როგორც წესი, ხერხემლის ოთხი სახის მოძრაობას განასხვავებენ: მოხრას, გაშლას, ღერძულ შებრუნებას (გრეხვა) და ლატერალული მოხრას (გვერდზე დახრა). ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს ოთხი მოძრაობა მეტ-ნაკლებად სპონტანურად ვლინდება: როდესაც ფეხსაცმლის თასმებს ვიკრავთ (მოხრა; იხილეთ ფოტო 1), როდესაც მაღალ თაროზე რაღაცას ვწვდებით (გაშლა; იხილეთ ფოტო 1), როდესაც მანქანის უკანა სავარძელზე ჩანთას გადავდებთ (ღერძული შებრუნება; იხილეთ ფოტო 2), ან როდესაც ქურთუკის სახელოებში ხელს ვუყრით (გვერდული დახრა; იხილეთ ფოტო 3 და 4). რაღა თქმა უნდა, არსებობს იოგას პოზები, რომლებიც აგრეთვე მოიცავენ ამ მოძრაობებს. ქვემოთ მოვიყვანთ ამ მოძრაობების დიაპაზონის დეტალურ ანალიზს. გთოხვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს დიაპაზონები საშუალოა, რაც აღებულია სხვადასხვა აღნაგობის ადამიანების მოძრაობების გაზომვით. ნებისმიერი ინდივიდი მოქნილობის სპექტრის ორივე მხარეს და ხერხემლის სხვადასხვა რეგიონში ნიშანდობლივ ცთომილებას აჩვენებს. გრადუსების რიცხვები, რომლებითაც მოძრაობის დიაპაზონია გამოსახული, მიახლოებითია, რაც სურათზე კუთხის სახითაა ნაჩვენები და თითოეული მიმართულებით ხუთი გრადუსით შეიძლება იყოს ცთომილება.

ფოტო 1 ხერხემლის გაშლისა და მოხრის მოძრაობის დიაპაზონი

ფოტო 2 კისრის, გულმკერდის და წელის ღერძული შებრუნება: (a) ნეიტრალური, 0 გრადუსით ღერძულად შებრუნებული; (b) მხოლოდ კისრით ღერძულად შებრუნებული 50 გრადუსით; (c) კისერს დამატებული გულმკედის ღერძული შებრუნება 85 გრადუსით; და (d) კისერსა და გულმკერდს დამატებული წელის ღერძული შებრუნება 90 გრადუსით.

ფოტო 3 ხერხემლის მოძრაობის დიაპაზონი ლატერალური (გვერდული) დახრისას. მიაქციეთ ყურადღება, რომ 75 გრადუსიანი გვერდული დახრა, ხერხემლის სხვა სახის მოძრაობებთან შედარებთ, ყველაზე უფრო თანაბრადაა გადანაწილებული მთელ ხერხემალზე.

ფოტო 4 (a) ნეიტრალური ხერხემალი; (b) კისრის ლატერალური დახრა; (c) კისრის და გულმკერდის ლატერალური დახრა; (d) კისრის, გულმკერდისა და წელის ლატერალური დახრა; და (e) ლატერალური დახრა და მენჯის ლატერალური გადაწევა.
თუ ყურადღებით დავაკვირდებით ხერხემლის ოთხი სახის მოძრაობის დიაპაზონთა ბუნებას, აღმოვაჩენთ, რომ არსებობს მეხუთე შესაძლებლობაც, რომელსაც ღერძული გაჭიმვა ეწოდება. ეს მოძრაობა არ ხდება სპონტანურად ყოველდღიურ მოძრაობებში. ამ მოძრაობის შესრულებას საგანგებო შესწავლა სჭირდება, რადგან ეს, ასე ვთქვათ, „არაბუნებრივი“ მოძრაობაა.