შესაძელებელია თუ არა, რომ ხერხემლის მალთაშუა თიაქარი განიკურნოს ყოველგვარი ჩარევის გარეშე?

          ამ კითხვაზე განსხვავებულ პასხუხებს მიიღებთ, მაგრამ გააჩნია იმასაც, თუ ვის ეკითხებით. ჭეშმარიტებას შეესაბამება ის ფაქტიც, რომ თიაქარის სიმპტომები შესაძლებელია ჩაცხრეს დროთა განმავლობაში ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე, მაგრამ, მაინც, ნიშნავს თუ არა ეს, მისგან სრულ გამოჯანმრთელებას?   

ისევე, როგორც ბევრ სხვა რამეზე, აქაც პასუხი არასრულია. დიახ, სიმპტომები შეიძლება გაქრეს, მაგრამ ეს აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ მისგან განიკურნოთ.

    როგორ იწვევს თიაქარი ტკივილს?

  ეს შესაძლებელია იყოს, ხერხემლის დისკის გარე შრეების დაზიანება, ან თავად დისკის გარღვევა (Rajasekaran Spine 2013), რის შედეგადაც პულპოზური ბირთვის (ჟელესმაგვარი ნივთიერება) დაზიანება მოჰყვება,  ხდება გაჟონვა და ეს თავისთავად იწვევს ნერვის კომპრესიას, რაც ძალიან მტკივნეულია. ამ ყველაფრის თანმდევია, რიგი ანთებითი პროცესებიც, რაც გულისხმობს ე.წ. რადიკულიტის გამოწვევას.

      რა გზით ხდება თიაქარის სიმპტომების გაქრობა?

არსებობს სამი მიმდინარე პროცესი, რომელიც ამცირებს თიაქარისაგან გამოწვეულ ტკივილებს ლუმბარულ (წელის) არეში. ესენია:

1)      ინდივიდის იმუნიტეტი: ხშირ შემთხვევაში, ჩვენი იმუნიტეტი თიაქარს აღიქვამს, ასე ვთქვათ, უცხო სხეულად და შეუძლია აღმოფხვრას კიდეც. შესაბამისად ანთებითი პროცესებიც ცხრება.

2)      წყლის შეწოვა, ათვისება: ხრტილოვანი დისკები შეიცავს წყალს, რაღაც დროის განმავლობაში კი, ეს წყალი შეიწოვება ორგანიზმის მიერ. სწორედ ეს პროცესი ამცირებს თიაქარის გამომწვევი სეგმენტების ზომას და აღარ ხდება  ნერვის კომპრესიაც.

3)      დისკების მექანიკა: საკამათო საკითხია, მაგრამ არსებობს მოსაზრება, გაჭიმვის ვარჯიშების მეშვეობით, დისკის სიმპტომატური ნაწილი შეიძლება დაუბრუნდეს დისკს და მოშორდეს ხერხემლის ნერვს.

   ზემოთ  აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, თითქოს შესაძლებელია, როგორც თიაქარის ზომის შემცირება, მიმდინარე ანთებების ჩაცხრობა და ნერვის კომპრესიის თავიდან აცილება, თუმცა, ეს ყველაფერი, მაინც არ ნიშნავს მის  სრულად, სამუდამოდ განკურებას.

   

        

თიაქარის კონტროლი

იმ შემთხვევაში, როცა თიაქარი გვაწუხებს, მთავარი კითხვა ის კი არ არის, განიკურნება თუ არა იგი სრულად, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა აქ ისაა, თუ როგორ ვფოკუსრიდეთ მის მკურნალობასა და რეაბლიტიაციაზე, რათა მწვავე სიმპტომები აღმოვფხვრათ და სამომავლო პრობლემები თავიდან ავიცილოთ.

მწვავე ტკივილების დროს, შესაძლოა რეკომენდაციაც კი მოგცენ, ადრეული ქირურგიული ჩარევისა, თუმცა ქირურგიულ ჩარევამდე შეიძლება სხვა მეთოდებს მივმართოთ.

  ზემოთხენებულის დედააზრი მდგომარეობას იმაში, რომ ჩვენ, ამ პრობლემის ქონის შემთხვევაში, ძალიან არ ვინერვიულოთ თიაქარის განკურნება, არ განკურნებაზე. MRI (Magnetic Resonance Imaging) კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ადამიანთა დიდ ნაწილს, ვისაც თიაქარი აქვს, სართოდ არ აწუხებთ ტკივილი. ამ ხალხისთვის, ტკვილის მთავარ წყაროდ თიაქარი არ მიიჩნევა (Boden et al, 1990).