ყოველგვარ დედუქციურ დასკვნას სილოგიზმი ეწოდება (ბერძ. sillogismos — შეკრება, შეჯამება, გამოყვანა, შედეგი). არსებობს რამდენიმე სახის სილოგიზმი. პირველ მათგანს მარტივი (კატეგორიული) ეწოდება, რადგან მასში შემავალი მსჯელობები (ორი წინამძღვარი და დასკვნა) მარტივი, ანუ კატეგორიული არიან. 

განვიხილოთ მარტივი სილოგიზმის მაგალითი:

ყველა ყვავილი (М) – მცენარეა (Р).

ყველა ვარდი (S– ყვავილია (М).

ყოველი ვარდი (S) – მცენარეა (Р).

მოცემულ სილოგიზმში ორივე, წინამძღვარიც და დასკვნაც, მარტივი მსჯელობებია. ყურადღება მივაქციოთ მსჯელობიდან გამოყვანილ დასკვნას: «ყოველი ვარდი მცენარეა». ამ დასკვნაში «ვარდი» სუბიექტია, ხოლო «მცენარე» პრედიკატი. დასკვნის სუბიექტი სილოგიზმის მეორე წინამძღვარშია, ხოლო დასკვნის პრედიკატი — პირველში. ასევე ორივე წინამძღვარში მეორდება ტერმინი «ყვავილები», რომელიც, როგორც ვხედავთ, შემაკავშირებელია: სწორედ მისი წყალობით წინამძღვრებში შეუკავშირებული, განცალკევებული ტერმინები «მცენარე» და «ვარდი» ერთმანეთს დასკვნაში უკავშირდებიან. ამგვარად, სილოგიზმის სტრუქტორა თავის თავში ორ წინამძღვარსა და ერთ დასკვნას მოიცავს, რომლებიც სამი (სხვადასხვა სახით განლაგებული) ტერმინისგან შედგებიან:

 1. დასკვნის სუბიექტი სილოგიზმის მეორე წინამძღვარშია მოთავსებული და სილოგიზმის მცირე ტერმინი ეწოდება (მეორე წინამძღვარსაც აგრეთვე მცირე ეწოდება).

2. დასკვნის პრედიკატი სილოგიზმის პირველ წინამძღვარშია მოთავსებული და სილოგიზმის დიდი ტერმინი ეწოდება (პირველ წინამძღვარსაც აგრეთვე დიდი ეწოდება). როგორც წესი, დასკვნის პრედიკატი მოცულობით დიდი ცნებაა, ვიდრე დასკვნის სუბიექტი (მოყვანილ მაგალითში ცნებები «ვარდი»  და «მცენარე» გვაროვნულ დაქვემდებარებაშია, რისი წყალობითაც დასკვნის პრედიკატს დიდი ტერმინი ეწოდება, ხოლო დასკვნის სუბიექტს — მცირე.

3. ტერმინი, რომელიც ორივე წინამძღვარში მეორდება და სუბიექტს პრედიკატთან აკავშირებს (მცირე და დიდ ტერმინებს), სილოგიზმის შუა ტერმინია და აღინიშნება ლათინური M ასოთი, რადგან ლათინურად «საშუალო» არის — medium.

 სილოგიზმის სამი ტერმინი მასში შეიძლება სხვადასხვაგვარად განლაგდნენ. ტერმინების ურთიერთგანლაგებას სილოგიზმის მარტივი ფიგურები ეწოდება. ოთხი ასეთი ფიგურა არსებობს, ანუ ყველა შესაძლო ვარიანტი სილოგიზმში ტერმინების ურთიერთგანლაგებისა ოთხი კომბინაციით ამოიწურება. განვიხილოთ ისინი.

სილოგიზმის პირველი ფიგურა — მისი ტერმინების იმგვარი განლაგებაა, რომლის დროსაც პირველი წინამძღვარი საშუალო ტერმინით იწყება, ხოლო მეორე წინამძღვარი საშუალო ტერმინით სრულდება. მაგალითად:

 ყველა აირი (М– ქიმიური ელემენტია (Р).

ჰელიუმი (S– აირია (М).

ჰელიუმი (S– ქიმიური ელემენტია (Р).

იმის გათვალისწინებით, რომ პირველ წინამძღვარში საშუალო ტერმინი პრედიკატთან არის კავშირში, მეორე წინამძღვარში სუბიექტი საშუალო ტერმინს უკავშირდება, ხოლო დასკვნაში სუბიექტი უკავშირდება პრედიკატს, შევადგინოთ მოყვანილ მაგალითში ტერმინთა განლაგებისა და კავშირის სქემა (სურ. 1):

Краткий курс логики: Искусство правильного мышления

სქემაზე მოცემული სწორი ხაზები (გარდა იმ ხაზისა, რომელიც წინამძღვრებსა და დასკვნას აცალკევებს) წინამძღვრებსა და დასკვნაში ტერმინთა კავშირს აღნიშნავენ. ვინაიდა საშუალო ტერმინის როლი იმაში მდგომარეობს, რომ სილოგიზმის დიდი და მცირე ტერმინები შეაკავშიროს, ამიტომ სქემაზე  პირველი წინამძღვრის საშუალო ტერმინი ხაზით უკავშირდება მეორე წინამძღვრის საშუალო ტერმინს. სქემა გვიჩვენებს, თუ როგორ აკავშირებს ერთმანეთთან საშუალო ტერმინი სილოგიზმის სხვა ტერმინებს (პირველი ფიგურის თანახმად). გარდა ამისა, სილოგიზმის სამი ტერმინის ურთიერთობა შესაძლოა ეილერის წრეების მეშვეობით გამოვსახოთ. ასეთ შემთხვევაში შემდეგი სქემა გამოგვივა (სურ. 2):

Краткий курс логики: Искусство правильного мышления

სილოგიზმის მეორე ფიგურა — მისი ტერმინების იმგვარი განლაგებაა, რომლის დროსაც პირველი და მეორე წინამძღვარი საშუალო ტერმინით სრულდება. მაგალითად: 

 ყველა თევზი (Рლაყუჩებით სუნთქავს (М).

ყველა ვეშაპი (Sლაყუჩებით არ სუნთქავს (М).

ყველა ვეშაპი (Sარ არის თევზი (Р).

მეორე სილოგიზმის ფიგურაში ტერმინთა ურთიერთმიმართება და განლაგება ასე გამოიყურება (სურ. 3):

Краткий курс логики: Искусство правильного мышления

სილოგიზმის მესამე ფიგურა — მისი ტერმინების იმგვარი განლაგებაა, რომლის დროსაც პირველი და მეორე წინამძღვარი საშუალო ტერმინით იწყება. მაგალითად: 

 ყველა ვეფხვი (М– ძუძუმწოვარია (Р).

ყველა ვეფხვი (М– მტაცებელია  (S).

ზოგიერთი მტაცებელი (S) – ძუძუმწოვარია (Р). 

მესამე სილოგიზმის ფიგურაში ტერმინთა ურთიერთმიმართება და განლაგება ასე გამოიყურება (სურ. 4):

სილოგიზმის მეოთხე ფიგურა — მისი ტერმინების იმგვარი განლაგებაა, რომლის დროსაც პირველი წინამძღვარი საშუალო ტერმინით სრულდება, ხოლო მეორე წინამძღვარი მისით იწყება. მაგალითად: 

ყველა კვადრატი  (Р– მართკუთხედია (М).

ყველა მართკუთხედი (М– სამკუთხედი არ არის (S).

ყველა სამკუთხედი (S– არ არის კვადრატი (Р).

მეოთხე სილოგიზმის ფიგურაში ტერმინთა ურთიერთმიმართება და განლაგება ასე გამოიყურება (სურ. 5):

აღსანიშნავია, რომ სილოგიზმის ყველა ფიგურაში ტერმინთა შორის ურთიერთობა სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს.

ნებისმიერი მარტივი სილოგიზმი სამი მსჯელობისგან შედგება (ორი წინამძღვარი და დასკვნა).