ფილტვებისკენ მიმავალ გზას, როდესაც ჰაერი ხორხსარქველში, ყიაში, გაივლის, თავის მხრივ, არ აქვს სტრუქტურა, არამედ მხოლოდ სივრცეა ხმის იოგებს შორის. იოგას პრაქტიკოსებისთვის ჩვეულებრივი საკითხია ამ სივრცის სხვადასხვა გზით რეგულირება, გამომდინარე იქიდან, თუ რას აკეთებენ სუნთქვის, ხმის, ან პოზის მეშვეობით. დასვენების დროს კუნთები, რომლებიც ხმის იოგებს აკონტროლებენ, შესაძლოა მოდუნებულნი იყვნენ ისე, რომ ყია არც შეკუმშული და არც გაფართოვებული იყოს. ეს ვლინდება ძილის დროს და იოგას პრაქტიკისას, როდესაც იგი დასვენებასა და ძალების აღდგენაზეა მიმართული.
იმ სუნთქვითი ვარჯიშების შესრულებისას, როდესაც სუნთქვა ღრმა და აჩქარებულია (მაგ.: ბჰასტრიკა, კაპალაბჰატი), კუნთები, რომლებიც ვოკალურ იოგებს განზე სწევენ იძაბებიან და ჰაერის სამოძრაოდ ფართო სივრცეს ქმნიან. როდესაც სრულდება ვარჯიში, რომელსაც ღრმა და ნელ სუნთქვას უწოდებენ, ყიან ნაწილობრივ იხურება და მხოლოდ მცირე ხვრელიღა რჩება იოგების უკან. ეს უკანასკნელი პოზიცია იგივე პოზიციაა, რაც ჩურჩულით საუბრის დროს; იოგაში მას უჯაი ეწოდება, „ძლევამოსილი სუნთქვა".1 ბგერის წარმოთქმისას ან გალობისას, მყესები შეიკუმშება. როდესაც ჰაერი მათგან გამოდის, ვიბრირებს და ხმას წარმოქმნის. ბგერის სიმაღლე (და გარკვეულწილად მისი ხანგრძლივობაც) დამოკიდებულია იოგების შეკუმშვის ძალაზე.
- «უ» (სიტყვისგან უდანა) - ენერგიის მოძრაობა ქვემოდან ზემოთ, «ჯაია» - ითარგმნება როგორც «გამარჯვება». უჯაი - «გამარჯვებულის სუნთქვა».