სუნთქვითი ვარჯიშებით ბევრ დაავადებასთან შეიძლება ბრძოლა. სუნთქვითი ვარჯიშებით შეიძლება თავს ვგრძნობდეთ უკეთესად, რადგან უმჯობესდება ჟანგბადის მიწოდება, მათ შორის ნერვული სისტემისთვის, ტვინისთვის.
დიდი ხანი თავს ვიკავებდი სუნთქვითი ვარჯიშების სწავლებისგან (ელემენტებს არ ვგულისხმობ), რადგან გავრცელებული იოგას სკოლების მიერ შემოთავაზებულ სისტემებში ეჭვი მეპარებოდა. ახლა დარწმუნებული ვარ, რომელი მათგანი დგას სწორ გზაზე და რომელი — არა. სამწუხარუდ უმრავლესობა მათგანი სუნთქვას ისე ასწავლის, რომ წარმოდგენა არ აქვს სუნთქვის ქიმიაზე, ფიზიოლოგიას, ბიო-მექანიკაზე. ამიტომ, ხშირად, რასაც ისინი იწვევენ არის ჰიპერვენტილაცია, რაც არ არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, თუმცა მოჩვენებითი ეფექტი მაინც აქვს.
ზოგიერთი ადამიანი ვარჯიშების ტიპს ინტერნეტის მეშვეობით არჩევს, მაგალითად, Youtube-ზე ნახვების მიხედვით ან რეიტინგის მიხედვით, რადგან არ აქვს ცოდნა, რომ განსაჯოს. ზოგიერთ სუნთქვით ვარჯიშს Youtube-ზე მაღალი რეიტინგი აქვს, როგორც „ინტერენეტის პრიკოლებს", რომ შეხედავ, მასწავლებელი იოგს „ჰგავს" (რაც ჩვენი წარმოდგენაა, როგორი უნდა იყოს იოგი).
მე ეს დაახლოებით 2009 წელს აღმოვაჩინე, როდესაც სუნთქვას მეცნიერული თვალსაზრისით ჩავუღრმავდი და ისიც დავინახე, რომ, რაც მე აღმოვაჩინე ამაზე უკვე დიდი ხანია საუბრობდნენ თავად სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, რომლებსაც კვლევებთან ჰქონდათ საქმე. გამოვყოფდი რობერტ ფრიდს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ საკითხში. მან საფუძველი ჩაუყარა სწორ მიმართულებას, თუმცა, როგორც ეს ყოველთვის ხდება მექანიკური მიდგომის დროს, მის სწავლებასაც არაერთი არასწორი ინტერპრეტატორი გამოუჩნდა, თუმცა, პროფესიონალები ყოველთვის არიან.
რატომ ხდება ასეთი გაუგებრობები?
საქმე იმაშია, რომ ინსტრუქტორების უმრავლესობას არ აქვს საფუძვლიანი განათლება იმ ანატომია-ფიზიოლოგიის მინიმუმშიც კი, რასაც ასწავლის(სამწუხაროდ ასეა მთელ მსოფლიოში). ინსტრუქტორობის კანდიდატს ურჩევნია, რომ მასწავლებელმა ასწავლოს პირდაპირ, რა უნდა აკეთოს და რა უნდა ასწავლოს. მაგრამ ის, რაც გამოსადეგია ერთ შემთხვევაში და ერთი ადამიანისთვის, არ გამოდგება სხვისთვის და სხვა შემთხვევაში. არ შეილება ერთი წამლით ყველას და ყველაფერს ვუკმურნალოთ. იმისთვის, რომ იცოდე, რომელი წამალი როდის უნდა გამოიყენო საჭიროა საფუძვლიანო ცოდნა. ამიტომ არის, რომ იოგას ინსტრუქტორის კურსები, რომელიც 1 თვე, 3 თვე და თუნდაც 6 თვე გრძელდება, არ არის საკმარისი. რომ აღარაფრი ვთქვა იმაზე, რომ უმრავლესობას საერთოდ არც არანაირი კურსი არ აქვს გავლილი. მათი ინსტრუქტორობა ძირითადად მათი „გაწელილობიდან" ან სხვა ისეთი დეტალებიდან გამომდინარეობს, რაც სრულიად არაადეკვატურია იოგას ინსტრუქტორისთვის.
რითი დავიწყოთ?
1. სანამ პრაქტიკას შევუდგებით, საჭიროა გარკვეული ცოდნა. გთავაზობთ სტატიას სწორი სუნთქვის შესახებ.
აქ თავმოყრილია ყველა ის საწყისი თემა, რაშიც უნდა გაერკვეს არამხოლოდ ინსტრუქტორი, არამედ პრაქტიკოსიც.
2. უნდა განისაზღვროს ჩვენი წუთ/მოულობა მშვიდ მდგომარეობაში და დავადგინოთ გვაქვს თუ არა ჰიპერვენტილაცია.
3. შესაძლოა გამოვიყენოთ პულსოქსიმეტრი, რომ გადავამოწმოთ, სუნთქვითი ვარჯიშების შედეგად ჟანგბადის ათვისება უმჯობესდება თუ არა.