თუ იოგას საკმაო დროს უთმობთ, გაგებული გექნებათ სხეულის ისეთი ნაწილები, რომელთა ანატომიურ იდენტიფიცირებას ვერ ახდენთ.მაგალითად „მესამე თვალი“ და “ჩაკრები“. როცა მასწავლებლი ამბობს , რომ გარკვეული პოზა თქვენს მანიპურა ჩაკრას გახსნის რთულია მისი ნათქვამის სისწორე გადაამოწმოთ. მაგრამ სულ სხვაა , როცა მათი სასარგებლო თვისებები , იოლად იდენტიფიცირებად ორგანოსთან ან ძვლოვან-კუნთოვან სისტემასთან მიმართებითაა განხილული. ეს გაცილებით ამარტივებს ამა თუ იმ განცხადების სისწორეში დარწმუნებას, განსაკუთრებით თუ ემი მეთიუსის მსგავსი ანატომიის ექსპერტი (სპეციალისტი) გეხმარება.
მეთიუსი იოგას ანატომიის თანაავტორია; იგი ამავდროულად ნიუ იორკში სუნთქვის პროექტის გაძლიერებულ სასწავლო პროგრამას თანახელმძღვანელობს და 15 წლის განმავლობაში ანატომიასა და კინეზიოლოგიას (მეცნიერება, რომელიც სწავლობს ადამიანისა და სხვა ცოცხალი არსებების მოძრაობებს) ასწავლიდა. იგი სიამოვნებით დაგვთანხმდა დაემსხვრია ხშირად გამეორებული მითიური ფრაზები იოგას შესახებ
იოგას ინსტრუქტორებისგან ხშირად მსმენია, რომ არდჰა-მატსეინდრასანა და ტორსის მსგავსი შემობრუნებები „წურავს“ და ასუფთავებს შინაგან ორგანოებს. რამდენად მართალია ეს? ან არის კი სასურველი მსგავსი რამ?
თუ ვისცერალური ორგანოების(ორგანოები , რომლებიც გულმკერდის, მუცლისა და მენჯის ღრუში მდებარეობს) ანატომიასა და ფიზიოლოგიას გავითვალისწინებთ, ისეთი განცხადებები , როგორიცაა „სხეულის დაგრეხვა ორგანოებს წურავს“ მრავალი მიზეზის გამო არასრული და მცდარია.
პირველ რიგში, შინაგანი ორგანოს მოძრაობა, იმ ტერიტორიაზე რომელსაც იკავებენ ერთია, ხოლო მათი "გაწურვა" მეორე. ორგანოთა უნარს, გადაადგილდნენ სხვა ორგანოების მიმართ მობილობას (mobility) ვუწოდებთ.
ტერმინი რომელიც განსაზღვრავს ორგანოს მოძრაობას, როგორიცაა გულის ფეთქვა, კუჭის შეკუმშვა - არის თვითნებური მოძრაობის უნარი- მოტორიკა.თითოეულ ორგანოს მოტორიკის და მობილობის ოპტიმალური დიაპაზონი გააჩნია და ეს დიაპაზონი ვიბრირებს ორგანოდან ორგანოზე.ზედმეტად ბევრი მოძრაობა (მოტორიკა იქნება ეს თუ მობილობა) შესაძლოა ჯანმრთელობისთვის ისეთივე საზიანო აღმოჩნდეს, როგორც მისი დეფიციტი. მაგალითად, არსებობს რისკი, რომ გულის გადაჭარბებული მობილობა მის ქმედითუნარიანობაზე უარყოფითად იმოქმედებს.
ნებისმიერ მოძრაობას, რომელიც გულმკერდის, მუცლისა და მენჯის ღრუებს ფორმას უცვლის, იქ მდებარე ორგანოების ურთიერთგანლაგებაზეც შეუძლია გავლენის მოხდენა. ეს შეიძლება იყოს ხერხემლის, გულ-მკერდის, მუცლის კედლისა თუ მენჯის ფსკერის დიაფრაგმის ნებისმიერი მოძრაობა (მათ შორის სუნთქვა) .თუ ბრუნს ისე შევასრულებთ რომ მოძრაობაში მოვა ხერხემალი ( მენჯბარძაყისა და მხრების სარტყელის მარტივი მოძრაობის საწინააღმდეგოდ ) ეს სივრცის ერთ სიბრტყეში გადაანაცვლებს გარკვეულ ორგანოებს. ხერხემლის სხვა დანარჩენი მოძრაობები - დახრა, გაწელვა, გვერდული დახრა და აქსიალური გაჭიმვა - ასევე გადაანაცვლებს შინაგან ორგანოებს სხვადახვა სიბრტყეში, თუ გამოკვეთილი იქნებახერხემლის მოძრაობა .
სხეულში ორგანოები იმგვარად არიან განლაგებულნი, რომ თითოეული ორგანო სივრცის სხვადასხვა სიბრტყეში მოძრაობს და ერთ რომელიმე მოძრაობას, როგორიცაა: შებრუნება, მოხრა/გაშლა, გვერდული დახრა, — მოძრაობაში მოიყვანს ყველა ორგანოს.
ორგანოების მოტორიკაზე მრავალი ფაქტორი ახდენს ზეგავლენას, ენდოკრინული და ნერვული სისტემებიდან მიღებული სიგნალების ჩათვლით. ორგანოს მეტ მოძრაობაში მოყვანით შეიძლება გაიზარდოს მისი მოტორიკის სიხშირე, მაგრამ ეს ორი ერთად საჭიროებისამებრ არ მუშაობს ( თუნდაც ორგანოებში მოტორიკის მომატება სასურველი ყოფილიყო).ყველა ორგანოს სჭირდება სისხლით მომარაგება და მოძრაობის სიხშირის ზრდას შეუძლია სისხლის ნაკადიც გაზარდოს, რომელიც საკვები ნივთიერებებისა და ჟანგბადის ტრანსპორტირებას ახორციელებს, ხოლო ნივთიერებათა ცვლის პროცესში წარმოქმნილ სუბპროდუქტებს გამოდევნის.
გარკვეული კუთხით, გაზრდილი სისხლის მიმოქცევა ორგანოებს უკეთ ფუნქციონირებაში ეხმარება. და მაინც , ბალანსი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე მუდმივად გაზრდილი სისხლის ნაკადი, მითუმეტეს, რომ ეს ზოგჯერ სულაც არაა სასარგებლო.
იმავე საკითხთან დაკავშირებით, ხშირად ამბობენ რომ ტორსის მოტრიალება საკვების მონელებას აუმჯობესებს. ეს სიმართლეა?
მუცლის ღრუს, მსხვილი და წვრილი ნაწლავის შემთხვევაში, რაღაც დონეზე მათი მოძრაობაში მოყვანა ზრდის მათ მოტორიკას. ეს იმიტომ, რომ მომნელებელი სისტემის ფუნქციაა გადააადგილოს საკვები ყველა ხვრელში პირის ღრუდან ანუსისაკენ, საკვებისა და წყლის გამოყოფასთან ერთად.
რაც მეტი მობილობა იქნება ნაწლავებში, მით უფრო მარტივად გადაადგილდება შიგთავსი. მაგრამ შიგთავსის მარტივად გადაადგილება, მხოლოდ შეკრულობის პრობლემას მოხსნის, რაც უკეთესი მონელების ერთ-ერთი და არა ერთადერთი ნიშანია. რეალურად კი მონელებას იმ შემთხვევაში შეგვიძლია ვუწოდოთ გაუმჯობესებული, თუ კი ამ ყველაფერს ნივთიერებათა უკეთ შეწოვაც ახლავს თან; აქედან გამომდინარე, ტორსის შეტრიალებები,რომელიც მუცლის ღრუს ორგანოთა მობილობას ზრდის, მხოლოდ სანახევროდ აუმჯობესებს საკვების მონელებას.
როგორც ჩანს, თავდაყირა პოზები ბევრი ანატომიური მითის შთაგონების წყაროა. მართალია, რომ ციკლის განმავლობაში მათმა შესრულებამ შეიძლება მენსტრუარული სისხლის საშვილოსნოს ყელში ჩაქცევა გამოიწვიოს?
ჩვენ მუდმივ კავშირში ვიმყოფებით გრავიტაციასთან და ამ ურთიერთობაში მომხდარი ცვლილებები, რა საკვირველია, ჩვენს ორგანიზმზეც აისახება, რომელიც მუდმივად ადაპტაციის პროცესში იმყოფება. ის ყოველთვის ეგუება გარეგანსა თუ შინაგან ცვლილებებს და ამის განხორციელების ყველაზე ოპტიმალურ გზებს ეძებს, რასაც ჰომეოსტაზს უწოდებენ. ვინაიდან მენსტრუაციის სიმპტომები საკმაოდ თვალსაჩინოა, არც იმის კონტროლი უნდა იყოს რთული, რომ ვარჯიშისას ნორმიდან გადახვევა არ მოხდეს. ასე რომ , ყოველი მდგომარეობისთვის, ზოგადი წესების შემოღებას, ( არ შეასრულოთ თავდაყირა ვარჯიშები, მენსტრუაციის პერიოდში) სჯობს საკუთარ სხეულს დავუგდოთ ყური და არა ვიღაცის შეთხზულ აზრებს, რაიმეს ყოველდღიურად კეთებასთან ან განსაზღვრულ დღეებში თავის შეკავებასთან დაკავშირებით.
არ არსებობს უნივერსალური წესი, რომელიც ყველა ადამიანზე გავრცელდება, ასეა ქალების შემთხვევაშიც, თუ ერთისთვის მენსტრუაციის პერიოდში თავდაყირა პოზების შესრულება ბალანსის დარღვევას გამოიწვევს, მეორეს შემთხვევაში, შესაძლოა, ეს პოზები ბალანსის მომტანი აღმოჩნდეს. ასე რომ, დიდი შანსია, რომ თითოეული ქალის ორგანიზმს თავისებური რეაქცია ჰქონდეს.
რამდენად უწყობს ხელს თავდაყირა პოზები, ტვინის მეტი სისხლითა და ჯანგბადით მომარაგებას? სისხლის მიმოქცევის გააუმჯობესებას?
სისხლის მიმოქცევის სისტემამ თითოეული ქსოვილისთვის საჭირო რაოდენობის სისხლის მიწოდებაზე აგებს პასუხს. შესაბამისად, თავისი მოვალეობის კარგად შესრულების შემთხვევაში, ტვინი ყველანაირი ამობრუნების გარეშეც საკმარისი სისხლით მომარაგდება, რაც ნიშნავს, რომ თავდაყირა ასანების შესრულება არანაირ, დადებით ან უარყოფით გავლენას არ მოახდენს მასზე (ტვინისთვის მეტი სისხლის მიწოდება , სულაც არ ნიშნავს რაიმეს გაუმჯობესებას).
ჯანსაღი სისხლის მიმოქცევის სისტემა ცვლილებებს იოლად ეგუება-ის ხომ სისხლის წნევას საჭიროებისამებრ ზრდის და ამცირებს. ასე რომ , როდესაც სისხლის მიმოქცევის სისტემას უწევს ამა თუ იმ აქტივობით გამოწვეულ ცვლილებებს მოერგოს, ის გარკვეულწილად უმჯობესდება კიდეც.
ბევრი ამბობს,რომ როცა უკანზნექების შესრულებისას, შუალედებში შესვენების მიზნით, მუხლებისთვის ხელების შემოხვევა და მკერდთან მიტანა არასწორია. აქვს ამ გაფრთხილებას რაიმე ანატომიური საფუძველი?
არა, ანატომიურად არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ უკანზნექის შემდეგ მოხრის შესრულება უკეთესად ან უარსესად მივიჩნიოთ, ვიდრე, მაგალითად, გვერდითი შებრუნება.
იოგას მიმდინარეობებს თუ გადახედავ, ნახავთ, რომ ზოგი წინდახრას ანიჭებს უპირატესობას, ზოგი კი ტორსის შეტრიალებას, ზოგს კი ნეიტრალურ პოზიციაში ურჩევნია დაბრუნება (თუმცა, ხშირად ერთი და იგივე პედაგოგი, მზის მისალმებისას თავაწეული ძაღლის პოზის შემდეგ თავდახრილი ძაღლის პოზას გვასწავლის ხოლო ხიდის შემდეგ წინდახრას გვიკრძალავს-სინამდვილეში ერთიც და მეორეც უკანზნექის შემდგომი წინზნექია). აქ ის უფრო მიშვნელოვანია, რომ ვარჯიშისას მუდმივად ხერხემლის ერთი და იგივე სახსარი არ დაიტვირთოს და სხვადასხვა ტიპის მოძრაობები შესრულდეს. მაგალითად, როცა უკანზნექისას წელის მალები იტვირთება, შემდეგ კი ტორსსაც ამ მალების დაძაბვის ხარჯზე ვატრიალებთ, წელის მალებს დაზიანებისა და ზედმეტი გაჭიმვის საფრთხეს ვუქმნით ხოლო ხერხემლის სხვა ნაწილებს განუვითარებლობის საფრთხეს.
მე უკვე დავაფიქსირე ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულება „ოფლი ტოქსინებისგან ათავისუფლებს“ პირციპის შესახებ, მაგრამ მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ ამ განცხადებაზე?
ალბათ ისედაც ხვდებით , რომ ამ განცხადებას მეც სკეპტიკურად ვუყურებ, ვინაიდან ტოქსინების წარმოქმნა და გამოყოფა არა მხოლოდ ოფლის, არამედ მოშარდვისა თუ ამოსუნთქვის საშუალებითაც ხდება. ასე რომ, რაც უფრო მეტ ოფლსა და შარდს გამოვყოფთ, რაც მეტს ამოვისუნთქავთ, მით უკეთესი, მაგრამ ამ შემთხვევაში მეტი უნდა შევისუნთქოთ და მეტი ჯანსაღი სითხეც უნდა მივიღოთ. ბალანსი ყველაფრის გასაღებია.
https://www.verywell.com/yoga-anatomy-myths-with-amy-matthews-3566694