ნახატი:

Jālandharnāth ჯალორში
ამარდას ბატის მიერ.
ინდოეთი, რაჯასტანი, მარვარი, ჯადპური, ca. 1805–10.
გაუმჭირვალე აკვარელი და ოქრო ფურცელზე; 39 x 29 სმ.
მეჰრანგარჰის მუზეუმი, RJS 4126

By JASON BIRCH and JACQUELINE HARGREAVES

source

თარგმანი გიორგი ბერძენიშვილი

ტერმინი ვინიასა შუასაუკუნეების ლიტერატურაში სხვადასხვა კონტექსტში გვხვდება. მაგალითად, ნანდიკეშვარაპურანაში მოყვანილ ტაძრის (მანდირა) აღწერისას, რომელშიც იოგს თავისი პრაქტიკა უნდა განეხორციელებინა, ნათქვამია, რომ მას ლამაზი დიზაინი უნდა ჰქონდეს (რამიავინიასა).[i] ამ კონტექსტში ვინიასა დიზაინს ან მოწყობას გულისხმობს. 

ტერმინი ვინიასა იშვიათად გვხვდება შუასაუკუნეების იოგას ტექსტებში. თუმცაღა, ის ხშირად გვხვდება შუასაუკუნეების ტანტრის სარიტუალო განყოფილებაში. მითუმეტეს ტერმინი ვინიასა არასდროს გულისხმობდა მოძრაობას, რომელიც  სუნთქვას პოზასთან (ასანა) აკავშირებდა, როგორც ეს თანამედროვე იოგაშია წარმოდგენილი.

Tāntrikābhidhānakośa  არის ბრწყინვალე ნაშრომი სიტყვების მნიშვნელობების განმარტებებისა, მათ შორის ტანტრული ტერმინების. ეს ვრცელი ლექსიკონი (რომელიც ხუთი ტომისგან შედგება) მეცნიერების საერთაშორისო გუნდის მიერ არის დაწერილი, რომელთა უმეტესობაც ამ სფეროს წარმომადგენლები არიან.  მეხუთე ტომში ნათქვამია, რომ ვინიასა სინონიმია სიტყვისა ნიასა. 

ნიასა Tāntrikābhidhānakośa -ს მესამე ტომშია (2013: 342) განმარტებული როგორც:

დადება ან სარიტუალო განთავსება მანტრებისა სხეულზე ანუ მასალაზე (ხანდახან საგანზე ან ზედაპირზე), რომელიც ღვთაებას წარმოადგენს მანტრების ძალით გაჯერებისათვის. ეს ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა, რომელიც ტანტრულია და უფრო ხშირად ჰინდუ ან ბუდაური.[ii] 

შუასაუკუნეების იოგას ტექსტებში ასანების და სხვა ტექნიკების პრაქტიკის აღწერისას ტერმინი ვინიასა გამოყენებული არ არის. თუმცაღა, როდესაც მსგავსი ფორმის ზმნა არის გამოყენებული (როგორიცაა ვინიასია), ისინი „ფიქსაციას ან მოთავსებას“ აღნიშნავენ. 

მაგალითად, Hahapradīpikā-ში ვინიასია გვხვდება ერთ ადგილას სიდდჰასანას აღწერისას:

მარცხენა კოჭის სასქესო ორგანოს ზემოთ მოთავსება (ვინიასია) და მეორე კოჭისა ამის ზემოთ, სიდდჰასანაა.

meḍhrād upari vinyasya savyaṃ gulphaṃ tathopari |

gulphāntaraṃ ca nikṣipya siddhāsanam idaṃ bhavet ||1.38|| 

იგივე მაგალითი შეიძლება Dattātreyayogaśāstra (133)-დან მოვიყვანოთ, სადაც აღწერილია ნიკაპის-ჩაკეტვა Mahāmudrā-ს სახით როგორც „ნიკაპის ფიქსაციისა გულმკერდზე“([...] cibuka hdi vinyasya [...]). 

ტერმინ ვინიასას ზემოთაღნიშნული შუასაუკუნეების მნიშვნელობები არავითარ კავშირში არ არის მის თანამედროვეობაში გამოყენებასთან იოგაში, რაც ‘მოძრაობას’ აღნიშნავს ‘ფიქსაციის’ ნაცვლად. ა. გ. მოჰანი (2010: 29) მოკლედ აღგვიწერს ვინიასას მნიშვნელობას მისი მასწავლებლის, კრიშნამაჩარიას, ბიოგრაფიაში: 

სპეციფიკური თავისებურება კრიშნამაჩარიას ასანების სისტემაში იყო ვინიასები. დღესდღეობით ბევრი სტუდენტი იოგას სფეროში, უეჭველად, კარგად იცნობს ამ სიტყვას, რაც ძალიან ფართოდ გამოიყენება, როდესაც იოგას კლასების სტილი აღიწერება: ‘ჰათჰა ვინიასა’ ან ‘ვინიასა ნაკადი’. კრიშნამაჩარიას სწავლებისთვის ვინიასა მნიშვნელოვანი და უნიკალურია. რამდენადაც მე ვიცი, ის იყო პირველი იოგას ოსტატი, რომელმაც ეს იდეა შემოიღო. ვინიასა, ძირითადად, შედგება ერთი ასანიდან, ან სხეულის პოზიციიდან, მეორეში გადასვლისგან, სუნთქვისა და მოძრაობის შერწყმისგან. 

რადგან  მოჰანის კომენტარი ავტომატურად არ გამორიცხავს ვინიასების პრეცედენტს შუასაუკუნეების იოგაში, ჩვენ მაინც უნდა გადავამოწმოთ შუასაუკუნეების იოგას ან ტანტრული ტექსტები.

დოქტორი ჯეიმს მალინსონისა და მარკ სინგლტონის კვლევები ამყარებს და ავითარებს ამ მოსაზრებებს. ისინი აგრეთვე იკვლევენ კავშირებს vinyāsakramaviniyoga და  pratikriyāsana ტერმინებს შორის. გთავაზობთ ნაწყვეტს მათი წიგნიდან, რომელიც 2017 წელს გამოიცემა (Roots of Yoga):

 სანსკრიტული სიტყვა ვინიასა, გამოყენებული კრიშნამაჩარიას და მისი სტუდენტების მიერ (თავისი რამდენადმე მნიშვნელოვანი ვარიანტებით), რომლითაც აღნიშნავენ თანმიმდევრულ ბმას, არ გვხვდება პრემოდერნულ იოგას ტექსტებში.  მასთან დაკავშირებული ზმნის ფორმები (ვინიასა ნომინალური ფორმაა ფუძე- ას, პრეფიქსები ვი და ნი), როგორებიცაა ვინიასია, გვხვდება ასანების აღსაწერად, მნიშვნელობით — „X მოთავსებულია Y-ზე“,  მაგალითად, Vasiṣṭhasahitā 1.72 („3.6 ერთი ტერფი ერთ ბარძაყზე დევს და მეორე ტერფი მეორეს ქვეშ...“).  ვინიასა და მასთან დაკავშირებული სიტყვები ტანტრაში უფროა გავრცელებული, სადაც ისინი, როგორც წესი, აღნიშნავენ სხეულის დამანტრვას. შედგენილი სიტყვა vinyāsakrama, რომლითაც კრიშნამაჩარია და მისი სტუდენტები გარკვეულ თანმიმდევრობას და პოზების ბმას აღნიშნავდნენ, არ გვხვდება პრემოდერნული იოგას ტექსტებში. ტანტრულ ნაშრომებში ამის ხუთი მაგალითი აღმოვაჩინეთ. აქედან ოთხი მანტრების თანმიმდევრულ დადებას ნიშნავს, მეხუთე კი, Kṣemarāja-ს კომენტარი Sāmbapañcāśikā-ს მე-9 სტროფზე, ვიშნუს ინკარნაცია ვამანას მიერ სამ სამყაროში მიღწეული წარმატებების თანმიმდევრობას აღნიშნავს. თანამედროვეობაში სიტყვა ვინიასა შეცვლილი მნიშვნელობით გამოიყენება და არ გულისხმობს იმას, რასაც ეს სანსკრიტული სიტყვა ადრე გულისხმობდა. თანამედროვე იოგაში გამოყენება სიტყვისა ვინიიოგა (რაც სანსკრიტულად „დანიშნულებას“, „გამოყენებას“ ან „ხმარებას“ ნიშნავს) იოგას საჭიროებების მიხედვით მორგების გაგებით, აგრეთვე, მისი მნიშვნელობის ცვლილებაა მაშინ, როდესაც სიტყვა pratikriyāsana, რაშიც  კრიშნამაჩარიას ტრადიციაში „პოზების დათვლას“ გულისხმობენ, ახლად შეთხზული ტერმინია და საერთოდ არ გვხვდება რომელიმე პრემოდერნულ სანსკრიტულ ტექსტში. 

 

Gosain Sagargir, a Śaiva Yogī, 
seated on a Leopard Skin [iii]
Mankot, c. 1700.
Brush drawing with opaque pigments on paper, 21.2 × 17.3 cm. 


We would like to thank Shaman Hatley for informing us of the draft entry of vinyāsa in the forthcoming Tāntrikābhidhānakośa (vol. 5); Christèle Barois for her comments on our translation of the Tāntrikābhidhānakośa (vol 3) entry on nyāsa; and James Mallinson and Mark Singleton for allowing us to quote a note from their forthcoming book Roots of Yoga.

შენიშვნები 

[i] This verse of the Nandikeśvarapurāa is quoted with attribution in the nineteenth-century commentary on the Hahapradīpikā called the Jyotsnā (1.13).

[ii] "L’imposition ou placement rituel de mantras sur le corps ou sur le support de la divinité (parfois sur un objet ou une surface) afin d’y installer la puissance du mantra est une pratique tantrique et même généralement hindoue, ou bouddhique, très répandue" (Tāntrikābhidhānakośa III, 2013: 342).

[iii]  Francesca Galloway, Court Paintings from Persia and India 1500–1900. London: Francesca Galloway, 2016, p. 74.