პირსახოცის ზომის დასაფენი განსაზღვრავს ადგილს, რომლის მონახაზშიც პრაქტიკოსი იოგას აკეთებს, საკმაოდ თანამედროვედ გამოიყურება. არსებობს ისტორიული წყაროები, სადაც იოგას პრაქტიკისთვის განკუთვნილი ზედაპირის ზომაზე, ხარისხზე და ტიპზეა საუბარი. სანამ ანგელა ფარმერი ხალიჩა-დასაფენს გამოიგონებდა და ეკოლოგიურად რეკომენდებულ წებოვან დასაფენს სავაჭრო ნიშნით აღჭურვიდა, სიმბოლოდ ქცეულ იოგას ლეიბს საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია გააჩნდა.
იოგას სხვადასხვა ტრადიცია დასაფენისთვის განსხვავებულ მასალას ანიჭებდა უპირატესობას, როგორც ადრეულ წარსულში, ბჰაგავადგიტაშია (ჩვ. წ. მე-2 - მე-3 საუკუნე) აღწერილი, იოგი სწორ ადგილას უნდა იჯდეს, რომელიც არც ძალიან მაღალი იქნება და არც ძალიან დაბალი, ამავე დროს ნაჭრით, ანტილოპას ტყავით და ბალახი კუშათი იქნება დაფარული (6.11).
რამდენიმე საუკუნით გვიან, ზოგიერთ ტანტრაში იოგას დასაფენთან დაკავშირებით უფრო გართულებულ წესებს ვხვდებით. ეს წესები შეჯამებულა პურაშჩარანაჩანდრიკაში, რომელიც მანტრების წარმოთქმისთვის წინამოსამზადებელ რიტუალებს (puraścaraṇa) აღწერს. მისი ავტორი დევანდრასრამაა, რომელიც დაახლოებით მე-15 საუკუნეში ცხოვრობდა.[i]
პოზების (ასანების) შესწავლამდე, დევანდრასრამა რამდენიმე სტროფში აღწერს იოგას დასაფენის ტიპებს (მათაც, აგრეთვე, ასანა ეწოდებათ), რომლებზე უნდა მჯდარიყო პრაქტიკოსი. მისი ძირითადი ინტერესი ტანტრული რიტუალების აღსრულებაა. ქვემოთ მოყვანილი ფრაგმენტი აღწერს, თუ რაოდენ ფართო იყო არჩევანი დასაფენებისთვის, რომლებიც ტანტიკებისთვის უნდა გამოყენებულიყო:
„ისმინეთ ასანების [დასაფენების] შესახებ, რომლებიც ბრძენთა მიერ არის დაწესებული.
უნდა იცოდეთ, რომ ვეფხვის ტყავი წარმატების მომტანია ყველა სფეროში; ირმის ტყავი კი ტერიტორიის დასაუფლებლად; ნაჭრის დასაფენი დაავადებებს ანადგურებს; ლერწმისას კი ბარაქა მოაქვს; აბრეშუმისას საკვები მოაქვს და შალისას კი ტანჯვის შემსუბუქება.
მტრებისთვის ზიანის მომტანი რიტუალების შესასრულებლად შავი ფერის დასაფენი უნდა გამოიყენოთ, სხვის დასამორჩილებლად შესრულებულ რიტუალებში კი — წითელი. დამამშვიდებელი რიტუალებისთვის თეთრი ფერის გამოყენებაა საჭირო და ყველა დანარჩენ ტანტრულ რიტუალში — სხვადასხვა. რიტუალში, რომელიც სხვისი პარალიზებისთვის გამოიყენება, სპილოს ტყავია საჭირო, ხოლო მომაკვდინებელი რიტუალებისთვის კი — ხარის ტყავი. მტრების გასადევნად შესრულებული რიტუალების დროს ცხვრის ტყავი უნდა გამოვიყენოთ, ხოლო დასამორჩილებელი რიტუალებისთვის — მარტორქის ტყავი. განხეთქილებისთვის შესრულებული რიტუალების დროს ტურის ტყავია მიზანშეწონილი და დამაწყნარებელი რიტუალებისთვის — ძროხის ტყავი.
უნივერსალური მანტრის გამეორებისას ბამბუკის დასაფენის გამოყენება სიღატაკეს იწვევს, ხის დასაფენი კი — უბედურებას. მიწაზე ჯდომა ტანჯვას იწვევს და ქვაზე ჯდომა — დაავადებებს. თივის დასაფენზე ჯდომა რეპუტაციის დაკარგვას იწვევს და ფიჩხზე ჯდომა კი — გონებრივ დარღვევებს. აგურებისგან შემდგარ დასაჯდომზე ჯდომა შფოთს იწვევს.
განდობილი მეოჯახე არასდროს უნდა იჯდეს ლაქებიანი შავი ანტილოპას ტყავზე. ტყეში მცხოვრები ასკეტი, რომელიც ცელიბატს იცავს [ბრაჰმაჩარი] და რომელმაც განბანვის რიტუალი მიიღო [ბრაჰმაჩარიის დასასრულის აღსანიშნავად], სრულიად კვადრატულ დასაფენზე უნდა იჯდეს, რომელიც ბალახი კუშასგან, ანტილოპის ტყავისგან და ბამბისგან შედგება და ერთი ხელის ან ოთხი თითის სიმაღლეზეა მიწიდან.“
ეჭვგარეშეა, რომ პურაშჩარანაჩანდრიკა კომპილაციას წარმოადგენს, რადგან მისი ბევრი სტროფი ადრეულ ტანტრებში გვხვდება. ის თვრამეტ პოზას გვასწავლის და მათი სახელწოდებების უმრავლესობა ადრეულ ტანტრებში ან იოგას ტექსტებში გვხვდება, მაგალითად, ვასიშთჰასამჰიტაში.
რამდენიმე იმ პოზათაგან, რომლებსაც ვერ ვპოულობთ ადრეულ ტექსტებში, გვხვდებიან მე-15 საუკუნის ჰათჰაპრადიპიკაში. როგორც ჩანს ჰათჰაპრადიპიკა და პურაშჩარანაჩანდრიკა დაახლოებით ერთი და იგივე საუკუნეშია დაწერილი და ორივე მათგანი კომპილაციას წარმოადგენს, დიდი ალბათობით მათ ამ ასანების აღწერის გადმოღება უფრო ადრეული ტექსტებიდან შეძლეს, რომლებიც უკვე აღარ არსებობენ.
უნდა აღინიშნოს, რომ დასაფენების ტიპების ამგვარი აღწერა არ გვხვდება ჰათჰაიოგას ტექსტებში.
ჩვენს დროში იოგას დასაფენის სახე ხშირად ნათლად მიუთითებს, თუ რა სტილის პრაქტიკასთან გვაქვს საქმე. აშთანგავინიასას პრაქტიკოსები მაისორის ბამბის ნაჭრის ხალიჩას ამჯობინებენ მაშინ, როდესაც აიანგარ იოგას პრაქტიკოსებისთვის სასურველია ლეიბი წებოვანი ზედაპირით, რადგან დამხმარე საშუალებებისთვის არ აღმოჩნდეს სრიალა ზედაპირი.
ჯგუფური კლასების გაჩენასთან ერთად ლეიბების განლაგების მიმართულება და მათ შორის მანძილი ჩამოყალიბდა ისე, რომ მაქსიმალურად მეტი ადამიანი დატეულიყო, რაც არა მხოლოდ პოპულარობით იყო განპირობებული, არამედ კულტურული ჩვეულებებით — პერსონალური სივრცისა და სწავლების მეთოდოლოგიის სპეციფიკურ სტილისტიკაზე. ბევრი ამ წესთაგან დაუწერლად მოქმედებს. ამ წესთაგან ზოგიერთი პრაქტიკული მიზანშეწონილობიდან გამომდინარეობს, ზოგიერთი კი სარიტუალო ტრადიციიდან გადმოეცა მოსწავლე-მასწავლებლის ტრადიციულ ჯაჭვს და, ამგვარად, ახალი ჩვევები ჩამოყალიბდა.
ზოგიერთი წესი აშკარად ინდური კულტურიდან არის გადმოღებული, მაგალითად, ფეხსაცმლის გახდა, რაც ადგილის და მასწავლებლის პატივისცემის სიმბოლოა. შემდეგ როდესაც სივრცის მართვა და სხვასთან განაწილება გახდა საჭირო, ბევრი ახალი დეტალი შეემატა, რასაც მხოლოდ ფუნქციური დატვირთვა აქვს ისევე, როგორც იოგას ლეიბის წებოვნობას, რაც მოულოდნელი დაცურების შესაძლებლობას გამორიცხავს.
თანამედროვე პოზებზე ორიენტირებული იოგა პრაქტიკისას რამდენიმე გამოუთქმელი გაგება ისე ჩამოყალიბდა, როგორც წესი. ლეიბის გამოყენება საზოგადოებრივი ცხოვრების საპირისპიროდ ინდივიდის მიერ ტრანსცენდენტული (ან ჯანმრთელობის) მიზნის მიღწევის სიმბოლოდ იქცა. შეიძლება ეს სლოგანის სახით ასეც ჩამოვაყალიბოთ „როდესაც ლეიბს ვტოვებთ, ამქვეყნიურობას ვუბრუნდებით“, როგორც საზოგადოებრივი მოქმედების და ცნობიერი აქტივობის კომბინირებული კონცეფცია იოგას პრაქტიკასთან. ამ ხედვისგან განსხვავებით, როდესაც შუასაუკუნეების ტანტრულ კონცეფციას შევხედავთ, სადაც იმქვეყნიური და ამქვეყნიური მიღწევები გაერთიანებულია იოგასა და რიტუალურ პრაქტიკაში, რომელიც დასაფენზე სრულდება, ეს სლოგანები ღიმილის მომგვრელი გახდება.

[i] The Puraścaraṇacandrikā was quoted by name in a text called the Kramadīpikā, which was probably composed sometime after the end of the fifteenth century (see Alexis Sanderson, The Śaiva Literature, 2014, p. 69 n. 267). The Puraścaraṇacandrikā contains verses of texts that can be dated to the 12th – 15th centuries. Therefore, Devendrāśrama, the author of the Puraścaraṇacandrikā, probably lived in the fifteenth century. Much of the Puraścaraṇacandrikā's section on āsana is quoted with attribution in the Puraścaryārṇava (6.109 – 11, 6.116 – 42cd) of Mahārāja Pratāp Singh Shāh of Nepal (1774–1777). The section on mats is largely reproduced (without acknowledging the source) in the Tārābhaktisudhārṇava of Śrīnarasiṃha Ṭhakkura 1668 CE, (the Tantrik Text Series by Arthur Avalon, 1940, p. 367) and a paper manuscript called 'Āsana' (f. 1v) in the National Archives of Kathmandu (E0991-09), which is a compilation of various Āsanas and hand Mudrās. Textual parallels are also found in the Aṃśumadāgama (IFP TS3-019), the Sammohanatantra (quoted in the Prāṇatoṣaṇī (1820 CE) of Rāmatoṣaṇa Bhaṭṭācārya, the Merutantra and the Dīkṣāprakāśa of the Maithila Jīvanātha (1869 – 70). A similar verse to vaṃśāsane, etc., is quoted and attributed to the Nāradapañcarātra in Gopālabhaṭṭa's Haribhaktivilāsa. Thus, it appears that these verses found their way into a number of Tantric compilations in the late medieval period.