ისტორიული მნიშვნელობა
სვამი სატიანანდა სავსებით სწორად აღნიშნავს, რომ ტერმინი ორი ნაწილისგან შედგება: იოგა და ნიდრა, ეს უკანასკნელი „ძილს“ ნიშნავს. იგი განმარტავს:
„
იოგა ნიდრას პრაქტიკის განმავლობაში ადამიანი მძინარეს ჰგავს, მაგრამ ცნობიერება გაცნობიერების უფრო ღრმა დონეზე ფუნქციონირებს. ამ მიზეზით
იოგანიდრას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ფსიქიკურ ძილს ან ღრმა რელაქსაციას, როდესაც შინაგანად ცნობიერ მდგომარეობაში ვიმყოფებით.“
როგორც შედგენილი სანსკრიტული სიტყვა, იოგანიდრა შეიძლება სხვადასხვაგვარად განვმარტოთ, მათ შორის: "ძილი, რომელიც იოგაა", "იოგასგან გამოწვეული ძილი" და "იოგას ძილი". თუმცაღა, მისი კონკრეტული მნიშვნელობა ისტორიულ კონტექსტზეა დამოკიდებული.
ეპოსები და პურანები
მას ვხვდებით მაჰაბჰარატაში, ეპოსურ მოთხრობაში, რომელიც, როგორც წესი, თარიღდება ძვ.წ 300 დან ახ.წ. 300 წლამდე პერიოდში. მაჰაბჰარატაში (1.19.13)
იოგანიდრა აღნიშნავს ვიშნუს სამყაროთა ციკლთა შორის (
იუგა) ძილს. ეს მნიშვნელობა აგრეთვე გვხვდება გვიანდელ ნაშრომებში კრშნასა და ვიშნუს შესახებ (e.g.,
Bhāgavatapurāṇa 1.3.2;
Viṣṇumahāpurāṇa 6.4.6;
Jayākhasaṃhitā 2.45; etc.).
დევიმაჰატმიაში (1.65-85) იოგანიდრა გვხვდება, როგორც ქალღმერთის სახელი, რომელიც წარმოადგენს ნაწილს ვრცელი ტექსტისა — მარკანდეიაპურანა. ბრაჰმა ევედრება ქალღმერთ იოგანიდრას, რომ მან ვიშნუ გამოაღვიძოს, რადგან მან შეძლოს ასურებთან, მადჰუსა და კაიტაბჰისთან, შებრძოლება.
ტერმინ იოგანიდრას ძველი მოხსენიება ტექსტებში, არ უკავშირდება იოგას სისტემის ტექნიკებს ან პრაქტიკას, არამედ აღწერს ღვთაების ტრანსცენტენტალურ ძილს და ქალღმერთს, როგორც ძილის გამოვლინებას.
იოგანიდრა აღწერს ღვთაების ტრანსცენტენტალურ ძილს და ქალღმერთის გამოვლინებას, როგორც ძილისა.
 |
უფალი ვიშნუ ბარძაყზე დაიკლავს მადჰუსა და კაიტაბჰას, როგორც კი იოგანიდრა (დიადი ქალღმერთი) მას შეხედავს.
Artist: Kailash Raj (Water Color Painting on Paper)
|
ტანტრები
ტერმინ იოგანიდრას მედიტაციის კონტექსტში ხსენების შემთხვევები გვხვდება რამდენიმე შაივა და ბუდისტურ ტანტრაში. მაგალითად, შაივა ტექსტში, Ciñcinīmatasārasamuccaya-ში (7.164), რომელშიც იოგანიდრა აღწერილია, როგორც "სიშვიდე სიტყვებს მიღმა" (vācām atītaviśrāntir yoganidrā), რაც გურუს სწავლებიდან მიიღწევა.
იოგანიდრა ნახსენებია ბუდისტურ Mahāmāyātantra-ში (2.19ab), როგორც მდგომარეობა, რომელშიც სრულყოფილებამიღწეული ბუდები შედიან საიდუმლო ცოდნის დასაუფლებლად. ამ ნაწყვეტის განმარტებისთვის, გვიანდელი კომენტატორი სახელით Ratnākaraśānti აკეთებს კომენტარს, რომ იოგანიდრა ძილს ჰგავს, რადგან ის აბსოლუტურად თავისუფალია გაფანტულობისაგან და მას ასე უწოდებენ იმიტომ, რომ ორივეა ერთდროულად: იოგა და ძილი.
შუასაუკუნეების იოგას ტექსტები
მე-11-12 საუკუნემდე იოგას ტექსტებში ტერმინი იოგანიდრა არ გვხვდება. იოგას ტექსტებში იგულისხმება ტექსტები, რომლებშიც იოგას პრაქტიკა გაგებულია, როგორც მხოლოდ გათავისუფლების საშუალება (განსხვავებით გნოსტიციზმისა, რიტუალებისა, თაყვანისცემისა და ა.შ.). ეს მაგალითები გვხვდება ტექსტებში, რომლებიც ჰათჰა და რაჯა იოგას გადმოგვცემენ. ამ ტექსტებში ტერმინი იოგანიდრა იხმარება ღრმა მედიტაციური მდგომარეობის სინონიმად, რომელსაც სამადჰი ეწოდება, რომელშიც იოგი არ ფიქრობს, არ მოძრაობს და არ სუნთქავს.
ტერმინი იოგანიდრა იხმარება სინონიმად ღრმა მედიტაციური მდგომარეობისა, რომელსაც სამადჰი ეწოდება
მე-12 საუკუნის რაჯაიოგას ტექსტი სახელწყოდებით ამანასკა რამდენიმე სტროფს უთმობს იმ ფაქტს, რომ სამადჰი ორივეს, ძილსაც და ღვიძილსაც, ჰგავს, მაგრამ, მაინც, მათ მიღმაა. სამადჰი არის იოგური ძილი, რომელშიც იოგს სძინავს ამქვეყნიური სამყაროსთვის და ღვიძავს გრძნობითი ობიექტების მიღმა, რეალობის მიმართ. ამანასკა ამბობს (2.64):
„როგორც გაღვიძებისთანავე გრძნობითი საგნების განცობიერებას ვიწყებთ, სწორედ ასევე იოგი იღვიძებს ამისგან [გრძნობითი სამყაროს საგნებისგან] იოგური ძილის ბოლოს." (1)
ტრანსცენდენტური ძილის ამგვარი იოგური მდგომარეობა (სამადჰი, იოგანიდრა) შამბჰავი მუდრას მეშვეობით მიიღწეოდა (რომელშიც ადამიანი უძრავად ზის, თვალები ნახევრად ღიაა და მზერა შიგნით არის მიმართული), რასაც თან ახლდა სრული განდეგილობა და გურუს ერთგულება.
სამადჰის იოგური ძილი (იოგანიდრა) უფრო მკაფიოდ არის აღწერილი Yogatārāvalī -ში (24-26), 13-14 საუკუნის იოგას ტექსტში, რომელიც ორივეს, ჰათჰა და რაჯა იოგას ასწავლის:
"ეს უჩვეულო ძილი არასიზანტისა, რომელიც შლის ნებისმიერ აზრს სამყაროს მრავალგვარობის შესახებ, ვლინდება ადამიანთათვის, როდესაც ყველა მათი ძველი მიჯაჭვულობა ქრება შინაგანი გათვითცნობიერების ამაღლების გამო. იოგანიდრა, რომელშიც უჩვეულო ბედნიერება წარმოიქმნება, როგორც შედეგი უწყვეტი პრაქტიკისა, ყვავის იმ იოგში, რომელმაც მოიშორა ზრახვები და ნებელობითი აზრები და რომლის კარმული ქსელი მთლიანად ამოიძირკვა. [ძილის დროს გონების] შეჩერებაში დაოსტატებული, მეოთხე მდგომარების ტახტზე, რომელიც სამ მდგომარეობას, დაწყებული ამქვეყნიურიდან, აღემატება, მეგობარო, სამუდამოდ შედის აზრების გარეშე ძილში, რომელიც [მხოლოდ] ცნობიერ ყოფნაში მდგომარეობს" (2)
ძილის ეს მეტაფორა რომ განვმარტოთ, „იოგს იოგანიდრაში არ სძინავს ჩვეულებრივ ტახტზე, არამედ მეოთხე მდგომარეობის ტახტზე (ტურიია)", ტურიია მორიგი სინონიმია სამადჰის ჰათჰა და რაჯაიოგას ტექსტებში. სამადჰი გახლავთ მეოთხე მდგომარეობა, რადგან ჩვეულებრივი სამი მდგომარეობის, ძილის სიფხიზლის და ღრმა ძილის, მიღმაა, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები განიცდიან.
ჩვეულებრივი სამი მდგომარეობის, ძილის სიფხიზლის და ღრმა ძილის, მიღმაა
მეოთხე მდგომარეობა (ტურიია), რაც სიფხიზლის, ძილისა და ღრმა ძილის მიღმა მდგომარეობას აღნიშნავს, გვხვდება მანდუკაუპანიშადში, ადვაიტა ვედანტას გვიანდელ ტექსტში, როგორიცაა Gaudapādakārikā (მანდუკას კომენტარები) (მე-6-7 საუკუნე).
ადვაიტა ვედანტას ტრადიციაში ტურიია გნოსტიკური შემეცნებაა არაორმაგი რეალობისა, რომელიც ამქვეყნიურობის მიღმაა. განსხვავებით იოგას პრაქტიკისა, ამ სწავლებაში უპანიშადების სწავლების მოსმენას და ჭვრეტას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ტერმინი იოგანიდრა ამ ტრადიციაში უფრო ადრე არ გვხვდება (ფაქტობრივად, მას რამდენიმე მცირე იოგა უპანიშადში აღმოვაჩენთ) და საეჭვოა, რომ გნოსტიკოსები ამგვარი "ქვისებრი" მდგომარეობისკენ, სამადჰი/იოგანიდრა, ისწრაფოდნენ ჰათჰა და რაჯაიოგაში.
ორივე, ამანასკაც და იოგატარავალიც (რომლებზეც ზემოთ ვსაუბრობდით), ცნობილი იყო ჰათჰაპრადიპიკას ავტორისთვის, რომელიც მე-15 საუკუნეში დაიწერა და ჰათჰაიოგას განმსაზღვრელი ტექსტი გახდა. იოგანიდრა ფიგურირებს ჰათჰაპრადიპიკას მეოთხე თავში, როდესაც აღწერილია, თუ როგორ შეიძლება ქჰეჩარი მუდრას (ენის უკან შებრუნება და მოთავსება ცხვირ-ხახის ღრუში) მეშვეობით სამადჰის მიღწევა. ტექსტში წერია (4.49):
„ქჰეჩარი მუდრა უნდა შესრულდეს მანამ, სანამ იოგური ძილი მიიღწევა, ხოლო იოგანიდრას მიღწევის შემთხვევაში სიკვდილიც კი ქრება."(3)
იოგანიდრას მნიშვნელობა, როგორც სამადჰისა კვლავ მეორდება მე-18 საუკუნეში, როგორც ამას ვხედავთ ე.წ. იოგა უპანიშადში, Maṇḍalabrāhmanopaniṣad (2.5.2):
„იოგი, რომელსაც შესწევს უნარი მოიაროს მთელი მსოფლიო, შეინარჩუნოს მისი თესლი უმაღლესი მე-ს ცაში, გათავისუფლდება სიცოცხლეშივე, როგორც კი იოგური ძილის სრული ნეტარების (იოგანიდრა) მდგომარეობას მიჰყვება, რომელიც წმინდაა, არაორმაგია, ინერტულობა არ ახასიათებს, ბუნებრივი და უგონოა." (4)
ზოგიერთ ადვაიტა ვედანტას ტექსტებში კომენტარები ამ ნაწყვეტზე იოგანიდრას ნირვიკალპასამადჰისთან აიგივებს, რომელიც სამადჰის უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს (e.g., Vedāntasāra 193, etc.).
 |
იოგანიდრასანა იოგას განმარტება, ბ.კ.ს. აიანგარი, გვ. 306 (1979 გამოცემა.) |
იოგანიდრა, როგორც ასანას სახელწოდება მე-17 საუკუნეში გვხვდება
აღსანიშნავია, რომ იოგანიდრა, როგორც იოგური პოზის (ასანა) სახელი, მიღებულ იქნა მე-17 საუკუნეში. იოგანიდრასანა აღწერილ იქნა ჰათჰარატნავალიში (3.70):
„ფეხების გადაჯვარედინებით კისრის უკან და ხელების ზურგს უკან შეერთებით, იოგს უნდა ეძინოს (საიანა) ამ პოზაში. იოგანიდრასანა ნეტარების საწინდარია.“ (5)
თანამედროვე პრაქტიკის შემთხვევები
დამატებით, იოგანიდრას , როგორც მედიტატიური მდგომარეობის გაგებისთვის, რომელიც მიღწეულ უნდა იქნეს, სვამი სატიანანდა იყენებს მას, როგორც ერთიან სახელს სხვადასხვა რელიგიური ტრადიციის, როგორც შუასაუკუნეებუს, ისე თანამედროვე იოგას ტექნიკების სისტემატიზაციისთვის. წინამდებარე განხილვაში შუასაუკუნეების შემთხვევები მოცემულია, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. იცოდა თუ არა სატიანანდამ ყველა ამ შემთხვევების შესახებ, როდესაც მან იოგა ნიდრას საკუთარი პრაქტიკის სისტემატიზირებული ვარიანტი შექმნა, დანამდვილებით ცნობილი არ არის. თუმცაღა, არსებობა და ნაკლებობა წინამდებარე მიდგომებისა გვაძლევს წარმოდგენას, რა ასპექტში განიცადა შთაგონება და რა არის ინოვაცია.
სვამი სატიანანდა (2009: 69-73) განმარტავს იოგა ნიდრას ტექნიკას, როგორც შვიდ ნაწილიანს:
- მომზადება
- კონცეპცია
- ყურადღების მიმოქცევა
- სუნთქვის მიყურადება
- გრძნობები და შეგრძნებები
- ვუზუალიზაცია
- პრაქტიკის დასასრული
1. მომზადება
სატიანანდა გვეუბნება, რომ შავასანა უნდა მივიღოთ.
მიწაზე გვამივით გულაღმა დაწოლა გონების განზავებამდე ყველაზე ადრე აღწერილია მე-12 საუკუნის იოგას ტექსტში, დატატრეიაიოგაშასტრას ლაიაიოგას განყოფილებაში. ეს ლაიაიოგას ტექნიკა, რომელიც ჯერ არ განიხილებოდა, როგორც იოგას პოზა (ასანა), სავარაუდოდ, მომდინარეობს უფრო ადრეული ტანტრებიდან, მაგალითად, Vijñānabhairavatantra-დან, რომელშიც უბრალო მედიტატიური ტექნიკა ( მიწაზე დაწოლილ მდგომარეობაში), ისწავლება გონების (ჩიტა) განზავებისთვის. მაშასადამე, სატიანანდას სურვილი მიწაზე გულაღმა დაწოლისა, როგორც სამედიტაციო მდგომარეობისა, სიახლე არ არის ინდური იოგას ტრადიციისთვის.
შავასანა, როგორც იოგას პოზა (ასანა) მოცემულია მე-15 საუკუნის ტექსტში, ჰათჰაპრადიპიკაში. ამ ექსტში აღწერილია:
„მიწაზე გულაღმა დაწოლა, როგორც გვამი, არის შავასანა. ის დაღლილობას აქრობს და გონების შეჩერებას უწყობს ხელს." (6)
შესაძლოა ამიტომაც ჰათჰაპრადიპიკათი შთაგონებული თანამედროვე იოგას გურუები, ისეთები, როგორიცაა, მაგალითად, ბ.კ.ს აიანგარი, ასწავლიან, რომ შავასანა ყველა ასანას ბოლოს უნდა შესრულდეს, როგორც დაღლილობის მოსახსნელი საშუალება. სატიანანდას წიგნი „ასანა პრანაიამა მუდრა ბანდა", აგრეთვე, ამ მიზნით ასწავლის შავასანას.
თუმცაღა, სატიანანდას იოგა ნიდრას საკითხში შავასანა პირველი საფეხურია შვიდთაგან. ზემოთხსენებულ იოგა ნიდრას სისტემაში შავასანას პრაქტიკის ამოცანა, განსხვავებით მოცემული მიდგომისა, არ არის დაღლილობის მოხსნა.
 |
შავასანა (Jacqueline Hargreaves) Photo Credit: Ben Fulcher |
ყველაზე ადრე მიწაზე გვამივით გულაღმა დაწოლილი პრაქტიკა აღწერილია მე-12 საუკუნის იოგას ტექსტში.
2. კონცეპცია: სანკალპა
პრაქტიკის დასაწყისში პრაქტიკოსს ეუბნებიან, რომ "სანკალპა" ჩამოაყალიბოს, რომელიც აღწერილია, როგორც მოკლე პოზიტიური, ნათელი მტკიცებულება, მაგალითად, "მე გამოვაღვიძებ ჩემს სულიერ პოტენციალს", "რასაც წამოვიწყებ, ყველაფერში წარმატებას მივაღწევ", და ა.შ.
სანსკრიტული სიტყვა სანკალპა ხშირად გვხვდება იოგას ტექსტებში, როგორც წესი ჩანაფიქრის მნიშვნელობით. სრულიად განსხვავებულად სატიანანდას იოგას, შუასაუკუნეების იოგი, რომლის ამოცანასაც სამადჰი წარმოადგენდა, მიზნად ისახავდა გონების გათავისუფლებას ყოველგვარი სანკალპებისაგან. მაგალითად, ამანასკაში სამადჰი ამგვარად არის აღწერილი (2.22):
„უჩვეულო მედიტატიური შთანთქმა, რომელშიც სანკალპები აღმოფხვრილია და ყოველგვარი მოძრაობა შეწყვეტილი, გასაგებია მხოლოდ საკუთარი თავისთვის და სიტყვიერი სფეროს მიღმაა." (7)
შუასაუკუნეების იოგი, რომლის ამოცანასაც სამადჰი წარმოადგენდა, მიზნად ისახავდა გონების გათავისუფლებას ყოველგვარი სანკალპებისაგან
იოგას ტექსტების გარეთ ტერმინი სანკალპა მოქმედების სასურველ შედეგს აღნიშნავდა, ნაწილობრივ რიტუალს ან ასკეტურ წეს-ჩვეულებას. ეს განმარტებულია მნიშვნელოვან ჰინდუ წერილში, მანუსმრტში, რომელიც რელიგიური დანაწესების (დჰარმა) შესახებ მოგვითხრობს. მანუსმრტში ნათქვამია (2.3):
„სურვილს (კამა) ჩანაფიქრში (სანკალპა) აქვს გადგმული ფესვები და მსხვერპლშეწირვის შესრულებას ჩანაფიქრის განხორციელებამდე მივყავართ. ყოველგვარი ასკეტური რიტუალი [როგორიც არის ბანაობა] და ასკეტური თვითშეზღუდვა [როგორიც არის არაძალადობა] განიხილება, როგორც ჩანაფიქრის მეშვეობით განხორციელებული."
ამგვარ სანკალპას უარჰყოფს ამანასკა (2.104):
„იოგი არ უარჰყოფს [ვედურ] რიტუალებს. მისთვის, [გონების გაქრობის მდგომარეობაში] რიტუალები თავად არის უარჰყოფილი უბრალოდ იმიტომ, რომ იგი სანკალპებს წყვეტს, რაც რიტუალების საფუძველს წარმოადგენს." (8)
როგორც ჩანს სვამი სატიანანდამ სიტყვა სანკალპა იმისთვის მიიღო, რომ პრაქტიკის ინტეგრაცია თვითშთაგონებასთან მოეხდინა, როგორც ეს მისი სანკალპების მეშვეობით გამოაშკარავდა, მაგალითად, "რასაც წამოვიწყებ, ყველაფერში წარმატებას მივაღწევ". მარკ სინგლტონმა თავის შესანიშნავ სტატიაში სახელწოდებით „ხსნა რელაქსაციის მეშვეობით: პროპრიოცეპტიური თერაპია და მისი კავშირი იოგასთან," მიაგნო მე-19 საუკუნის დასავლური სარელაქსაციო თერაპიის კვალს (იხილეთ ჟურნალი „თანამედროვე რელიგია“, Vol. 20, No. 3, 2005 გვერდები. 289–304). სინგლტონმა აგრეთვე ამოიცნო დასავლური სარელაქსაციო რიტორიკის დიდი ნაწილი (მაგალითად, სტრესი და დაძაბულობა, როგორც დაავადებათა მიზეზი, რელაქსაცია როგორც მკურნალობის საშუალება და ა.შ.), რომელიც გამოყენებულია სატიანანდას იოგა ნიდრაში.
შეიგვიძლია პარალელი გავავლოთ სატიანანდას მიერ სანკალპას გამოყენებასა და მის რიტუალისეულ (სასურველი შედეგი) კონტექსტთან. ნათელია, რომ მტკიცებულება "რასაც წამოვიწყებ, ყველაფერში წარმატებას მივაღწევ", სასურველი შედეგია. როგორც არ უნდა იყოს, სატიანანდას იოგა ნიდრაში "ჩანაფიქრი" შეერწყა მედიტაციის პრაქტიკას, სასურველი შედეგის მისაღწევად. ეს კი ძალიან განსხვავდება შუასაუკუნეების სამედიტაციო პრაქტიკისგან, რომლის მიზანსაც ამ ჩანაფიქრისა და სურვილებისგან გათავისუფლება წარმოადგენდა. "ჩანაფიქრის" (სანკალპა) სტადია სატიანანდას იოგა ნიდრაში სიახლეს წარმოადგენდა და დასავლური სარელაქსაციო თერაპიებიდან იყო გადმოღებული.
3. ყურადღების მიმოქცევაყურადღების გადაადგილება სხეულის ერთი ნაწილიდან მეორეში განსაზღვრული თანმიმდევრობით
შესავალში წიგნისა „იოგა ნიდრა" სვამი სატიანანდა (2009:3) აცხადებს, რომ ყურადღების ამგვარი მიმოქცევა ნიასას პრაქტიკას წარმოადგენდა, როგორც ეს სხვადასხვა ტანტრაში იყო აღწერილი. მას aṅguṣṭhādiṣaḍaṅganyāsa-ს მაგალითი მოჰყავს (ე.ი. მარცვალ-მანტრების ექვს ნაწილზე ფიქსაცია დაწყებული ცერა თითებით) და ციტირებს ბატონი ჯონ ვუდრუფის Mahānirvānatantra-ს გამოცემას. ვუდრუფის თარგმანის შესაბამის განყოფილებაში (თავი 3, 39-43) წერია:
„ახლა ისმინეთ, ჩემო ძვირფასებო, როდესაც თქვენ მოგმართავთ ანგა-ნიასა და კარა-ნიასა (39-40). ო, დიდებულო და თვალწარმტაცო ქალღმერთო! ომ მარცვალი, სიტყვები: სატ, ჩიტ, ეკამ, ბრაჰმა, უნდა წარმოითქვას ცერა, საჩვენებელ, შუა, არა და ნეკა თითზე შესაბამისად, შემდეგი სიტყვების მიყოლებით: ნამაჰ, სვაჰა, ვაშათ, ჰუნგ და ვაუშათ. ონგ საჩიდეკამ ბრაჰმა უნდა წარმოითქვას ხელის გულებზე და ხელის მტევანზე, რომელისაც მანტრა ფჰატ მოყვება (41,42). მიმდევრებმა ამგვარად, გონების კონროლით, უნდა შეასრულონ ანგა-ნიასა შესაბამისი წესებით, გულით დაწყებული ხელებით დასრულებული (43)."
სავსებით დამაჯერებელია, რომ სატიანანდას შეეძლო ძირითადი თანმიმდევრობა სხეულის ნაწილებისა ტანტრული ნიასას პრაქტიკიდან აეღო. მას ამის საფუძველზე უნდა შეემუშავებინა თანმიმდევრობა, როგორც მის წიგნშია ნაჩვენები.
აგრეთვე,შუასაუკუნეების იოგაში ნათლად არის წარმოდგენილი პრატიაჰარას (გრძნობების შეკავება) პრაქტიკა სუნთქვის თანმიმდევრული მოძრაობა სხეულის თვრამეტ სასიცოცხლო წერტილში (მარმასთჰანა). მე-14 საუკუნის ტექსში, იოგაიაჯნავალკიას მეშვიდე თავში, აღწერილია პრატიაჰარას სახეობები, რომლებიც შეიძლება თანამედროვე სარელაქსაციო ტექნიკებისთვის სხეულის სკანირების წინამორბედად მივიჩნიოთ. იქ აღწერილია (7.6-31ab):
„სუნთქვის შეკავებით თვრამეტ სასიცოცხლო წერტილში (მარმასტა), წერტილიდან წერტილზე გადასვლით, პრატიაჰარა სრულდება. ო, გარგი, ორმა აშვინმა, საუკეთესო ღვთისნიერმა მკურნალებმა, გვასწავლეს სასიცოცხლო წერტილები სხეულში ძალების (სიდჰი) მისაღწევად და იოგაში გასათავისუფლებლად. ისმინე, მე სწორი თანმიმდევრობით შეგასწავლი მათ. ორი დიდი თითი, კოჭები, წვივების შუაწერტილი, წვივების დასაწყისი, მუხლების და თეძოების შუაწერტილები და ანუსი. შემდგომ, ტანის შუაწერტილი, პენისი, ჭიპი, გული, ყელის ღრუ, სასა, ცხვირის წვერო, თვალის კაკლები, წარბებს შორის წერტილი, შუბლი და კინკრიხო. ესენია სასიცოცხლო წერტილები. სუნთქვა და გონება ამ წერტილებს ააყოლე, იოგმა თითოეულში უნდა შეაყოვნოს ყურადღება. სუნთქვისა და გონების შეკავებით თითოეულ მათგანში იოგი პრატიაჰარას ასრულებს. ყველა დაავადება ქრება და ამის შემსრულებელი იოგისთვის იოგა დასრულებულია.
ზოგიერთი იოგი და ადამიანი დახელოვნდა ზემოთაღწერილ პრატიაჰარაში. ისმინე, ო, მშვენიერო ქალო, მე აღგიწერ ამას. სავსე კოკასავით უნდა შეიკავო სუნთქვა ცერა თითებიდან კინკრიხომდე გონებასთან ერთად, ბრძენები ამას გვასწავლიან, როგორც პრანაიამას. კინკრიხოში სუნთქვის შეკავების შემდეგ შუბლში უნდა გააჩერო. კვლავ. შუბლიდან წარბებს შორის წერტილში უნდა გადაიტანო და ა.შ. ფეხის ცერებამდე. სუნთქვის წერტილიდან წერტილში გადატანისას ბრძენმა ამგვარად უნდა შეიკავოს ის. ის განიწმინდება ყოველგვარი ცოდვისგან და ცოცხლობს ისევე დიდხანს, როგორც ვარსკვლავები და მთვარე." (9)
წიგნში „იოგა ნიდრა“ არ არის აღნიშნული, იცნობდა თუ არა სვამი სატიანანდა ზემოთ აღნიშნულ შეასაუკუნეების პრაქტიკას, მაგრამ ის ამბობს:
„იოგა ნიდრა ერთ-ერთი ასპექტია პრატიაჰარასი, რომელსაც კონცენტრაციისა და სამადჰის უფრო მაღალ მდგომარეობამდე მივყავართ." (2009: 2).
სუნთქვის პროცესზე დაკვირვება, სახელდობრ, ნესტოებზე, გულმკერდზე, მონაკვეთზე ჭიპსა და ყელს შორის, ჩარევისა და ცვლილების გარეშე.
რამდენადაც ვიცით, არ არსებობს მედიტატიური ტექნიკა (დჰიანა) შუასაუკუნეების იოგას ტექსტებში, რომელიც სუნთქვის ბუნებრივი პროცესის პასიურ დაკვირვებას (გაცნობიერება) გულისხმობს. როდესაც სუნთქვა პრაქტიკის სამიზნეა, ის ან განზრახ იცვლება გარკვეული მიმართულებით ან ჩერდება გარკვეული მედიტატიური ტექნიკების მეშვეობით. სუნთქვის სპონტანური შეჩერება სამადჰის აუცილებელი ნიშანია.
ამის შესაძლოა ახსნა შეიძლება აჯაპა მანტრას დავუკავშიროთ. ეს არ იყო სუნთქვაზე პასიური დაკვირვების ნათელი აღწერა, მაგრამ შესაძლოა ნაწილობრივ ამასაც გულისხმობდეს. რამდენიმე შუასაუკუნეების იოგას ტექსტებში ნახსენებია და ამგვარად არის არწერილი მე-12-13 საუკუნის Vivekamārtaṇḍa-ში:
„ამოსუნთქვის დროს გამოეცი მარცვალი - "ჰა" და შეისუნთქვისას — "სა". ჯივა ყოველთვის იმეორებს ამ მანტრას — "ჰამსა, ჰამსა." დღე-ღამეში არის 72600 სუნთქვის ციკლი. ჯივა მუდამ იმეორებს ამ აჯაპა მანტრას მრავალჯერ." (10)
Vivekamārtaṇḍa განაგრძობს და ამბობს, რომ აჯაპა მანტრა ცნობილია როგორც გაიატრი მანტრა და ის კუნდალინს აღვიძებს. კუნდალინის აღმასვლა კი ცენტრალური არხით დაკავშირებულია სუნთქვის შეჩერებასთან და გონების განზავებასთან. Gheraṇḍasaṃhitā (5.86-94) აღწერს, თუ როგორ მიჰყავს აჯაპამანტრას ადამიანი კევალაკუმბჰაკამდე, სუნთქვის სპონტანურ შეკავებამდე.
სატიანანდას სუნთქვაზე მიყურადების მიზანი ღრმა რელაქსაციის მიღწევაა (2009: 71). თუმცაღა, ის განაგრძობს:
"სუნთქვის მოსმენა არა მხოლოდ რელაქსაციასა და კონცენტრაციას უწყობს ხელს, არამედ აღვიძებს უმაღლეს ენერგიებს, და მიმართავს სხეულის თითოეული უჯრედისკენ. ის გვეხმარება პრატიაჰარაში დაწყებული ნატიფი სხეულიდან შემდგომ პრაქტიკამდე."
შესაძლოა აგრეთვე მოვიყვანოთ სუნთქვაზე დაკვირვების ბუდიანური პრაქტიკა, რომელსაც
ānāpānnasati ეწოდებოდა, რომელიც Satipaṭṭhāna Sutta-შია მოცემული და შესაძლოა სატიანანდამ აქედანაც გადმოიღო ეს პრაქტიკა, თუმცა ეს არ ვიცით. სტატიაში იოგას სისტემების შესახებ აღწერილია ჯაინური სექტა
ტერაპანთჰი (see Yoga in Practice, edited by David White, pp. 365-82, 2012), აღმოჩნდა, რომ
ტერაპანთჰი იყენებდა სუნთქვაზე პასიური დაკვირვების ტექნიკას მედიტაციის დროს, რომლის შთაგონების წყარო გოენკას
ვიპასანა იყო.
5. გრძნობები და შეგრძნებებისაპირისპირო გრძნობების შეწყვილება (მაგალითად, სიცხე და სიცივე, სიმძიმე და სიმსუბუქე, ტკივილი და სიამოვნება და ა.შ..)
ერთ-ერთ შუასაუკუნეების იოგას ტექსტში
სამადჰი აღწერილია როგორც "საპირისპიროთა ერთიანობა" (
sarvadvandvayor aikyaṃ – იხ. ნოვოტნის გამოცემა
Gorakṣaśataka, სტროფი - 185). სხვაგან იოგი აღწერილია, როგორც საპირისპიროთაგან გათავისუფლებული (
dvandvavinirmukta – იხ.
Śivasaṃhitā 3.27, 5.154) და ისეთი გონების მქონე, რომელშიც გამქრალია საპირისპირო კატეგორიები (
naṣṭadvandva –
Maṇḍalobrāhmaṇopaniṣat 3.1.4). ფაქტობრივად, იოგაბიჯაში (90) იოგა განსაზღვრულია, როგორც მრავალი საპირისპიროთა ერთიანობა (
dvandvajālasya saṃyogo yoga ucyate).
ფაქტობრივად, იოგაბიჯაში (90) იოგა განსაზღვრულია, როგორც მრავალი საპირისპიროთა ერთიანობა
ამ საპირისპირო გრძნობათა მუშაობის იდეა სვამი სატიანანდამ საიდან აიღო ზუსტად არ არის ცნობილი, მაგრამ თავად ამბობს, რომ პრაქტიკის ამგვარი კომპონენტები:
„ტვინის ნახევარსფეროების ჰარმონიზაციას ახდენენ" (2009: 72)
განსხვავება, როგორც ჩანს, იმაში მდგომარეობს, რომ შუასაუკუნეების ტექსტებში საუბარია მდგომარეობაზე, რომელიც ორმაგობის მიღმაა მაშინ, როდესაც სატიანანდა ამ ორმაგობების ჩანერგვას მედიტატიურ პრაქტიკაში ცდილობს.
სატიანანდას იოგა ნიდრაში პრაქტიკოსი წარმოიდგენს გამოსახულებებს, როგორც მას წამყვანი კარნახობს. ამგვარი გამოსახულებები გულისხმობს პეიზაჟებს, ოკეანეებს, მთებს, ტაძრებს, წმინდანებს, ყვავილებს და ა.შ. აგრეთვე ჩაკრებს, ჯვარსა და ოქროს კვერცხს.
ვიზუალიზაცია ტანტრული იოგას პრაქტიკების განმასხვავებელი ნიშანი იყო. მედიტაცია (დჰიანა) ტანტრაში, როგორც წესი, რომელიმე ღვთაების წარმოსახვას გულისხმობდა. მათი გამოსახულება კომპლექსური და ჩახლართულია დოქტრინალური და მეტაფიზიკური წარმოდგენების თანხლებით.
ტანტრული იოგას პრაქტიკებისგან განსხვავებითრაჯა და ჰათჰა იოგას ტექსტებში სრულიად არ არის ამგვარი ვიზუალიზაციის პრაქტიკა, თუმცა ამგვარი პრაქტიკა შემდგომში შეიტანეს გვიანდელ იოგას ტექსტში (მე-16 საუკუნის შემდეგ). მაგალითად, იხილეთ მედიტაციის აღწერა მე-18 საუკუნის გჰერანდა სამჰიტაში.
სატიანანდამ აშკარად ახალი გამოსახულებები შეიტანა ისეთები, რომლები საერთოდ არ გვხვდებიან შუასაუკუნეების ტექსტებში, როგორც ვიზუალიზაციის თემები, მაგალითად, ჯვარი, ოქროს კვერცხი და ა.შ., თუცა მისი გაგება კონცენტრაციისა და მედიტაციის, როგორც მდგომარეობისა, რომელიც ხელისშემშლელი პროცესებისგან თავისუფალია, მსგავსია იმისა, რასაც იოგას ტექსტები გულისხმობდა (დამხმარე საშუალება, დჰარანა ან დჰიანა, რომელსაც სამადჰიმდე მივყავართ).
სანკალპას გამეორება და თანდათანობით გადასვლა სიფხიზლის მდგომარეობაში.
სანკალპები განვიხილეთ ზემოთ, მეორე პუნქტში.