შავა, ან მრიტა, გვამს ნიშნავს. ამ ასანაში პრაქტიკოსი გვამის იმიტაციას აკეთებს — როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, სხეული უძრავი ხდება და მოძრაობა შეუძლებელია. რელაქსაციას მაშინ ვისწავლით,  თუ სხეულის უძრაობასთან ერთად გონებასაც მშვიდად შევინარჩუნებთ და ამასთანავე სრულიად ცნობიერი დავრჩებით. ეს ცნობიერი მოდუნება სხეულსა და გონებას მხნეობას სძენს და მათს ენერიას აახლებს. აღსანიშნავია, რომ გონების სიმშვიდის შენარჩუნება გაცილებით უფრო ძნელია, ვიდრე — სხეულის. შესაბამისად, ეს, ერთი შეხედვით უადვლესი პოზა, — ერთ-ერთი უძნელესია.

შესრულების ტექნიკა

  1. დაწექით ზურგზე და მიიღეთ გვამის პოზა. ხელები ოდნავ განზე გაშალეთ (დააშორეთ ბარძაყებს), ხოლო ხელისგულები ზემოთ ამოაბრუნეთ.
  2. დახუჭეთ თვალები. სასურველია თვალებზე ოთხადგაკეცილი შავი ნაჭერი გადაიფაროთ. ქუსლები შეაერთეთ, ხოლო ფეხის თითები განზე მმართეთ.
  3. დასაწყისისთვის უბრალოდ ღრმად ისუნთქეთ. თანდათანობით სუნთქვა უფრო ნატიფი და ნელი გახდება, როდესაც არ ახლავს უხეში მოძრაობები და არ აღიზიანებს ზურგს ან სხეულს.
  4. ფოკუსირდით ღრმა და ნატიფ ამოსუნთქვებზე, როდესაც ამოსუნთქული სითბო არ ეხება ნესტოებს.
  5. მოადუნეთ ქვედა ყბა და ნუ დაძაბავთ პირის ღრუს. არ დაძაბოთ ენაც, თვალის გუგებიც კი სრულიათ უძრავად უნდა დარჩეს.
  6. მთლიანად მოდუნდით და ნელი ამოსუნთქვები შეასრულეთ.
  7.  თუ გონება სხვაგან გარბის, თითოეული ნელი ამოსუნთქვის შემდეგ პაუზები გააკეთეთ, მაგრამ, ამასთანავე, ნუ დაიძაბებით.
  8.  ასანაში 15-20 წუთი დაყოვნდით.
  9.  ახალბედას ამ პოზაში შეიძლება ჩაეძინოს. თანდათანობით, როდესაც ნერვული სისტემა  უფრო და უფრო პასიური გახდება, შეძლებთ სრულად მოდუნდეთ და აღიდგინოთ ძალები. ღრმა რელაქსაციისას შესაძლოა იგრძნოთ, თუ როგორ მოძრაობს ენერგია კეფიდან ქუსლებამდე,  მაგრამ არა პირიქით. გადა ამისა შესაძლოა შეგრძნება გაგიჩნდეთ, რომ სხეული წაგრძელებულ ფორმას იღებს.

ეფექტი

«ჰათჰა-იოგა-პადიპიკაში» (I,30) ნათქვამია: «ზუგზე სწორად წოლა, გვამის მსგავსად — შავასანაა.  ის აქრობს დაღლილობას, რაც სხვა ასანების შესრულების შედეგად ჩნდება და გონებას ამშვიდებს».

მრტასანა აღწერილია «გჰერანდა-სამჰიტაში» (II,11): «ზურგზე სწორად დაწოლას მრტასანა ჰქვია. ეს პოზა აქრობს დაღლილობას და ამშვიდებს გონებას».

«გონება ინდრიების (გრძნობის ორგანოების) მეუფეა, ხოლო პრანა (სასიცოცხლო სუნთქვა) — გონების მეუფე». «როდესაც გონების სრული შთანთქმა ხდება, ასეთ მდგომარეობას მოქშას (სულის საბოლოო გათავისუფლება) უწოდებენ; როდესაც პრანა და მანასი (გონება) შთაინთქმებიან, აღუწერელი სიხარული წარმოიქმნება» (ჰათჰა-იოგა-პადიპიკა, IV,29 და 30).

პრანას მართვის უნარი ნერვული სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. სტაბილური, თანაბარი, ნატიფი და ღრმა სუნთქვა ამშვიდებს ნერვულ სისტემას და გონებას. სტრესი, რაც თანამედროვე ცივილიზაციის „მონაპოვარია“, ნერვულ სისტემაზე დამღუპველად აისახება, ხოლო შავასანა საუკეთესო წამალია სტრესის წინააღმდეგ.