კლასიკური თვალსაზრისით, ბუდისტური მედიტაცია ორ სახეობად იყოფა. ესენია: მასტაბილიზირებელი მედიტაცია და ანალიტიკური მედიტაცია. პირველი მათგანი მენტალური კონცენტრაციის დონეების გაღრმავებას მოიცავს, მაშინ, როცა მეორე რეალობის ბუნების შეგნების განვითარებას ემსახურება. ამ ორი მედიტაციის ერთმანეთის მიმართ ზუსტი დამოკიდებულება და ერთის ღირებულება მეორის გარეშე დიდ სადაო საკითხს წარმოადგენდა მთელი ბუდიზმის ისტორიის განმავლობაში. ტერავადა ტრადიციაში არსებობს ვრცელი ლიტერატურა, რომელიც აღწერს ორმოც ობიექტს, რომლებიც შეიძლება არჩეულ იქნას კონცენტრაციის ღრმა მდგომარეობების განვითარებისთვის, მდგომარეობებისა, რომლებსაც თუ ამ ცხოვრებაში განვავითარებთ, შემდეგ ცხოვრებაში უფორმო ან ფორმიან ზეციურ სამეფოში დაბადება მოყვება. ასევე, ფართო დისკუსიის საგანს წარმოადგენს რეალობის ბუნება, რომელსაც ხშირად ყოფიერების სამი ნიშნით წარმოადგენენ: წარმავლობა, ტანჯვა და არა-„მე“. აგრეთვე არსებობს ტექნიკები, სადაც კონცენტრაცია და შეგნება ერთად ვითარდება. ეს გადმოცემულია ტერავადა კანონის ყველაზე უფრო გავრცელებულ ტექსტში, „Mindfulness-ის საფუძვლები“ (Satipatthana Sutta). ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფართოდ კომენტირებადი ტექსტი პალის კანონში და დღესაც აგრძელებს ცენტრალური ადგილის დაკავებას თანამედროვე ვიპასანას (vipasyana) მოძრაობაში.

ამ ტექსტში ბუდა განმარტავს იმას, რასაც იგი ეკაიანა მაგგას უწოდებს, რომელიც შეიძლება ითარგმნოს როგორც „პირდაპირი გზა“, „ერთადერთი გზა“ ან „ერთი გზა“. აქ ბუდა Mindfulness-ის ოთხ ობიექტს აღწერს. პირველი გახლავთ სხეულის Mindfulness-ი. მეორე — გრძნობების Mindfulness-ი, რომელიც აქ სიამოვნების, ტკივილისა და ნეიტრალური მდგომარეობის ფიზიკურ და მენტალურ გამოცდილებას აღნიშნავს. მესამე არის გონების Mindfulness-ი, როდესაც ხდება დაკვირვება, თუ როგორ ხდება გონებაზე პოზიტიური და ნეგატიური ემოციების გავლენა. მეოთხე Mindfulness-ი არის დჰარმების. დჰარმები აქ  „გონების-ობიექტებს“ აღნიშნავს, რაც მნიშვნელოვანი კატეგორიების მჭვრეტელობას მოიცავს, მათ შორის ხუთ აგრეგატულობას (skandha) და ოთხ ჭეშმარიტებას.

Mindfulness-ის ოთხი ობიექტიდან პირველი სხეულის Mindfulness-ია, რომელიც, ფაქტობრივად, თოთხმეტ სავარჯიშოს მოიცავს  და იწყება შესუნთქვა-ამოსუნთქვის Mindfulness-ით. Mindfulness (Sati, ეს ტერმინი „მეხსიერებასაც“ ნიშნავს) - არის უწყვეტი ყურადღებიანობა, გულისყურით ყოფნა. სუნთქვის Mindfulness-ს მოყვება სხეულის ოთხი პოზის Mindfulness-ი. აქ პოზებში იგულისხმება ოთხი მდგომარეობა: სიარული, დგომა, ჯდომა და წოლა. შესაბამისად, ეს მდგომარეობა ყველა აქტივობის გაცნობიერებას მოიცავს. ეს ისეთი რამ არის, რომელიც მთელი დღის აქტივობებს გადასწვდება და არ არის შეზღუდულო მედიტაციის ფორმალური სეანსით. მას მოჰყვება სხეულის სხვადასხვა კომპონენტების Mindfulness-ი. ეს კომპონენტები საკმაოდ უსიამოვნოა: ფრჩხილები, ნაღველი, ნერწყვი და შარდი. შემდეგია სხეულის Mindfulness-ი, როგორც ოთხი ელემენტისგან შემდგარი: მიწა (სიმყარე), წყალი (სითხე), ცეცხლი (სითბო), ჰაერი (სიცარიელე). ამას მოყვება ის, რასაც „აკლდამურ მჭვრეტელობებს“ უწოდებენ, სხეულის Mindfulness-ი, ხრწნის თანმიმდევრული სტადიები.

სხეულის Mindfulness პრაქტიკები განკუთვნილია იმისთვის, რომ გააღვივოს შეგნება, რომ სხეული არაწმინდა ელემენტების კრებულისგან შედგება, რომელიც წარმოიშობა და ქრება სწრაფ ცვალებადობაში, რომელიც სრულიად მოკლებულია მარადიულ თვითობას. ყოფიერების ამ სამი ნიშნის შეგნებას, — წარმავალობა, ტანჯვა და არა-მე — თავის მხრივ, ნირვანამდე მივყავართ და როგორც ბუდა ამბობს Sutta-ს ბოლოს, Mindfulness-ის ოთხი საფუძვლის პრაქტიკას უსწრაფესად და უმოკლესი გზით ნირვანამდე მივყავართ.