კვირტი ქრება, როდესაც ყვავილი იშლება;

შეიძლება ითქვას, რომ პირველს მეორე უკუაგდებს;

ასევე ყვავილს ნაყოფი უარყოფს და იგი [ყვავილი] მცენარის მცდარ ყოფიერებად გამოცხადდება, ხოლო მისი ჭეშმარიტების სახით ყვავილის ადგილას გამოდის ნაყოფი.

ეს ფორმები არამხოლოდ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, არამედ ერთმანეთს დევნიან კიდეც როგორც შეუთავსებელნი.

მაგრამ მათი დენადი ბუნება მათ იმავე დროს იმ ორგანული ერთიანობის მომენტებად აქცევს, რომელშიც ისინი ერთი მეორეს არამარტო არ ებრძვიან, არამედ ერთი ისევე აუცილებელია, როგორც მეორე;

და ეს ტოლი აუცილებლობა შეადგენს სწორედ სიცოცხლეს.

[მსგავსად ამისა:]

ჭეშმარიტისა და მცდარის დაპირისპირების აზრს ისე ღრმად გაუდგამს ფესვი, რომ იგი ჩვეულებრივად მოელის ამა თუ არსებული ფილოსოფიური სისტემის ან თანხმობას ან წინააღმდეგობას, ხოლო მისი ახსნის დროს ან მხოლოდ ერთს ხედავს ან მეორეს;

მას ფილოსოფიურ სისტემათა განსხვავება ესმის არა იმდენად ჭეშმარიტების პროგრესულ განვითარებად, რამდენადაც განსხვავებაში მხოლოდ წინააღმდეგობას ხედავს.