 6.20.

[xxv] White 1996, 158–59.

[xxvi] Maitri Upanishad 6.18.

[xxvii] See chap. 3, n. 37.

[xxviii] While tarka remains the fifth member of many later Hindu enumerations, it is replaced by anusmṛti (“recollection”) in several Buddhist accounts of six-limbed yoga: see chap. 3, nn. 61–68.

[xxix] Errington and Cribb 1992, 169, fig. 167.

[xxx] Stein 1907/1975, vol. 1, 279, and pl. LXI. Stein (ibid., 277) has established that the panel cannot date from later than 790 CE; the iconographic notes to pp . 49–57 266 program of the multi-headed Śiva image on the obverse cannot date from before the sixth century: Granoff 1979, 75–76.

[xxxi] Soper 1949, 263–64; Watson 1983, 556. Soper notes (ibid., 271, n. 44) that the kings of Khotan had close ties with the Kushan kings.

[xxxii] Brunner, Oberhammer, and Padoux 2000, 209, s. v. “āsana.”

[xxxiii] Rosenfield 1967, 14–15 and pl. I, fig. 6. Rosenfeld notes the resemblance in composition between this and the Indo-Scythian coins described above (n. 54). Like those coins, that of Kujala Kadphises also bears Greek and Kharoshti inscriptions.

[xxxiv] Ibid., 23–24 and pl. II, no. 20. The same coin is discussed in Soper 1949, 270, and fig. 3. See chap. 4, n. 28.

[xxxv] Errington and Cribb 1992, fig. 199, p. 200. Cribb maintains that the frontal representations of such early Buddha images on Kushan coinage are indications that they were copied from Gandharan sculpture. Seated figures are extremely rare in Kushan coinage, accounting for fewer than five percent of all finds, with the lion’s share of seated figures representing Kaniṣka’s successor, Huviṣka. For an encyclopedic treatment, with exhaustive iconography, of the Kushan coins, see Gцbl 1984.