ოფლის გამოყოფა ბევრი რამისთვის არის სასარგებლო, მაგრამ არა დეტოქსიკაციისთვის.
ოფლიანობა, როგორც ორგანიზმის ფუნქცია, როგორც წესი, უხერხულობასთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით ქალებთან მიმართებაში. არსებობდა ასეთი გამოთქმაც, ქალები კი არ ოფლიანობენ, არამეთ კაშკაშებენო. თუმცა, თუ დღეს მოდის ჟურნალებს ან სილამაზის ბლოგებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ოფლიანობა მოდაშია. საუნით დაწყებული და ცხელი-იოგათი დამთავრებული, აქტივობები, რომლებიც ჭარბ ოფლიანობასთან არიან დაკავშირებული, არამხოლოდ სარელაქსაციო საშუალებებათ ითვლებიან, არამედ ჯანმრთელობისთვისაც არიან რეკომენდებული როგორც ტოქსინების გამოყოფის საშუალებები.
სამწუხაროდ, ტოქსინების გამოყოფა არ ხდება ოფლიანობის დროს. უახლესმა კვლევბმა დაადასტურეს ის, რასაც მკვლევრები წინასწარ გაიძახოდნენ: რომ გაუფლიანებასთან ერთად ტოქსინების გამოყოფა მხოლოდ მითია.
ჩვენი ორგანიზმი ოფლიანდება იმისთვის, რომ გააგრილოს სხეული და არა იმისთვის, რომ ნარჩენები გამოყოს ან დეტოქსიკაცია მოახდინოს. ამისთვის არსებობს ღვიძლი და თირკმელები. რა თქმა უნდა, ამ მითში არის სიმართლის მარცვალიც და ოფლის ტოქსიკურობაც არ არის გამონაკლისი. მართალია, ოფლი ძირითადად წყლისა და მინერალებისგან შედგება, მასში აგრეთვე შესაძლოა იყოს ტოქსიკური ნივთიერებების კვალიც.
თუმცა, ახალმა კვლევებმა, რომლებიც Environment International-ში გამოქვეყნდა, გვიჩვენა, რომ მაშინაც კი, როდესაც კანის ფორების მეშვეობით გარემოთი დაბინძურებული ორგანიზმი ნარჩენებს გამოყოფს, მათი რაოდენობა ოფლში უმნიშვნელოა.
„ყოველთვის უნდა დავაზუსტოთ, თუ რა რაოდენობაზეა საუბარი,“ ამბობს ქიმიკოსი Joe Schwarcz. „როდესაც ოფლის შემადგენლობას ვიკვლევთ, მასში მრავალ ნივთიერებას აღმოვაჩენთ, მაგრამ რომელიმე ნივთიერების აღმოჩენა ოფლში არ ნიშნავს, რომ მათ რაიმე განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვთ ჯანმრთელობისთვის.“
არის თუ არა ოფლი ტოქსიკური?
Schwarcz ხელმძღვანელობს McGill-ის Office for Science and Society უნივერისტეტს, რომელიც მუშაობს გავრცელებული მითების გაბათილებაზე, მათ შორის მედიცინის სფეროში იმ მითების წინააღმდეგ, რომლებსაც იყენებენ თაღლითები და შარლატანები. ამ შემხვევაში საქმე ეხება იმ დაპირებებს, რომლებსაც ისინი „სხეულის დეტოქსიკაციის“ შესახებ სთავაზობენ ხალხს.
მაშასადამე, რა რაოდენობით შეიცავს ოფლი მავნე ნივთიერებებს?
Pascal Imbeault, რომელიც ამ კვლევებს უძღვება ამბობს, რომ უმეტესობა ამ მავნე ნივთიერებებისა იმდენად მცირე დოზით არის, რომ არსებით ზეგავლენას ვერ ახდენენ. Imbeault გახლავთ ფიზიოლოგი, რომელიც კანადაში, ოტავას უნივერსიტეტში მუშაობს. იგი იკვლევს იმ მავნე ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმის ცხიმებში არიან დაგროვილი. ესენია: პესტიციდები, ბიფენილები და სხვა.
ეს ის ნივთიერებებია, რომლებსაც ზოგიერთი ტოქსინებს უწოდებს, ნივთიერებები, რომლებიც ჩვენს გარემოს და საკვებს აბინძურებენ. ( Imbeault ამბობს, რომ სიტყვა „ტოქსინი“ არასწორად გამოიყენება, რადგან სინამდვილეში ისინი ტოქსიკანტებია. ტოქსინები ის ნივთიერებებია, რასაც თავად მცენარეები და ცხოველები წარმოქმნიან, ხოლო ტოქსიკანტები ხელოვნურად წარმოიქმნებიან).
რადგან ეს ნივთიერებები ცხიმში ხსნადები არიან, ისინი ოფლში არ იხსნებიან, რადგან ოფლი ძირითადად წყლისგან შედგება.
Imbeault-მა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ საშუალო სტატისტიკური მოვარჯიშე, რომელიც დღეში 45 წუთის განმავლობაში ვარჯიშობს, ჯამურად შეიძლება 2 ლიტრამდე ოფლიც დაღვაროს და მთელი ეს ოფლი შეიცავს 1/10 ნანოგრამს ამ დაბინძურების სახით.
უკეთ რომ წარმოვიდგინოთ, ეს გახლავთ 0.02 პროცენტი დაბინძურების იმ დოზისა, რასაც ყოველდღიურად საკვებთან ერთად ვიღებთ. ძალიან დატვირთულადაც რომ ივარჯიშოთ ოფლის გამოყოფის მიზნით, შესაძლოა პროცენტულმა მაჩვენებელმა 0.04%-ს მიაღწიოს იმ დოზისა, რა დოზითაც ყოვედღიურად ბინძურდება ჩვენი ორგანიზმი.
ეს იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია თუნდაც 1% იმ დაბინძურებისა ოფლთან ერთად გამოიყოს, რასაც საკვებთან ერთად ვიღებთ ყოველდღიურად.
გაითვალისწინეთ, რომ უმეტესობა ადამიანებში პესტიციდების დონე იმთავითვე უკიდურესად დაბალია. ქიმიკოსთა დამსახურებაა, რომ მიკრო დონეზე ბევრ მავნე ნივთიერებებს აღმოვაჩენთ ორგანიზმში, მაგრამ თავისთავად ეს აღმოჩენა ან მათი რაოდენობის ოდნავ მომატება ან კლება რაიმე არსებით გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე.
გაოფლიანება
სიმართლის იმ მარცვალს რომ დავუბრუნდეთ: მძიმე მეტალები და BPA (ბიფენოლ A რომელსაც პლასტმასის ბოთლების დასამზადებლად იყენებენ) მცირე დოზით ხვდებიან ოფლში, რადგან ისინი წყალში კარგად იხსნებიან. მაგრამ არსებობს გაცილებით ეფექტიანი გზები იმისთვის, რომ თუ ეს მეტალები უმნიშვნელო დოზას აჭარბებენ, სისხლიდან გამოვდევნოთ. ამა თერაპიას ხელატიზაცია ეწოდება (ქიმიური პროცესი, მიზნად ისახავს მეტალის იონების ან მინერალების მოცილებას ორგანიზმიდან). BPA შარდთან ერთად გაცილებით უკეთ გამოდის ორგანიზმიდან, ვიდრე ოფლთან ერთად. საუკეთესო გზა იმისთვის, რომ BPA შევამციროთ ორგანიზმში, არის ის, რომ არ დავლიოთ და მივირთვათ საკვები იმ პლასტმასის ჭურჭლისგან, რომლებიც BPA-ს შეიცავს. ამას ადასტურებს ჯანსაღი გარემოს მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი.
რა თქმა უნდა, ყოველივე ეს ვერ შეაჩერებს მზარდ დეტოქს ინდუსტრიას. ბოლოდროინდელი აკვიატებაა ინფრაწითელი საუნა, სადაც გამოიყენება ინფრაწითელი გამოსხივება, როგორც სიცხის წყარო (ნაცვლად ორთქლის ან ელექტრო გამათბობლისა). ჟურნალ The Atlantic-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ახსნილია, რომ საუნების მეშვეობით დეტოქსიკაციის იდეას არავითარი სამეცნიერო საფუძველი არ აქვს.
მიუხედავად ამისა, სპა ცენტრები და საუნები მაინც აგრძელებენ მტკიცებას, რომ მათ მეთოდს დეტოქს ეფექტი აქვს. პროპაგანდამ ისეთი შედეგიც კი გამოიღო, რომ ტეხასის შტატის სახანძრო განყოფილებამ მეხანძრეებისთვის შეიძინა ინფრაწითელი საუნა იმ მიზნით, რომ დაკვამლიანებისგან მიღებული დაბინძურების წინააღმდეგ ამ გზით ებრძოლათ, რათა სიმსივნის რისკი შეემცირებინათ მეხანძრეთა შორის. მიუხედავად იმისა, რომ საუნას შეიძლება ჰქონდეს სხვა სახის დადებითი ეფექტი, სიმსივნის წინააღმდეგ დაცვის თვალსაზრისით კვლევებით არაფერია დადასტურებული.
ოფლდენის თერაპია გადაჭარბებული ფორმით შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საშიშიც აღმოჩნდეს.
35 წლის კვებეკელი ქალბატონი გარდაიცვალა დეტოქს საუნაში. იგი ოფლდენის პროცედურას 9 საათის განმავლობაში იტარებდა.
Schwarcz-ი ამბობს „ეს ჩვეულებრივი ამბავია, ადამიანს აქვს სურვილი, რომ კომპლექსური პრობლემა მარტივი მეთოდით გადაჭრან. მიმზიდველი შედეგის იმედით, ადამიანები ტყუვდებიან და ბრიყვულად ყიდულებენ ამ სერვისებს.“