dhyāna. (პალიურად jhāna; ტიბეტურად bsam gtan; ჩინურად chan/chanding; იაპონურად zen/ zenjō; კორეულად. so˘n/so˘njo˘ng 禪/禪定). 

dhyāna სანსკრიტულად, „მედიტაციური აბსორბცია (შთანთქმა)“, სპეციალური მედიტაციური პრაქტიკები, რომლის განმავლობაშიც გონება დროებით ჩამოშორდება გარეგან გრძნობად აღქმას და მთლიანად შთაინთქმება (ჩაიძირება) მედიტაციის იდეურ ობიექტში. ეს ტერმინი აღნიშნავს როგორც აბსორბციამდე მიმყვან პრაქტიკას, ისე თავად სრული აბსორბციის მდგომარეობასაც. dhyāna გონების კონტროლის უნარს მოიაზრებს, მაგრამ თავის თავში არ მოიცავს რეალობის ბუნების მდგრად გაგებას; თუმცა, მიღებულია, რომ აბსორბციის გარკვეული დონე აუცილებელია იმისთვის, რომ გონება ჭეშმარიტების უშუალო რეალიზაციისთვის, მანკიერებების (KLEŚA) აღმოფხვრისთვის და გათავისუფლების (VIMUKTI) მიღწევისთვის მოემზადოს.

 Dhyāna იყოფა ორ ფართო ჯგუფად: (1) მედიტაციური აბსორბცია დაკავშირებული ნატიფი მატერიალურობის სფეროსთან (RŪPĀVACARADHYĀNA) და (2) მედიტაციური აბსორბცია დაკავშირებული არამატერიალურ სფეროსთან (ĀRŪPYĀVACARADHYĀNA). თითოეული ეს ჯგუფი, თავის მხრივ, ოთხ ეტაპად ანუ აბსორბციის საფეხურებად იყოფა, რაც ჯამში dhyāna-ს რვა ეტაპს გვაძლევს. ნატიფი მატერიალურობის ოთხ აბსორბციას, საფეხურების პროგრესთან ერთად, ცნობიერების თანდათანობითი შემცირება ახასიათებს. კონცენტრაციის გაღრმავებას მედიტატორი ხუთი დაბრკოლების (NĪVARANA) დროებით მოშორებამდე მიჰყავს, რის ადგილსაც აბსორბციის ხუთი კომპონენტი (DHYĀNĀNGA) იკავებს. ეს ხუთი დაბრკოლებაა: (1) გრძნობადი სურვილი (KĀMACCHANDA), რომელიც გონების ერთ მიმართულების კომპონენტს აბრკოლებს; (EKĀGRATĀ); (2) სიავე (VYĀPĀDA), რომელიც ფიზიკურ აღტაცებას აბრკოლებს (PRĪTI); (3) სიზარმაცე და ლეთარგია (STYĀNA-MIDDHA), რომელიც მიმართულ აზრს აბრკოლებს (VITARKA); (4) მოუსვენრობა და ღელვა (AUDDHATYA-KAUKṚTYA), რომელიც მენტალურ სიმშვიდეს აბრკოლებს (SUKHA); და (5) სკეპტიკური ეჭვი (VICIKITSĀ), რომელიც მდგრად აზრს აბრკოლებს (VICĀRA). ამგვარად, ეს დაბრკოლებები აფერხებენ აბსორბციის სპეციფიკურ ფაქტორებს და როდესაც მოიხსნებიან, მაშინ ნატიფი-მატერიალურობის dhyāna-ების პირველი დონე მიიღწევა. პირველ dhyāna-ში მისი ხუთივე შემადგენელი კომპონენტი სახეზეა; კონცენტრაციის გაღრმავებასთან ერთად, ეს კომპონენტები თანდათანობით მოიხსნებიან, შესაბამისად, მეორე dhyāna-ში ორივე სახის აზრი ქრება და მხოლოდ prīti, sukha, და ekāgratā რჩებიან; მესამე dhyāna-ში მხოლოდ sukha, და ekāgratā რჩებიან; ხოლო მეოთხე dhyāna-ში, კონცენტრაცია იმდენად გაუხშოებულია, რომ მხოლოდ ekāgratā-ღა რჩება.

დეტალური კორელაცია, თუ რომელი ხუთი სულიერი თვისება (INDRIYA) და გასხივოსნების შვიდი კომპონენტი (BODHYANGA)  რომელ დაბრკოლებაზე მოქმედებს წამლად, მედიტაციის სახელმძღვანელოებშია აღწერილი. ნატიფი მატერიალურობის მეოთხე აბსორბციის დაუფლება საჭიროა პარანორმალური ძალებისა (ABHIJÑĀ) და არამატერიალური სფეროს ოთხი მედიტაციური აბსორბციის ანუ ārūpyāvacaradhyānas-ს კულტივირებისთვის. თავის მხრივ, არამატერიალური აბსორბციები rūpāvacaradhyāna-ს მეოთხე საფეხურის დახვეწილი ეტაპებია, სადაც მედიტაციის „ობიექტი“ თანდათანობით ქრება. არამატერიალური აბსორბციების სახელწოდებები, მათი შესაბამისი ობიექტების შესაბამისია: (1) უსასრულო სივრცის სფერო (ĀKĀŚĀNANTYĀYATANA), (2) უსასრულო ცნობიერების სფერო (VIJÑĀNĀNANTYĀYATANA), (3) არარას სფერო (ĀKIÑCANYĀYATANA), და (4) არც აღქმის და არც არ აღქმის სფერო (NAIVASAMJÑĀNĀSAMJYYATANA). 

ნატიფი მატერიალურობის საუფლოს აბსორბციების დაუფლებას შეუძლია ამავე საუფლოში ღვთაებად (DEVA) დაბადების მოტანა, ხოლო არამატერიალური აბსორბციების დაუფლებას კი შეუძლია ღვთაებად დაბადების მოტანა არამატერიალურ საუფლოში (იხილეთ ANIÑJYAKARMAN). 

Dhyāna გვხვდება სრულყოფილების (PĀRAMITĀ) გზის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტად; სრულყოფილების გზების კომპონენტების რაოდენობა განსხვავებულია; მაგალითად, Dhyāna მოცემულია, როგორც მეხუთე კომპონენტი ექვს კომპონენტიან გზაზე.

ტერმინი CHAN (იაპონურად zen), სახელწოდება, რომლითაც ცნობილია აღმოსავლეთ აზიაში გავრცელებული ადგილობრივი ბუდიზმის უმნიშვნელოვანესი ფორმა, წარმოადგენს ფონეტიკურ ტრანსკრიფციას ტერმინისა dhyāna. იხილეთ აგრეთვე JHĀNA; SAMĀDHI; SAMĀPATTI.

 

The Princeton dictionary of Buddhism