მეტაფიზიკის ერთ-ერთ ძირითად საკითხია, რეალურია თუ არა სივრცე თავისთავად თუ ის მხოლოდ ნივთების თვისებას წარმოადგენს. თუ ვიტყვით, რომ იგი რაღაც სუბსტანციალურია, თავისთავად არსებული, მაშინ იგი ყუთს უნდა ჰგავდეს, რომელიც, როცა მასში არაფერიც არ არის, მაინც რაღაც დამოუკიდებლად რჩება. მაგრამ სივრცე აბსოლუტურად დამთმობია, იგი არსად არავითარ წინააღმდეგობას არ წევს, ხოლო რამე რეალურისგან ჩვენ მოვითხოვთ, რომ იგი სხვას გამორიცხავდეს. ჩვენ არავითარი სივრცის აღმოჩენა არ შეგვიძლია, რომელიც დამოუკიდებელი სივრცე იქნებოდა; იგი ყოველთვის შევსებული სივრცეა და არასდროს არის თავის შევსებულობისგან განსხვავებული. მაშასადამე, იგი არაგრძნობადი გრძნობადობაა და გრძნობადი არაგრძნობადობა. ბუნების საგნები სივრცეშია და იგი რჩება საფუძვლად, რამეთუ ბუნება გარეგანობის ბორკილებშია. თუკი ამბობენ, ლაიბნიცის მსგავსად, რომ სივრცე ნივთების წესრიგია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ნოუმენთან (νούμενα) და რომ მას თავისი მატარებლები ნივთებში აქვს, მაშინ ადვილად დავრწმუნდებით, რომ, თუ აზრობრივად ნივთებს მოვიშორებთ, რომლებიც სივრცეს ავსებენ, მაინც დარჩება სივრცობრივი ურთიერთობა ნივთების მოშორებითაც. მართალია, შეიძლება ითქვას, რომ სივრცე გარკვეული წესრიგია, რამეთუ იგი ნებისმიერ შემთხვევაში გარკვეულ გარეგან განსაზღვრებას წარმოადგენს, მაგრამ იგი არამხოლოდ გარენაგი განსაზღვრებაა, არამეთ თავის თავში გარეგანობას წარმოადგენს.

ჰეგელი, „ბუნების ფილოსოფია“